ვალის გასტუმრების 5 საუკეთესო გზა
როდესაც ადამიანი რთულ ფინანსურ სტუაციაშია, სხვადასხვა სახის სესხები ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველია. ადამიანი ფიქრობს, რომ მიიღებს ცოტაოდენ დახამრებას და მომავალში, ძალიან მარტივად გაუმკლავდება და უპრობლემოდ გაისტუმრებს ვალებსაც. თუმცა რეალურად, სესხი ხშირად ადამიანის გასაჭირის და მენტალური სიმშვიდის დარღვევის უმნიშვნელოვანესი წყარო ხდება. ხშირია ასევე შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს რამოდენიმე სესხი აქვს ერთდროულად აღებული, რაც ზეწოლის წყაროც ხდება. და სწორედ ამ სესხების გამო ხშირად ფორმირდება დავალიანებები, რომელთა გასტუმრებაც ყოველდღიურად რთულდება.
გვინდა თუ არა, თითქმის თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრების განმავლობაში, ერთი ვალი მაინც აუღია სხვადასხვა მიზეზის გამო. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეძლებულია ადამიანი, ან თუ რამდენად ადვილად შეუძლია მისი გასტუმრები, ვალის ქონა ყოველთვის წარმაოდგენს დისკომფორტის და დაძაბულობის წყაროს. ამის გამო, ყველა ადამიანს სურს რაც შეიძლება მალე მოახერხოს მისი გასტუმრება და ბანკთან, თუ სხვა პირთან ამ მხრივ ურთიერთობის საბოლოოდ დასრულება. მაგრამ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვალის გასტუმრება ხშირად ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, ის ან ნებისყოფის ნაკლებობის, ან უბრალოდ საჭირო ინფორმაციის არქონის გამო ვერ ახერხებს საჭირო ოპერაციებს ჩატარებას, რათა რაც შეიძება მალე მოიშოროს ეს ტვირთი.
არსებობს მრავალი სხვადასხვა რჩევა თუ სტატია იმის შესახებ, თუ როგორ მოვიცილოთ ეს თავისტკივილის მომგვრელი საზრუნავი, მაგრამ რეალურად ბევრი ის რჩევა, რომელსაც იძლევა ესა თუ ის წყარო, ნამდვილ ცხოვრებაში, ან ზალზედ რთული შესასრულებელია, ან უბრალოდ არაეფექტური. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ შევაგროვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე პროდუქტიული და ეფექტური რჩევებიდ დ ა გზები, რომელბიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის ვალის, რაც შეძლება მალე გასტუმრებასა და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა რომ აირჩიოთ სტრატეგია. ამ შემთხვევაში ყველა სესხის გადამხდელს აქვს ორი ვარიანტი, ან დაფაროს სესხი რაც შეიზლება სწაფად, ან ეს პროცესი გაწელოს, თუმცა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლება ცვლილება შეიტანოს.
ზვავის ეფექტი
როდესაც სესხის გასტუმრებას ცდილობ, ეს მთელს შენს ფინანსურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მიზანი არამხოლოდ ამ სესხის გასტუმრება არამედ ამის ფონზე ასე თუ ისე ფინანსური სტაბილურობის და უზრუნველყოფის შენარჩუნება. ვალი ეს არის პასუხისმგებლობა რომელტთანაც არაადეკვატული მიდგომიტ შეიძლება თქვენი საკრედიტო ისტორია და მთელი ფინანსური მომავალი დააზიანოთ. ამიტომ იისათვის, რომ სესხი წარმატებით გაისტუმროთ აუცილებელია რომ თქვენი მიდგომა და სტრატეგია თქვენ საკუტარ თვისებებსა და ფინანსრუ შესაძლებლობებს იყოს მორგებული და რაც მტავარია რეალისტური იყოს თქვენი უკვე არსებული მონაცემებისთვის და არა სამომავლო, იდეალური, არარეალური სიტუაციისთვის.
ამისთვის განსაზღვრეთ თუ როგორ გადაიხდნიტ ვალს, გირჩევნიათ, რომ ვალი რამდენიმე სწრაფი დაფარვით, თუ გირჩევნიათ, რომ ვალი დიდი ხნის მანძილზე თუმდა შედარებით მცირე ყოველთვირუი გადასახადით გაისტუმროთ
ობიექტურად არცერთი მეთოდი არ არის უპირატესი რადგან ამის მთავარი ინდიკატორი არის ის, თუ რამდენად კომოფრტულად და დროულად გადაიხდით თქვენს ვალებს. ეს კი თავის მხრივ იმაზე არის დამოკიდებული თუ როგორ და რანაირად მართავთ საკუთარ ფინანსებს. რა სტილი ერგება თქვენს ფინანსურ ჩვევებს და ასე შემდეგ.
თუ იცით, რომ დიდიხნის განმავლობაში, თუნდაც მცირედი თანხის ჩამოჭრა თქვენთვის დისკომფორს შექმნის, მაშინ ჯობია რომ მალევე მოითავოთ ვალის გადახდა და რამდენიმე თვე შედარებით ნაკლები თანხა დახარჯოდ არაააუცილებელ საყიდლებში ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავიდანვე მოახდენთ თქვენი ფინანსების მობილიზებას რომ რაც შეიძლება მალე მოიშოროთ ვალი, თუნდაც ბევრ თქვენს ჩვევაზე უარის თქმა მოგიწიოთ ან ყოველდღიურ ცხოვრებაშ მეტი ცვლილების შეტანა მოგიხდეთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი, რომ მზად იყოთ იმისთვის, რომ ცვლილებები უფრო შესამჩნევი იქნება, თუმცაღა ყოველთვის გეცოდინებათ, რომ რეალურად თქვენ მალევე შეძლებს გამოწვევბის გადალახვას, და ვალს მალევე გადაიხდით. ეს იმ შემტხვევაში თუ იცით, რომ ალით ცხოვრება რეალურად მეტ პრობლემას შეგიქმნით და ზედმეტ ტვირტად დაგაწევბად.
ხანგრძლივი გეგმა
თუ ვალის ქონა თქვეთვის განსაკუთრებით პრობლემური არ არის, მაშინ შეიძლება თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს მცირე თანხის ყოვეტვიურად გადახდა, საქმე იმაში რომ ისევე, როგორც გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში პროცენტული დანამატი შედარებით მაღალია, ეს საბოლოოდ თქვენზეც შეიძება გავრცელდეს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საბოლოო ჯამში მეტი თანხის გადახდას ნიშნავს, თქვენი ყოველდღიურება ნაკელბად იცვლება ვალის გასტუმრებისას რაც შეიძლება თქვენთვის პრიორიტეტიც კი იყოს. იმისთვის, რომ ამ ვალის გასტუმრებად რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოახერხოთ და თქვენი ყოველდღიურობა რაც შეიძლება ნაკლებად შეიცვალოს ასეთი მიდგომა ბევრად უფრო მომგებიანია და საქმესაც გაგიმარტივებთ.
ვალის გასტუმრების ხანგრძლივი გეგმა, გულიხსმობს, რომ თქვენი ცხოვრების სტილი ვალი აღებიდა და შემდეგ გასტუმრების პერიოდში მინიმალურად შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვენლოვანი, თუ თქვენ საკუთარი ფინანასების გარდა, სხვების კეთილდღეობაც არის დამოკიდებული. მაშინ რა თქმა უნდა, რთულია სხვა ტიპის მიდგომის გამართლება რადგან ეს სხვების კომოფრტზეც ახდენს გავლენას. როდესაც გრძელვადიან სესხს იღებტ ან ვალის გასტუმრებას შედარებით დიდიხნიანი გეგმით იწყებთ, არის შანსი, რომ საბოლოო ჯამში მეტი თანხის გადახდა მოგიწივიოთ, თუმცა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილს რიცხავთ ყოველთვეში, ეს სხვაობა თქვენთვის შესამჩნევი არ უნდა იყოს.
ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტურია და ერთ-ერთე ყველაზე მარტივიც, იმისთვის, რომ უხერხულობები თავიდან აირიდოტ საჭიროა, რომ აწარმოოთ ვალების გასტუმრების წიგნაკი, ან იმ შემთხვევაში თუ ონლაინ ბანკინგთან და ინტერნეტბანკინგთან პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით მოაგვაროთ და აკონტროლოთ. დღესდღობიტ ვალების გასტუმრება და ამი დალაგებულად გაკეთება ძალიან მარტივია. მთავარია, რომ გქონდეთ მოტივაცია და მონდომება, რომ ეს საქმე ბოლომდე რაც შეიძლება უპრობლემოდ მიიყვანოთ.
აქციეთ ვალის გასტუმრება პრიორიტეტად
ეს შეიძლება ბევრისთვის ზედმეტად მარტივი რჩევა იყოს, თუმცა ვალის გასტუმრებისთვის, აუცილებელის, რომ ის ყოველთვის გახსოვდეტ და ტქვენი სხვა გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიიღოთ. ამითომ ყოველთვე შემოსავლის აღებისთანავე აუცილებლად გადადეთ ცალკე თანხა ვალის გასასტუმრებლად ისევე როგორც ცალკე დებთ თანხას გადასახადებისთვის. თუ გადასახდელ თანხას ყოველთვის ბოლო მომენტამდე მოიტოვებთ ძალიან ხშირად მოგიწევთ არაკომფორტულ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც საკმარისი ყოველთვიური ტანხა უბრალოდ არ გექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ამ დაშვებიტ ხელმძღანელობა ყველასთვის მისაღები და სწორი არ იქნება, თუ იცით, რომ ფულის მართვა თქვენი ძლიერი ხმარე არ არის, მაშინ აუცილებლად უზურნველყავით ის, რომ ვალის გასასტუმრებელი თანხა, ყოველთვის თვის დასაწყისში გადადეთ და წინასწარ იყავით მზად და მშვიდად. ეს არამხოლოდ ფინანასურად დაგეხმარებათ არამდე ზოგადად თავს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ.
ვალის გადახდის ეს მეთოდი ალბათ ყველაზე იდეალურად ჟღერს, თუმცა არსებობს მიზეზები იმისა, თ რატომ არ არჩევს ბევრი ადამიანი ამ მეთოდის გამოყენებას. მაშინ როდესაც ვალის გადახდას სწრაფად ცდილობთ, ასევე ებრძვით გარე ფაქტორების ცვალებადობასაც, რათა თქვენი კონტროლის გარეთ მყოფმა მოვლენებმა საფასურზე და გადახდი პირობებზე ვერანაირი გავლენის მოხდება ვერ შეძლოს. ამას კი იმ ტიპის მოთმინება და ორგანიზებულობა სჭირდება რაც დღეს ბევრ ადამიანს გამოცდილებებიდან გამომდინარე არ აქცს. თუ ვალის გადახდის ყველაზე სწრაფ გეგმას შეადგენთ და თქვენთვის პრიორიტეტი მისი გასტუმრება და არა ყოველდღიური ნორმის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება იქნება, მაშინ ამ მიდგომით ყველაზე მალე შეძლებთ რომ პასუხისმგებლობა თავიდან მოიშოროთ და სხვა ფინანსურ მიზნები დაისახოთ.
შეცვალეთ თქვენი ფინანსური ჩვევები
მართალია, ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ვალის გასტუმრების პროცესის გამარტივებაში, თუმცა ამის დაჩქარებისთვის თქვენ ფინანსური ჩვევების გადახედვაც დაგეხმარებათ. სანამ ვალის გაქვსტ გასასტუმრებელი შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი არააუცილებელი ხარჯი დათმოთ და ეს თანხა ვალების გასტუმრებას დაუთმეთ. ეს ნიშნავს, რომ ხელფასის ან სხვა ტიპის შემოსავლის მიღებისას აუცილებელი ხარჯების გადადებისას, მათ შორის ფიქსირებული ვალის გასასტუმრებელი ფონდის გასტურების შემდეგაც შეეცადეთ, რომ მაქსიმმალურად შეამციროთ არააუცილებელი ხარჯები შეამცირეთ ან საერთოდაც გააქრეტ თქვენი ფინანსური ცხოვრებიდან, თუნდაც მოკლე ვადით. არ არის აუცილებელი რომ ეს ცვლილებები მთელი ცხოვრების განმალობაში გაგყვეთ და არც იმის დამტკიცებას ვცდილობთ რომ არააუცილებელი ხარჯები მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ამ ტიპის დათმობების ხარჯზე ვალის გასტუმრების პროცესი რომელიც მხოლოდ რამდენიმ თვის მანძილზე იქნება თქვენი ცხოვრების ნაწილი, ბევრად გაამარტივებს საქმეს.
როდესაც ფინანსურ ჩვევებზე ვსაუბრობთ, აუცილებელი გავითვალისწინოთ ჩვენი ოჯახური ფინანასები, ქვეყანაში არსებული ფინანსური ტრადიციები და ეკონომიკური მდგომაორება, რადგან თითეული ეს მაჩვენებელი ქმნის ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ ვმართავთ ჩვენ საკუტარ ფინანსებს ჩვენს გარშემომყოფებზე დაყრდნობით. აუცილებელია რომ ბოლომდე გვესმოდეს, რომ შესაძლოა ის ჩვევები რომლებიც ჩვენს ოჯახს წლებია მოსდევს, ეკონომიკურად მომგებიანი არ იყოს და უნდა ვიყოთ მზად, რომ შევცვალოთ გარკვეული ჩვევაში გამჯდარი ქცევები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ მდგომაორებასა და ფინანასებს აზიანებს. ამის მისაღწევად აუცილებელია საკუთარი ფინანსური ჩვევების გულწრფელად გადახედვა და უკეთესი მოცემულობების აქტიური ძიება.
აირჩიეთ სისტემა რომელიც თქვენზეა მორგებული
ვალის გასტუმრების ეს ტექნიკები შეგიძლიათ გამოიყენოტ ერთად ან ცალცალკე , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია, რომ ის რჩევები შეარჩიოთ, რომლები თქვენს ცხოვრების წესს ყველაზე კარგად ერგება და თქვენთვის ყველაზე მომგებიან მდგომაორებაში გამყოფებთ. როდესაც ვალებსი გასტუმრებაზე ვსაუბრობთ მთავარი ის არის, რომ მიზანს რაც შეიძლება ნაკლები გართულების გარეშე მივაღწით რაც პირდაპირ იქნება იმაზე დაკიდებული უტ რამდენად მდგრადია თქვენი ტაქტიკები და რამდენად შეძლებთ მათ შენარჩუენაბს გრძელვადიან პეესპექტივაში. სწორედ ამიტომ, სანამ ჩამოთვლილი სტარტეგიებიდან რომელიმეს აირჩევთ აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი პიროვნული თვისებები, ფინანსური მდგომაორება, შემოსავლის სტაბილურობა და თქვენი დამოკიდებულება ფულთან. ყველაფერი მნშვნელოვანია ვალის გასტუმრების სტრატეგიის არჩევის დროს. როდესაც ამას დააკვირდებით, ბევრად მარტივი იქნება ამ მეთოდებიდან თქვენთის სასურველი მიდგომის არჩევას. თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, თუ რომელი მეთოდია, თქვენთვის მორგებული, შეგიძლიათ თქვენს წარსუ გამოცდილებებს დაეყრდნოთ და ისე გაარკვიოთ, თუ რომელი მეთოდით მიაღწიეთ ადრე წარმატებას, ან თუნდაც გამორიცხვის მეთოდით, შეგიძლიათ გაიხსენოტ თუ რატ იპის გადახდის სისტემამ იმუშავა თქვენთვი ცუდად და რა ფინანსურის ასპექტები გიქმნიტ დისკომფორტს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ ვალის გასტუმრების ყველაზე ეფექტური მეთოდი აირჩიოთ.
როგორც ხედავთ, არაერთი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ ვალი სწარაფდ და წარმატებიტ გადაიხადოთ. ის თუ რომელი მეთოდი მოუხდებოა ყველაზე მეტად თქვენს სიტუაციას ძალიან პერსონალურია. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ერთი მეთოდი რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება ან ყოველთვის წარმატებული იქნება. ამის მაგივრად, მთავარი საზომი წარმატებულდ გასტუმრებული ვალისა სწორედ ის არის თუ რამდენა დეფექტურად და მარტივად მოახერხეთ. ამ ვალის გასტუმრება ისე რომ თქვენი ყოველდღიურობა რადიკალურად არ შეცვლილიყო და თავა არ დარჩენილიყავით უკმაყოფილო თქვენ მდგომაორებით. ჩამოთვლილი 5 მეთოდი დაგეხმარებათ, რომ ვალები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაისტუმროთ

