ონლაინ სესხების მიმოხილვა post thumbnail image

ონლაინ სესხების მიმოხილვა

თუ გუგლის საძიებო სისტემაში ონალინ სესხს ჩაწერთ, შედეგების დაახლოებით თერთმეტ გვერდს მიიღებთ. თითოეული საიტი, რომელსაც გუგლი პასუხად გაჩვენებთ სწრაფი ონლაინ სესხის აღებას გთავაზობთ. ეს სერვისი საქართველოში ძალიან პოპულარულია, რადგან ონლაინ სესხის აღება საბანკო სესხებთან შედარებით ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ, სწრაფი სესხი და ონლაინ სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვანძო სიტყვაა.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ონლაინ სესხი და საბანკო სესხი ერთიდაიგივეა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ორი სერვისი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება, ამ განსხვავებების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ონლაინ სესხის აღებას ფიქრობს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ონალინ სესხებს, რა არის ისინი, რა მახასიათებლებით ხასიათდება და რა უნდა იცოდეთ, სანამ სესხის განაცხადს შეავსებთ.

Contents

რა არის ონლაინ სესხი

რადგან კომერციული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ სწრაფ სესხებს და შესაძლებლობას აძლევენ მათ სესხზე განაცხადი შეავსონ პირდაპირ ბანკის ვებსაიტზე, ხშირად ადამიანები ვერ ხედავ განსხვავებას საბანკო და არასაბანკო სესხებს შორის. ონლაინ სესხი ან ონლაინ სწრაფი სესხი არის არასაბანკო სესხი, რომლის აღებაც შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებსაიტზე ონლაინ. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სესხი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და განაცხადი შეავსოთ პირდაპირ მის ვებსაიტზე. პასუხს იქვე ან თქვენს მობილურ ტელეფონზე მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და ხელშეკრულებაზე თანხმობაც პირდაპირ საიტზე შეგიძლიათ განაცხადოთ. შესაბამისად, სესხის აღების პროცესში არ მოგიწევთ მისვლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში მისვლა და კრედიტოფიცერთან საუბარი. თუ ონალინ სესხი დაგიმტკიცდათ, ის პირდაპირ გადაირიცხება თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ონლაინ სესხები საკრედიტო ისტორიის გარეშე

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ სესხის აღებისას

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამარტივებული პროცედურის გამო არის ონლაინ სესხი ასეთი პოპულარული საქართველოში, მას ბევრი ადამიანი მიმართავს ფინანსური საჭიროებების დროს. თუმცა, გამარტივებულ პროცედურასთან ერთად, აუციელებელია ყურადღება მიაქციოთ ონლაინს სესხის სხვა მახასიათებლებს.

თანხის რაოდენობა

ონლაინ სესხები სხვა ტიპის სესხებისაგან განსხვავდება თანხის რაოდენობით. ასეთი სესხი განკუთვნილია ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც ხელფასადმე თანხა გჭირდებათ სხვადასხვა მიზეზების გამო და ამ თანხის უკან დაბრუნებაც ასევე ხელფასიდან შეგიძლიათ.  სწორედ ამიტომ, ონლაინ სესხების თანხა ლიმიტირებულია, ზოგიერთ საკრედიტო ორგანიზაციაში ლიმიტი შესაძლოა იყოს 700 ან 1000 ლარი. თუმცა, როგორც წესი ამ თანხას სრულად ვერ მიიღებთ თუ სესხს პირველად იღებთ.
თუ თქვენ გესაჭიროებათ უფრო დიდი თანხა, ასეთ შემთხვევაში ონლაინ სესხი ვერ დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მიმართოთ იმავე საკრედიტო ორგანიზაციას, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ იმავე ბიუროკრატიული საფეხურების გავლა, რაც მაგალითად ბანკში. შესაბამისად, თუ დიდი თანხის სესხება გსურთ, ონლაინ სესხით ვერ ისარგებლებთ.

სესხის ვადა

ონლაინ სესხით ვერ ისარგებლებთ ვერც მაშინ, თუ გრძელვადიანი სესხის აღება გსურთ. ონალინ სესხები გაიცემა 30 დღის ვადით. ეს გულისხმობს, რომ თუ თქვენ 500 ლარი გჭირდებათ ხელფასამდე, თქვენ შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ ეს თანხა როდესაც ანაზღაურებას მიიღებთ. ეს პრინციპი თავისთავად ცუდი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ მობილური ტელეფონი გაგიფუჭდათ და მისი შეკეთებისთვის 400 ლარი გჭირდებათ. ხელფასამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თქვენ კი ტელეფონის გაკეთება აუცილებლად გჭირდებათ. ასეთ დროს, შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი 400 ლარის ოდენობით და როდესაც ხელფასს აიღებთ დააბრუნოთ ეს თანხა და სესხი სრულად დაფაროთ. თუმცა, თუ თქვენ სესხს იღებთ და არ იცით როგორ დაფარავთ მას, მაშინ ეს ვადა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს, რადგან 30 დღე ნამდვილად არ არის დიდი დრო.

ონლაინ სესხის გადახდა

ონლაინ სწრაფი სესხის გადახდა აუცილებელია ერთიანად. მოდით შევადაროთ ის საბანკო სესხს. თუ ბანკში აიღებთ სესხს 400 ლარის ოდენობით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიუთითოთ ვადა, რა ვადაშიც გსურთ სესხის გასტუმრება, მაგალითად 6 თვე და ამ დროის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ დაფაროთ სესხი. ონლაინ სწრაფი სესხის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. თქვენ ვალდებული ხართ 30 დღეში სრულად დაფაროთ თანხა და 400 ლარი ერთიანად გადაიხადოთ.

სესხის ღირებულება და სხვა ხარჯები

როგორც წესი, ყველა სესხს აქვს წლიური საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ რამდენადაც სესხის ვადა 30 დღეა, მას აქვს კონკრეტული საფასური.  როგორც წესი, საკომისიო მცირე თანხაზე მაღალი არ არის, მაგალითად 400 ლარიანი სწრაფი სესხის აღება 30 დღის ვადით შესაძლოა 10-30 ლარამდე ღირდეს. ეს ბევრი ნამდვილად არ არის, იმისთვის რომ თანხა დღესვე მიიღოთ და ფინანსური საჭიროებები დაიკმაყოფილოთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია ასე, თუ სესხს დროულად და სრულად დაფარავთ. რამდენადაც ასეთი სესხების ნაწილ-ნაწილ გადახდა არ არის შესაძლებელი, თქვენ ვერ დაფარავთ მხოლოდ გარკეულ ნაწილს. მაგალითად, თუ სესხის დაფარვის დრო მოვიდა და თქვენ მხოლოდ 200 ლარი გაქვთ არ შეგიძლიათ ეს თანხა გადაიხადოთ და გარკვეული დროის შემდეგ დარჩენილი ნაწილი დაფაროთ.

ასეთ შემთხვევაში თქვენ ორი გზა გაქვთ. თუ არაფერს მოიმოქმედებთ და სესხსაც დროულად არ დაფარავთ დაგეკისრებათ ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მეორეს მხრივ, შეგიძლიათ პირდაპირ გადაიხადოთ თანხა და გადაავადოთ სესხის დაფარვის ვადა რამდენიმე დღით. სეხსი გადავადების საფასური დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორისაა სესხისს საერთო რაოდენობა და იმ დღეების რაოდენობა, რა დროითაც გსურთ სესხის გადავადება. ასევე, თავად საკრედიტო ორგანიზაციაზე, რამდენადაც ისინი თავად აწესებენ სესხის გადავადების საფასურს. შესაძლოა სესხის გადავადება დაგიჯდეთ 50 ლარი და მეტიც კი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სრულად დაფაროთ სწრაფი სესხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სესხი, რომლის საფასურიც 10 ლარი იყო, შეიძლება გაცილებით მეტი დაგიჯდეთ.

ონლაინს წრაფი სესხების შეფასება

როგოც ნახეთ, ონლაინ სწრაფ სესხებს ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს -სისწრაფე და კომფორტი. თქვენ შეგიძლიათ სესხი აიღოთ რამდენიმე წუთში. ამისთვის საკმარისია შეარჩიოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,  შეხვიდეთ მის ვებსაიტზე, მიუთითოთ სესხის თანხა და ვადა, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოთ პასუხს. არ გჭირდებათ მიხვიდეთ ბანკში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში და დახარჯოთ დრო.  თუ სესხის პასუხი დადებითია, თქვენ რამდენიმე წუთში მიიღებთ თანხას თქვენს საბანკო ანგარიშზე. უარყოფით პასუხსაც საიტის საშუალებით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.

სწრაფი სესხის აღება შეგიძლიათ 30 დღით, გარკვეული საკომისიო თანხის სანაცვლოდ. აუცილებელია, რომ სესხი დროულად და სრულად დაფაროთ სესხის გადახდის დღეს. თუ სესხის გადახდას წინასწარ გადაწყვეტთ დაგეკისრებათ საკომისიო, ასევე, თუ მას დროულად ვერ გადაიხდით მოგიწევთ ჯარიმის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თუ გსურთ ჯარიმები და გაფუჭებული საკრედიტო ისტორია თავიდან აირიდიოთ, მოგიწევთ სესხის გადავადება საფასურის სანაცვლოდ.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი სესხები არც ისე ცუდია, თუ მათ დროულად გადაიხდით და თქვენს თავზე აღებულ ფინანსურ პასუხისმგებლობას სრულად შეასრულებთ.  სხვა შემთხვევაში, შესაძლოა სესხზე ორჯერ მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ ჯარიმებისა და გადავადების საკომისიოს გათვალისწინებით.

გრძელვადიანი ონალინ სესხები

გარდა 30 დღიანი სესხებისა, ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს გრძელვადიან სესხებსაც. ასეთი სესხები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ საბანკო სამომხმარებლო სესხებს.

გრძელვადიანი სესხსი აღება შეგიძლიათ რამდენიმე თვით. ვადის მაქსიმალური ლიმიტი დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, ზოგიერთ მათგანთან სესხის აღება 24 თვემდე ვადით შეგიძლიათ, ხოლო ზოგან – 36 ან 48 თვით. განსხვავებულია ასევე თანხის ლიმიტიც, თუ ერთი მიკროსაფინანსო მაქსიმუმ 4000 ლარიან სესხს გთავაზობთ, სხვას შესაძლოა მაქსიმალურ ლიმიტად 10 000 ლარი ჰქონდეს დაწესებული.

შესაბამისად, თუ გსურთ შედარებით დიდი რაოდენობის თანხის აღება და ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლიათ მიმართოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუმცა აქაც უნდა გაითვლაისწინოთ რამდენიმე გარემოება. თუ 30 დღიანი სესხის აღება რამდენიმე წუთში შეგიძლაით პირდაპირ საიტიდანვე, გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში შესაძლოა იგივე ბიუროკრატიული საფეხურების გავლა მოგიწიოთ, რაც საბანკო სესხის აღებისას. რამდენადაც გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში საუბარია უფრო დიდ ფინანსურ ვადლებულებაზე მიკროსფაინანსო ორგანიზაციებიც უფრო ფრთხილები არიან ასეთი სესხის გაცემისას. შესაბამისად, მათ შეიძლება მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტაცია, მაგალითად სახელფასო ამონაწერი ან თავდები პირების თანხმობა, რისთვისაც, შესაძლოა მოგიწიოთ ფილიალში ადგილზე მისვლა.

თუმცა, ყველაზე დიდი მინუსი რაც გრძელვადიან ონლაინ სესხებს აქვთ, ეს წლიური საპროცენტო განაკვეთია. როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე შედიხართ სესხზე განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ მონიშნოთ თანხა, რომელიც გსურთ და ვადა, რა დროის განმავლობაშიც გსურთ ნაწილ-ნაწილ დაფაროთ სესხი. საიტზე ავტომატურად ჩნდება გადახდის გრაფიკი, გადასახდელი თანხის რაოდენობა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.  როგორც წესი, ეს უკანასკნელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 40 და მეტი პროცენტიდან იწყება, რაც ძალიან მაღალია. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ თანხას აიღებთ დიდი ვადით, მით უფრო მეტი თანხა გექნებათ გადასახდელი. ამასთანავე, თითქმის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს მითითებული ხელშეკრულებაში, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა გაიზარდოს 99.99 პროცენტამდე. ეს ნიშნავს, რომ თუ სესხის გადახდისას რაიმე დარღვევა გექნებათ, შესაძლოა ორჯერ მეტის გადახდა მოგიწიოთ.

სწრაფი ონლაინ სესხი

გავრცელებული არასწორი წარმოდგენები ონლაინ სესხებზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე რამდენიმე არასწორი შეხედულებაა გავრცელებული. მომხმარებელი არ არის სათანადოდ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც უკავშირდება სესხის აღებას და არასწორი შეხედულებების გამო ფინანსურად არაეფექტური გადაწყვეტილების მიღების რისკის ქვეშაა. აი რამდენიმე არასწორი შეხედულება.

ონლაინ სესხის გამოსატანად არ არის საჭირო ყოველთვიური შემოსავალი

როგორც უკვე ვთქვით, მოკლევადიანი ონლაინ სესხები არის იმ ადამიანებისათვის, ვისაც ხელფასამდე ფინანსური  საწიროება შეექმნა, რაც აქამდე არ ჰქონდა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია ისარგებლოს 30 დღიანი სესხით და შემდეგ გადაიხადოს თანხა. თუმცა, ხშირად ამ ტიპის სესხით სარგებლობას ცდილობენ ადამიანები, რომელთაც სტაბილური შემოსავალი არ გააჩნიათ. თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, აქაც აუცილებელია, რომ მომხმარებელმა დააფიქსიროს, რომ მას შეუძლია სესხად აღებული თანხის დაბრუნება. შესაძლებელია ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხი მისცენ დაუსაქმებელ ადამიანს, ან ისეთ პირს, ვისაც ოფიციალურად სტაბილური ხელფასი არ ერიცხება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში თანხა შესაძლოა ნაკლები იყოს სასურველ რაოდენობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის სესხის აღება თუ წინასწარ არ გაქვთ განსაზღვრული ზუსტად როგორ აპირებთ ამ თანხის უკან დაბრუნებას.

არ არის საჭირო თავდები ან საკონტაქტო პირი

მოკლევადიან სესხზე განაცხადის გაკეთებისას, შესაძლოა არ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ მოგთხოვოთ თავდები პირი, თუმცა, დიდი ალბათობით მოგიწევთ მიუთითოთ საკონტაქტო პირის ინფორმაცია, ვისაც საკრედიტო კომპანია დაუკავშირდება იმ შემთხვევაში თუ დაკისრებულ ფინანსურ მოვალეობას დროულად არ შეასრულებთ.  გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში საკრედიტო კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს თავდები პირების ხელმოწერაც.

ონლაინ სესხზე გავლენას არ ახდენს საკრედიტო ისტორია

ბევრი ადამიანი მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ისეთ დროს, როდესაც სესხს ვერ იღებს ვერც ერთი კომერციული ბანკისაგან. ეს ბუნებრივია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაცილებით მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვთ. შესაბამისად, ჭკვიანურია სესხის აღება ნაკლები განაკვეთით რომელიმე კომერციულ ბანკში. მაგრამ როდესაც ბანკი სესხს არ გაძლევთ, ერთადერთ იმედად საკრედიტო ორგანიზაციები რჩება. გავრცელებულია აზრი, რომ საკრედიტო ისტორია გავლენას არ ახდენს იმაზე, მოგცემთ თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხს. ეს მოსაზრება მცდარია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკთან შედარებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები აქვთ კრედიტის გაცემისას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნებისმიერ ადამიანს მისცემენ  სესხს. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია თანხის უკან დაბრუნება. ამიტომ, ისინი, როგორც კომერციული ბანკები ამოწმებენ თქვენს საკრედიტო ისტორიას თქვენ მიერ მიცემული ნებართვის საფუძველზე და ითვალისწინებენ თქვენს საკრედიტო ქულას სესხის გაცემისას. შესაძლოა თქვენ საკრედიტო ისტორიის გამო ბანკში სესხი არ დაგიმტკიცონ, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კი მოგცენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვანი არაა. ცუდი საკრედიტო ისტორიის გამო შესაძლოა სესხზე უარი არ გითხრან, მაგრამ მოგცენ იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე თქვენ გსურდათ, გაგიზარდონ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ან მოგთხოვონ თავდები პირების წარდგენა. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ითვალისწინებენ საკრედიტო ისტორიას.

შესაძლებელია აღება თუ სხვა საბანკო ვალდებულებები გაქვთ

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მიმართავენ ადამიანები საკრედიტო კომპანიებს, არის ის, რომ დაფარონ სხვა ფინანსური ვალდებულებები. მაგალითად, როდესაც საბანკო ან მიკროსაფინანსო სესხი აქვთ გადასახდელი, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ურჩევნია აიღოს დამატებით ახალი ფინანსური ვალდებულება, რათა გადაფაროს სხვა, იმისთვის, რომ არ დაეკისროს დამატებითი ჯარიმები და არ გაუფუჭდეს საკრედიტო ისტორია ვადაგადაცილებების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენ გქონდეთ აქტიური ფინანსური ვადლებულებები და ახალი სესხი მაინც მიიღოთ საკრედიტო კომპანიებისაგან, ან თუნდაც კომერციული ბანკებისაგან. თუმცა, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, შეიზღუდა ფინანსური ვადლებულების პროცენტული რაოდენობა ხელფასთან მიმართებაში. რეგულაციების თანახმად, თუ თქვენი სახელფასო ანაზღაურება 1000 ლარია, თქვენი ყოვეკთვიური შენატანების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-35 პროცენტს. შესაბამისად, თუ ეს ლიმიტი უკვე ათვისებული გაქვთ დამატებით სესხს ვეღარ გამოიტანთ როგორც ბანკიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.

ონალინ თუ საბანკო სესხი?

თანხის სესხების შემთხვევაში უმჯობესია თუ კომერციულ ბანკს მიმართავთ და არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას რამდენიმე ფაქტორის გამო. თუ გრძელვადიანი სესხის აღება გსურთ, უფრო მარტივია ის აიღოთ ბანკიდან, სადაც გახსნილი გაქვთ საბანკო ანგარიში. ასეთ შემთხვევაში ბანკს უკვე აქვს ინფორმაცია თქვენს შემოსავლებზე და დამატებით აღარ დაგჭირდებათ დოკუმენტაციის წარდგენა. ამასთანავე, კომერციულ ბანკებს უკეთესი პირობები აქვთ სესხზე, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ბანკებში უფრო დაბალია ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც, შესაბამისად, სესხს ბანკიდან უფრო იაფად გამოიტანთ, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.

თქვენ შეიძლება უპირატესობას ანიჭებდეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სწრაფ ონლაინ სესხებს, მოხლოდ იმიტომ, რომ მათი საშუალებით არ გიწევთ უშუალოდ ფილიალში მისვლა და თქვენი ფინანსური საჭიროებების დემონსტრირება კრედიტ ოფიცერთან. ასეთ დროსაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებებით. რამდენადაც ონლაინ სესხები ძალიან მოთხოვნადია ბანკებმაც დაიწყეს ალტერნატიული სერვისის შემოთავაზება. ზოგიერთი ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ საიტზევე შეავსოთ სესხის განაცხადი და მოკლე დროში მიიღოთ პასუხი დაგიმტკიცდათ თუ არა ის. ასევე ზოგიერთი ბანკი გთავაზობთ მოკლევადიან სესხებს, რომელთა დაფარვაც შეგიძლიათ მოკლე დროში.  ამ მხრივ ბანკების სერვისები საკმაოდ მოსახერხებელი და უკვე ძალიან გამარტივებულია. შესაბამისად, თუ სესხი გჭირდებათ უმჯობესი იქნება გაეცნოთ ბანკების შემოთავაზებებს და შემდეგ მოძებნოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ონლაინ სესხები.

მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც სესხი გჭირდებათ და მას არც ერთი კომერციული ბანკი არ გიმტკიცებთ? დამეთანხმებით ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სწორედ ასეთ შემთხვევებში მიმართავენ.  თქვენ შესაძლოა ძალიან კარგად გესმოდეთ, რომ საკრედიტო კომპანიებისგან ფულის სესხების შემთხვევაში გადაიხდით ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ბანკებში, თუმცა ვერ ხედავდეთ სხვა გამოსავალს. მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ თუ ერთადერთი გზა მიკროსაფინანსოებისგან ფულის სესხებაა?

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ

თუ მოკლევადიანი სესხის აღება გსურთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ამ თანხის უკან  დაბრუნებას დროულად და სრულად შეძლებთ. თუ იცით როგორ უნდა გადაიხადოთ სესხის თანხა დათქმულ ვადაში და წინასწარ გაქვთ ეს განსაზღვრული, მაშინ პრობლემა არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ თამამად ისესხოთ თანხა 30 დღით და ხელფასის თუ სხვა შემოსავლის მიღების შემდეგ დათქმულ დროს დაფაროთ სესხი. ასეთ შემთხვევაში გადაიხდით მცირე საკომისიოს, არ მოგიწევთ არავითარი ჯარიმის გადახდა და არც სესხის გადავადება. თუ ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებთ და ზუსტად იცით როგორ გაისტუმრებთ მას, მაშინ ფინანსური სირთულეები არ შეგექმნებათ.

იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი სესხის აღება გსურთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აუცილებლად შეადერთ ერთმანეთს სხვადასხვა შემოთავაზებები და დარწმუნდით რომ ირჩევთ მათგან საუკეთესოს. შეადარეთ ერთმანეთს თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და შეაჩერეთ არჩევანი მათ შორის ყველაზე რესპექტაბელურ და სანდო საკრედიტო კომპანიაზე.

ნუ აიღებთ სესხს ბრმად, კარგად გაეცანით მის პირობებს , განსაკუთრებით კი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ამის ნახვა საიტზევე შეგიძლიათ. დათვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით და აწონ-დაწონეთ გიღირთ თუ არა ამ პირობებით თანხის სესხება. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ დღეს 5000 ლარის სესხებისთვის ხვალ თითქმის ორჯერ მეტი თანხის დაბრუნება გიწევთ. ასეთ დროს, შესაძლოა იმ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, რომ თანხის სესხება კარგი აზრი არ არის.

აიღეთ მხოლოთ ის თანხა რაც გესაჭიროებათ. წარმოიდგინეთ, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა რაიმეს შესაძენად. მაგალითად, მაცივარი გაგიფუჭდათ და აუცილებლად უნდა გამოცვალოთ მოკლე დროში. განვადებას და საბანკო სესხს ვერ იღებთ და ერთადერთი გზა მიკროსაფინანსოდან ფულის სესხებაა. ასეთ დროს შეიძლება იფიქროთ მეტი თანხის გამოტანაზე, რათა მაცვართან ერთად გაზქურაც ჩაანაცვლოთ, რომლის შეცვლაც დიდი ხანია გსურთ.  აუციელბელია გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტია თანხა, მით უფრო მეტია სესხის ღირებულება. შესაბამისად, გადადეთ ახალი გაზქურის ყიდვა მომავლისთვის და მხოლოდ ახალ მაცივარს დასჯერდით. ანუ ისესხეთ ის თანხა რაც აუცილებლად გჭირდებათ.

დაწვრილებით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას. მაშინ, როდესაც თანხობას ონლაინ აცხადებთ და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ნაცვლად უბრალოდ უნდა მონიშნოთ შესაბამისი უჯრა, დიდია იმის ალბათობა, რომ ხელშეკრულება არ წაიკითხოთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხის აღების დროს დაწვრილებით გაეცნოთ ყველა იმ პირობას, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ნუ დაგეზარებათ წაკითხვა, გაეცანით ყველა პუნქტს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენი ვალდებულებების და საკრედიტო კომპანიის უფლებამოსილების ნაწილს. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნებით უსიამოვნო მოულოდნელობებისგან.

თავისთავად სესხი სულაც არ არის ცუდი, სულერთია თანხას ბანკისგან იღებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან თუ ფიზიკური პირისგან. სესხის აღების დროს მნიშვნელოვანია სწორედ გქონდეთ განსაზღვრული მისი მიზნობრიობა და შეგეძლოთ აღებული ფინანსური პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულება. თუმცა, ზოგიერთ სესხს უკეთესი პირობები აქვს  ვიდრე სხვებს. სწრაფი ონლაინ სესხები ერთი შეხედვით შესაძლოა მიმზიდველი ჩანდეს მათი ხელმისაწვდომობის გამო, თუმცა არც თუ ისე კარგია, თუ მათ საპროცენტო განაკვეთს და დამატებით ხარჯებს გაითვალისწინებთ. ამიტომ, აუცილებელია გაეცნოთ ყველა პირობას რაც თან ახლავს სესხის აღებას და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.