თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი იცვლება
რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა სატრანსპორტო საშუალებებისთვის აბომინეტების შემოღების შესახებ ძალაში შედის. როგორც ქალაქ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, ცვლილებები ოფიციალურად 2022 წლის ორი თებერვლიდან შევა ძალაში.
კახი კალაძემ ამის შესახებ განცხადება 22 დეკემბერს გააკეთა. ახალი სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს თბილისელების ცხოვრებაში.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების აბონიმენტების გაყიდვა მოსახლეობას თბილისის მეტროს სალაროებსა და კომერციული ბანკის, “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. აღნიშნული აბონიმენტების გაყიდვა, როგორც თბილისის მერისგან მოვისმინეთ, ხუთი იანვრიდან დაიწყება.
ცვლილებები 1 თებერვლიდან შევა ძალაში
თბილისის მთავრობის 22 დეკემბრის სხდომაზე კახი კალაძე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, სააბონიმენტე ულიმიტო სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია.
ცვლილებების დანერგვა დაიწყება 1-ლი თებერვლიდან და სრულად შევა ძალაში. აბონიმენტების საშუალებით მოსახლებას ექნება საშუალება გადაადგილდნენ როგორც მეტროსა და ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების საშუალებით.
მსგავსი პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე წლებია რაც დანერგილია. ამ თემის შესახებ თბილისის მერმა საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხოლო დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
რა იცვლება?
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში მოსახლეობას ექნება საშუალება რამდენიმე განსხვავებული აბონიმენტებიდან აირჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად არის ახლოს მის ინტერესებთან. კალაძის განცხადებით, თბილისში ამოქმედდება 90 წუთიანი ბარათი, რომელიც 1 ლარი ეღირება.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ეს არის ძირითადად იმ ადამიანებზე გათვლილი, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ საჭიროებენ შეღავათიანი პაკეტებით სარგებლობას. მათ, ვისაც 90 წუთიანი ბარათი ექნება შეძენილი, შეეძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტრანსპორტი, გადაჯდომების დროს დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
მეორე სახის ბარათი არის ერთ დღიანი ულიმიტო აბონიმენტი. აღნიშნულის ფასი იქნება 3 ლარი და მათ მფლობელებს ექნებათ საშუალება მთელი დღის განვამლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ 3 ლარად შეზღუდვების გარეშე. ასევე, მოსახლეობას ექნება საშუალება შეიძინის 1 კვირიანი ბარათიც, რომლის ფასიც, კალაძის განცხადებით იქნება 20 ლარი.
როგორც კალაძემ განაცხადა, ეს ბარათი ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, ვინაიდან მათთვის ვინც აქტიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესო იქნება. ასეთია, მაგალითად, ერთ თვიანი ულიმიტო ბარათი, რომელთა მფლობელებსაც შეეძლებათ ბარათის გამოყენება მთელი თვის განმავლობაში. მისი ფასი იქნება 40 ლარი.
ასევე, მოქალაქეებს შეეძლებათ 3 თვიანი ბარათების შეძენაც, რომლის ღირებულებაც იქნება 100 ლარი. კალაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას ასევე შეეძლება გამოიყენოს უფრო დიდ პერიოდზე გათვლილი ბარათებიც. ესენია, 6 თვიანი ულიმიტო და 1 წლიანი ულიმიტო ბარათები. 6 თვიანი ბარათის ფასი იქნება 150 ლარი, ხოლო, 1 წლიანი ბარათის ფასი – 250 ლარი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქამდე
დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში განსხვავებული პრინციპით მუშაობდა. მოსახლეობას შეეძლო ერთჯერადად გადაადგილებისთვის სპეციალური, მრავალჯერადი გამოყენების ბარათების შეძენა. ბარათებზე ანგარიშის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით, ან სალაროებიდან იყო შესაძლებელი. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებში გადახდა დაშვებული იყო საბანკო საკრედიტო ბარათითაც.
მეტროსა და ავტობუსებში ერთი მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. ტრანსპორტის გამოცვლისას კი, 90 წუთის განმავლობაში, მეორე გადახდა – უფასო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მათი ფასი განსხვავებული იყო და ძირითადად, 80 თეთრს შეადგენდა. შიდა საუბნო მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირდა.
რაც შეეხება მიკროავტობუსებით მგზავრობისას მარშუტის გამოცვლას, ამ შემთხვევაში, მოსახლეობას შეეძლო დღის განმავლობაში მეორე მიკროავტობუსის მგზარვობისას მხოლოდ 65 თეთრი გადაეხადა. მიკროავტობუსებში გადახდა ხდებოდა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე მრავალჯერადი გამოყენების ბარათებით.
როგორც კახი კალაძემ განაცხადა, უფასო მგზავრობის უფლება ექნებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს.
ასევე, მოსწავლეებს, უნბის ინსპექტორებს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს, და სხვა. რაც შეეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებს, მსგავსი უფლებით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, პენსიონრებს, და სხვა ჯგუფებს.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ულიმიტო ბარათებით სარგებლობა იქნება ნებაყოფლობითი. ხოლო, რაც შეეხება აქამდე არსებულ გადახდის სისტემას, ის ისევ ძალაში დარჩება. მაგრამ, ამჯერად, ტრანსპორტით ერთჯერადად სარგებლობის საფასური იქნება 1 ლარი.