რა არის Payoneer და როგორ გამოვიყენოთ ის საქართველოში?
Payoneer არის ამერიკული ფინანსური სერვისების კომპანია, რომელიც ონლაინ ფულადი გზავნილების გაკეთების საშუალებას იძლევა. ის ციფრულ საგადასახადო სერვისს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. დღესდღეისობით მსოფლიოში ძალიან ბევრ ონლაინ მაღაზიას აქვს Payoneer-ით გადახდის ფუნქცია და გადახდის ეს მეთოდი ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა საქართველოში მას არც ისე ხშირად მოიხმარენ, ამიტომაც Payoneer-ის გამოყენება საქართველოში ცოტა ადამიანმა თუ იცის. ამიტომაც, თუ გაინტერესებს ეს თემა და გინდა შენი ყოველდღიური პირადი ტრანზაქციბი უფრო კომფორტული მეთოდით განახორციელო, მაშინ ყურადღებით გაეცანი მოცემულ სტატიას. აქ შეიტყობთ ზოგადად Payoneer-ის კომპანიისა და მისი ფუნქციების შესახებ, გაეცნობით რისთვის გამოიყენება ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება საქართველოში.
რა არის Payoneer?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Payoneer არის ფინანსური სერვისების კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2005 წელს. ეს პლატფორმა შექმნილია ონლაინ ფულადი გზავნილებისთვის, ციფრული გადახდებისთვის და იმისთვის, რომ მომხმარებლები უზრუნველყონ სამუშაო კაპიტალით. Payoneer-ს იყენებენ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა Airbnb, Google, UpWork და Fiverr. ეს ფაქტი უკვე ცალსახად მეტყველებს ამ უკანასკნელის უდიდეს წარმატებაზე მსოფლიოს ბაზარზე. Payoneer-ს ჰყავს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი, რომელშიც ჯამში 320 ადამიანია დასაქმებული. ისინი უზრუნველყოფენ 4 მილიონი ადამიანის მხარდაჭერას 35-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე. კომპანია 150 სხვადასხვა ვალუტაში ოპერირებს.
დღესდღეისობით payoneerის ანგარიში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გახსნილი, ხოლო კომპანიის ოფისების ჯამური რაოდანობა 24-ს შეადგენს. დღევანდელ ციფრულ სამყაროში Payoneer მილიონობით ბიზნესსა და სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულ ადამიანს 200-ზე მეტი ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს Payoneer-ის ტრანსსასაზღვრო საგადასახადო პლატფორმის საშუალებით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ, მოქნილ, დაცულ და დაბალგადასახადიან მეთოდს, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ ტრანზაქციები გლობალურად, ისევე როგორც ლოკალურად.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Payoneer-ში ანგარიშის გახსნა უფასოა, რაც საშუალებას აძლევს ყველა ბიზნესსა თუ დასაქმებულს, რომ სახელფასო, პირადი თუ სხვა სახის გადარიცხვები სწორედ ამ მეთოდის საშუალებით განახორციელონ. ფინანსური საგადასახადო სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ პირადპირ გააუქმონ თავიანთი ანგარიში debit card-ით და ასევე გააგზავნონ ან მიიღონ ფული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალურადაც. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის payoneer მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის მსოფლიოში არსებული ყველა სხვა ფინანსური სერვისებიდან ერთ-ერთი საუკეთესო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაა, რომ მას ძალიან ცოტა კონკურენტი ჰყავს ბაზარზე და მისი ჯამური შემოსავალი ამჟამად 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
თუ გაინტერესებს UpWork-დან ან Fiverrდან როგორ გამოიტანოთ ფული, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირველ რიგში, მოცემული საიტებიდან Payoneer-ის ანგარშზე უნდა გადარიცხოთ თქვენი თანხა, ხოლო შემდეგ კი, Payoneer-ს დაუკავშიროთ თქვენი ადგილობრივი საბანკო ანგარიში.
Payoneer-ის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები
როდესაც განვიხილავთ ასეთ მნიშვნელოვან კომპანიას, აუცილებელია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების დეტალური შესწავლა, რათა უკეთ იქნას გააანალიზებული, ღირს თუ არა მისი სერვისებით სარგებლობა.
დადებითი მხარეები
Payoneer-ის სერვისების გამოყენებას უამრავი დადებითი მხარე აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა მომხმარებელმა, რათა თავადაც იყოს ყველა ამ უპირატესობის ნაწილი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ კომპანიის ყველაზე დიდი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ უკანასკნელის სერვისები დაახლოებით 200 ქვეყანაში არის გავრცელებული. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიას ჰყავს ძალიან დიდი მომხმარებელთა მხარდამჭერი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად 5 მილიონამდე ადამიანს ემსახურება 35 სხვადასხვა ენაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც Payoneer-ის სერვისს იყენებს, შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ნებიესმიერ საკითხსა თუ პრობლემაზე შეუძლია მიმართოს მათ და ისინი ყოველთვის სრულყოფილად შეეცდებიან მომხმარებელთა ნებისმიერი ტიპის პრობლემის მოგვარებას.
ასევე საყურადღებოა ისიც, რომ payoneerის გამოყენება ნებისმიერი სახის ტრანზაქციისთვის შესაძლებელია, როგორც debit card-ის. ეს ეხება ონლაინ ვაჭრობასაც. კომფორტულია ის, რომ თანხა პირდაპირ პეიონერის მასტერქარდზე აისახება იმის მაგივრად, რომ ჯერ ონლაინ payoneerის ექაუნთზე აისახოს და შემდეგ მოხდეს მისი ტრანსფერი ადგილობრივ საბანკო ანგარიშზე. ეს ყველაფერი ბევრად უფრო ამარტივებს სახელფასო თუ სხვა ტიპის ფულადი ტრანზაქციების პროცესს. მაშინ, როდესაც მომხმარებლებს უნდათ თანხის სწრაფად მიღება, მათ არ არანაირი დაბრკოლება არ შეექმებათ და ამის განხორციელებას ძალიან მოხერხებულად შეძლებენ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ payoneerიდან ფულის გამოტანა ნებისმიერი ATM-დან არის შესაძლებელი მსოფლიოს ყველა წერტილში, თუმცა მას აქვს მაქსიმალური დღიური ლიმიტი, რომელიც 2,500 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საკომისო სტრუქტურას, მომხმარებლის უცხოური ვალუტის გაცვლის საფასური Payoneer-თან საშუალოდ ტრანზაქციის 1%-ს შეადგენს, რაც სხვა გადახდის მეთოდებთან შედარებით, საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია.
უარყოფითი მხარეები
ისევე, როგორც ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისს მსოფლიოში, Payoneer-საც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ კომპანიაზე საუბრისას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ხშირად Payoneer-ს Paypal-ს ადარებენ ხოლმე, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელია მისი მთავარი კონკურენტი საერთაშორისო ბაზარზე. მთავარი უარყოფითი მხარე კარგად ჩანს მაშინ, როდესაც საკომისიოებსა და გადასახადებზე ვსაუბრობთ. Payoneer-თან ვალუტის გადაცვლის payoneerის საკომისიო ბევრად უფრო მაღალია ვიდრე Paypal-თან. გარდა ამისა, პეიონერს აქვს გადახდის თვიური მინიმუმი, რომელიც 20,000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი საკმაოდ მაღალია და უარყოფითად მეტყველებს კომპანიაზე.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მომხმარებლები ონლაინ ხშირად ამბობენ, რომ Payoneer-ზე დარეგისტრირება ძალიან დროში გაწელილი პროცესია და მოითხოვს ბევრი დოკუმენტის შევსებას. ამის გამო ხშირად ათასობით ადამიანს უწევს თვეზე მეტი ლოდინი იმისთვის, რომ თავიანთი კუთვნილი პეიონერის ბარათი მიიღონ. შესაბამისად, თუ მომხმარებელს სურს კომპანიის სერვისის სწრაფად მიღება და მისი პროდუქტით სარგებლობა, ხშირად ეს პროცესი შესაძლოა ბევრისთვის ძალიან ბევრ მოუხერხებლობასთან და არასასიამოვნო სიტუაციებთან იყოს დაკავშირებული.
როგორ უნდა გამოიყენოთ Payoneer საქართველოში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Payoneer-ის გამოყენება ძალიან მარტივი პროცესია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. იმისათვის, რომ პეიონერით ტრანზაქციების განხორციელება საქართველოშიც შეძლოთ, ამისთვის პირველ რიგში, პეიონერის საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ და გახსნათ payoneerის ანგარიში. ეს რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოითხოვს. თავიდან, უნდა აირჩიოთ პროფესიული გამოყენებისთვის გსურთ ანგარიში თუ პირადი გამოყენებისთვის. შემდეგ უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ისეთი, როგორიცაა სახელი, გვარი, ფოსტის მისამართი და ა.შ. ამის შემდეგ მითითებულ ფოსტაზე მოგივათ უსაფრთხოების დამადასტურებელი კითხვა. ბოლოს კი კომპანია დაიწყებს თქვენს ვერიფიკაციის გავლას, რომელიც დროს მოითხოვს და დაახლოებით 2 დღე დასჭირდება. როგორც კი მოგივათ მეილზე დასტური, თქვენ უკვე შეგეძლებათ payoneerის სერვისებით სარგებლობა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მომხმარებლის თანხა და ანგარიშები საქართველოშიც ზუსტად ისევეა დაცული, როგორც მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომაც, შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ თანხის დაკარგვის, ან სხვა ნებისმიერი არასასიამოვნო სიტუაციების, რადგანაც კომპანია თქვენს უსაფრთხოებას თითოეულ ნაბიჯზე უზრუნველყოფს.