საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გასულ თვესთან შედარებით 9,6 %-ით შემცირდა
საქართველოში ფულადი გზავნილები 9,6%-ით არის შემცირებული, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ავრცელებს. ეროვნული ბანკის თქმით, 2020 წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 131,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლი გასული წლის მაისის მონაცემებთან შედარებით 9,6%-ით არის შემცირებული.
ეროვნულმა ბანკმა ასევე გაასაჯაროვა თუ რომელი ქვეყნებიდან მოდის გზავნილების უმრავლესობა. ბანკი იუწყება, რო ფულადი გზავნილები საქართველოში 14 უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნიდან მოდის, ამ 14 ქვეყნიდან გზავნილების 92.8 % მოდის. ამ ქვეყნებიდან გზავნილებმა მაისის თვეში 1 მილიონ დოლარს გადააჭარდა. ამ ქვეყნებიდან ლიდერობს იტალია საიდაცანაც საქართველოში 25.59 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, მეორე ადგილზეა რუსეთი საიდანაც საქართველოს მისამართით 19,77 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს, ხოლო მესამე ადგილზე საბერძნეთიისაიდანაც 18,82 დოლარი გამოაგზავნეს. აშშ მეოთხე ადგილზეა, შტატებიდან საქართველოს მიმარტულებით 15,21 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს, ისრაელი ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა, ისრაელიდან საქართველოში 11,38 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს.
საერთო მაჩვენებელმა გასულ წელს ჩამოთვლილ ქვეყნებში ფულადი გზავნილების 89,9% შეადგინა. ამასთანავე ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ 2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13,6 მილიონი დოლარი გააგზავნეს რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 33,7% ით ნაკლების შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ შემთხვევაშიც, კოვიდ-19-ის გავლენაა და მოსალოდნელელია რომ მომავალ წელიწადში ეს ცვლილება კვლავ დაბალანსდეს. 2020 წლის აპრილთან შედარებით მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 53 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ამ სტატისტიკას, გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და განაცხადა რომ ეს დინამიკა პოზიტიური და იმედისმომცემია. კობა გვენეტაძე განახლებულ სტატისტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა.
„ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, – წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.