საქართველოს ღვინის ექსპორტი – 2021-22 წლების სტატისტიკა

საქართველოს ღვინის ექსპორტი – 2021-22 წლების სტატისტიკა post thumbnail image

საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლო, აქტიურად არის ჩართული ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენის აქტივობებში. ბოლო წლების წარმატებულმა პრევენციებმა, მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ღვინისადმი ცნობადობის დონე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღვინოსთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა ჭაჭა და საბრენდე სპირტი.

ევროპის მასშტაბით, საერთაშორისო და ლოკალურ ბაზრობებზე, ქართული ჯგუფები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სადეგუსტაციო წარდგენებში. მაგალითად ივლისში, ქართულმა გუნდმა, ქალაქ ლაიფციგში, ლოკალურ ბაზრობაზე, წარადგინა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო და დაინტერესებულ პირებს გააცნო მათი სპეციფიკის, თვისებებისა და დამზადების ტექნოლოგიების შესახებ საჭირო ინფორმაცია.

2021-2022 წლის დადებითი მონაცემების ფონზე, კი შესაბამისი კომპეტენციები ახალ გაუმჯობესებულ პირობებსა და რეგულაციებს აანონსებენ, 2022 წლის რთველის სეზონთან დაკავშირებით.

2021 წელს, ქართული ღვინის ექსპორტი 62 ქვეყანაში განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2021 წელს ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ჯამურად ექსპორტმა 100 მილიონ ბოთლზე მეტი შეადგინა, რომელიც აქტიურად გაიყიდა მსოფლიოს 62 ქვეყანაში. 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, საექსპორტო მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი, ხოლო საერთო შემოსავლები 4%-ით. 2021 წლის საერთაშორისო ექსპორტმა, ქართულ ღვინის სექტორს 222 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა. შესაბამისად, სააგენტოს განცხადებით, სექტორი დინამიკას და მნიშვნელოვნად დადებით სარეიტინგო პოზიციას კვლავ აქტიურად ინარჩუნებს.

რაც შეეხება კომპანიებს, ჯამურად ექსპორტი 421-მა ღვინის კომპანიამ განახორციელა, რაც საკმაოდ დადებითი შედეგია. პირველ რიგში, ეს გულისხმობს, საქართველოს ლოკალურ ბაზარზე, ღვინის სექტორში ბიზნესის ზრდას და მეტი ადამიანის დაინტერესებას. აქტიური სვლებით, კი თითოეულ კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებასა და ქართული ღვინის გლობალურ პოპულარიზაციაში. აქვე აღსანიშნავია ბრენდის ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდაც, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, 30%-ით იყო გაზრდილი და 2021 წელს შეადგენდა 38 მილიონ ბოთლზე მეტს. რაც შეეხება აღნიშნულიდან მიღებულ შემოსავალს, ის 70 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

როგორც უკვე აღინიშნა, ღვინოსთან ერთად, გაიზარდა ჭაჭის საექსპორტო მოცულობაც. კონკრეტულად, ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში ჭაჭის ექსპორტი, 2020 წელთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა და 760 00 ბოთლზე მეტი შეადგინა. ამან სექტორს 2 მილიონამდე აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა.

ჯამურად, ღვინის, ბრენდირებული სპირტისა და ჭაჭის 2021 წლის ექსპორტი, 2020 წელთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი, რაც საერთო მიღებული შემოსავლის კუთხით, 356 მილიონ აშშ დოლარზე მეტს უდრის.

 ქართული ღვინის 2021-2022 წლის ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით

ბოლო კვლევის მიხედვით, ქართული ღვინისა და ჭაჭის ექსპორტი მსოფლიოს 62 ქვეყანაში განხორციელდა. რეგიონის კუთხით, იმპორტიორი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპულია, თუმცა სიაში გვხვდება ისეთი ქვეყნებიც, როგორიცაა მონღოლეთი, ყაზახეთი, ისრაელი, იაპონია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ძირითადად ორ ნაწილად იყოფა. ისინი, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი აქტიურ ფაზაში, დინამიკის მხრივ შენარჩუნებულია, და ქვეყნები სადაც 2021 წელს,  2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტირებული ქართული ალკოჰოლის მოცულობა.

კონკრეტულად, კანადასა და შვედეთში, ექსპორტი 90%-ზე მეტი მაჩვენებლით გაიზარდა, ისრაელში 62%-ით, ხოლო ყაზახეთში 38%. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში, სადაც იმპორტირებული მოცულობა 260%-მდე გაიზარდა. ასევე მაღალია ზრდა თურქეთში, სადაც ნიშნულმა დაახლოებით 210% შეადგინა. მცირე, თუმცა აღსანიშნავი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში, სადაც ზრდის მაჩვენებელი 6%-დან 26%-მდეა. მცირე მოცულობითი ზრდა გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული სახელმწიფოები ღვინის სექტორში, საქართველოს დიდი ხნის მოკავშირეები არიან და უკვე წლებია, მათ ტერიტორიაზე დიდი მოცულობით ხდება ქართული ღვინის ექსპორტი. ასე რომ სამიზნე აუდიტორია ბევრად სტაბილურია, რაც შესაბამისად იწვევს მოთხოვნის მდგრადობას, პოპულარობის დონის შენარჩუნებას და საექსპორტო მოცულობის მცირედი ინტერვალებით ზრდას.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ღვინის საექსპორტო დინამიკა შენარჩუნებულია, ეს ჩამონათვალიც მეტ წილად საქართველოს გრძელვადიან პარტნიორებს მოიცავს. ესენია ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და გერმანია. აღნიშნულ სახელმწიფოებში საექსპორტო მოცულობის ზრდა 10%-დან 29%-მდეა შენარჩუნებული. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ნიშნული 76%-ია. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორ ქვეყნებს შორის გამოირჩევიან ჩინეთი, იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-ში ქართული ღვინო ერთ-ერთი წამყვანი იმპორტული პროდუქტია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი სულ რაღაც 12%-ით გაიზარდა, თუმცა ამერიკის ბაზარზე, საქართველო გამოცხადდა, როგორც ლიდერი ღვინის ექსპორტიორი ქვეყანა. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის, AAWE-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო პირველ ადგილს იკავებს და რეიტინგით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

იმპორტირებული ქართული ღვინის 11%-ზე მეტი, რომლებსაც ორგანული ღვინის სერთიფიკატი აქვთ მინიჭებული, პირველ პოზიციაზეა ამერიკის ბაზარზე. მას მოსდევს ავსტრია 7.4%-ით და კანადა 7.1%-ით. მოცულობის კუთხით, ამერიკაში განხორციელდა მილიონ ბოთლზე მეტი ქართული ღვინის ექსპორტი. პოზიციის აღსანიშნად, AAWE-ს რიგით მეთოთხმეტე კონფერენცია, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, საქართველოში გაიმართება. წინა კონფერენცია ვენაში, 2019 წელს გაიმართა. ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ახალი პარტნიორული ურთიერთობებისა და ქართული არა მარტო ღვინის, არამედ სხვა ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის გაუმჯობესების მხრივ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *