საჯარო კომპანიები ქვეყნები საქართველოს მასშტაბით

საქართველოში საფონდო ბირჟა ბერვისთვის ჯერაც ამოუხსნელი თემაა, და მოსახლეობის დიდ ნაწილს არც მათი არსი ესმიტ და არც აინტერებს თუ როგორ მუშაოვს ეს მექანიზმი. თუმცაღა ბოლო წლებში ფინანსურ სფეროზე მოთხოვნა და მის მიმართ ინტერესი ბევრად გაიზარდა და მოტხოვნები საზოგადოების მხრიდანაც შეიცვალა. დღესდღეობიტ კლიენტი ბევრად უფრო ინფორმიებულია არამხოლოდ იმ სერვისების შესახები, რომლებსაც იღებს არამედ, თუ როგორ შეიძლება თავად მართოს სწორედ ეს ფინანსები და უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს საკუთარ აქტივებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ინფორმაცია უკვე წლებია ადვილად მიწვდომადია, ეს ინტერესი მხოლოდ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში გამძაფრდა საქართველოში. ამასთან ერთად თავად ქართულმა კომპანიებმა წამოიწყეს ახლებული მიდგომები და ყოველდღე ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტად მიუხლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტს. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ უკვე რამდენიმე წელია ჩვენ საჯაროდ ვაჭრობადი კომპანიებიც გვყავს რაც ადრე ქართულ ფინანსურ სივრცეს არ ახასიათებდა და დღეს სწორედ ასეთ კომპანიებზე მოვახდენთ ფოკუსირებას.

გარდა იმისა, რომ ქართული ფინანსური სივრცე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის მეშვეობით უფრო მარტივად ახერხბეს რომ დაეწიოს საერთაშორიოს ტრენდებსა და ფინანსური მიღწევებს, ასევე გაზრდილია  მოთხოვნა ასეთ სერვისებზე და მათ მაღალ ხარისხზე ყოფან ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაირ მეტყველებს თავად ქვეყნის ფინანსურ და ზოგად განვითარებულობაზე. სწორედ ამიტომ არის რომ კომპანიებს რომლებიც ფინანასურ ინოვაციებს ქვეყნის შიგნით ნერგავენ და საკუტარ საქმე საუკეთესო გამოცდილებების მიხედვით აგებენ, დღეს დიდად აფასებენ როგორც სახელმწიფო მოხელეები ასევე ჩვეულებრივი ადამიანები, რომელბიც პირველ რიგში სარგებლობენ ასეთი სერვისებით. ფინანსურ კომპანიებზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული დღესდღეობით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თავად მომხარებლების და მოსახლეობის ჩართულობა და ინტერესი ასეთი საქმეების მიმართ, რაც რეალურად ყველაზე დიდ გავლენას ახდენს იმაზე თუ რა დახმარებას და მხარდაჭერა იღებენ ასეთი კომპანიები სხვა სისტემაში ჩართული კომპანიების და რეგულატორებისგან. ჩვენს რეალობაში  წარმოდგენები და ცოდნა ფინანსურ სისტემებსა მათი შემადგენელი ნაწილების შესახებ ყოველდღე იზრდბეა და ამიტომაც დღეს, ქართულ ბაზარზე სრულიანდ სხვა სურათი გვაქვს ვიდრე ეს თუნდაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრ სხვა, უფრო სოციალურ ასპექტში ბევრად უკან არის ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ დისბალანსი სხვადასხვა სფეროებს შორის საკმაოდ დიდია ფინანასური სექტორი მაინც პრიორიტეტად რჩება რადგანაც სხვა მიმართულებით განვითარება ფინანსური წარმატების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომა ცდილობს ყველა დიდი ფინანსური ინდიტუტი რომ რაც შეიძლება წინ წაწიოს თავისი საქმიანობა და ჩაერთოს ყველა სახის ფინანასურ გაცვალასა თუ სისტემაში.

კომპანიები,რომელთა აქტივეიც შეუძლია ყველას შეიძინოს დიდი ოპულარობის სარგებლობენ მსოფლიოს ყველა განვითარებულ კუთხეში და ეს ტრენდი უკვე საქართელოშიც აქტიური გახდა. იმისთის, რომ ფინანსური სამყაროს ამ ასპექტს უფრო მომზადებულები შევეჭიდოთ, რა თქმა უნდა, საჭიროა რომ გვესმოდეს თუ რას ნიშნავს სახალხოს აქტივებით ვაჭრობა, როგორც შეიძლება ეს ჩჩვენთის მომგებიან საქმედ ვაქციოთ და რომელი კომპანიბი ფუნქციონეირებენ ასეთი მიდგომით. საქართველოს მასშტაბით ჯერ არ არსებობს ბევრი ასეთი კომპანია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მათ შესახებ და  გავაანალიზოთ თუ როგორ მუშაობას ეს პოპულაური ფინანსური მექანიზმი საქართველოს ფარგლებს შიგნით.

საჯაროდ ვაჭრობადი კომპანიები

საჯაროდ ვაჭრობადი კომპანია გულისხმობს ისეთ დაწესებულებას რომლიც აქტივებიც არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ პირს და აქტივებით ვაჭრობა ხდება საფონდო ბირჯაზე ან სხვა ტიპის მარკეტებზე სადაც მათი შეძენა ყველას შეუძლია.ზოგ ქვეყნაში მას შემდეგ რაც კომპანია გარკვ ეულ ზომას გადააჭარბებენ აუცილებელიც არის რომ ისინი საჯაროდ შესყიდვადი გახდეს. როგორც წესი, ასეთ კომპანიებს ბევრი სხვადასხვა ინვესტორი ფლობს, მაშინ როცა კერძო ფირმებს სულ რამდენიმ მფლობელი ჰყავს. ასეთი ტიპის კომპანიებს შეუძლიას შეაგროვონ თანხა და გაზარდონ თავიანთი კაპიტალი აქტივების გაყიდვით და სწორედ ამიტომ არის ნებიმსიერი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. სანამ ასეთი კომპანიები აქტივებით საჯაროდ ვაჭრობას დაიწყებდნენ, დიდი კომპანიებისთვის ძალიან რთული იყო კაპიტალის გაზრდა კერძო ენტერპრაიზებისთის, რადგან ისეთ ფინანსური დახმარების საშუალება, რომელსაც დღეს ასეთი ფირმები თავიანთი მრავალი ინვესტორისგან იღებენ, მხოლოდ კომპანიის ძალიან მცირე ნაწილს ჰქონდა.  გარდა ამისა, ასეთი ძალაუფლებისა და ფინანსების მქონდე კომპანიებზე ინფორმაცია ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, ხოლო როცა ასეთი კომპანიები საფორნდო ბიღჯებზე სახალხოდ შესასყიდად გამოჩნდნენ, მათ შესახებ ინფორმაციაც ასეთივე ხელმისაწვდომი გახდა, რამაც გაზარდა გამჭვირვალეობა და სისტემის ხარისხი, რადგან ყველას შეეძლო გადაემოცმებინა ინფორმაციაასეთი კომპანიების შესახებ. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რაც ახასიათებს საჯარო კომპანიესბ არის ის, რომ ამ მიდგომით ისინი მეტ მომხარებელს და ბევრად დიდ პუბლიკას წვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიები ინარჩუნებენ ელიტარულ სტატუსს, მათ პოპულარობა ბევრად უფრო დაბალია, რადგან საზოგადოებას არ შეუძლია, რომ რამენაირად მის საქმიანობაში ჩაერთოს, რაც არი არის შემთხვევა საჯარო ფირმების შემთხვევაში.  საჯარო კომპანიები ბევრად უფრო პოპულარუალი და მათ შესახბე ბევრად უფრო მეტმა იცის, ვიდრე კერძო კომპანიების შესახებ ამიტომაც, გარდა ფინანასური ბენეფიტებისა, ასეთ კომპანიებს ასევე ბევრად დიდი გაველნა აქვს საზოგადოებაზე და მათ საქმიანობასაც ხალხი მეტი ინტერესით ადევნდებს თვალს. როდესაც კომპანის ბედში ამდენი ადამიანი არის ჩართული რისკებიც შედარებით მარტივად სამართაია, რადგანც გაუთვალისწინებელი ცვლილების შემთხვევაში საერთო ჯამში თითოეულ ადამანს ნაკლები თანხის დათმოვა უწევს, ვიდრე ეს კერძო კომპანიას მოუწევს რადგან თანხაც, და რისკებიც გადანწილებული ბევრ ინვესტორზე.

საქართველოში ასეთ კომპანიებზე ბევრი ჯერ ჯერობით არ საუბრობს თუმცა მათი რიცხვი ნამდივლად იზრდება და ხალხის ინტერესიც დროთა განმავლობაში გაიზრდება, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია ფინანსრუ სამყაროში. უმნიშვნელოვანესი რაც ჩვენ შეგვიძია ამ ინდუსტრიის და სისტემებსი განსავითარებლად გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა ავამაღლოთ საზოგადოებაში ცნობიერება ამ საკითხებზე და კომპანიებს მივცეთ პლატფორმა სადაც ისინი საკუტარმიღწევებზე, მიზნებზე და პოლიტიკაზე ისაუბრებენ. როგორც ვახსენეთ, ასეთი კომპანიები უფრო მეტად სარგებლობენ პოპულარობით ვიდრე კერძო ფირმები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი ასეთები, მხოლოდ საკუთარი მონდომების გამო არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, თუნდაც თავდაპირველ ეტაპებზე რათა მოსახლეობამ და ინვესტორებმა მათ შესახებ ინფორმაცია მოისმინონ და შემდეგ გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ამ კომპანიის ნაწილი გახდნენ. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც ასეთი კომპანიები მეტა პოპულარულები ხდებაინ და მათ მიმართ ინტერესი იზრდება, საბოლოო ჯამშ ისევ მეტი მოქალაქე ნახულობს სარგებელს ასეთი დიდი პროექტებისგან და მეტ ადამაინს ეძლევა საშუალება შეუერთდეს დიდ ფინანსრუ ოჯახს.

საქართველო, სადაც თანამედროვე ფინანსური რევოლუცია ჯერ კიდევ განვითარების დაწყებით სტადიაშია ასეთი ბიძგი ნამდვილად სჭირდება და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება დავაჩქაროთ ამ კომპანიებისადმი ინტერესი და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება რათა განვითარება და ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა თუნდაც საშუალო შემოსავლის ინდივიდების მხრდინა უფრო ხშირი გახდეს, რათა ასეთი მიდგომის ფინანასური ბენეფიტებიც რაც შეიძლება მალე ვნახოთ.

TBC

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბანკია, რომელიც თავის მომხმარებლებს სტანდარტული სერვისების გარდა, ასევე ბევრ სხვა სერვისსაც სთავაზობს. მომხმარებლებს შეუძიათ დაეზღვიონ თი ბი სი-ში, ისარგებლონ მათი სპეციალური პროექტებით სტარტაპებისთვის და ასე შემდეგ. თი ბი სი ქართულ მარკეტს უკვე თითქმის 30 წელია ემსახურება და მას საქართველოს მოსახლეობა ნდობის ეკიდება. კიდევ ერთი მახასიათებელი რომელიც თი ბი სის გამოარჩევს არის ის, რომ ის ლონდონის საფონდო ბირჯაზე ვაჭრობს აქტივებით და მისი აქცების შეძენა ყველასთის არის შესაძლებელი ვინც იცის თუ როგორ გამოიყენოს ეს ფინანსური პლატფორმა. ლონდოის საფონდო ბირჟა მხოლოდ ნიუ-იუორკისას ჩამოურჩება ზომით და ოთხი მტავარ საფონდო ბირჟიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თი ბი სი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება და ბანკის ეს ნაბიჯი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. სულ რაღაც 2 წელიწადში ბანკი ლონდონი ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა. ბანკისთვის ეს ბევრი ახალი შესაძლებლობის მომასწავლებელი იყო და ეს შანსები ბანკმა გამოიყენა განვითრების ახალი სტრატეგიებისთვის. როდესაც ბანკი უკვე პრემიუმ სეგმენტში გადადის, ეს ნიშნავს ინვესტორების ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის უფრო მეტ შესაძლებლობას. ეს ცვლილება ასევე აისახა ადგილობრივ მომხმარებელზე. თი ბი სი ფუნქციონირებს საქართველოში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსი და უზბეკეთში.  ამ ქვეყნებში შეინიშნებოდა ბევრად უფრო სტაბილური სტანდარტები და მომსახურება. ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში მხოლოდ და მხოლოდ 12 ბანკი არის წარმოდგენილი რაც ნიშნავს, რომ თი ბი სი მართლაც მსოფლიო დონის ბანკია. როდესაც ბანკი ამ სეგმენტში მოხვდა გაიზარდა ასევე მოტხოვნები და სტანდარტები, რომელბსაც ბანკამ აუციცლებლად უნდა უპასუხოს. რადგან პრემიუმ სეგმენტი მოთხოვს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას რათა ან სეგმენტის რეპუტაცია მუდმივად დაცული იყოს და არ დაზარალდეს საფონდო ბირჟის სტატუსი. ლონდონის საფონდო ბირჟამ გაზარდა ბანკის ცნობადობა და საქართველოში მეტიინვესტიციები შესაძლებლობებიც გააჩინა. მოგვიანებით ბანკი პრესტიჟლი fste-250-ის წევიც გახდა, გაერთიანებ რომელიც თავს უყრის მსხვილი კაპიტალის მქონდე კომპანიებს.ბირჟაზე თი ბი სის 50 მილიონამდე აქცია არის განთავსებული. თი ბი სი ბანკის აქციები ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1,294 ფუნტად იყიდება, და ამჟამად ბანკს საკმაოდ ცუდი პერიოდი აქვს რადგან ფასები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 2019 წლის ზაფხუში თი ბი სის ბოლო წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვფნებლი ჰქონდა და აქციები 1.5500 ფუნტად იყიდებოდა. ზაფხულის შემდეგ კი მიდი დაეცა, რამდენიმე პოზიტიური მატებით თვეების განმავლობაში. ყველაზე მაღალი ღირებულება თი ბი სის აქციებს ჰქონდა 2018 წლის ივლისში, როდესაც ფასმა 1,896 ფუნტს მიაღწია, თუმცა უკვე 2020-ს განმავლობაში ფასი 1,200-1,300 ფუნტს შორის მერყეობს.  თი ბი სის აქციებზე დიდი გავლენა მოახდინა ანაკლისს პორტთან დკავშირებულბა პოლიტიკურმა დაპირისპრებამ და ასევე ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლამ. აქციებმ დაცემა სწორეე ამ პოლიტიკური ესკალაციის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ჯერ ჯერობით ვერ ახერხენს დაუბრუნდეს თავის შედარებით პოზიტიუ მაჩვნებელს. სანამ ანაკლის პროექტი ბანკის ქტივებზე უარყოფითად იმოქმედებდა, ბანკს სკამაოდ სტაბილური ორი წეიწადი ჰქონდა სადაც აქციები ფასი ყოველთვის 1,500 ფუნტზე მეტი იყო. ბანკს თავის ყველაზე მაღალ საფასურს აქციებზეც სწორედ ამ პერიოდში მიაღწია.  ამ წლის თებერვალში თი ბი სიმ 1,300 ფუნტის ზღვარს რამდენჯერმე მიაღწია თმცა ახლა ისევ 1,300-ის დაბლა არის. ასევე გასათვალისწინებელია ის დაძაბული გარემო,რომელიც ახლა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში არის ჯანმრთელობის თვალსაზრისით არსებული რისკების ფონზე, რომელიც აზარალებს არა მხოლოდ ჯანდაცვის ინდუსტრიას არამედ ტურიზმსა და ზოგადად საფონდო ბირჟასაც. მიუხედავად ამისა, თი ბი სის ძალიან ბერვი შანსი მიეცემბა, რომ ისევ დაუბრუნდეს თავის ადრინდელ ზღვარს და მას შემდეგ რაც სიტუაციაში პოლიტიკური ამინდი შედარებიტ დაწყნარდება, ამის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. თი ბი სი ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე თითქმის 6 წელია ივაჭრება და ამ პერიოდის განმავლობაში ბანკმაა ნამდვილად შეცვალა თავისი სტანდარტები და სავარაუდოდ კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს რათა შეინარჩუნოს თავისი სტატუსი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბანკი მსოფლიოში.

თი ბი სი-ს ლონდონის ბირჟაზე მოხვედრა უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მთელი ქვეყნისთვის და მისი ბირჟაზე ყოფნის პერიოდში ნამდვილად გაუმჯობესა სერვისები  ბანკში. ამიტომაც, მოსალოდნელია რო ეს პროგრესი კიდევ გაგრძლედება, ხოლო თავად აქციების ფასიც შეიძლება გაიზარდოს ასეთ სტანდარტები დაწესებისა და მათ შესახებ საკმარისი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი იყო პირველი კომპანია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო აქციებით ვაჭრობა. ეს 2006 წელს მოხდა და მას შემდეგ საქართველოს ბანკი ვითარდება სწორედ იმ შესაძლებლობების ფონზე,რომლებიც ლონდონის ბირჟის მეშვეობით მიიღო. როგორ უკვე ავღნიშნეთ ლონდონის ბირჟა ის ადგილია, სადაც ინვესტორების დიდი ნაწილი ეძებს შემდეგ საინტერესო შესაძლებლობას. ინვესტორი შეიძლება იყოს მსხვილი საინვესტიციო ფონდი, საპენსიო ფონდი, სადაზღვევოს კომპანია და ა.შ. ლონდონის ბირჟაზე მილიონობით ადამიანის ფინანასები იმართება და მათი ბედი წყდება. საქართველოს ბანკი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ ბირჟაზე აქციებით ვაჭრობას მოჰყვება და ამიტომ კლიენტებს და ინვესტორებს მუდივად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს ბანკი პიონერი იყო ამ მხრივ და დღესაც აგრძელებს ახალი მწვერვალების დაპყრობას. სწორედ საქართველოს ბანკმა წამოიწყო დიდწილად საუბარი საქართველოში საჯარო კომპანიებზე და მოსახლეობას გაუჩინა ასეთი სისტემებისა და ფინანასური პროცედურებისადმი ინტერესი.

საქართველოს ბანკი სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს, და ეს ასევე დიდი დამსახურებაა იმისა, რომ მას ამდენი ინვესტორი და ე.წ შეარჰოლდერი ჰყავს. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ftse 250-ის წევრია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ამტკიცებს მის სტატუსს საერთაშორისო ბირჟზე. დღესაც მოსახლოებას შეუძლია შეიზინოს საქართველოს ბანკის აქციები ბროკერების მეშვეობით. საქართველოს ბანკსი აქციები ბოლო რამდენიმ თვის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა და ამჟამად 1,692 ფუნტად ივაჭრება, თუმცა 1,705-საც მიაღწია სულ ცოტახნის წინ. ბანკს ჰქონდა საკმად რთული პერიოდი ამ ზაფხულს, თუმცა უკვე 2019 წლის დასასრულს შეიმჩნევა დიდი ზრდა ბანკის აქციების ფასში და აქციები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ წერტილს სწორედ თებერვალში მიაღწია, როდესაც 1.818 ფუნტად ივაჭრებოდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბოლო რამდენიმე წელია, ის უკვე საკმაოდ სტაბილურია ბირჟაზე და ინვესტორებისთვის საიმედო და მომგებიანი ინვესტიციააა.  საქართველოს ბანკი, რომელიც ბირჟაზე ერთ კომპანიად იყო წარდმოგენილი, 2028 წელს გაიყო საქართველოს კაპიტალად და საქართველოს ბანკად. ამან კიდევ გაზარდა ისეთი კომპანიების საბოლოო რიცხვი რომლებიც, ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობენ. სწორედ ამიტომ, შეიძლება გაგიჭირდეთ საქართველოს ბანკის აქციებზე რამდენიმე წლის წინანდელი ინფორმაციის მოძიება, თავად ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზეც კი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკის გაწევრიანება ლონდონის ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხოლო როგორც პირველი ქართული კომპანია, რომელიც მოხვდა ბირჟაზე მისი ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება საქართველოს საბონფო ბირჟის სფეროში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკი გამოირჩევა სტაბილურობით და ახლა მას განსაკუთრებით კარგი პერიოდი აქვს და რამდენიმე კვირაა ზრდას განიცდის მისი აქციებიც.

საქართველოს ბანკმა ასევე ნახა დიდი სარგებელიიქიდან გამომდინარე, რომ თი ბი სი უკვე დიდი ხანია შიდა-გაუგებრობებსი გამო კარგავს ფასს ბირჟაზე. ხოლო საქართველოს ბანკი ამის ფონზე ინარჩუნებს სტაბილურობასა და პირიქიტ იწევს კიდევაც ღირებულებაში. ამიტო მიუხედავად იმისა, თუმარტო იქნება წარმოდგენილი ბანკი თუ ქართულს კაპიტალტან ერთად მას ნამდვილად წარმატებული წელი ელის წინ. საქართველოს ბანკი ასევე სთავაზობს თავის კლიენტებს ბევრ სხვადასხვა სერვისს დაწყებული სტუდენტური ფასდაკლებებით და სპეციალურად სტარტეპებისთვის შექმნილი დაფინანსებებით, დამთავრებული სხვადასხვა სადაზღვევოა და საკრედიტო პროგრამებით, რომელბიც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებზეა გათვლილი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებული სერვისების არჩევანი ნამდვილად გაიზარდა და სწორედ ამიტომ ახლა ბანკი ლონდონის ბირჟაზე ასე ძლიერად არის წარმოდგენილი. საქართველოს ბანკი ნამდვილად მოახერხბეს რომ შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს ის, შედეგად კი თავად მის მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი სერვისები და სწორედ ისეთი შეთავაზებები გააკეთოს როგორიც ეს ლოდნონის ბირჟაზე ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და მომგებიან ბანკს შეეფერება.

იმიტომ, რომ საქართველოს ბანკი და საქართველოს კაპიტალი ახლა როგორც ორი სხვადასხვა კომპანია არის წარმოდგენილი ბირჟაზე, 2018 წელს, როდესაც ეს გაყოფა მოხდა საქართველოს ბანკის აქციის ფასები ფაქტიურად განახევრდა, თუმცა ამან მოუტანა ბბანკს და კაპიტალს ბევრი ისეთი შეთავაზება და შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება სხვაგვარად არ ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი.ამასთან ერთად რაც უფრო მეტი ქართუი კომპანია აღმოჩნდებ სხვადასხვ აწარმომავლობის ინვესტორების თვალსაწიერში ეს ქართული კომპანიებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და სარგებლის მომტანი იქნება და სწორედ ამიტომ, ამ კომპანიის რად გაყოფა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებ იყო. ორივე მათგანი ლონდონის საფონდო ბირჟაზე საკმაოდ წარმატებულია და ისინი მაგალითს აძლევენ სხვა კომპანიებს, რომლებსაც ასევე სურთ,რომ ლონდონის ბირჟაზე მათი კომპანიების აქციები იყიდებოდეს. საქართველოს ბანკის წარმატება ნამდვილად ეხმარება ქვეყანას ეკონომიკური განვითარებაში,ხოლო რაც უფრო მეტი ასეთი კომპანია მოხვდება საერთაშორისო ბირჟაზე მით უფრო მალე იგრძნობს ქვეყანა იმ დადებით ეფექტებს, რომლებიც ამდენ საერთაშორისო შესაძლებლობასა და შეთავაზებას მოჰყვება

Imedi L

იმედი ლ არის პირველიჯანდაცვის ჰოლდინგი, რომელი ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი გახდა. ისიც , როგორც თი ბი სი და საქართველოს ბანკი ბირჟის პრემიუმ ლისტინგის აქციებს შორის არის. ეს კომპანია ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სევისების ყველაზე მსხვილი მომწოდებელია და აერთიანებს “საქართველოს ჯანდაცვის ჯფუგს” და “სამედიცინო კორპორაცია ევექსს”. იმედი ლ დღეს ქართლ ბაზარზე 42 დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ხოლო სამედიცინო დაზღვევის 38%-ს ფლობს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე, იმედი ლ ისეთ კომპანიებთან ერთად მოხვდა, როგორებიცაა NMC Health, Ai Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა. კომპანიამ ამ სვლით 100 მილიონ დოლარის ახალი ინვესტიციები მოიზიდა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაამჯობესია მისი არსებული სერვისები და მომხმარებლებს და ინვესტორებს სრულიან განახლებული, უფრო მაღაი ხარისხის მომსახურება შესთავაზა. ეს კომპანია ნამდვილად ლიდერია საქართველოს ჯანდაცვის სფეროში და მიუხედავად იმისა თუ რომელი სხვა კომპანია შევა ლონდონის ბირჟაზე იმედი ლ-ის მიერ გატარებულიე სამუშაოები და მოზიდული ინვესტორები მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და ისი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც შეუძლებელია თავდაპირველად მომსახურების სფეროს და სერვისების ხარისხის ამაღლების გარეშე. იმედი ლ საქართელოში უკვე 10 წლედბია მოღვაწეობს და ადგილობრივ ბაზარდს ძალიან კარგად იცნობს. თავის მხრვი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარა იმედი ლ-ს რომ მოხვედრილიყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე, იმედი ლ-ის აქციების შეძება ბროკერების მეშვეობით დღესაც შეგიძლიათ და ბოლო წლების განმავლობაში ეს პრაქტიკაც უფრო დამკვიდრდა საქართველოს დიდ ქალაქებში და გამოჩნდა საბროკერო ფირმები და მომმხარებლები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ფული ამ კომპანიებში ჩადონ, იმის იმედით, რომ მათი ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და შემოსავლის წყაროდ იქცევა. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ბროკერების მეშვეობით დღეს უკვე ბევრი იღებს შემოსავალას ინვესტიციებით.

როგორც ვახსენეთ, საჯარო კომპანიები სწორედ ასეთი ინვესტიციების მეშვეობით ახერხებენ, რომ გაზარდონ თავიანთი კაპიტალი და გაავსონ ფონდები სამომავლო საქმიანობისთვის. საჯარო კომპანიები ინვესტიციებზე დგას, ხოლო ინვესტორები დიდი მოგებას ნახულობენ ყველა ამ კომპანიის წარმატებიდა და პირიქით, კარგავენ თანხას თუ რაიმე დაუგეგმავი მოხდა. სწორედ ამიტომ გრძნობენ ასეთ პასუხისმგებლობას კომპანიები თავიანთი ინვესტორების წინაშე და ამიტომ არიან ასე ჩართულები ინვესტორებიკომპანიის წარმატებაში. ასეთ მჭიდრო დამოკიდებულება კომპანიებსა და ინვესტორებს შორის საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა.  მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩამოვთვალეთ, საქართველოს ყავს ბევრი საინტერესო კომაპნია რომელიც ლნდონის საფონდო ბირჟაზე ივარება ამის ტრადიტიცია ერ კიდევ ვერ დამკვიდრდა საქართველოში და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს კომპანია საკმაოდ ცნობილია, ის რო მათი აქციები შეძენა ლონდონის ბირჟაზე არის შესაძლებელი ბევრისთვის ალბათ უცნობი იყო. საქმე იმაშია, რომ რადგან ქვეყანაში არ არის ბროკერბთან ურთიერთობის გამოცდილება და ტრადიცია, ეს კომანიები ძირითადად უცხეოლ ინვესტორებზე აკეთებენ აქცენტს და სწორედ მათგან ელოდებიან შენაძენს. ამ მიდგმოასაც თავისი გამართლება აქვს და კომპანიები ხშირად უფრო მოგებულები ამ მიდგომის შედეგად რჩებიან, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე ქართველი მოსახლეობის იზოლირება საბოლოო ჯამში იმას უწყობს ხელს, რომ ქართელი ხალხი არ სწავლოს და არ ეცნობა ამ პრაქტიკას და ვერ ახერხბეს რომ საკუთარი ქვეყნსი წარმომადგენელი კომპანიიც აქციები შეიძინოს ბირჟაზე.

პირველი და უმთავრესი მიზეზი ასეთი დამოკიდებულებისა გახლავთ სანდო ბროკერების ნაკლებობა. ეს პრობლემა კი უნივერსალურია და ყველა ქვეყანაში არსებობს რაღაც დონეზე. საქმე იმაშია, რომ ამ შედარებით ახალი ინდუსტრიისადმი არსებობს ბევრი სკეპქტიკური შეხედულება რადგან არსებობს ბევრი შემთხევა როდესაც ბროკერები ბოროტად სარგებლობენ ინფორმაციის ნაკლებობით და იმის მაგივრად რომ იზრუნონ კლიენტისმოგებაზე მასს პირიქით, არადამაკმაყოფილებეს სერვისებს სთავაზობენ ან საერთოდ აკარგვინებენ თანხას. ასეთი რამ ნებისმიერ კომპანიას შეიძლება მოუვიდეს თუმცა არიან ბროკერები. რომლებიც ამ ინდუსტრიას კრიმინალური მიზნებისთვსი იყენებენმ და სწორედ ესეთი ბროერებია იმის მიზეზი რომ დღეს მათ მიმართ ნდობა არ არის. ხოლო ნდობის გარეშე ბროკერთან ფინანსური მისიის წამოწყება წარმოდუგენელია.

საქართველოში კი ეს ტენდენცია გამძაფრებულია იმით, რომ მის არ არსებობს დიდი არჩევანი და ადგილობრივი ბროკერები მარტივად ახერხებენ კლიენტების მოძიება და შენარჩუნებას რადგან მათ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და ვალდებულნი არიან ძალიან ლიმიტირებული არჩევანი ჰქონდეთ.  ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ინდუსტრიაზე და ხალხს აფერხებს რათა ბირჟაზე ვაჭრობით თავად დაკავდნენ. ბროკერებეი ნაკლებობა და ცუდი არჩევანი ნამდვილად აზიანებს საქართველოს ვაჭრობის პოტენციალს თუმცა სულ ეს არ არის.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ იმ ფირემების რაოდენობა რომლებიც ლონდონის საფონდო ბიღჯაზე ივარებიან და თან ქართულ ბაზარს წარმოადგენენ სულაც არ არის დიდი. შეიძელბა მოქალაქეს ქონდეს სურვილი რომ მხარი დაუჭიროს ქართულ კომპანიას ლონდონსი საფონდო ბირჟაზე თუმცა ამ კომპანიის მიმართ არ ჰქონდეს სიმპათა და შედეგად თავი შეიკავოს მისი აქციები შეძენისგან. ეს სავსებით გასაგები იქნება რადგანაც ამ ბირჟაზე ხვდებიან მხოლოდ დიდი და ძლიერ კკომპანიები, რომლებსაც, როგორც წესი არ ყავთ ბევრი მხარდამჭერი მასებში. ეს ფაქტორიც აფერხებს ქართველების მიერ ამ საქმეში ჩართულობას და ეს თავის მხრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ზოგადად, კომპანიებით ვაჭრობის გამოცდილებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ჩამოგვითვლია ყველა მნიშვნელოვანი კომპანია რომელიც ლონდონის საფნდო ბირჟაზე ივაჭრება თუმცა ჩამოვთვალეთ ისინი, რომელლიც საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის მიუხედვად ამისა მატ მიმართ ინტერსი ადგილობრივებისგან ძალიან დაბალია, დიდი ალბათობით იმიტომ რომ მათ არ აქვთ ინტერესი ამ კომპანიბთან ითანამშრომლონ და შექნამ პროდუცია ისეთი კომპანიისთვის ,რომელიც არ ერგეა მათ ინტერესებს.

ამიტომ იმისთვსი რომ ეს ინდუსტრია საქართველოშიც განვითარდეა აუციელებლი მეტი კომპანია მოხვდეს საფონდო ბირჟაზე და ქართელ მომხმარებელს უკეთესი არჩევანი ჰქონდეს იმასთან შედარებით ვიდრე მას ეს დღეს აქვს.

ფინანსური განვითარებისთვის კი ამ მიმართულებით წინსვლა აუციელებელია. არამხოლოდ იმიტომ,რომ კომპანიებს სჭირდებათ განვითარება და ამ რესურსის მიცემა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, არამედ იმიტომაც რომ ცალკეული მოსახლეობა ნამდვილად ბევრად უფრო ფინანსურად დაცულად იგრძობს თავს თუ კომპანიების აქციებით ვაჭრობა მისი შემოსავლის მეორე ან მესამე წყრო იქნება. ეს ტრადიცია დამკვიდრებულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში რადგან მათ იციან თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც შეიძლება მხოლოდ მაშინ მოვიპოვოთ როცა რამდენიმე შემოსავლის წყარო გვაქვს. ეს სულაც არ ნიშნვას რომ ეს წყაროები ძალიან დიდ თანხას უნდა გაწვდიდნენ. მათი მისიაა რომ თქვენ უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნოთ თავი. თუმცა ამასთან ერთად ეს დიდი დამხარებაა ამ კომპანებისთვის ხოლო თქვენთვის კი შეიძლება პასიური შემოსავლის წყარო გახდეს. მართლაი, როგორც თი ბი სის შემთხვევაში ბევრი ცვლილება არის შესაძლებელი, თუმცა თუ თქვენ იპოვით მოტივაციას და მოდნომებას რომ ვაჭრობით პროფესიონალურადდაკავდეთ საქართველოში ამის მარკეტი ნამდვილად არის და შეიძლება ბევრისთვის სწორედ თქვენ გახდეს იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საჯარო კომაპნიის აქციების გამოყეებით შეიქმნათ თქვენთვის პასიური შემოსავალი და გაიმარტივოთ ფინანასური ცხოვრება. ამ ტრადიციის დანერგვა ქართულ ფინანსრ სექტორს ბევრად უფრო საინტერესოს გახდიდა და მეტ შესაძლებლობებს შემოიტანდა ქართულ ბაზარზე.

ასეთი მიდგომით უფრო რეალურია რომ რაიმე ცვლიელება ამ მხრივ საქართველოში მალევე გამოჩნდეს. ასეა თუ ისე, საჯარო კომპანიების აქციებიტ ტრეიდინგი დღეს თანამედროვეობის დიდი ნაწილია, თუმცა კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს ამ მხრივ რომ საქართველო მსოფლიო დონის ინვესტორებით გაივსოს. თუმცა როგორც უკვე განვიხილეთ ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით, რომელთაგან უმრავლესობა არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს ან პროცედურებს. თუმცა ცნობიერბის ამაღლება და ხალხისთვის არჩევანის მიცემა ის . პუნქტებია, რომელსაც ალბათ ყველა დაეთანხმება და ისინი ვისთვისაც ასეთი მიდგომა მნიშვენლოვანი, ალბათ უკვე ხედავენ კიდევაც ამის ნიშნებს.

ეს არ იქნება მარტივი პროცედურა რადგან თუნდაც ბროკერბი შერჩევა ხანგრძლივი და მოსაწყებნი პროცესი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ თქვენზე მორგებულ ბროკერს იშოვით ალბათ ღირს მაათთან ერთად მუშაობა და ინვესტიციების კეთება. საქართველოს ფინანსური რევოლუციისთვის აუიცილებელია, რომ ასეთი მიდგომა დაინერგოს და მომავალში კი დამატებითი რეგულაციები და წამახალისებელი აქტივობებიც კი დაემატოს ამ პროცესს.