მილიონერის პროფილი – ვასაძე ტარიელი
მილიონერის პროფილი – ვასაძე ტარიელი
ჯამური ქონება: $5 მილიარდი
ტარიელ ვასაძე დაიბადა 1947 წლის 15 ოქტომბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. მან განათლება მიიღო საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტში, უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამ ინტიტუტის დამთავრების თანავე ტარიელ ვასაძემ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. პირველად ის იყო მლესავი საავტომობილო სარემონტო დაწესებულებაში. ამ თანამდებობის მერე ის ნელ-ნელა ვითარდებოდა და მოახერხა იმდენი, რომ უფროსი ოსტატიდან ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორად იქცა, ხოლო 1983 წელს კი ტარიელ ვასაძე დაინიშნა “ავტოტექმომსახურეობის” დირექტორად. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვასაძის მშობლები ფინანსურად გამართულები იყვნენ. მას ბავშვობიდან სურდა, რომ, ავტომრბოლელი გამხდარიყო და სწორედ ამ სფეროთი იყო ყოველთვის დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ტარიელ ვასაძე უკრაინის მოქალაქეა და თავისი ბიზნეს თუ კარიერული საქმიანობა სწორედ ამ ქვეყანასთან აქვს დაკავშირებული ადრეული წლებიდან, თავს მაინც ქართველად მიიჩნევს.
ტარიელ ვასაძე ათი წლის განმავლობაში იყო “უკრაინის საავტომობილო კორპორაციის” თავმჯდომარე. იგი დღეს არის საავტომობილო ქარხნის მფლობელი, სადაც 43 ათასი კაცი არის დასაქმებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარტნიორებთან ერთად სადაზღვევო კომპანია “გარანტ-ავტოს” თითქმის მთლიან პაკეტს ფლობს, რომელიც უკრაინის სადაზღვევო კომპანიების ოთხეულში შედის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს უკანასკნელი უკვე ცხადად მიანიშნებს ტარიელ ვასაძის დიდ წარმატებაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ტარიელ ვასაძე არის პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ადამიანი, ვინც მუშაობა დაიწყო ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორებიც არიან “მერსედესი”, “დეუ” და “ოპელი”.
ვასაძის მიღწევები
ვასაძის მიღწევებზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ ის ფაქტი, რომ ცხრა წლის განმავლობასი “მერსედესთან” მუშაობით და თავისი ხანგრძლივი მუშაობით მან დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ღირსეული თანამშრომელია მოცემული კომპანიის. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ტარიელ ვასაძე 2001 წელს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო გენერალურ წარმომადგენლად სცნეს. ის არის ავტოქარხანა დეუს მფლობელი, ტოიოტასა და ნისანის გენერალური წარმომადგენელი უკრაინაში და ამასთანავე, მანქანების დიდი მაგნატი. ეს ფაქტები უკვე ძალიან დიდ წარმატებაზე მეტყველებს. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელიც ამ მასშტაბებს მიაღწია მოცემულ სფეროში.
ტარიელ ვასაძეს აქვს ძლიერი აქციონერის ავტორიტეტი და ძლიერი კომპანია. ეს ავტორიტეტი კი არ ვრცელდება მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სცდება მის ფარგლებსაც. მისი კომპანიის ბრუნვა წელიწადში დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარს შეადგენს, რაც ცხადია, ძალიან დიდი ოდენობაა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ტარიელ ვასაძემ და მისმა კომპანიამ წარმატებას ძალიან დიდი კონკურენციის ფონზე მიაღწია, რაც კიდევ ორმაგად დასაფასებელია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, თუ როგორ მოახერხა მან დიდი რაოდენობის ქონების დაგროვება წლების განმავლობაში.
ტარიელ ვასაძე 318,4 მლნ დოლარის რაოდენობის კაპიტალით შედის უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასევე ხშირად მოიხსენიებენ მას, უკრაინის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ წარმატებულია. ამას მოწმობს ისიც, რომ 2012 წლის ნოემბრის თვიდან ტარიელ ვასაძე უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია. ის დღემდე აგრძელებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს საქმიანობებს, და ორივე მათგანში ძალიან წარმატებულია.