თბილისის მერია პარკირების წესების დარღვევისთვის ზომებს ამკაცრებს
თბილისის მერიამ სატრანსპორტო კანონპროექტის განახლებული პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში ამკაცრებს პარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის დამსჯელობით ზომებს. ჯარიმების ახალი სისტემა ძალაში მიმდინარე წლის 29 აპრილს შევიდა, რაც თბილისის მაცხოვრებლებს უწესებს დარღვევათა მიმართ გაზრდილ რეაგირებასა და ჯარიმების რაოდენობას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება არა მხოლოდ ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსების, ქვეითად და ველოსიპედით მოსიარულე პირებს.
თბილისის მერი ჯარიმების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს
კანონპროექტის განახლებულ პაკეტში, ძირითადი აქცენტი პარკირების წესების დარღვევაზე გაკეთდა, რაც ითვალისწინებს მანამდე არსებული ჯარიმების რაოდენობის რამდენჯერმე გაზრდას.
განახლებული კანონების აუცილებლობაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მთავარი საფუძველი გახშირებული მიმართვიანობაა საზოგადოების მხრიდან, არასწორი პარკირების ფაქტებთან დაკავშირებით.
დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების კოლაფსის პრობლემის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური პრევენცია სწორედ ჯარიმების გამკაცრებაა, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სატრანსპოორტო წესრიგის დამყარებისკენ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა რომ დამტკიცებული კანონპროექტი უნდა შევიდეს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
Რას მოიცავს განახლებული საჯარიმო პაკეტი: დეტალები
დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემების ცვლილების შემდეგ, აქტუალურ პრობლემად რჩება ქვეითთა და შშმ პირთა თავისუფალი გადაადგილება, ტროტუარებზე ხშირი პარკიება და ავტომობილების იმ ტერიტორიებზე გაჩერება, სადაც ეს აკრძალულია.
აღნიშნულის ფონზე, ახალ კანონპროექტში ჯარიმების ოდენობის გაზრდის თვალსაზრისით ამოქმედდა შემდეგი პირობები:
- თბილისის პარკირების შესაბამისი პაკეტის არქონისა და საფასურის გადახდის არარსებობის შემთხვევაში, დაწესებული ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი;
- დედაქალაქში, შშმ პირთა გაჩერების ადგილზე სატრანსპორტო საშუალებების დაპარკინგების ჯარიმა განისაზღვრება 100 ლარით.;
- თუ პირი მითითებულ ვადაში არ გადაიხდის შშმ პირთა გაჩერების ადგილზე დაპარკინგებისთვის დაწესებულ ჯარიმას, მას დამატებით დაუწესდება ჯარიმა, 100 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების იმ ტერიტორიებზე დაპარკინგება, სადაც არის გაჩერების ამკრძალველი ნიშნები, დაჯარიმდება 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით;
- თუ ტრანსპორტი გაჩერებული იქნება ტერიტორიაზე, სადაც ხდება ელექტროძრავიანი ავტომობილების დამუხტვა, მოხდება დაჯარიმება 50 ლარის ოდენობით;
- ტაქსების პარკირების ტერიტორიაზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება მოიცავს დაჯარიმებას 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარის ოდენობით;
- ველოსიპედის ბილიკზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და დაპარკინგება 50 ლარის ნაცლად, დაჯარიმება 100 ლარით;
- ავტომობილის ტროტუარზე გადაადგილება და გაჩერება ექვემდებარება დაუყონებლივ ევაკუაციას და დამატებით ჯარიმას 100 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვების აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით;
- თუ მსუბუქი ავტომობილისთვის გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე მოხდება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება (ავტობუსი, ტრაილერი), ფაქტი დაექვემდებარება ჯარიმას 100 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც აქამდე ექვემდებარებოდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, იცვლება 50 ლარიანი ჯარიმის ოდენობით.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოხდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, საზოგადოებირივი ტრანსპორტის ზოლში, A კატეგორიის ტაქსების გადასვლის დაშვების პირობებისა და დეტალების განსაზღვრა.
რაც შეეხება პირის ინფორმირებას ჯარიმის შესახებ, მანამდე არსებული ფიზიკური ოქმი, რომლის დატოვებაც ხდებოდა საქარე მინაზე, შეიცვლება და ამიერიდან მოქალაქის ინფორმირება ჯარიმის შესახებ მოხდება SMS შეტყობინებით.