კრიპტოვალუტის ფასები მცირდება – რას უნდა ველოდეთ 2023 წელს?

კრიპტოვალუტის ფასები მცირდება – რას უნდა ველოდეთ 2023 წელს? post thumbnail image

თუ გადავხედავთ ბოლო სამი წლის შედეგებსა და ტრენდებს, ნათელია რომ კრიპტო ვალუტით ვაჭრობა საკმაოდ რთულად პროგნოზირებადი პროცესია. ამ სამი წლის მანძილზე, ათასობით ინვესტორმა ნახა როგორც უდიდესი მოგება, ასევე მნიშვნვნელოვანდ დიდი რაოდენობის ზარალიც. 2023 წლის პროგნოზები კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის ბაზარს. მიუხედავად ხშირი და არსებითი რყევისა, კრიპტო ვალუტით ვაჭრობა, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში პოპულარობას აქტიურად ინარჩუნებს. თუ რა მოხდა კრიპტო ბაზარზე ამ წლების განმავლობაში და რას უნდა ელოდეთ 2023 წელს, დაწვრილებით გაიგებთ ამ სტატიაში.

კრიპტო ვალუტის ბაზარი 2021–2022 წლებში

მიუხედავდ იმისა, რომ ორი წელი არც ისე დიდი პერიოდია ისეთი მასშტაბური ბაზრისტვის, როგორიცაა ციფრული ვალუტის ბაზარი, თითოეული წლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დავიწყოთ 2021 წლით, როცა მსოფლიოში კრიპტო ვალუტით ვაჭრობა თანდათანობით პოპულარული ხდებოდა. ეს მარკეტი წლებია არსებობს თუმცა საზოგადოების რიგითი მოქალქეები ამით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ჩაკეტილი საზღვრებისა და მკაცრი რეგულაციების ფონზე, საზოგადოების ყოველდღიურობა ონლიან სივრცეში გადავიდა. ადამიანები ეძებდნენ ახალ გზებს ფინანსური შემოსავლის მისაღებად. სწორედ ამან და მიმზიდველმა ფინანსურმა სარგებელმა განაპირობა ციფრული ვალუტით ვაჭრობის პოპულარობა, 2021 წელს. დაინტერესებამ პიკს მიაღწია, როდესაც ბიტკოინის ფასი, 2021 წლის შემდოგომაზე რეკორდულად გაიზარდა და ინვესტორებმა ათი ათასობით დოლარის სარგებელი მიიღეს. ამავე წლის ნოემბრის შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებდა ვაჭრობას, რამაც ციფურლი ვალუტის ბაზარის რეკორდულ დროში ზრდა და განვითარება გამოიწვია.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, 2022 წლის თებერვლამდე, როდესაც ბიტკოინის ფასი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. ამ დროისთვის ადამიანებს უკვე გაზრდილი ინვესტიცია ჰქონდათ შეტანილი კრიპტო ბაზარზე და შესაბამისად, თებერვალში ფინანსურად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ეს ნეგატიური ტრენდი 2022 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა, სადაც ბიტკოინისა და სხვა კრიპტო ვალუტების ფასმა კიდევ უფრო შემცირება დაიწყო. შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა ზაფხულში, როდესაც დამაიმედებელი პროგნოზები გაჩნდა 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლისთვის. კერძოდ, ივნისში ბიტკოინის ფასის შედარებით სტაბილურმა ზრდამ ინვესტორებს კვლავ მისცა ფინანსური მოგების მიღების შესაძლებლობა და ინტერესი ბაზრის მიმართ კვლავ გაიზარდა.

2022 წლის შემოდგომა საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო აღნიშნული მარკეტისთვის. კერძოდ, გაიზარდა ციფრული ვალუტების სახეობა, გაუმჯობესდა მათი თვისებები და ბაზარი მეტად სტაბილური გახდა. შესაბამისად, საზოგადოების ინტერესის მაღალი დონე კვლავ შენარჩუნდა. განსაკუთრებიტ პოზოტიურ პერიოდად დასახელდა ოქტომბერი–ნოემბრის პერიოდი როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 20 000–მდე გაიზარდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მოვაჭრეებისთვის ფინანსურად მომგებიანი იყო. ამან ასევე გამოიწვია ოპტიმიზმისა და ჩართულობის დონის ზრდაც სრულიად კრიპტო ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, კრიპტო მარკეტი კვლავ არასტაბილურ ალტერნატივად რჩება რომლის მიმარტ ინტერესის მაღალი დონე ახალი ციფრული ვალუტების დ ამათი სტაბილურობის მიზეზით არის შენარჩუნებული. 2022 წლის ბოლოს, დეკემბრის მონაცმების მიხედვით, ფასმა კვლავ შემცირება დაიწყო, რაც 2023 წლის პროგნოზებს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის.

ციფრული ვალუტის მარკეტი 2023 წელს

ვინაიდან 2022 წელი კრიპტო ვალუტის შემცირებადი ფასით დარსულდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში ტენდნეცია კვლავ შარჩუნდება. დღევანდელი მონაცემების მიხედვით შემცირებას განიცხდის ციფრული ვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციაც რაც დრეს დაახლოებით 968 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინდექსი 3%–ით არის შემცრებული.

ნაკლებად პოპულარული კრიპტო ვალუტები ნაკლებად მკვეთრი ცვლილებით გამოირჩევიან  თუმცა ისეთი ხშირად გამოყენებადი ვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი ბოლო ერთი თვეა ფასის შემცირებას განიცდის. კონკრეტულად დღეს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 20 800 დოლარია, რაც ნიშნავს, რომ ფასი 2%–ით დაეცა. იგივე ტენდნეცია აღინიშნება ეთერიუმთან მიმართებით, რომლის ფასი 3%–ზე მეტად შემცირდა. დღეს ეთერიუმის ყიდვას, სულ რარაც 1 500 დოლარად შეძლებთ. ორივე კრიპტო ვალუტის შემთხვევაში შემცირებულია ბაზრის კაპიტალიზაციის მოცულობაც. კერძოდ ბიტკოინის აქტივების კაპიტალზიაცია 400 მილიარდ დოლარამდე დაეცა, ხოლო ეთერიუმის 187 მილიარდ დოლარამდე.

ვინაიდნა კრიპტო ბაზარი არ რეგულირდება სამთავრობო თუ ფინანსური ინსტიტუტების მიერ, მთავარ გამომწვევ მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ მონეტარულ პოლიტიკას და მის კრიპტო ბაზარზე გავლენას მიიჩნევენ. კონკრეტულად, ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით საგრძნობლად შემცირებულია რიტეილ სექტორის შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს რესურსების სიმცირით, არასაკმარისი შემოსავლით და მოსახლეობის ფულის დაზოგვისკენ მიმართული ჩვევით არის განპირობებული. ეს თავისთავად ზრდის რეცესიულ რისკებს, რაც არა მხოლოდ აშშ–ზე არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც აისახება. გავლენის სფეროებში კი ექცევა კრიპტო ვალუტის ბაზარიც, სადაც მოსალოდნელია აქტივობის შემცირება, ჩადებული ინვესტიციის საერთო ოდენობის კლება და არასტაბილურობის ფონზე ინტერესის კიდევ უფრო შემცირება. გაიზრდება თუ არა ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტო ვალუტის ფასები 2023 წლის მანძილზე, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *