რატომ არ არის ლიზინგი უფრო პოპულარუი საქართველოში?
მსოფლიოს მასშტაბით მოსალხოება თავიანთი დიდი შენაძენებისთვის სატანდარტული სესხსების მაგივრად უკვე წლებია ლიზინგის სერვისს მიმართავს და მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი უკვე კარგა ხანია საქართველოშიც არსებობს, მისი გამოყენება იმაზე ბევრად დაბალი სიხშირით ხდება ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება.
უცნაური ის არის, რომ ის მომგებიანი პირობები, რომლებიც ლიზინგის მომსახურებას ახასიათებს, ძალიან კარგად ერგება საქართველოს დღევანდელ რეალობას და კლიენტებს ბევრად უფრო მომგებიან შეთავაზებასაც უკეთებენ, თუმცა უკვე წლებია რაც არსებული სერვისი ვერ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორც სხვა ტიპის სტანდარტული სესხები. ეს ფენომენი თავისთავად მიანიშნებს, რომ არის პრობლემა ან საზოგადოებისთვის ინფომრაციის მინიჭების მხრივ ან კი თავად სერვისებში საძებნელი ნაკლოვანებები. ამის გარდა არის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მაგალითად ამ სერვისის უცხოობა ქართული მარკეტისთვის, არასაკმარად დიდი ჯგუფი იმ პირებისა რომლებისთვისაც ლიზინგი იქნებოდა სწორი არჩევანი და ასე შემდეგ. ამ ტრენდს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ალბათ ხშირ შემთხვევში ეს რამდენიმე სხვადასხვ ფაქტორის ერთად მოქმედბი სედეგია. ფაქტად რჩება ის რომ საქართველოში არ არის ათვისებული ის სერვისები რომელბიც მოსახლეობას ლიზინგის საშუალებას აძლევს და რომლის მეშვეობითაც შეიძლება დიდი შენაძენები შდარებით მარტივად გავაკეთოთ და ჩვენი ბიზნესისთვის ან პირადი მოხმარებისთვის ისეთ ინივთები შევიძინოთ რომელბსაც ხვა მეთოდებით, იქნებოდა ეს სესხი თუ განვადება ვერ შევწვდებოდით. ლიზინგის მსერვისი ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. ამ მომსახურებას საკუთარ კლიენტებს ყველა მნიშვნელოვანი და განვითარებული ბანკი სთავაზობს, რადგან მოთხოვნა ამ სერვისზე არ წყდება და შესაძლებლობებიც ბევრად მეტია ბანკისა და კლიენტისთვის.
საქართველოში ასევე ყველა მსხვილ ბანკს აქვს ეს სერვისი და მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაციის მიღება მათი საიტების მეშვეობით შეუძლია, თუმცა ნამდვილად მეტი უნდა კეთდებოდეს არ სერვისის პოპულარიზაციის მიზნით. დღესდღეობით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაცია თუ სერვისი ძირითადად ონლაინ იძენს ახალ კლიენტურას და მათი საზოგადეობისთვის გაცნობა და მიწოდებაც სწორედ ამ საშუალებით უნდა მოხდეს. ქართული ბანკები საკმაოდ კარგად ადაპტირდნენ ამ თანამედროვე მეთოდების მეშვეობით თუმცა ნამდვილად საჭიროა რომ მეტი ყურადღება მიექცეს ისეთ ადამიანებამდე ხმის მიწვდენას, რომელბცი შეიძლება არ ხმარობენ ინტერნეტს ისე აქტიურად როგორც მაგალითად ახალგზარდები, სინამდვილეში კი სწორედ ადამიანების ეს კატეგორია წაროადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს, რომელსაც ეს სერვისი ყველაზე მეტად სჭირდება.
სწორედ ამიტომ აქ განვიხილავტ თუ რატომ ვერ გახდა ლიზინგი ქართველი მომხარებლის რჩეული სერვისი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში გაიზარდოს ამ მომსახურების პოპულარობა და მეტმა მოსახლემ შეძლოს ამ სერვისიტ შეგენბულად სარგებლობა
რა არის ლიზინგი
ლიზინგი არის სესხის ერთგვარი სერვისი,რომელიც აერთიანებს სესხისა და განვადების მახასიათებლებს და შედეგად მომხარებელს უფრო კომფორტულ პირობებს სთავაზობთ. თუ გსურთ ლიზინგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მოაგროვოთ, მაშინ შეგიძლიათ გაენოთ ჩვენს გვერდს ლიზინგზე. თუმცა ახლაც განვიხილავთ ზოგადად თუ რა არის ლიზინგი და სად შეგიძლიათ ამ სერვისის მიღება საქართველოს მასშტაბით.
როდესაც სარგებობთ ლიზინგით, თქვენ ასევე სარგბელობთ ბევრი ფინანსური ბენეფიტით, მაგრამ მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ ორდესაც სარგბლობთ აქტიებით მათ შესყიდვა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. აქტივის ციკლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოტ ამ სერვიცით და თქვენ ამ პროცესში დაგეხმარებათ თავად ბანკი ან კომპანია რომელთანაც თანამშრომლობთ ამ კონრეკტული ლიზინგისთვის. ლიზინგის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, ომ არ საჭიროებს უზრუნველყოფას მიუხედავად იმისა, რო საუბარი საკმაოდ ძვირადღირებული შენაძენებზე არის, როგორც წესი. თქვენ ბანკის მხარდაჭერა ლიზინგუს შემთხვევაში ბევრად უფრო გამოხატულად შეგიძლიათ იგრძნოთ.
თუ განაცხადს ლიზინგის მიღებაზე გააკეთებთ, ბანკი თქვენს მაგივრად შეიძლენს სასურველ ნივთს, თქვენ კი საფასურს მთლიანი შენატანის დაფარვის შემდეგ მიიღებთ, თუ ამის სურვილი გექნებათ. ლიზინგის პერიოდში ბანკი შენაძენის ფინანსურ ეფექსა და აქტივი ლიკვიდურობასაც ითვალისწინებს, რა საბოლოო ჯამში მმხარებლისთვის უფრო ამარტივებს პროცესს და დამატებითი გადასახადების საშიშროებას ხსნის. ლიზინგი ძალიან ომგებიან ახალდამწყები ბიზნესებისთვის მანქანის შეძენისასა და ხშრის შემთხვევაში ბინის შეძენისასაც, თუნდაც იმიტომ რომ ბანკი მთელი ამ პროცესის დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას, თავად აგვარაებს დეტალებს და თქვენ საბოლოო პროექტს გთავაზობთ. თქენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ შენაძენი დაიტოვოთ, შეისყიდოთ მას შემდეგ რაც გადაიხდის საბაზისო თანხას, თუმცა ამის პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი თქვენ არ გაქვთ.
ლიზინგს აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად თუ რომელიმე თვეს დროულად ვერ გადაიხადეთ თანხა, ნივთის შეძენა შეიძლება გაგირთულდეთ. თუმცა ასეთი გამოწვევები ნებისმიერი ფინანსური სერვსის აღებისას შეიძლება დადგეს და ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი გართულებები აუცილებლად მოხდება. პირიქით, ეს მოგცემტ მოტივაციას , რომ სანამ საკუთარ თავზე ასეთ ფინანსურ პასუხისმგებლობას დააკისრებთ კარგად აწონდაწონოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები. გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგი საქართველოში შედაებით ახალი პრაქტიკაა, მასზე ინფორმაციაც შედარებით რთული მოსაძებია მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ ცნობიერება ამაღლდეს საჭიროა ფინანსრუ სერვისებზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ და ყოველთვის ინფორმირებული გადაწყვტილებები მივიღოთ. ლიზინგის სერვისები აუცილებელიც კი არის დღეს მცირე და საშუალო ბიზნესების წამოსაწყებად და თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს ექნება წვდომა ამ ინფორმაციაზე დიდი ალბათობით ლიზინგის პოპულარობაც შესაბამისად გაიზრდება.
მთავარი განსხვავება იმ სერვისებს შორის რომლებსაც დღეს სხვადასხვა ქართული ბანკები სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს არის საპროცენტო განაკვეთი და ვადა რომლის განმავლობაშიც თქვენ უნდა გადაიხადოთ ეს თანხა. მიუხედავად, იმისა, რომ ეს ვადები დაახლოებით 2-3 წელზე არის გათვლილი პროცენტული მაჩვენებელი ბანკებს შორის საკმაოდ განსხვავებულია და ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია ლიზინგისთვის განკუთვნილ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ. მთავარია, რომ მოარგოთ თქვენი ცხოვრების რიტსმ გადახდის ვადა და ტემპი, რათა გამოცდილება პირველ რიგში თქვენთვის იყოს მისაღები. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფინანსური ფსიქოტიპი გაქვთ, დიდი ალბათობის მოახერხებთ და თქვენზე მორგებულ გეგმას მიჰყვეთ.
ლიზინგის დროს ბანკი ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით არის და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ბევრი ბანკი უფასო კონსულტაციებსაც კი შემოგტავაზებთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბიზნესისთვის გჭირდებათ ეს ლიზინგის სერვისი. ეს პრაქტიაკ ქართულ ბანკებშიც არსებობს და ისინი პატარა ბიზნესსებს უწევენ არამხოლოდ ფინანასური ასევესაგანმანათლებლო დახმარებას, აძლევენ რჩევებს თუ საით შეიძლება წაიყვანონ მათ თავიანთი ბიზნესი და რისი გათვალისწინება წაადგებათ მათ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. როგორც ხედავთ ლიზინგის სერვისი მ რომლის დროსაც ბანკი შენაძენს თქვენს მაგივრად აკეთებს და თქვენ ამ თანხას ნაწილობრივ იხდით, საკმაოდ მომგებიანი ყველასთვის ვინ პირველად დგამს ასეთ დიდი ფინანსურ ნაბიჯს და სწორედ ამიტომ არის საინტერესო თუ რატომ ვერ მოახერხა ამ სერვისმა რომ ბოლომდე დაემკვიდრებინა თავი ქართულ საზოგადოებაში. ლიზინგის სერვისი სესხისგან განსხვავებით ფინანსურად უფრო მარტივად “გადასატანია, ხოლო განვადებისგან განსხვავებით თქვენ პრობლემებზე ზრუავს ბანკი და ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ ბანკს მიმართოთ და ისინი გაგიწევენ რეკომენდაციას. ყველა ბანკს აქვს თავისი ნიშა, და იმის გათვალისწინებით თუ რისთვის გსურთ ლიზინგით სარგებლობა, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბევრ ბანკს დამატებიტი შერავათები აქვს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის ან პირად მოცემულობებისთვის ასერომ სანამ არჩევანს გააკეთებთ სასურველია რომ შეამაწმოთ თქვენი არჩევანი რომ ზუსტად იცოდეთ, რომ ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან საუკთესოს ირჩევთ. ამის გაკეთება დღეს ინტერნეტის მეშვეობით ძალიან მარტივია და თუ აღმოაჩენთ, რომ კარგი შემოთავაზება იმ ბანკს აქვს, რომელტანაც აქამდე არ გითანამშრომლიათ, შეიძლება ეს თქვენთვის საკმარისი მიზეზი გახდეს, რომ ახალი ფინანსური ურთიერთობები დაამყაროთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა რჩება კითხვა, თუ რატომ არ არის ეს სერვისი დღეს ისეთივე პოპულარუი როგორც მაგალიტად სესხები. არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ბევრმა არ იცის ამ მომსახურების შესახებ, თუ საქმე უბრალოდ იმაშია რომ ქართელი მომხარებელი სხვანაირად ფიქრობს სესხებსა და განვადების სერვისებზე.
რატომ არ არის ლიზინგი პოპულარული საქართველოში?
საქართველოს ფინანსური მდგომარეობა ბევრი გაგებით არის შედარებიტ უცნაური. ჩვენთან სესხის კულტურა ნორად რის ქცეული და თითქმის ყველა ზრდასრულ მოსახლეს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სესხებთან. სესხების კულტურა იმდენად არის გამჯდარი საზოგადოებაში,რომ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გახდა ლიზინგი პოპულალური საქართველოში არის ის, რომ სესხი პოპულარობა არ აზლევს ახალ ფინანსურ მომსახურებებს საშუალებას, რომ მომხარებლებს სიახლეები დაანახოს და რაც მთავარია, მოახდინოს მათი პოპულარიზაცია. ლიზინგის პირველი კომპანია საქართველოში 2000 წელს გამოჩნდა, ანუ ეს სერვისი, მართალია შეზღუდული რაოდენობით, თუმცა უკვე 20 წელია არსებობს საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში ლიზინგის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი და ასევე გაიზარდა მისი პოპულარულობა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა საქართველოს ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ეტყობა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ქვეყნის მასშტაბით აქამდე არ ყოფილა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა რომელცი ასეთი დიდი შენაძენების გამართლებას მოახდენდა, ყოველშემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მაინც. ლიზინგი, რომელიც ასევე ამა თუ იმ ნივთვის შეძენის შესაძლებლობას აძლებს კლიენტს შეიძლება არც ისე მომგებიანად გამოიყურებოდეს მომხრარებლის თვალში, მიუხედავად იმისა, რომ აქტივის შესყიდვა არ შედის კლიენტის მოვალეობებში და ეს მხოლოდ შეთავაზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათწლეულია ეს სერვისი არსებობს და ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს გამარტივებულ პირობებს, მაინც არ ხდება ამ შეღავათების უტილიზაცია. გარკვეულწილად ეს შეიძლება დავაბრალოდ ცუდად გაპიარებულ სერვისს. 2000 წლიდან მოყოლებული ქართულს მოსახლეობას ლიზინგის შესაზებ ინფორმაცია არ მიეწოდებოდა რადგან ბევრისთვის ეს სერვისი ზედმეტად ემსგავსებოდა სესხი აღებას, და რადგანაც საქართველოში სესხის აღების პრაქტიკა ასეთი შემოსული იყო ამ ახალ მომსახურებას ბვერი ყურადღებას არ აქცევდა ან ვერ ხედავდა იმ ბენეფიტებს, რომელბიც ლიზინგით სარგებლობისას მომხმარებელ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია ალბათ თავად კომაპნიებს ქონდათ, მათ ვერ მოახერხეს დროულად გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია, რომ წლებთან ერთად მეტი მომხარებელი გასჩენოდა და სერვისიც უფრო პოპულარული გამხდარიყო.
ის რომ ამ სერვისის დროულად გაცნობა არ მოხდა საზოგადოებისთვის, შეიძლება ირიბად იყოს იმის მიზეზი თუ რატომ ვერ განვითარდა ეს ინდუსტრია საქართველოშ მაშინ როცა, ზოგადად ფინანსური სექტორი და სერვისები ჩვენთან სავსებით მოდერნიზირებული არის. ჩვენ მიგვიწვდება ხელი ონლაინბანკებზე და განვიტარებულ სამყაროსთან ერთად დავიწყეტ მობილურების მეშვეობით გადახდების წარმოება. მაშინ როდესაც ბევრი განვითარებული ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს რომ ბოლომდე გაათანამედროვოს საბანკო სერვისები. საქართველოს მომხამრებელი საკმაოდ განვითარებული ფინანსური თვალსაზრისით და ამიტომ უცნაურია რომ ლიზინზი ჯერ კიდევ არ არი პოპულარუი სერვისი. რადგანაც საქართველოში ფინანსურ სერვისებს და მათ მართვას დიდი დროს არავინ უთმობს, ამიტომ არც არის გასაკვირი რომ ბევრ საკითხია მართალია სერვისები გათანამედროვებულია, თუმცა მათზე ინფომრაცია არ იშოვება და ეს მომსახურებები ახალ კლიენტურასაც ძნელად შოულობენ. სწორედ ამის გამოხატული შემთხვევა შეიძლება იყოს ლიზინგიც, რადგნაც 20 წლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერება ამ სერვისზე არც თუ ისე ამაღლდა და სავარაუდოდ ჯერ კიდევ ბევრი დრო დაგვჭირდება სანამ ლიზინგის ბენეფიტების სრულად გამოყენებას შევძლებთ.
საქართველოში ბიზნესეის განვითარება, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, და ეს არ ეხება იმ ძალიან მწირე ჩამონათვალს სადაც ის ბიზნესების მოქცეული რომელბსაც უკვე წლებია მონოპოლია აქვთ ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის განვითარებისთვის და ის ფაქტი რომ სტარტაპების და მციე ბინზესების წახალისება უკვე დაწყებულია ნამდვილად მოვლენების დადებითი განვითარებაა. თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, ლიზინგი განსაკუთრებით კარგად ერგება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესები მოდელებს, რადგან მათ სჭირდებათ ასეთი მხარდაჭერა თუმცა უკვე შეუძლიათ, რომ გადაიხადონ თანხები და ბანკებისთვისაც საიმედო პარტნიორები არიან. შეიძლება ის ფაქტი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა მხოლოდ ბოლო წლებში გაიზარდა ასევე გამხდარიყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის რომ ლიზინგი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა პოპულარული და აქამდე ამ სერვისით . მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს ამ სერვისით და პიდრდაპირ თუ ირიბად ეს შეიძლება ცუდ გაველნას ახდენდეს ადგილობრივ ბიზნესზე.
რა კავშირის ადგილობრივ ბიზნესებსა და ლიზინგს შორის
ლიზინგსა და მცირე ბიზნესეის განვითარებას შორის ერთგვარი წრე იკვრება. თუ ქვეყანაში არის ძლიერი ბიზნეს სექტორი მაშინ მეტი მოთხოვნა იქნება ლიზინგზეც რათა კომპანიებმა მოახერხონ ძვირადღირებული აპარატულის შეძენა, წარმოება და შემდეგ მოგების ნახვა. თავის მხრივ თუ არ არსებობს ლიზინგი და ხალხმა არ იცის ამ მომსახურების შესახებ, მაშინ შეიძლება ძალიან ბევრმა შეიკავოს თავი ბიზნესის წამოწყებისგან რადგან უბრალოდ არ იცის, რომ რეალურად ამ სერვისის დახმარებით ექნება ამის შესაძლებლობა. ლიზინგი და ბიზნესის განვითარება საკმაოდ მჭიდროთ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რაგდან ერთის დახმარებით შესაძლოა მეორეზე მოთხოვნა გაიზარდოს ხოლო ერთზე ცნობადობის მომატებით კი მეორე ინდუსტრიას ეძლევა შანსი, რომ შექმნას მეტი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ლიზინგის სერვისი აუცილებელია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნისთვის სადაც ახალბედებსაც მიეცემათ შანსი, რომ გახდნენ წარმატებულები და ფინანსური წინაღობები ვერ შეაჩრებეს საინტერესო და საჭირო იდეებს. ლიზინგი მხოლოდ ბინზესის წამოწყებისთვის არ არი ს საჭირო, თუმცა ყველაზე ხშირად ალბათ სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენება ლიზინგის პროგრამები, რამდენიმე ბანკში სპეციალურად სტარტაპებისთვისაც არსებობს და მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, რომლებიც დამწყებებს გაუმრტივებს ბიზნესის პირველ წელიწადს ან თუნდაც 2 წელიწადს შედარებით მომზადებული შეხვდეს.
საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება და მომრავლება. ლიზინგის პოპულარიზაციას კი შეუძლია მეტი პირობენაბ მიიზიდოს და უბიძგოს მათ ბიზნესების წამოწყებისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვა ამ მომსახურებაზე მეტი საუბარი და სესხსა და ლიზინგს შორის განსხვავებაზე მეტი ყურადღების გამახვილება, რათა სხვა ცუდი გამოცდილებების ფონზე, როლმლებიც სესხებს უკავშირდება მოსახლეობამ არ გააიგივოს ლიზინგის გამოცდილებასთან.
საქართველოში მხოლოდ ერხლა იქმება ისეთი გარემო, რომელშიც ბიზნესებს მართლაც შეეძლებათ რომ მიაღწიონ წარმატებას. სულ რაღაც 5 წლის წინ ასეთ ნაბიჯებზე ასე თამამად ვერ ვისაუბრებდით რადგან ქვენყნის ეკონომიკური მომავალი შედარებით ბუნდოვანი იყო. დღესდღეობით ქვეყანა და მისი შიდა მოცემულობა იძლევა საშუალებას, რომ ახალბედებმაც სცადონ თავიანთი ბედი და წამოიწყონ ახალი ბიზნესები. ბიზნესის სექტორი გახდა უფრო მრავალფეროვანი და ეს ტრენდი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ქვეყნის შედარებით მოძლიერებამ გამოიწვია ის რომ მეტ ადამინს აქვს დრო და საშუალება რომ არასტანდარტულ იდეებს დაუთმოს თავისი ენერგია და შეეცადოს შემოსავალიც ამ მეთოდით ჰქონდეს. ეს ტრენდი ალბათ კიდევ დიდი დროს საჭიროებს, რომ უფრო საზოგადო გახდეს, თუმცა პირველადი ნიშნები ნამდვილად სახეზეა. მცირე და საშუალო ბიზნესები დღეს ასევე მეტი განვითარების და გაფართოების საშუალებებსა და შესაძლებლობებს იღებენ, ასერომ მათ აქვთ მოლოდინები, და მეტსაც ელიან სახელმწიფოსგან. ეს კომბინაცია კი ქმნის იდეალურ გარემოს, რომელშიც ლიზინგი შეიძლება გადამწყვეტიც კი გახდეს მათთვის ვინც სულ ეხლა იწყებს ასეთ სამუშაოს.
ამიტომ, ლიზინგის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით როდესაც ხმამაღლა ვაცხადებთ რომ გვსურს მეტი ადგილობრივი ბიზნები და მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის ეს არის შესანიშნავი გზა, რომ დაიწყოს ახალი პროექტები რომელთა დაფინანასებაც და პირველ ეტაპზე ფეხზე დაყენებაც სწორედ ბანკების დახმარებით მოხერხდება.
საქართველოში ამ სერვისების პოპულარიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას უკვე დაიწყო. მას შემდეგ რაც ფოკუსი სტარტაპებსა და ადგილობრივ ბიზნესებზე გადავიდა, მეტი ბანკია დაინტერესებული ასეთ ბიზნესებთან თანამშრომლობით და მათი წახალისებით რაც თავისთავად კარგი დასაწყისია და შეიძლება ბევრი რამ სწორედ ამ თანამშრომლობების ფონზე შეიცვალოს.
გარდა იმისა, რომ საჭიროა ბიზნესებსა და ბანკებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომობა ასევე საჭიროა, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ხალხისთვის მათი არჩევანის გაცნობა, რათა ყველა დამწყებამ ბიზნესმა იცოდეს, რომ მას აქვს შესაძლებლობა რომ გაიუმჯობესოს მოცემულობა მომგებიანი პირობებით.

