საქართველოს მთავრობის გეგმები სოფლის მეურნეობის კუთხით

საქართველოს მთავრობის გეგმები სოფლის მეურნეობის კუთხით post thumbnail image

გასული კვირის განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. როგორც მათი გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, ქვეყანაში, სოფლიოს მეურნეობის კუთხით, არაერთი პროგრამა იგეგმება. აღნიშნული პროგრამები დაეხმარება ქართველ ფერმერებს სამომავლო განვითარებაში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის, 2020-2034 წლებში 2.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. როგორც მინისტრი ამბობს, ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდება 1200 ჰა მიწის ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა გასულ წლებში არსებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, ზემოთ ხსენბული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, მისი შედეგები კი უკვე შესამჩნევი და შთამბეჭდავია.

მისი განცხადებით, ჩაის მიმართულება მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული დარგია, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მისი განვითარება დასავლეთ საქართველოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ აგრაგრული სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ღონისძიებების წარმართვა, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. ესენია სუსრათის უნვებლობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, მცენარეთა დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები, და ასე შემდეგ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გასული წლების პრობლემებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა აზიურ ფაროსანაზე. მისი განცხადებით, სახელწმიფომ წარმატებულად დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც, დღემდე, ბევრ ქვეყანაში უდიდეს გამოწვევად რჩება. მან ასევე ისაუბრა სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გასულ წლებში ეს თემა საკმაოდ ზემოთ წამოიწია, და, მისი განცხადებით, ამ თემაზე მუშაობა და საუბარი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მისი განცხადებით, ეს დაეხამრება ქართულ პროდუქტს დააკმაყოფილოს საექსპორტო სტანდარტები.

აგროდაზღვევა

როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია აგროდაზღვევა, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების დახმარებით უწევს ფერმერებს დახმარებას და რისკებს ამცირებს საგრძნობლად.

როგორც მან თქვა, არსებული პროგრამა იქნება ერთ-ერთი მთავარი რომელზეც მთავრობა იმუშავებს მომავალი წლების განმავლობაში. მისი განცხადებით, საგრძნობლად გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში 82.000 ჰექტარზე მეტ არსებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ზემოთხსენებყლისთვის საჭირო სადაზღვევო თანხა წარმოადგენს 600 მილიონ ლარს.

როგორც მინისტრმა განცხადა, არსებული პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2014 წლიდან, სულ გაიცა 114,000 პოლისზე მეტი, ხოლო დაზღვეული მიწების ფართობი აღემატება 100,000 ჰექტარს.

მთავრობა მეტ ყურძენს შეისყიდის

დღემდე, მთავრობა რთველს აფინანსება 50 მილიონი ლარით. ორი სახელმწიფო კომპანი , რომლებიც არიან აკურა და მოსავლის მართის კომპანია, მევენახეებისგან ყიდულობდნენ ყურძენს. 35 მილიონი ლარით ყიდულობდა აკურა, ხოლო 15 მილიონი ლარით მოსავლის მართის კომპანია. როგორც ახლახან ცნობილი გახდა, მთავრობა გეგმავს დამატებით 10 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვას ფერმერებისგან. კომპანია აკურამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა საკუთარ ვებგვერდზე.

როგორც პროგნოზირებულია, წელს რთველში დაახლოებით ყურძნის 300,000 ტონა ჯამური რაოდენობა იქნება. კახეთში, სადაც რთველი უკვე დასასრულს უახლოვდება, 270,000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რაჭაში კი რთველი სულ ახლახან დაიწყო, და იქ 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია მევენახეობის მხარდაჭერა და შესაბამისი ზომების გატარება, რათა ბაზარზე სრულად იყოს რეალიზებული ყურძნის მოსავალი.

როგორც ცნობილი გახდა, დღეისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია, აკურა, რომელიც ყოველთვის აქტიურად გახლდათ ჩართული ყურძნის სუბსიდერების პროგრამაში, სულ მალე, 2021 წლის პირველ ნახევარში, დაუბრუბდენა ყოფილ მესაკუთრეებს. როგორც ირკვევა, კომპანია ყოფილ მესაკუთრეებს იმ აქტივების სახით გადაეცემათ, რომელიც კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე ეკუთვნოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *