საფრანგეთი საქართველოს ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუნტურმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის საფრანგეთი საქართველოს ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას შესთავაზებს. აღნიშნული პროგრამის ამოქმედების ვადები ჯერ-ჯერობის უცნობია. ეს უკანასკნელი საფრანგეთის მთავრობაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა განსაზღვროს რამდენად სწრაფად მოხდება ვალდებულებების დაკმაყოფილება.
ბუნტურმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართვლომ და საფრანგეთმა უკვე მოასწერეს ხელი შეთანხმებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა უკვე ძალაშია შესული. შესაბამისად, ამიერიდან გააქტიურდება კონსულტაციები საფრანგეთთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ლეგალური დასაქმების პროექტის იმპლემენტაცია.
ბუნტურის თქმით, ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ შესაძლებლობის გამოყენება უკვე 2021 წლის ბოლოდან შეეძლება. რაც შეეხება პროგრამის დეტალებს, მიგრაციის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბუნტურის თქმით, საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, რომელთა შორისაც მოსახლეობას საშუალება ექნება აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება. ჩამონათვალი მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა ბარმენი, მშენებელი თუ მცხობელი.
ეს ინიციატივა ცხადია, დადებით შედეგებს მოუტანს საქართველოს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური განვითარების თვალსაზრისითაც. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პანდემიის გამო გამოწვეულმა მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში ძალიან სუსტი სოციალური ფონი გააჩინა, სადაც მნიშვნელოვნად იკლო დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ. ამ ყველაფერმა ძლიერი კლება გამოიწვია ეკონომიკის სფეროში და გარკვეულწილად, გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. ამიტომაც მსგავსი ინიციატივები ძალაინ მნიშვნელოვანია ამჟამად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს მოსახლეობას ახალი დასაქმების ალტერნატივები ეძიონ და თავიანთი თავი ისეთ ძლიერ ქვეყანაში განავითარონ, როგორიც საფრანგეთია.
ლეგალური დასაქმების სხვა შესაძლებლობები
როგორც უკვე ვიცით, საქართველოში საფრანგეთის გარდა, ლეგალური დასაქმების სხვა შესაძლებლობებიც არსებობს, რომელთა აღნიშვნაც ასევე მნიშვნელოვანია. მათ შორის საგულისხმოა სეზონური დასაქმების პროგრამა გერმანიაში, სადაც 5,000 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული, სურვილი კი საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თითქმის 100,000-მა ადამიანმა გამოთქვა. როგორც ჩანს, ლეგალური დასაქმების ეს ალტერნატივები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ეს გასაკვირი არაცაა, რადგანაც ევროპაში დასაქმება ბევრად მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც გულისხმობს ამავდროულად, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ზოგადი ეკონომიკური თუ სოციალური ფონი ასეთი მძიმეა ქვეყანაში.
ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა წამოიწყო საქართველომ ისრაელთანაც, რომლის ფარგლებშიც 1000 ვაკანტური ადგილი გამოცხადდა ექთნებისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული შეთანხმება 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდება, რომლის შემდეგაც, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემად შეავსონ აპლიკაციები. წარმატებული აპლიკანტები კი შეძლებენ ლეგალურად დაიწყონ მუშაობა აღნიშნული მიმართულებით ისრაელში, ერთი წლის განმავლობაში. ისრაელის მთავრობის თქმით, საქართველო არის იმ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელთანაც მათ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმეს.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, საქართველოში უცხოეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები ნელ-ნელა იზრდება. უახლოესი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბუნტურმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის საფრანგეთი საქართველოს ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას შესთავაზებს. შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, რომელთა შორისაც მოსახლეობას საშუალება ექნება აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება. ჩამონათვალი მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა ბარმენი, მშენებელი თუ მცხობელი.
აღსანიშნავია, რომ საქარველოში არსებობს სხვა ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელთა შორისაც არის გერმანია და ისრაელი. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბერძნეთთანაც.