რა არის საგარეო ვალი და როგორი გავლენა აქვს მას ეკონომიკაზე?
როდესაც რომელიმე ქვეყანას, ან მის ფარგლებში არსებულ რომელიმე სახელმწიფო ფინანსულ სტრუქტურას რაიმე ეკონომიკური მიზნის მისაღწევად არ ჰყოფნის რესურსები, ის საგარეო ვალს იღებს. ქვეყნების უდიდეს ნაწილს მსოფლიოში აქვს საგარეო ვალი, მათ შორის ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებსაც კი.
საგარეო ვალი ძალიან დიდ როლს არსებობს ქვეყნების ცხოვრებაში, მაგრამ როგორ მუშაობს ის? რა აუცილებლობა აქვს მას? როგორ შეიძლება მისი მართვა, და როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
ის იმ კითხვების ნაწილია, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს აწუხებს. საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა გასული წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ძირითადად, საგარეო ვალის დინამიკა ქვეყანაში მზარდია.
საგარეო ვალი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ სახემწიფოს, ასევე ეროვნული ბანკისა და სახლემწიფო საწარმოების მიერ აღებულ ვალებს. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ირკვევა, დღეისთვის, უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება სხვადსხვა მხრივ საქართველოში. ძირითადად, ეს თანხა ხმარდება ისეთ ინდუსტრიებს როგორიცაა ინფრასტრუქტურა და მისი რეაბილიტაცია, ქვეყნის განვითარებისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, განათლება, და სხვა მრავალი.
საგარეო ვალს არაერთ ინდუსტრია აქვს გავლენა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ფორექსით ვაჭრობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკეტია მსოფლიოს გარშემო. თუ დაინტერესებული ხართ ამ მარკეტით, შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი საუკეთესო ბროკერის, XM-ის შემოთავაზებები.
Contents
- 1 რა არის სახელმწიფო ვალი?
- 2 საგარეო ვალის შემცირება
- 3 საქართველოს საგარეო ვალი
- 4 საქართველოს საგარეო ვალი – ბოლო მონაცემები
- 5 პანდემია და საქართველოს საგარეო ვალი
- 6 საქართველოს საგარეო ვალი – ბოლო წლების სტატისტიკა
- 7 რა არის ვალი და როგორი გავლენა აქვს მას ქვეყანაზე?
- 8 ვისი ვალი აქვს საქართველოს?
- 9 საგარეო ვალის გავლენა ვალუტაზე
- 10 რატომ იღებს საქართველო საგარეო ვალს?
რა არის სახელმწიფო ვალი?
როგორც უკვე ვთქვით, საგარეო ვალი ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ის ყველა ქვეყანას აქვს. მაგრამ, ამ ვალს თან ახლავენს სავალე ვალდებულებებიც, რომელიც გადასახდების გადამხდელებს საკმაოდ მძიმე ტვრითად აწვება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საგარეო ვალი შესაბამისობაში არ მოდის მის საბიუჯეტო შემოსავლებთან, ეკონომიკური ზრდის ტემპთან, ექსპორტთან და მშპ-ის მოცულობასთან.
სწორედ ამიტომ, ქვეყტნების უმეტესობა ცდილობენ, რომ საგარეო ვალი საკუთარი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივის შესაბამისი და პროპორციული იყოს. თუ ქვეყანას იმაზე მეტი საგარეო ვალი აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას შეუძლია, რომ გაუძლოს, როგორც წესი, კრიზისი იწყება. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ რაც უფრო დიდია ეკონიმიკა, მით უფრო დიდი რესურსი აქვს მას. ასეთ ქვეყნებს, როგორც წესი, არ ექმნებათ პრობლემა საკუთარი კრედიტის ვალდებულებების შესრულებისას.
ყველაზე მეტის აგარეო ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. რაც არ უნდა გასაკვირად გეჩვენოთ, ეს არც ისეთი ალოგიკურია როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს მსოლფიოში არ უნდა სჭირდებოდეს საგარეო ვალების აღება, მაგრამ ეს საერთოდაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს 22 ტრილიონზე მეტი საგარეო ვალი აქვს. სწორედ ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური შესაძლებობებს გამო, ეს მეგა-სახელმწიფო საკმარისი უნარებითაა აღჭუერვილი, რათა აიღოს დიდი ვალები, და შემდგომ ისინი საკმაოდ მარტივად გაისტუმროს. შემდეგ ადგილზე დიდი ბრიტანეთი მოდის, რომელსაც, ჯამში, 9.6 ტრილიონი ამერიკული დოლარი აქვს ვალად.
მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აშშ-ის შემთხვევაში, ეს ვალი წარმოადგენს მშპ-ის 114%, ხოლო ბრიტანეთისთის, 569%. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას უფრო მეტი აქვს ვალი, როდესაც მათ მდგომარეობას ვადარებთ, აშკარა ხდება, რომ ბრიტანეთის საკრედიტო მდგომარეობა ბევრად უარესია ვიდრე ამერიკისა.
რაც უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ქვეყანას, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ის საბიუჯეტო დეფიციტს და ეს გასაკვირიც არაა. სწორედ დიდი ეკონომიკის გამო, ეს ქვეყნები აძლევენ თავის თავს იმის საშუალებას რომ ხარჯები გაზარდონ. სწორედ სტაბილური ეკონომიკა წამროადგენს მათთვის პრიორიტეტს, და არა დაბალანსებული ბიუჯეტი. განვთარებული ქვეყნებისთვის საგარეო ვალი არის წარმოების გაზრდის, გადასახადების შემცირებისა, სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება და წინასწარ განსაზღვრული ფისკალური პოლიტიკის შედეგია.
მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც მცირე ეკონიმიკა აქვთ, ვალი ყოველგვარი სტრატეგიისა და გეგმის გარეშე უგროვდებათ. სწორედ ამიტომ, ამ ვალის მოხმარების ეკონომიკური შედეგები შეუმჩნეველი ხდება.
საგარეო ვალის შემცირება
როგორც უკვე გითხარით, საგარეო ვალი განვითარებადი ქვეყნებისთვის შეიძლება უფრო მეტად პრობლემატური იყოს, რადგან ისინი ამ ვალს გამოუვალი მდგომარეობის გამო იღებენ. სწორედ ამიტომ, ეს ვალი დიდ გავლენას ვერ ახდენს საბოლოო სურათზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებს არ ქმნებათ პრობლემები მაღალი საგარეო ვალის ქონით.
სწორედ ამიტომ, განვითარებული ქვენყები საკმაოდ აქტიურად ზურნავენ იმაზე, რომ საგარეო ვალის მოცულობა შეამცირონ. მაგალითისთვის, ქვეყნები, რომლებიც ევროზონის წევრები არიან, აქტიურად მუშაობენ, რომ სახლემწიფო ვალთან მიმართებაში სპეციალური კანონები ჰქონდეთ. იმისთვის, რომ ქვეყანა ევროზონის წვერი გახდეს, მისი საგარეო ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს.
საქართველოს საგარეო ვალი
2018 წლის 30 სექტემბრის ოფიციალური მდგომარეობით, საქართველოს ვალმა 17.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 45.1 მილიარდი ლარის ექვივალენტია საშუალოდ. ეს მშპ-ის 107.4 პროცენტს წარმოადგენდა. თუ მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, მაგალითად, სომხეთს, დავინახავთ რომ საქართველოს ბევრად უფრო მეტი საგარეო ვალი ჰქონდა 2018 წელს.
სომხეთს ამავე წელს მხოლოდ 6.7 მილიარდი აშშ დოლარი ჰქონდა საგარეო ვალი. ეს სომხეთის მშპ-ის 60%-ს შეესაბამებოდა. რაც შეეხება ეკონიმიკურ ზრდას, ორივე ქვეყანაში მსგავსი ტემპი შეიმჩნეოდა. რიცხოვრიბად თუ შევადარებთ, აზერბაიჯანს საქართველოზე მეტი ვალი აქვს – 22 მილიარდი აშშ დოლარი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არ აჭარბებს მშპ-ის 60%-ს. ეს იმას აჩვენებს, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე რთული ვითარება აქვს საგარეო ვალის კუთხით.
საქართველოს საგარეო ვალი – ბოლო მონაცემები
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო ვალი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.8 მლრდ აშშ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5 პროცენტია. 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 202.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 199.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 33.2 მლნ აშშ დოლარით და 370.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება სახელმწიფო საგარეო ვალს, მან შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.2 მლრდ აშშ დოლარი (18.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 447.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 782.8 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 893.9 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, რომელიც 2020 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ აშშ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.6 მლრდ აშშ დოლარია (14.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.5 პროცენტია.
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო – 74.9 ათასი აშშ დოლარით. 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
პანდემია და საქართველოს საგარეო ვალი
2020 წლის ნოემბრის მდგოარეობით, კორონავირუსის ფონზე, 1 წელში, საქართველოს საგარეო ვალი $1,571 მილიარდით გაიზარდა. როგორც ექსპერტები ჩანს, საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მხოლოდ სექტემბრიდან ოქტრომბრამდე საგარეო ვალი $230 მილიონით გაიზარდა. ქვეყანას მთლიანობაში გააჩნია საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოების და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები.
ვალის ძირითადი ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საქართველოსთის გამოყოფილი მნიშნელოვანი ფინანსური გახმარებით აიხსნება. 2020 წლის არსებული მდგომარეობით, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებიდან ირკვევა, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.
სამწუხაროდ, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომავალ წელბში საგრძნობლად გაიზრდება და კანონით გათვალისწინებულ, 60%-იან ნიშნულსაც გადააჭარბებს.
როგორც გაირკვა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტირებისთვის აღებული ფინანსური ვალების გადახდას საქართველო 3 წლის შემდეგ დაიწყებს. ეს ფინანსური ვალდებულებები ქვეყანას 10-დან 25 წლამდე ვადით აქვს აღებული და არცერთი აღებული ვალი არ წარმოადგენს მოკლე ვადიან ვალს.
საქართველოს საგარეო ვალი – ბოლო წლების სტატისტიკა
როგორ ცბოლო წლების სატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანაში საგარეო ვალი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ქვეყანას სულ 14,450,849,685 ლარის ოდენობის ვალი ჰქონდა, 2017 წელს 16,283,974,000 ლარი, 2018 წელს 17,795,344,040 ლარი, 2019 წელს 20,622,729,816 ლარი, ხოლო 2020 წლის ბოლოსთვის, 30,756,251,114 ლარი.
როგორც ხედავთ, წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი საკმაოდ გაიზარდა. განსაკუთრებით შესამჩნევი გახლავთ 2020 წელს საგარეო ვალის ზრდა. სულ რაღაც 1 წელში, ქვეყნის საგარეო ვალი დაახლოებით 10 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საქართველო ყველაზე ხშირად ვალს იღებს მსოფლიო ბანკისგან, რაც შეეხება ჯამურ რაოდენობას, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული. საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო 2021 წლის ბიუჯეტი, საიდანაც ჩანს რომ ბოლო 11 წლის მანძილზე, ეს ყველაზე კრიტიკული ბიუჯეტია.
2021 წლის სახემწლიფო ბიუჯეტის დეფიციტი არის -4.1 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7%-ს წარმოადგენს. 2021 წლის განმავლობაში ქვეყანა გეგმავს, რომ დამატებით 5.3 მილიარდი ლარის ვალი აიღოს, ამავე დროს, 2.8 მილიარდ ლარს ადრე აღებული ვალების დაფარვისთვის გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ვალი მომავალ წელს მიაღწევს 32.1 მილიარდ ლარს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1-60.8% იქნება.
რა არის ვალი და როგორი გავლენა აქვს მას ქვეყანაზე?
სახელმწიფო ვალი, როგორც უკვე გითხარით, არის თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხულობს, რათა ყველა საჭირო ხარჯი დაფაროს ან ბიუკეტის დეფიციტი შეავსოს. მარტივად რომ ვთქვათ, შეგვიძლია სახელმწიფო ვალი წარმოვიდგინოთ როგორც ნაშთი ორ თანხას შორის, ესენია თანხა რომელსაც სახელმწიფო რეალურად ფლობს, და თანხა რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს.
იმის მიხედვით თუ ვისგან სესხულობს სახელმწიფო თანხას, არსებობს ორი სახის ვალი, საგარეო და საშინაო. როდესაც ქვეყანა თანხას ქვეყნის შიგნით სესხულობს, ეს არის საშინაო ვალი. მაგალითად, ვალი საპენსიო ფონდიდან. იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო ფონდში ფული გროვდება და ყველა ერთბაშად არ იხარჯება, სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ ამ ფულით შეიძინოს ობლიგაციები. მთავრობა ამ ობლიგაციების პროცენტებს იხდის, და ფულს საჭიროებების მიხედვით ხარჯავს.
როგორც წესი, როდესაც საგარეო ვალზე საუბრობენ, აქ მხოლოდ მთავრობის ვალზე არაა საუბარი. არამედ, აქ ასევე ლაპარაკია ზოგადად საქართელოს რეზიდენტების, სახელმწიფოს სექტორთან ერთად კერძო სექტორის ვალებიც იგულისხმება. საგარეო ვალი გულისხმობს სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორის ვალი სხვა ქვეყნების მთავრობების და კომპანიების მიმართ. ეს მოიცავს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალებს. რაც შეეხება კერძო სექტორის ვალს, ის კომერციული ბანკებისა და კერძო კომპანიების საგარეო ვალია.
ვისი ვალი აქვს საქართველოს?
2017 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი, 1,851,745,743 აშშ დოლარი ჰქონდა IDA-ის, რომელიც არის მსოლფიო ბანკი განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი. შემდეგ ადგილზე არის აზიის განვითარების ბანკი, ADB. საქართველოს 2017 წელს ADB-ის 1,239.703,533 აშშ დოლარი ჰქონდა ვალი.
მესამე ადგილზე არის ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს მისი 558,375,919 აშშ დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი აქვს აღებული გერმანიის, საფრანგეთისა და იაპონიისგან.
რაც შეეხება სესხების აღების საჭიროებას, ამას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები, თავისით წყვეტენ მათივე საჭირობიდან გამომდინარე. მთავრობისა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში, საჭიროებები ქვენყის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ბიუჯეტის ხარჯებიდან გამომდინარეობს.
ეროვნული ბანკი ძირითადად ვალს იღებს დოლარის რეზერვების შესავსებად, ხოლო მთავრობა ვალით ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას უფრო მეტი ხარჯები აქვს ბიუჯეტში ვიდრე შემოსავალი, ის იღებს ვალს. 2020 წელს, ხმოლოდ 2 თვეში, ვალი 435 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამისი მთავარი მიზეზი კორონავირუსი გახლავთ. ამ პერიოდში ქვეყანას მხოლოდ ახალი ხარჯები კი არ გაუჩნდა, შემოსავლების უდიდესი ნაწილი შეუჩერდა, რამაც აუცილებელი გახადა ვალების აღება.
საგარეო ვალის გავლენა ვალუტაზე
მაღალი სახელმწიფო ვალი ხელს უწყობს ინფლაციის გაზრდას. თუ ინფლაცია მაღალია, ამან შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის სახელმწიფო ვალუტაზე. იმისთვის, რომ ქვეყანამ რამენაირად გაისტუმროს ვალი, შეიძლება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფულის უკონტროლო გამოცემა დაიწყოს, რამაც, მისი ფასი შეიძლება საგრძნობლად შეასუსტოს და დაბლა დასწიოს.
ზოგადად, მაღალ ვალს, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც ამ ვალის გასტუმრება უჭირს, საკმაოდ დიდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს. მან შეიძლება ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს ქვეყნის ვალუტაზე და შეამციროს მისი ფასი.
მეორე მხრივ, საგარეო ვალის სწორად მართვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის სახემლწიფო ვალუტის დასტაბილურებას. როგორც ექსპერტები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებს და სიტუაციას გამოუსწორებელს არ გახდის.
თუ ვალუტების კურსებით დაინტერესებული ხართ და გინდათ უფრო მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ იცვლება ამა თუ იმ ვალუტის კურსი, თქვენ ძალიან მოგეწონებათ ფორექს ტრეიდინგი. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, რომელიც გთავაზობთ ფორექსის სერვისებს. იხილეთ ჩვენი გზამკვლევი რათა გაიგოთ მეტი.
რატომ იღებს საქართველო საგარეო ვალს?
საქართველო განვითარებად ქვეყანათა რანგს მიეკუთვნება. იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ახალი პროექტები და ამ პროექტების წარმატებული განვითარება, ხშირად საჭიროა გარკვეული გზებით სახსრების მოზიდვა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სხვა გზა არ რჩება და ქვეყანას უწევს ახალი ვალების აღება.
ამ სიტუაციის არჩვეულებრივი მაგალითი გახლავთ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინდუსტრიების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებული იყო. დღესაც, ქვეყანაში ტურიზმი არ ამუშავებულა, რამაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის ქვეყანას მოუწია ახალი ვალების აღება. რამდენად სწორი ან არასწორი იყო საგარეო ვალების აღება საკმაოდ რთულია რომ ვთქვათ. მაგრამ, ერთი რამ კი ნათელია – საქართველოს შემდეგი წლების განმავლობაში მოუწევს, რომ უდიდესი რესურსი ჩადოს აღებული ვალის გადახდაში.