რა არის უძრავი ქონების დაზღვევა და რატომ უნდა დააზღვიოთ ბინა post thumbnail image

რა არის უძრავი ქონების დაზღვევა და რატომ უნდა დააზღვიოთ ბინა

უძრავი ქონება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, მნიშვნელობა არ აქვს ეს არის ბინა რომელშიც ცხოვრობთ, უძრავი ქონება რომელსაც აქირავებთ, სახლი თუ აგარაკი. ნებისმიერ შემთხვევაში გსურთ მშვიდად იყოთ და იცოდეთ რომ თქვენი ქონება უსაფრთხოდაა. სწორედ ამისთვის არსებობს უძრავი ქონების დაზღვევა. ამ ტიპის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზღვევაა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. სახლის დაზღვევა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში სწორად უნდა შეარჩიოთ სადაზღვეო კომპანია და დაზღვევის პაკეტი. სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის დაზღვევას, მათი პირობები, სადაზღვეო პრემია და ნააზღაურება ერთმაენთისგან განსხვავდება. გარდა ამისა, სხვადასხვა პაკეტი სხვადასხვა რისკებისგან გაზღვევთ, შესაბამისად სწორად უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სადაზღვეო პაკეტი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება თქვენი ქონება დაზიანდეს, მიმართოთ სადაზღვეო აგენტს და აღმოაჩინოთ რომ თქვენი დაზღვევა ამ კონკრეტული რისკისგან არ გიცავთ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაეცნობით როგორია უძრავი ქონების დაზღვევის პირობები, რა უნდა გაითვალისწინოთ როდესაც ბინას ან სახლს აზღვევთ, რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს საქართველოში უძრავი ქონების დაზღვევას და კონკრეტულად რა პირობები აქვთ მათ.

Contents

რატომ არის საჭირო სახლის დაზღვევა

ფიქრობთ თუ არა ამაზე, უსიამოვნო მოულოდნელობები ყოველთვის ხდება, თანაც ხდება მაშინ როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელით, ან სულაც ამისთვის ყველაზე ნაკლებად გცხელათ. არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დაზღვევა მხოლოდ მაშინ არის საჭირო თუ არსებობს მისი დაზიანების საფრთხე. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ სეისუმურად აქტიურ რეგიონში, ლოგიკური იქნებოდა დაგეზღვიათ სახლი მიწისძვრის რისკისგან.  თუმცა ეს არცთუ ისე სწორი შეხედულებაა. ბინის დაზღვევა ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა. ის გიცავთ არამხოლოდ სტიქიური უბედურებებისგან, არამედ ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.

მაგალითად, სახლი ახალი გარემონტებული გაქვთ, უამრავი დრო და ფული დახარჯეთ და მეზობელმა წყალი ჩამოუშვა, ან სულაც წყალსადენი დაზიანდა და ახალგარემონტებული ბინა დატბორა. ასეთ შემთხვევაში რთულია თავიდან აირიდო ნერვიულობა და დამატებითი ხარჯები. სწორედ ასეთ საჭირო დროს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს სადაზღვეო აგენტს, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მოულოდნელობას და შეხვდეთ ნებისმიერ ინციდენტს ფინანსური მზაობით. ისევე როგორ ჯანმრთელობის დაზღვევა, საწიროა ნივთები და ქონებაც დავაზღვიოთ. ამასთანავე, სტიქიური უბედურებები და მილადენის მწყობრიდან გამოსვლა არ არის ყველაფერი, რისგანაც თქვენი უძრავი ქონება შეგიძლიათ დააზღვიოთ. მოდით ვნახოთ იდევ რა რისკებს მოიცავს დაზღვევა.

რა რისკებისგან შეგიძლიათ დააზღვიოთ უძრავი ქონება

როგორც ავღნიშნე, სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიები განსხვავებულ პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა არსებობს ძირითადი რისკები, რომელთაც როგორც წესი ყველა სადაზღვეო კომპანის მომსახურეობა ფარავს.

ბინის დაზღვევა

სტიქიური მოვლენები

ყველა სადაზღვეო პაკეტში შედის სტიქიური მოვლენებისაგან დაცვა. თუ თქვენი უძრავი ქონება დაზიანდა მიწისძვრის, ქარიშხლის, გრიგალის ან მეხის დაცემისაგან, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს სადაზღვეო აგენტს, რომელიც შესაბამის აქტს შეადგენს და ამის საფუძველზე სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ ზარალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხით.

ხანძარი და აფეთქება

თუ თქვენი ქონება დაზღვეულია შეგიძლიათ ხანძრით ან აფეთქებით გამოწვეული ზარალი აინაზღაუროთ. თუმცა ამ პუნქტში არის რამოდენიმე გამონაკლისი, ზიანი არ უნდა იყოს დამდგარი განზრახ ცეცხლის გაჩენით, ხოლო თუ აფეთქება საომარი ქმედებების დროს განხორციელდა ამ ზარალს არ აგინაზღაურებენ.

წყალგაყვანილობის დაზიანება

თუ თქვენს სახლში წყალგაყვანილობა ან მილსადენი უეცრად მწყობრიდან გამოვიდა და თქვენი უძრავი ქონება დაზიანდა, ამ ზარალს სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ. კომპანიები ასევე ანაზღაურებენ ელექტროგაყვანილობისა, გათბობისა და კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიყენებულ ზიანს.

ძარცვა, ქურდობა შეღწევით და ყაჩაღობა

ეს უძრავი ქონების დაზღვევის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
ძარცვად შეფასებულია ქმედება, როდესაც უძრავ ქონებასთან ერთად დაზღვეული ქონება მიტაცებულია ადამიანის მიერ დაზღვეული ობიექტის ტერიტორიაზე მეპატრონეზე ძალის გამოყენებით.
ქურდობად მიჩნეულია ქმედება, როდესაც პირი აღწევს თქვენს სახლში და იპარავს  უძრავ ქონებასთან ერთად დაზღვეულ ქონებას. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ სადაზღვეო კომპანია არ აგინაზღაურებთ ზარალს თუ:
დაზღვევის ობიექტი არის დაუცველი ან არ აქვს კარი, ან ქურდი აღწევს დაცულ ობიექტში გასაღების საშუალებით.

ვანდალიზმი

თუ პირი ან ჯგუფი აგრესიულად არის განწყობილი ადამაინის მიმართ და გადაწყვეტს განზრახ ზიანი მიაყენოს მის უძრავ ქონებას, დაზღვევა აანაზღაურებს ამ ზარალს.

მეზობლისგან ჩამოსული წყალი

მეზობლისგან ჩამოსული წყლით დაზღვეული ობიექტის ან მასთან ერთად დაზღვეული ქონების დაზიანება – ზოგიერთი საზაღვეო კომპანია ანაზღაურებს ასეთ შემთხვევებსაც.

როგორც ხედავთ უძრავი ქონების დაზღვევა ბევრი მნიშვნელოვანი რისკისგან არის შესაძლებელი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ სხვადასხვა პუნქტები და კიდევ უფრო მეტად დაცული იყოთ, თუ კონკრეტული სადაზღვეო კომპანია ამის საშუალებას გაძლევთ.

პასუხისმგებლობის დაზღვევა

თუ თქვენ სტანდარტული დაზღვევა გაქვთ, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი რისკებისგან გაზღვევთ, ვერ მიიღებთ ანაზღაურებას ისეთ შემთხვევაში თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები გამოიწვევენ ზარალს. თუ გსურთ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული იყოთ, შეგიძლიათ უძრავ ქონებასთან ერთად დააზღვიოთ პასუხისმგებლობაც. ასეთ შემთხვევაში თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, ან თუნდაც შიანაური ცხოველი დააზიანებს დაზღვეულ ქონებას, ასეთ დროს შეძლებთ აინაზღაუროთ ზარალი.

უძრავი ქონების დაზღვევის პირობები

ობიექტში არსებული საოჯახო ქონების დაზღვევა

სტანდარტული სადაზღვეო პაკეტები აზღვევენ დასაზღვევ ობიექტს მაგალითად სახლს ან ბინას. ხოლო ის ქონება რომელიც სახლშია დაზღვეული არ არის. შესაბამისად, თუ თქვენთან მეზობელი წყალს ჩამოუშვებს და ჭერთან და კედლებთან ერთად სახლში არსებული ქონებაც დაზიანდება, ამ ზარალს არ აგინაზღაურებენ. თუ გსურთ, რომ თქვენი ქონების განადგურების რისკიც გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ სსადაზღვეო პაკეტი რომელიც გთავაზობთ საოჯახო ქონების დაზღვევასაც მაგალითად ავეჯის ან ტექნიკის დაზღვევა.

ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ნამდვილად ღირს. ასეთ დროს ყურადღება მიაქციეთ რას გულისხმობს სადაზღვეო კომპანია ფრაზაში “საოჯახო ქონება”, დარწმუნდით, რომ დაზღვევა აზღვევს ყველაფერს რაც თქვენთვის ფასეულია. ამისათვის უმჯობესია თავად შეადგინოთ დასაზღვევი ნივთების სია და სადაზღვეო აგენტთან ერთად შეჯერდეთ მათ საერთო ფასზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება კონტრაქტში.

რა ღირს სახლის დაზღვევა

ობიექტთან არსებული ქონების დაზღვევა

თუ თქვენ უძრავ ქონებასთან ერთად გაქვთ სხვა ტიპის დამატებითი ქონება დასაზღვევი ობიექტის ახლომდებარედ, მაგალითად აუზი სახლთან, სპორტული კომპლექსი და სხვა მსგავსი ქონება, შეგიძლიათ დააზღვიოთ ისინი უძრავ ქონებასთან ერთად.  ასეთ შემთხვევაში სრულად იქნებით დაცული რისკებისგან, და თუ მაგალითად რაიმე სტიქიური მოვლენის დროს თქვენი ქონება დაზიანდება, დაზღვევა აგინაზღაურებთ არა მხოლოდ სახლის, არამედ დამხმარე ობიექტების ზარალსაც.

რა არის ქონების დაზღვევა

დროებითი საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა

თუ ეს კონტრაქტით გათვალისწინებულია, სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ დროებითი საცხოვრებელი ადგილის ხარჯებს. მაგალითად თუ თქვენი დაზღვეული ბინა ან სახლი დაზიანდა და ექვემდებარება გრძელვადიან რემონტს ან გამოუსადეგარია საცხოვრებლად სადაზღვეო კომპანია აგინაზღაურებთ ბინის ქირას. როგორც წესი, კომპანია ფარავს ბინის ქირას 3 თვიდან 12 თვემდე ვადით. თუმცა კონკრეტული ვადა დამოკიდებულია უშუალოდ ხელშეკრულებაზე და სადაზღვეო პოლისზე.

იაფი სახლის დაზღვევა

რა უნდა გაითვალისწინოთ სახლის დაზღვევისას

სახლის დაზღვევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული პუნქტები. პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რისი დაზღვევა გსურთ, მხოლოდ ობიექტის თუ მასთან არსებული დამხმარე ობიექტებისაც. ასევე გსურთ თუ არა საოჯახო ქონების დაზღვევა. ამის სურვილის შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიასთან ერთად სწორად უნდა განსაზღვროთ რას მოიცავს ეს საოჯახო ქონება, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად აზღვევთ ყველაფერს რაც თქვენთვის ფასეულია სახლში. ასევე გსურთ თუ არა თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

სადაზღვეო კომპანია და კონკრეტული პაკეტი სწორედ ამის შემდეგ უნდა შეარჩიოთ.  როდესაც აირჩევთ სადაზღვეო პაკეტს, კარგად გაეცანით ხელშეკრულებას. გამონაკლისები არსებობს ყველგან, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ბევრია სადაზღვეო სფეროში. სადაზღვეო კომპანიას აუცილებლად ექნება გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა დროსაც არ ანაზღაურებს ზარალს. კარგად გაეცანით გამონაკლის შემთხვებებს, როდის არ ანაზღაურებს სადაზვეო კომპანია ზარალს და დარწმუნდით რომ ეს შემთხვევები რაციონალურია.

ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია დარწმუნდეთ კომპანიის კეთილსინდისიერებაში და მოსმახურების ხარისხში. დაზღვევასთან ერთად თქვენ ყიდულობთ კომფორტს და საიმედოობას. როდესაც უძრავი ქონება გაქვთ დაზღვეული შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და სადაზღვეო კომპანია უნდა გაძლევდეთ ამის გარანტიას. ეს ნიშნავს რომ თუ სამწუხაროდ სადაზღვეო შემთხვევა დაფიქსირდა, ამ მოვლენის შემდეგ ზარალის ანაზღაურებამდე კომპანია უნდა მოგემსახუროთ კარგად, ხარისხიანად და კომფორტულად.

როგორ დავაზღვიო სახლი

რა ღირს სახლის დაზღვევა

რა ღირს ბინის დაზღვევა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ასე თუ ისე, ყველამ იცის დაზღვევის დადებითი მხარეები და მიზეზები რის გამოც დაზღვევის ქონა კარგი და მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო, ბევრი ამბობს უარს დაზღვევაზე. მათი ლოგიკა დაახლოებით ასეთია: რატომ უნდა ვიხადო ფული ყოველთვიურად იმისთვის, რაც შეიძლება არც არასდროს მოხდეს. თუმცა როგორც უკვე მრავალჯერ ავღნიშნე, არავინაა დაზღვეული ისეთი შემთხვევებისგან, რომელთაც სადაზღვეო კომპანიები აზღვევენ. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უძრავი ქონების დაზღვევა საქართველოში საკმაოდ იაფია. ყოველთვიური პრემია სტანდარტული დაზღვევის პაკეტისათვის დაახლოებით 10-15 ლარია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე დიდი თანხაა იმისთვის რომ მომავალში დაცული იყოთ დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯებისაგან.

რომელი სადაზღვეო კომპანიები სთავაზობენ სახლის დაზღვევას

საქართველოში ამჟამად 17 სადაზღვეო კომპანია მოქმედებს,  მათგან 13 კომპანია სთავაზობს მომხარებელს ინდივიდუალურად უძრავი ქონების დაზღვევას. ეს კომპანიებია ჯი პი აი ჰოლდინგი, თიბისი დაზღვევა, ირაო, არდი ალფა, აისი ჯგუფი (ევროინსი), უნისონი, პრაიმი, ტაო, კამარა, ალდაგი, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია და ჰუალინგ დაზღვევა. უძრავი ქონების დაზღვევის პირობები თითოეულ ამ კომპანიასთან ასე თუ ისე განსხვავებულია, მოდით განვიხილოთ ისინი.

ჯი პი აი ჰოლდინგი

სადაზღვეო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვეო პაკეტს “პოლისი კომფორტი” რომელიც მოიცაბს რემონტის, ტექნიკისა და ავეჯის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით

  • გათბობის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობისა და კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლა
  • დაზიანება რომელიც გამოწვეული წვიმით, სეტყვით, ძლიერი ქარით ან მიწისძვრით.
  • ხანძარს, კვამლსა და აფეთქებას
  • ქურდობას, ყაჩაღობას, ძარცვას და მესამე პირის მიერ განზრახ ზიანის მიყენებას.
  • წყლის ჩამოსვლას მეზობლის ბინიდან.

პოლისი კომფორტი აზღვევს ზემოთ მოცემულ რისკებს და ფარავს გარემონტების ხარჯებს, ამასთანავე ავეჯისა და ტექნიკის შეკეთება-ჩანაცვლების ხარჯებს.

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება
სადაზღევეო კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია მიუწვდომელია

პოლისის ტიპები 
სადაზღვეო კომპანია ჯი პი აი მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევის ორ პოლისს პოლისი კომფორტი სანდარტი და პოლისი კომფორტი პრემიუმი. ზემოთ აღნიშნული ორივე პოლისი აზღვევს მომხმარებელს ზემოთ მოცემული რისკებისგან. ერთადერთი განსხვავება პოლისებს შორის არის ბინის ქირის ანაზღაურება. პოლისი კომფორტი სტანდარტი არ ანაზღაურებს ბინის ქირას, ხოლო პოლისი კომფორტი პრემიუმი ანაზღაურებს ბინის ქირას სამი თვის ვადით. ბინის ქირის გათვალისწინებული ლიმიტი ერთი თვის ქირისთვის 500 აშშ დოლარია.

სადაზღვეო პრემია 
პოლისი კომფორტი – სტანდარტის ყოველთვიური სადაზღვეო პრემია  10 ლარია, ხოლო პრემიუმის 20 ლარი.

ბინის დაზღვევა საქართველოში

თი ბი სი დაზღვევა

თი ბი სი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს ბინის, სახლის და აგარაკის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
სტიქიური მოვლენები
ხანძარი და აფეთქება
მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზარალი
ელექტროგაყვანილობის, გათბობის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის უეცრად მწყობრიდან გამოსვლით მიყენებული ზარალი
ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი.

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება
ქონების დაზიანება სამოქალაქო მღელვარების შედეგად
ოჯახის წევრის მიერ ქონების განზრახ  დაზიანება
კომპიუტერის მყარ დისკზე არსებული ინფორმაციის აღდგენის ხარჯი

პოლისის ტიპები
თი ბი სი დაზღვევა სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პოლისებს, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის. პოლისები დაყოფილია დასაზღვევი ფართის მიხედვით.  თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ ობიეტქი 500 მ. კვ -მდე.

სადაზღვეო პრემია

სადაზღვეო პრემია დამოკიდებულია თქვენს პოლისზე, რომელიც განისაზღვრება ფართის საერთო რაოდენობით. თუ თქვენი ბინის ფართი 120 კვადრატულ მეტრამდეა მოგიწევთ თვეში 10 ლარის ოდენობის სადაზღვეო პრემიის გადახდა. თუ თქვენი ბინის ფართი 400 დან 500 კვადრატულ მეტრამდეა – 50 ლარის.

რა არის უძრავი ქონების დაზღვევა

 

უნისონი

სადაზღვეო კომპანია უნისონი მომხმარებელს სთავაზობს ბინის დაზღვევას, დაზღვევის პოლისი მოიცავს კონსტრუქციულ ელემენტების, რემონტის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
შტორმი, ქარიშხალი, გრიგალი, წყალდიდობა, სეტყვა, მეწყერი, ზვავი, მიწისძრვა, თოვლის ჩამოშლა, გრუნტის დაჯდომა
ხანძარი, მეხის დაცემა, მფრინავი ობიექტის ან/და მისი ნაწილების დაცემა
ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება
წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლით მიყენებული ზარალი (წყლის ამოხეთქვა/გამოჟონვა)
მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება
სადაზღევეო კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია მიუწვდომელია

პოლისის ტიპები
უნისონი მომხმარებელს სთავაზობს სამი ტიპის სადაზღვეო პაკეტს, A, B, C. პაკეტები ერთმანეთისგან განსხვავდება ზარალის დაფარვის ლიმიტით.

A პაკეტი აზღვევს 1 კვადრატულ მეტრს 500 დოლარით, ავეჯსა და ტექნიკას 10,000 ლარით, რემონტს ერთ კვადრატულ მეტრზე 300 ლარით.
B პაკეტი აზღვევს 1 კვადრატულ მეტრს 550 დოლარით, ავეჯსა და ტექნიკას 20,000 ლარით, რემონტს ერთ კვადრატულ მეტრზე 450 ლარით.
C პაკეტი აზღვევს 1 კვადრატულ მეტრს 600 დოლარით, ავეჯსა და ტექნიკას 30,000 ლარით, რემონტს ერთ კვადრატულ მეტრზე 600 ლარით.

სადაზღვეო პრემია
უნისონს განსაზღვრული აქვს წლიური სადაზღვეო პრემია, რომელიც ითვლება ფართის მიხედვით. 1 კვადრატული მეტრის დაზღვევის წლიური ფასი 1.50-ია. შესაბამისად, თუ თქვენი ბინის საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრია, წლიურად სადაზღვეო პრემიის სახით გადაიხდით 150 ლარს A პაკეტისთვის, 180 ლარს B პაკეტისთვის და 200 ლარს C პაკეტისთვის.

რა ღირს დაზღვევა

ალდაგი

სადაზღვეო კომპანია ალდაგი მომხმარებელს სთავაზობს ქონების დაზღვევას რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს: ბინის კარკასი, შიდა მოპირკეთება, საინჟინრო და საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, ავეჯი, მობილური ელექტრონიკა.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
ხანძარი, რომელიც გაჩენილია სახლში ღია ცეცხლით
დატბორვა წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედაგად
ბუნებრივი კატაკლიზმები – მიწისძვრა, წტალდიდობა, მეწყერი, სეტყვა, ზვავი, უხთოვლიანობა
გაზქურისა და საშინაო მიზნებისათვის გამოყნებეადი გამათბობლის აფეთექბისგან გამოწვეული ზიანი
ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება
სადაზღევეო კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია მიუწვდომელია

პოლისის ტიპები
სადაზღვეო კომპანია ალდაგი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სადაზღვეო პოლისებს, მაგალითად ხანძრის დაზღვევა, რემონტის დაზღვევა, ისტორიულ უბნებში მდებარე ბინის დაზღვევა, 1950 წლის შემდეგ აშენებული სახლისა და აგარაკის დაზღვევა, 1950 წლის შემდეგ აშენებული ბინისა და 2006 წლის შემდეგ აშენებული ბინების დაზღვევა.

სადაზღვეო პრემია
სადაზღევეო კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია მიუწვდომელია

რა ღირს ბინის დაზღვევა

ირაო, ვენის სადაზღვეო ჯგუფი

სადაზღვეო კომპანია ირაო სთავაზობს მომხმარებლებს ბინის/სახლისა და შიგთავსის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
სეტყვა, ძლიერი ქარი, მიწისძვრა, წყალდიდობა
ფიქსირებული მინების დაზიანება
ელექტროგაყვანილობის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლა
ვანდალიზმი, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება
აფეთქება, კვამლი, ხანძარი

სამუხაროდ სხვა ინფორმაცია საიტზე მოცემული არაა

აი სი ჯგუფი

სადაზღვეო კომპანი აი სი ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს ბინის, სახლის, აგარაკისა და მათში არსებული შიგთავსის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
მიწისძვრა, ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
სტიქიური უბედურებები
ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა
მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოწვეული ზარალი
საკანალიზაციო და გათბობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად გამოწვეული ზარალი
მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა

სამუხაროდ სხვა ინფორმაცია საიტზე მოცემული არაა

პრაიმი

სადაზღვეო კომპანია პრაიმი მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების შენობისა და შიგთავსის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
აფეთქება, მეხის დაცემა, ხანძარი
სტიქიური უბედურებები
წყალ-საკანალიზაციო სისტემის უეცარი და მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული დატბორვით მიღებული ზარალი
ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი.
სატრანსპორტო აშუალებების შეჯახება

სამუხაროდ სხვა ინფორმაცია საიტზე მოცემული არააა

ტაო

სადაზღვეო კომპანია ტაო მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირის მიერ ქონების განზრახ დაზიანება
სტიქიური უბედურებები
ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
წყლით დაზიანება (კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, გათბობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება)

სამუხაროდ სხვა ინფორმაცია საიტზე მოცემული არააა

კამარა

სადაზღვეო კომპანია კამარა მომხმარებელს სთავაზობს ბინის, სახლისა და აგარაკის დაზღვევას.

რა შემთხვევები ანაზღაურდება დაზღვევის პოლისით
ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, უხთოვლიანობა
წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა
მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზარალი

სამუხაროდ სხვა ინფორმაცია საიტზე მოცემული არააა

გარდა ამ კომპანიებისა, უძრავი ქონების დაზღვევას მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვეო კომპანიები ალფა, ჰუალინგ დაზღვევა და არდი. თუმცა მათ საიტზე მოცემული არ არის ინფორმაცია დაზღვევის პირობების შესახებ.