ტურიზმის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის

ტურიზმის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის post thumbnail image

ახსნა არც კი სჭრდება იმას, თუ რამდენად მნიშნელოვანია ეკონომიკა ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ახსნა რასაც სჭირდება, ეს არის თუ რამხელა როლს თამაშობს ტურიზმი ქვეყნის იმ ასპექტის განვითარებაში, რომელმაც უნდა შექმნას ძლიერი სახელმწფო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა უამრავი სხვადასხვა ახალი, თუ ტრადიციული წყაროების მეშვეობით ვითარდება დღითიდღე, ვერც ერთი სფერო ვერ მოახერხებს ტურზმის ჩანაცვლებას.

ტურიზმის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ნავთობისა და გაზსი მსხვილი ექსპორტიორები არიან, კონცენტრირებას მაინც ტურიზმის სფეროზე ახდენენ. ამ ქვეყანათა რიცხვში შედის ქუვეითი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატანიც. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტურია, რომ ამ სფეროთი მიღებული შემოსავალი არა მარტო ძალიან მაღალი, არამედ პოტენციურად უსაზღვროც არის. მისი წვლილი კი, ქვყენის ბიუჯეტის ზრდაში ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად, აზერბაიჯანში, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პროგნოზის მიხედვით, ტურიზმის სექტორის მიერ შემოტანილი წილი მთლიანი შიდა პროდუქტში, მიაღწევს მთლიანი ბიუჯეტის 20.6%-ს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მეხუთედს შეადგენს. და საბედნეროდ, მსგავს პროგნოზები არსებობს ტურიზმის განვიტარების შესახებ საქართველოშიც.

საუკუნეების წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა კომპლექსური და ჩახლართული თეორიები ეკონომიკური ზრდის შესახებ, სახელმწიფოები მაინც ღებულობდნენ უდიდეს სარგებელს ტურიზმის სექტორიდან და ყოველთვს ცდილობდნენ მის განვითარებას. ტურიზმს აქვს ბევრად უფო გრძელი და საიანტერესო ისტორია ვიდრე ადამიანთა უმეტესობას წარმოუდგენია. ის მაშინაც კი ფუნქციონირებდა, როდესაც მას სახელი ჯერ არც კი ჰქონდა და ხალხიც ვერ ხვდებოდა მისი არსებობის შესახებ. თუმცა, დიდი დრო არ დასჭირდა იმის გააზრებას, რომ ეს შემოსავლის მიღების ძალზედ მომგებიანი და ეფექტური გზაა. ამ მიზეზის გამო ქვეყნებმა დაიწყეს სრულიად სხვა მეთოდების გამოყენება ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოიუდგენელია უკვე დღეს, მაგრამ ისინი მაინც მოქმედებდნენ წარმატებულად საუკუნეების განმავლობაში. და მისი საუკუნოვანი ისტორიის შემდეგ, ამ სექტორის მნიშნელობა არამც თუ შემცირდა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საგრძნობლად გაიზარდა. ხოლო ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ კი მთელ რიგ ქვეყნებში განაპირობა ტურისტული ბიზნესების უფრო მეტად წახალისება და მხარდაჭერა.

აქედან გამომდინარე, დღეს სასიცოცლხოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრად განვითარებაზე ზრუნდა. ეს კი საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ინტეგრირებული და გონიერი პოლიტიკის განხორციელებას. ამასთან ერთად, აუცილებელია გამოცდილი და განათლებული პირები, რომლებიც ქვეყანას თავის ჯერ კიდევ დამალულ ნიშს უპოვიან და მოახერხებენ მის გლობალურ მარკეტზე მიმზიდველად წარდგენას.

იმისათვის, რათა ქვეყანა ტურისტულად მიმზიდველი გახდეს, სახელმწიფოები ხმარობენ უამრავ სხავდასხვა გზას. თუმცა მაშინ, როდესაც ეს გზები ძირითადად ვიწრო ჩარჩშ იყო ჩასმული სულ რაღაც 30 წლის წინ, დღეს უკვე სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების განვითარებამ თავისი წვლილი შეიტანა ამ ინდუსტრიის ცვლილებაში და სრულიად შეცვალა ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიცვალა ამ ტექნოლოგიების მეშვეობით არის ის, რომ ახლა ადამიანები დასასვენებლად აღარ ირჩევენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კურორტებს, რომლებიც ძირითადად ყველაზე პოპულარულები არიან, არამედ უკვე უჩნდებათ დიდი სურვილი იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებსა და ადგილებში, რომელთა შესახებაც ბევრს არ სმენია, რომლებიც ეგზოტიკურობით გამოირჩევიან და რომლებიც ჯერ კიდევ ,,აღმოუჩენელნი” არიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა დღესდღეობით ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა, ამასთან ერთად მატულობს მოთხოვნა აღმოსავლეთ ქვეყნებში მოზაურობაზეც, მათ შორის საქართველოზეც.

ასევე კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ნელ-ნელა იხვეჭს პოპულარობას, ეს არის ვირტუალური ტურიზმი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნების ონლაინ დათვალიერებას. ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამინს, რომელსაც აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. ასევე არსებობს სპეციალური ვირტუალი რეალობის მოწყობილებები, რომლებსაც ეს გამოცდილება ახალ საფეხურზე აჰყავთ. მათი მეშვეობით ადამინს შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, რომ ის სინამდვილეში არა დუბაიში, არამედ თავის საძინებელში იმყოფება. და ეს ყველაფერი ხდება სწორედ ახალი ტექნოლოგების დამსახურებით.

ტექნოლოგიების განვითარებამ ასევე მოიტანა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში უზომო პოპულარულობით დაიწყო სარგებლობა ისეთმა სერვისებმა, როგორიც არის, მაგალითად Airbnb. ამ სერვისის მეშვეობით ადამიანს უკვე შეუძლია ფული დაზოგოს და გაცილებით იაფად იცხოვროს გარკევული დროის განმავლობაშ ნებისმიერ ქვეყანაში. და ეს არ არის ერთადერთი სერვისი რომელიც განვითარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მოგზაურობა, ზოგადად ბევრად უფრო მარტივი გახდა ზემოთხსენებული და სხვა კომპანიების მეშვეობით. კიდევ ერთი მაგალითი, გახლავთ ისეთი ვებ-გვერდები, როგორიც არის Booking.com და TripAdvisor.com. ამ ორივე საიტის მეშვეობით, ნებისმიერ ადამინას შეუძლია დარჩენს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ დროს. იმის გამო, რომ ტექნოლოგიები უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობენ ტურიზმის სექტორში, ახალგაზრდა ტურისტების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება. ის აზრი, რომ ტურისტების მასას ძირითადად მოხუცი მოგზაურები ქმნიან, იმის გამო რომ მათ უფრო მეტი დრო და საშუალება გააჩნიათ, უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს.

ტურიზმის განვითარება გულისხმობს იმას, რომ გარკევული ოპერაციების შემდეგ ქვეყანა ეროვნულ, რეგიონალურ თუ ადგილობრივ დონეზე უნდა ელოდეს გრძელვადიანი ეკონომიკურ სარგებელს. ეს კი მოხდება არა მხოლოდ უცხოელი ტრუისტების ხარჯზე, არამედ ასევე იმ სხვა ეკონომიკური სარგებლებითაც, რომლებიც მოაქვს ტურიზმს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელიც არის სწორედ უამრავი სამუშაობ ადგილის შექმნას და ქვეყნის დახმარება უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში. ამასთან ერთად ასაღნიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის დაძლევის სხვა საშუალებებიც არსებობს, ტურიზმს გამოარჩევს ის ფაქტი, რომ ამ გზით იქმნება საშუალება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის და მათ თვითდასაქმების საშუალებაც ეძლევათ. ამის გამო, ტურიზმის სფეროში სამუშაო ადგილების შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობისა და ამავდროულად სიღარიბის დაძლევის.

სწორედ ტურიზმი წარმოადგენს ბევრ განვითარებულ, განვითარებად და ნაკლებად-განვითარებულ ქვეყნებში შემოსავლის ძირითად წყაროს. და ამ შემოსავლიდან ყველაზე დიდ სარგებელს იღებენ რეგიონის მოსახლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირებიც. ეს იმ მარტივი მიზეზის გამოა, რომ მათ ეძლევათ საშუალება, ადგილობრივ დონეზე თვითდასაქმების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციის გაზრდით, მაოხერხონ შემოსავლის წყაროს პოვნა. ამისთვის კი მათ შეუძლიათ თავიანთ კრეატიულობას მიმართონ, და მოიფიქრონ ისეთი ბიზნესი, რომელიც მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის რომელიღაც კონკრეტულ რეგიონში.

თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო მოვლენებსა და ტენდენციებს, ადვილი შესამჩნევია, რომ ტურიზმის განვითარება მთიან რაიონებსა და რეგიონებში საწინდარია მიგრაციის მასშტაბის შემცირების. ამისთვის ის ხელს უწყობს ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას და ამასთან ერთად, ამცირებს ისეთი საქონლის რაოდენობას, რომელიც შემოტანილია უცხოეთიდან. ეს, არა მარტო ტვირთბრუნვას ეხმარება, რომელიც იმპორტის და ექსპორტის ბალანსზეა დამოკიდებული, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზეც აქვს უშუალო, პოზიტური გავლენა.

ეს ფენომენი შესწავლილია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერაც. ამ კვლევის მიხევით ზუსტად შეიძლება განსაზღვრა იმ სარგებლებისა, რომლებიც მოაქვს ტურიზმს ღარიბი მოსახლეობისთვის. ამ კველვაში გამოქვეყნდა 7 ძირითადი მიმართულება, ე.წ. ,,სიღარიბის დაძლევის 7 მექანიზმი”, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • სოციალურად დაუცველთა დასაქმება ადგილობრივ ტურისტულ ორგანიზაციებში;
  • საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში სოც. დაუცველთა ჩართვა;
  • სოც. დაუცვეთა ჩართვა პროდუქტების განვითარებასა და გაყიდვაში;
  • სოციალურად დაუცველთა ჩართვა და დახმარება მიკრო, მცირე და საშუალო ტურისტული მომსახურების ბიზნესების დაარსებაში;
  • ადგილობრივი ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადიდან რეფინანსირების მექანიზმის შემუშავება საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროექტებისთვის;
  • მოსახლეობის საქმიანობის წახალისება, კერძო სექტორისა და ტურისტების ჩართვა რეგიონის განვითარებაში;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომლებიც ირიბად ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა ეკონომიკურ აქტივობას;

ეს ორგანიზაცია ყოველდრიურად მუშობს იმისათვის, რათა სხვადასხვა ქევყნებში შექმნას პროექტები და განახორციელოს ისინი ამ მექანიზმის ფარგლებში. ის, არა მარტო უშალოდ ქმნის დასაქმების საშუალებებსა და პროგრამებს, მაგრამ ამავდროულად იძლევა დეტალურ რჩევებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხერხდეს კონკრეტულ რეგიონში ტურიზმის განსავითარებლად.

იმისათვის რათა მოხდეს სოციალურად დაუცველთა გადამზადება და ცნობიერების ამაღლება ტურისტული მომსახურების საკითხებში, ტურიზმის ეროვონული ადმინისტრაცია და სასტუმროთა ასოციაცია ზრუნავს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაზე. ეს კი, თავისთავად, ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი მუშახელის რაოდენობის ზრდას. ეს კი, განაპირობებს უამრავი საოჯახო ბიზნესების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების დაარსებას და წარმატებულ ფუნქციონირებას.

ტურიზმის განვითარებას ასევე მოაქვს ის სარგებელიც, რომ სახელმწიფოსთვის ეს წარმოადგენს ერთგვარ წახალისებას, რათა მაქსიმალურად მოუაროს და დაიცვას თავისი კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული ადგილები. არა ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ასეთ დიდ ყუადრებას აქცევენ სამკურნალო რესურსების დაცვას მათი დაბინძურებისა და განადგურებისგან. ასევე ზოგადად დიდ მოტივატორს წარმოადგენს ტურისტთა მოზრდილი ნაკადი იმისათვის, რათა ქვეყანამ უკეთესად მოუაროს თავის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც არა მარტო ეკოლოგიურ ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც უზრუნველჰყოფს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს თითოეული სახელმწიფო ცდილობს საკუთარი თავის მაქსიმალურად ტურისტულად მიმზიდველ ობიეტად წარმოჩენას და ამ სექტორის განვითარებას, რაზეც მილიონობით დოლარს ხარჯავს. ეს კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი შედეგის გარანტიას გვაძლევს. ეს შედეგი კი გულისხმობს მეტი ტურსიტის მოზიდვას, რომლებიც თავიანთ წვრილ-წვრილ კონტრიბუციებს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში, უდიდეს მოგებას წარმოადგენს.

 

ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ამდენად ეფექტური და მომგებიანი ინდუსტრიაა, რომელსაც ბერვი სარგებელი მოაქვს სახემწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც წინ უდგებიან, ან დროებით აფერხებენ მის განვითარებას. ეს ფაქტორები საუკუნეების განმავობაში ძირითადად უცვლელი რჩებოდა და ჯერ კიდევ შეუძლებელია მათი სრულიად თავიდან არიდება, თუმცა შესაძლებელია გარკვეული პრევენციული, თუ თავდაცვითი ზომების მიღება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება ტურისტული თვალსაზრისით დანაკარგის საწინდარი იყოს, ეს ყოველთვის იყო და დღემდე არის ტერორისტული აქტები. ამის მიზეზი ძალიან მარტივია. როდესაც რომელიმე ქვეყანა ხდება ტერორიზმის მსხვერპლი, ბუნებრივია არც თუ ის ბერვ ტურისტს მოუნდება იქ ჩასვლა, და ფულის დახარჯვა ისეთ ადგილას, სადაც მის სიცოცხლს უსაფრთხოებას შეძლება რამე დაემუქროს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანს არჩევანი აქვს ნებისმიერ სხვა ქვეყნაში წასვლის, სადაც არჩვეულებრივ დროს გაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული აქტები ძირითადად მოკლე დროის ინტერვალში მრავალჯერ განმეორებითი ბუნების არა არის, ნამდვილად არ ღირს ამ რისკზე წასვლა. მაგრამ ტერორისტულმა აქტებმა ასევე გააჩინეს შიში, რომ დედამიწაზე აღარ არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული დასასვენებელი ადგილი. რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო აზრი.

სწორედ ტერორისტული აქტების სიხშირის ზრდამ განაპირობა ის, რომ ზოგადად  ევროპაში ტურისტების რაოდენობამ კლება დაიწყო. მაგალითად ისეთ ტურისტულად წამყავან ქვეყანაში, როგორიც არის საფრანგეთი, შენიშნულია უცხოელი ტურისტების 4%-იანი კლება, რაც მოჰყვა პარიზისა და ნიცის ტერორისტულ აქტებს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება გერმანიაშიც, სადაც ტურისტთა რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ესეც პროფესიული მიზნით ჩამსვლელ ტურისტთა ხარჯზე. იგივე სიტუაციაა ბელგიაშიც, სადაც ბრიუსელის ტერორისტულ აქტს მოჰყვა ტურისტთა 13%-იანი შემცირება. საზარელი სისწრაფით იკლო ასევე ტურისტთა რაოდენობამ ეგვიპტეშიც, სადაც შეინიშნება 42%-იანი კლება. ამ ყველაფის გამო, საგრძნობლად იცვლება ქვეყნების უსაფრთხოების იმიჯი, რაც ბუნებრივია ისახება ტურისტულ აქტივობებზეც. რამოდენიმე წლის წინ სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თავის პრიორიტეტებს შორის, უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მოაქცია.

მსგავსი შედეგები მოაქვს ასევე ბუნებრივ კატასტროფებსაც, რომელთა შემთხვევებიც განსაკუთრებით მომრავლდა გასული ასწლედის განმავლობაში. ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ინდონეზია, ინდოეთი და კიდევ მრავალი სხვა ზღვისპირა ქვეყანა ჯერ კიდევ ცდილობს აღადგინოს ის ზარალი, რომელიც მიაყენა მას ისეთმა კატაკლიზმამ, როგორიც არის ცუნამი. ასევე მომრავლდა მიწისძვრების, ვულკანური ამოფრქვევებისა და სხვა კატასტროფების რაოდენობაც. ეს ყველაფერი კი ქვეყნის დაცულობასა და უსაფრთოხებას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. მიუხედავად იმისა, რომ ის ზარალი, რომელიც ამ მოვლენებს მოაქვთ არ არის ისეთი მძაფრი, როგორიც მაგალითად ტერორისტული აქტების, მეცნიერები მაინც თვლიან, რომ ისინი მაინც წარმოადგენენ ტურისტთა კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ტურიზმის სექტორის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს გლობალური დათბობა. არსებობს ძალიან რეალური საშიშროებია იმისა, რომ ტემპერატურის მატებამ შეიტანოს უდიდესი ცვლილებები ტურიზმის ინდუსტრიის ფუნქციონირებაში. ყველაზე აშკარა შედეგები, რაც დაბინძურებას და გლობალურ დათბობას შეიძლება მოჰყვეს, ეს არის მთლიანი კუნძულების, ქალაქებისა და თუნდაც ქვყენების წლის ქვეშ მოქცევა. ასევე ასაღნიშნავია ყველა ის სათხილამურო კურორტიც, რომელიც დღეს არნახული პოპულარულობით სარგებლობს და ამავდროულად, დიდი საშიშროების ქვეშ არის მოქცეული. ამ კურორტების მიერ შემოტანილი მოგების დაკარგვა კი ქვეყნებს მნიშნელოვან ეკონომიკურ ზარალს მიაყენებს. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ეკონომიკა წარმოადგენს სახელმწიფოთა მთავარ მოტივატორს გლობალური დათბობის საწინააღდეგო ზომების მიღებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხდება ეს, შედეგი მაინც იგივე იქნება. იმისათვის რათა მსოფლიოს ყურადღება მიეპყროთ ამ პრობლემისთვის, 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში, ქალაქი შეთანხმდა კლიმატის ცვლილების შესახებ. ამ ღონისძიებას მოჰყვა მრავალი სხვაც, რომელმაც შეიტანა თავისი წვლილი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უახლესი და უმწვავესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას ტურიზმი, გახლავთ კოვიდ-19, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ჩვენი ცხოვრების რიტმი და სტილი. არ არსებობს იდუსტრია ან ბიზნესი, რომელზეც არ მოუხდენია გავლენა კორონავირუსს. თუმცა, მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში კოვიდ-19-ის ეფექტი არათანაბრად არის გადანაწილებული, ტურიზმის სფერო ერთიანად დიდი დაბრკოლების წინაშე დგას. ყველა ქვეყანასა და კონტინენტზე შეინიშნება ტურისტების რაოდენობის საზარელი კლება, რამაც ბერვი მათგანი ეკონომიკურად კრიზისულ სიტუაციაში ჩააყენა.

ამას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა ყველაზე დიდი ზარალი მიიღეს ავიაკომპანიებმა, რომლებმაც განიცადეს მომხმარებელთა უდიდესი პროცენტული კლება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა ჩაკეტა თავისი საზღვრება და ტურისტებს უკვე ფიზიკურ აღარ აქვთ მოგზაურობის საშუალება. ამას ასევე ემატება ისიც, რომ ნებისმიერი გონიერ ადამიანი თავს არიდებს მოგზაურობას ამ პერიოდში და ალბათ კიდევ დიდი ხანი არ გაფრინდება დასასვენებლად კურორტებსა თუ რეზორტებში. ამ ყველაფრის გამო, ყოველდღიურად იზრდება იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც გაკოტრების წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას, ბევრი ვერ მოახერხებს ამ პერიოდის გადატანას.

ტურისტთა ნაკლებობა დაეტყო ასევე სასტუმროებსაც, რომლებშიც ოთახები არასდროს ყოფილა ისეთი ცარიელი, როგორიც დღეს. მაგალითად, საქართველოში სასტუმროში ყოველი 5 ჯავშნიდან 4 გაუქმებული იყო მარტის თვეში, რაც სრული ჯავშნების 80%-ს შეადგენს. ერთადერთი  ძირითადი მიზეზი, რომლისთვისაც დღეს სასტუმროები გამოიყენება, ეს არის კარანტინში მყოფი პირები განსათავსებლად. დანარჩენმა, დაახლოებით 200-მა სასტუმრომ სრულიად შეწყვიტა ფუნქციონირება ან საგრძნობლად შეამცირა თანამშრომლების და მათ შორის მომსახურე პერსონალის რიცხვი. ტურისტთა ნაკლებობა ასევე მოქმედებს რესტორნებზე, მაღაზიებსა და კაფეებზე. ყველაზე დიდი ზარალი კი, მოიტანა ტურისტების კლებამ რუსეთიდან, ევროპიდან და აზერბაიჯანიდან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგანაც დიდი იყო შემოსავალი ზოგიერთ რესტორანსა თუ სხვა დაწესებულებაში, ბევრი მათგანი დამოკიდებული იყო უშუალოდ ტურისტების მიერ მოტანილ მოგებაზე. სწორედ ეს ბიზნესები დღეს ვეღარ ახერხებენ ფუნქციონირებას და იძულებულნი არიან, დროებით შეწყვიტონ ფუნქციონირება. ამან იმოქმედა ასევე დასაქმებულ პირებზეც. ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 100,000-დან მინიმუმ 50,000-მდე შეიძლება შემცირდეს. ამას, რა თქმა უნდა, უდიდესი ზეგავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ ყველაფრის გამო, ქვეყნებში იგეგმება საგანგებო შეხვედრები, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები დაესწრებიან და განიხილავენ იმ ზეგავლენას, რომელიც კოვიდ-19 მოახდინა ამ ინდუსტრიაზე და იმ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც შეეძლებათ ამასთან გამკლავება. თუმცა, რა მეთოდიც არ უნდა მოიფიქრონ, რეალობა სახეზეა. ტურისტულმა ინდუსტრიამ უდიდესი ზარალი მიიღო და არ არსებობს ისეთი რამ, რაც სრულიად აღადგენს მის უწინდელ შემოსავალს მანამ, სანამ კორონავირუსი საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლათ სექტორის წარმომადგენლებს, ეს არის ლოდინი იმ პერიოდისა, როდესაც სიტუაცია გაკრვეულწილად დასტაბიულურდება და მხოლოდ მაშინ შეეძლებათ პირველი ნაბიჯების გადადგმა და სექტორის განსავითარებლად აქტიური ზომების მიღება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *