ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველები

საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად არ გამოიჩევა განსაკუთრებულად კარგი რეპუტაციით და ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ ქვედა საშუალო კლასის წარმოადგენელია, მაშინ როცა ასევე დიდია სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. საქართველო ნამდვილად ცდილობს, რომ გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრების დონეც ზოგადად უფრო მაღალი იყოს. ისევე როგორც ყველა სხვა მსგავს ეკონომიკაში, აქაც ძალიან დიდია განსხვავება  ქვეყნის მდიდარ მოსახლეობასა და დანარჩენი მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობას შორის. ეს მახასიათებელი კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკურ დაპირისპირებასა და სირთულეებს, რომლებიც ქვეყნის შედარებით ღარიბს მოსახლეობას ყოველდღე ხვდება ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართელო ვითარდება სხვა მიმართულებებითაც ეკონოიკა ის სფეროა რომელსაც ბევრად მეტი დრო დასჭირდება განსავითარებლად. საქართველოს ეკონომიკის მთავარ დარგად მაინც რჩება სოფლის მეურნეობა, მანქანთმშენებლობა, მეტალურგია და მსგავსი სფეროები, რომლებიც საშუალო და სუსტი ეკონომიკებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია და საქართველოც არ არის გამონაკლისი.

ბევრი ასეთი ქართველი მილიონერი ამჯობინებს ცხოვრებახი სახლახო თვალს მოშორებულმაიცხოვროს და მათზე ინფორმაცია ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ისეთ ადამინებს ამ სიიდა რომელიც აქტიურად ცდილობენ ქართულები იყვნენ ადგილობრივ საქმიანობაში და საკუთარი რესურსები ქვეყნის წინსვლისთვის გამოიყენონ. ასეთ შემთხვევაში პირიქით, მილიონერები სწორედ თავისი სტატუსიდან გამომდიანრე ცდილობენ რომ მიიპყრონ ხალხის ყურადღება და მათ თავიანთი რესურსებიც შესთავაზონ. ასეთი მიდგომა ბევრისგან უარყოფით რეაქციას იწვევს და საბოლოო ჯამში ასეთ პიროვნებები პოპულარობასაც კი კარგავენ. ამიტომ საქართველოში მდიდარი ხალხის პოლიტიკაში ჩართულობა არც თუ ისე წარმატებული პრაქტიკაა თუმცა ასეთი შემთხვევები დღესაც მრავლადაა.

საქართველოს არც თუ ისე ბევრი მილიონერი ჰყავს და რაც მთავარაი, ბევრი მათგანი საქართელოშიც კი არ ცხოვრობს. ზოგადად ინფორმაცი ქართელ მილიონერებსა და მილიარდელებზა რთულად მოიპოვება და მათი უმრავლესობა არჩევს რომ ხალხის თვალს მოშორებულმა მართოს ბიზნესი და არც თავის ქონებაზე ლაპარაკოენ ხმამაღლა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მათი წარსულისა და საქმიანობის მიმართ მაინც არ ცხრება და საზოგადოებას აინტერებტ თუ რა რესურსებითა და საქმიანობით შეძლეს ამ ადამიანებმა ქონების ადგროვება და საქართველოში ან მის გარეთ წარმატების მიღწევა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ დეტალურად განვიხილავთ 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის წარსულს, მათ ქონებას და როგორ მიაღწიეს მათ ასეთ წარმატებას. ასეთ პიროვნებებზე ინფორმაციის მოპოვება და რაც მთავარია, მათი ქონების ზუსტი შეფასება ინტერნეტში რთული მოსაძებნია. ქართველი მილიონერებისა და მილიარდელები დიდი ნაწილი ასეთ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, ხოლო თუ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია მათ ფინანასებთნა დაკავშირებით, ესეც ძირითადად იმით არის გამოწვეულიე, რომ მათ მოუწიათ ამა თ იმ მიზეზის გამო გაესაჯაროვებინათ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. სიზუზტე ამ მხრვივ ქართულ სივრცეში ნამდვილად არ არის. თუმცა აქ შევეცადეთ, რომ მოკლედ მიმოგვეხიალ ის მილიონერები, რომლებთა შესახებაც ინფორმაცია ასე თუ ისე საჯაროა და რომელიც უკვე რამდენჯერმე არის დადასტურებული.

ნიკოლოს გოგიტიძე

ნიკოლოზ გოგიტიძე არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პირვნება, რომელიც ფორბსის შეფასებით $4 მილიარდის ქონება აქვს. გოგიტაძე სახელმწიფო მოხელე და დიპლომატია, რომელბი 1995 წელს იუსტიციის გენერალ მაიორი გახდა. მას დამთვარებული აქვს სამხედრო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და პროფესიითაც იურისტია. მან ქონება თავისი დიპლომატიური მოღვაწეობის დროს დააგროვა 1993-1994 წლებში ის იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავარი სამხედრო მრჩევეველი, ხოლო 1994-1997 წლებში საქართველოს გენერალური პროჯურორის მოადგილე და მთავარი სამხედრო პროკურორი, ხოლო 1998 წლიდან დიპლომატიური სამსახურშია და დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მისი ქონების დიდი ნაწილი სწორედ წლების დაგროვებული ქონების და შემდეგ გაკეთებული ინვესტიციების შედეგია. ნიკოლოს გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებით ბევრი ინფრომაცია არ მოიპოვება თუმცა მან მაინც შეძლო ყველაზე  დიდარი ქართველების სიაში მოხვედრა.

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეა და მას ბევრი ქართველიც იცნობს. ხაზარაძე ქართელი ბიზნესმენია, რომელსაც ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ბანკი, თი ბი სი ეკუთვნის. ის ასევე პოლიტიკური გაერთინება “ლელო საქართველოსთის”-ს დამუძნებელია და თავმჯდომარეა. ქართველი მილიონერი თბილისში დაიბადა და დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქნათმშენებლობის ფაკულტეტი. სანამ ხაზარაძე თი ბი სი-ს დაარსებდა ის იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟნერი, ხოლო მოგვიანებით “სანსის” დირექტორი. მან TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის 1991 წელს დაარსა, ხოლო მოგვიანებით წამოიწყო სხვადასხვა პროექტები, მაგალითად “საქართველოს მინისა და მინერალური წყლები”. მამუკა ხაზარაძის ქონება დაახლოებით 400 მილიონი ლარია. ის ასევე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი გამორჩეული მილიონერია საქართველოში არა მხოლო იმიტომ, რომ ის უკვე ქართული პოლიტიკის ნაწილია, არამედ იმიტომ რომ სხვებთან შედარებით ყოველთვსი ხშირად ჩნდებოდა სახალხო შეკრების ადგილებში და მას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. პროექტი რომელმაც მამუკა ხაზარაძე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნო ეს ანააკლის ზღვის პორტის პროექტი იყო, რომელიც ქვეყანაში დიდი პოლიტიკური დაპირისპირები მიზეზი გახდა. პროექტში ამ მომენტში ხაზარაძე აღარ მონაწილეობს, თუმცა სწორედ არ საქმის გახმაურების შემდეგ და ის დაბრკოლებებსი ფონზე რომლებიც მილიონერს შეხვდა, ხაზარაძემ გადაწყვიტა რომ დრო იყო პოლიტიკაში წასულიყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორი მხარდაჭერა ექნება ხაზარაძეს არჩევნებისასა, თუმცა ის ფაქტია, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება მოკლევადიანი. მამუკა ხაზარეძე ჩართულია ბევრ საქველმოქმედო პროექტში და ცდილობს თავისი წლილი შეიტანო საქართველსო ეკონომიკი მდგომარეობის განვითარებაში როგორც თი ბი სის, ასევე საკუთარი სახელით.

დავით იაკობიშვილი

დავით იაკობიშვილი ამჟამას საქართველოს მოქალაქე არ არის , თუმცა ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ქართველად ითვლება. ის ამჟამად შვედეთის მოქალაქეა და საკუთარ ბიზნესსაც ძირითადად შვედეთიდან მართვას. იაკობიშვილის შემოსავლის მთავარი წყარო არი რუსული კომპანია სს “ვიმ-ბილ-დან”0, რომელიც რძეს, წვენებსა და სასმელებს აწარმოებს. ის ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელლია და 2001 წლიდან 2010 წლამდე მისი კომპანიის დირექტორსა საბჭორ სდავჯდომარეც იყო. იაკობიშვილს დამტავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტების სამრეწველო და სამშენებლო ფაკულტეტი, თუმცა როგორც ტავად მიხვდებოდით ამ პროფესიას არ გაჰყვა.  იაკობიშვილი ამჟამად შპს “ორიონსრვისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდმოარეა და ამასთან ერთად შპს “პეტროკას ენერჯი ჰოლდინგის” თანამფლობელია. იაკობიშვილს რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის გამოცდილებაც აქვს და ზოგადად უკვე წლებია აღმასრულებელ პოზიციებს იკავებს ბევრ მნიშვნელოვან ფირმასა და მათ დირექტორთა საბჭოებში.  ის ასევე არის ეთიკის გაერთიანებული კომისიის თავმჯდომარე, და აქტიურად მუშაობს ახალგზარდებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციები შესაძლებლობზე ადამიანურ რესურსებში. იაკობაშვილი ასევე აქტირად არის ჩართული რუსეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები მოგვარების პროცესებში და ზოგადად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის ეკონომიკურ წრეებში.  ქართველი მილიარდელიი აქტირად არის დაკავებული ქველმოქმედებითი საქმიანობით და ჩართულია საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეურვეო ქველმოქმედებაში. ის ასევე თბილისშიც ეწევა ქველმოქმედებას და მონაწილეობს ისეთ პროექტებში რომლებიც ახალგაზრდა მეცნიებს ეხმარება განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, ამასთან ერთად მონაწილეობს სპორტის ხელშეყწობის პროგრამებში.  ის ასევე ხელოვნების დიდი მოყვარულია და აქვს მუსიკალური ინსტრუმენტების, საათებისა და ზარდახშების, რუსული ბრინჯაოს ნაკეთობების დიდი კოელქცია აქვს, რაც მის ღირებულებას კიდევ ზრდის. როგორც ცნობილია, ქართველი მილიარდელი დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ზარდახშების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრია, ისევე როგორ რუსუთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი და ინტელექტუალური საკუთრების საკოორდინაციო საბჭოს წევრი.  იაკობიშვილს და მის საქმიანობას საქართველოში თითქმის ყველა იცნობს მიუხედვად, იმისა რომ ის საქართველოში იშვიათად იმყოფება, თუმცა ის ფაქტი, რომ მილიარდელი მაინც ეწევა ქველმოქმედებას აქ, ასევე უწყობს ხელს იმას რომ ქართელმა ხალხმა იცოდეს თუ ვინ არის დავით იაკობიშვილი. მისი ქონება $2.7 მილიარდს შეადგენს

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მდიდარი პიროვნებაა. ის სოფელ ჭორვილაში, საჩხერის რაიონში დაიაბადა და არის ეკონომიკის მეცნიერებათ დოქტორი. 200 წლიდან 2014 წლამდე იყო სან-მარინოს საპატიო კონსუსი საქართველოში. ივანიშვილი სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუშად, უფროს ინჟინრად და ლაბორატორიის უფროსად. მოგვიანებით მან უკვე საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, არმირებულ მილებს აწარმოებდა და თავისი პროდუქტიტ ონლაინ ვაჭრობდა. 1988 წელს, ივანიშვილმა დატოვა საქართელო და საქმიანობა მოსკოვში გააგრძლება სადაც კომპიუტერებით ვაჭრობის ბიზნესი ხელახალ წამოიწყო და მისი ეს წამოწყება წარმატეული აღმოჩნდა, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, ივანიშვილი უკვე ლიდერი იყო ელექტრო-ტექნიკების გაყიდვებში რუსეთში და მალე დაგროვებული კაპიტალით მან უკვე ბანკი “როსკრედიტი” გახსნა. ივანიშვილი გამორჩეულად აქტიურია საქველმოქმედო სივრცეში და წლების წინ ჩამოაყალიბა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახი არის,ამ ფონს ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ერთად მართავენ.  ქარდა “ქართუსი” ივანიშვილი სხვა ხერხებიტაც ცდილობს ადგილბრივი მოსახლეობსი განვითარებაში ჩადოს თანხები. ივანიშვილი 2012 წლიდან ქართული ოცნების არაოფიციალური ლიდერია და პოლიტიკაშიც შესაბამისად აქტიურად არის ჩართული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ივანიშვილის ფიგურა  ბევრჯერ გამხდარა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცემებისა და ტელევიზიები განხილვის საგანი.

საქართველოში ნამდივლად არ არის ბევრი მილიონერი და მილიარდელი რადგან ამის საშუალებას უბრალოდ ქვეყნის ამჟამინდლი მდგომარეობა არ იძლევა, სწორედ ამიტომ, როგორც თავადაც დააკვირდებოდით, უფრო ხშირად, ქართველები მილიონრებეი სწორედ საზღვარგარეთ ხდებია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი აქაური მოღვაწეობა არ არის მნიშვნელოვანი რადგნა მათი უმრაველესობა საქმე სსაქართველოში იწყებს და მხოლოდ შემდეგ მიდის უცხოთში. ანდ ჯერ კიდევ 90-იანებში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები,

ზურაბ წერეთელი

ამ სიაში ერთადერთი ხელოვანი ზურაბ წერეთელია. ის ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორია რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სახალხო მხატვარი, ხოლო მოგვიანებიტ რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდნეტი იყო. მისი სახელობის მუზეუმი სადაც მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ თბილისში რამდენიმე ლის წინ გაიხსნა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა.  1989 წელს საცხოვრებლად რუსეთსი გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან კი ხემძღვანელობს რუსეთის სამხატვრო აკადემიას. მას ეკუთვნის თავისუფლების მოედანზე აღმართული “წმინდა გიორგი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში წერეთელმა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა დააგროვა, ფლობს უძრავ ქონებასა და ხელოვნების ნიმუშებს და ამიტომაცა მოხვდა ყველაზე მდიდარი ქართველების სიაში. ზურაბ წერეთელი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში და ჩართულია მისი განვითარებისა და წინსვლის პროცესში. მისი ხელოვნება ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი და ნამდვილად, ზურაბ წერეთლის შემოქმედება ბევრისთვის დღესაც გაუგებეარია. თუმცა მის მუზეუმს, რომელშიც გარდა წერეთლის ნახატებისა სხვა შემოქმედების თანამდეროვე ნამუშევრებიც არის გამოფენილი, ვიზიტორები ნამდვილად არ აკდლება.

ყველაზე მდიდარი ქართველების დიდი ნაწილი ხელოვნებასთან კავშირში არ არის, თმცა ზურაბ წერეთელი სწორედ ის გამონაკლისია. მართალია მისი შემოსავალი არა მხოლოდ მისი შემოქმედების შედეგია, თუმცა, მაინც აღსანიშნავა, რომ მისი ისტორია ბევრად განსხვავებულია სხვა ქართველი მილიონრებისა და მილიარდელებისგან.

ტარიელ ვასაძე

ალბათ თავადაც შეამჩნევდით რომ პოლიტიკაში ჩართულობა, ქართველების შემთხვევაში ხშირად ხასიათდება ფინანსური კეთილდღეობით. ტარიელ ვასაძე რადის რეპუტატია და ბიზნესმენია, რომელიც 1947 წელს ლანჩხუთის რაიონში დაიბადა. ტარიელ ვასაძ უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს თუმცა მსოლფიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარი ქართველია. ის ავტოქარხანა დეუს მფლობელია და ასევე წარმოადგენს ტოიოტას და ნისანს უკრაინაში. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა ვასაძე უკრაინაში ის არის, რომ მას რუსულ სკოლაში აქვს მიღებული განათლება. ვასაძის მამა ურეკში სკოლის დირექტორად მუშაობდა და ტარიელის ამის ფონზე ძალიან კარგი მოსწავლე იყო.  მან სწავლის გაგრძელება კიევში გადაწყვიტა სადაც მეგობართან და ერთად წავიდა. ტარიელს უკრაინაში საქმის გაგრძელების გეგმები თავიდან სულაც არ ჰქონია, თუმცა ერთი წლის შემდეგ როცა ისევ უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში გადაწყვიტა კიევში გაეხანგრძლივებინა თავისი ვიზიტი. მან კარიერაც სწროედ კიევში აიწყო და როგორც ხედავთ, საკმაოდ წარმატებულიც გახდა. ის სტუდენტობიდანვე ავტომანქანებით იყო გატაცებული და სწორედ ამ მიმართულებითვე დაიწყო თავისი პირველი სამსახური. სადიპლომო პრაქტიკა ტაქსოპარკში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუაკატიის ბოლო კურსის სტუდენტმა უპრობლემოდ გაიარა. საბოლოოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,მთავარი საავტომობილო კომიტეტის უფროსი გახდა, დაკავებული იყო ავტომობილების ტექნიკური მომსახურებით, შეკეთებით და მათი გადაზიდვით. ის დღესდღეობით ფლობს საავტომობილო ქარხანას და 40 ათას კაცზე მეტი მუშაობს. მას ასევე აქვს წილი სადაზღვევო კომპანია “გარანტ-ავტოში”, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად ფლობს. ეს სადაზღვევო უკრაიტაში ტოპ ოთხეულში შედის. ასევე ფლობს რესტორანს და თოფების მაღაზიას. როგორც ხედავთ ვასაძეს ბევრი შემოსავლის წყარო აქვს და სწორედ ამიტომაც არის ის ყველაზე მდიდარი ქართველი. მას დაახლოებით $5 მილიარდის ოდენობის ქონება აქვს და მისი შემოსავლები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.

ქართველი მილიარდელებისა და მილიონერების უმრავლესობა როგორც ხედავთ საქართველოში არ ცხოვრობს, და მოღვაწეობს რუსეთსა ან უკრაინაში. ეს ტრენდი ბოლო რამდენიმე ათწლეული არ იცვლება და სავარაუდოდ არც ახლო მომავალში შეიცვლება. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და სხვადასხ არეგულაციები უბრალოდ არ იძლება იმის საშუალებას რომ აქ  ბიზნესები სწრაფად და მარტივად იმ დონეზე განვითარდნენ, რომ მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდეთ. ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა და თანაც, ასეთი კომპანიების წარმომადგენლები მალევე მიდია სხვა ქვეყნებში უფრო შეღავათიანი პირობების მიღების მიზნით.

ეს ნამდვილად უარყოფითდ აისახება არა მარტო ქვეყნის იმიჯზე არამედ მის ეკონომიკურ მდგოარეობაზეც, რადგან ადგილობრივი მილიონერები უფრო ხშირად დებენ ფულს ლოკალურ ინვესტიციებში ვიდრე ისინი ვინც საქართველოშ მხოლოდ იშვიათად სტუმრობს. ქვეყანაში არ არის პირობები იმისთვის, რომ თუნდაც ახალგაზრდება იმაღწიონ ასეთ წარმატებას, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის გნამავლობაში სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად აწარმოე საქართველოში ხალს აძლევს საშუალებს წამოიწყონ ბიზნესები და სესხების და ლიზინგის დახმარებით მოიპოვონ შესაბამისი აპარატურა. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა ალბათ კიდევ წლების განმავლობასი მოგვიწევს ლოდინი რათა ამ პროექტების შედეგები დავინახოთ და საქართველოს ეკონომიკის წინსლაც უფრო ნათელი გახდეს. საქართველოს მილიონერებსა და მილიარდელებს შორის  უმრავლესობა არ ცხოვრობს ქვეყანაში, ხოლო ისინი ვინც ცხოვრობენ დღევანდელი სტატისტიკით უკვე ძირითადად პოლიტიკურუი საქმიონობით არიან დაკავებულები, რადგან სწორედ მათ აქვთ ძალა და ხალხისთვის ხმის მიწვდომისთვის საჭირო რესურსები. ასეთი მიდგომა სხვა ქვეყნებში არც თუ ისე პოპულარუია და პირიქით, მდიდარი ბიზნესმენები ხშირად სულაც გაურბიან პოლიტიკაში ნებისმიერ იდოზით ჩარევასმ რადგანც ეს გადამღლელი და სტრესული საქმინობაა. როგორც ირკვევა ქართველ მილიონერებს ასეთი გამოწვევებისაც არ ეშინიათ და ღიად ცდილობენ რომ ის ძალაუფლება, რომელიც მათ თავიანთი ქონების გამო აქვთ, გამოიყენონ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და თავიანთი შეხედულებების გასაჯღელებლად. დიდი ალბათობით ეს ტრენდი ქვეყანაში კიდევ ათწელულების განმავლობაში არ შეიცვლება და პოლიტიკა ისევ დაკომპლექტებული იქნება მილიონერებისა და მილიარდელებით, როგორც ეს დღეს არის.

ასევე საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი მილიონერი ყავს მათ შესახებ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიება საკმაოდ გაგიჭირდებათ. როგორც მათ ქონებაზე ასევე მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ წარსულზე. საქართველოში არ არსებობს პლატფრომა რომელიც ქვეყნის მილიონერებისა და მათი შემოსავლების წყაროებს ერთად მოუყრის თავს და ხალხს სანდო ინფორმაციას მიაწვდის იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ქვეყნაში ყველაზე ცნობილი მდიდარი პირები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბიზნესმენების ბიოგრაფიებისთვის ერთ ადგილას მოგეყარა თავია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მათგანზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სახალხო ფიგურები არიან.

იმედია სამომავლოდ საქათველოს გახდება ისეთი ქვეყანა, რომელშიც მილიონერებსა და მილიარდელებს ექნებათ საშუალება რომ ასე თუ ისე შეღავათიან პირობებში იცხოვრონ, განავითარონ ბიზნესები და სხვებსაც შეუწყონ ხელი საკუთარი მიზნების მიღწევაში. იმისთვის რომ ეს რეალობად იქცეს საჭიროა უფრო . მოქნილი ეკონომიკა და ზრდის მეტი შესაძლებლობები, რაც იმედია ასევე მალე გახდება ქართული ფინანსური სამყაროს ნაწილი.