ყველაფერი ბიტკოინის შესახებ – რატომ არის ასეთი პოპულარული?

ყველაფერი ბიტკოინის შესახებ – რატომ არის ასეთი პოპულარული? post thumbnail image

ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში გაჩნდა ახალი ტენდენცია – ვაჭრობა კრიპტო ვალუტით. საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ ყოფილა. 2020 წლიდან დღემდე, კრიპტო მოვაჭრეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და დღეს ის ბევრი ადამიანის დამატებით თუ მთავარ შემოსავლის წყაროდ რჩება. მიუხედავად მზარდი პოპულარობისა, სათანადო ინფორმირება ციფრული ვალუტის შესახებ მაინც დაბალია. ეს მეტ წილად გამოწვეულია ინდუსტრიის მყისიერი ზრდით, რაც ჯერ კიდევ ახალია საზოგადოებისთვის.

პოპულარობიდან გამომდინარე, ბოლო 2 წლის მანძილზე, მსოფლიოში ბევრი ახალი კრიპტო ვალუტა გამოჩნდა. მათი ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა მთავარი განსხვავება სტაბილურობაში, ტექნიკურ მახასიათებლებსა და პერსპექტივებშია. მიუხედავად ალტერნატივების სიმრავლისა, ბიტკოინი რჩება ლიდერ ციფრულ ვალუტად. შექმნის პერიოდის თვალსაზრისით, ბიტკოინი ყველაზე ძველი ვალუტაა და მისი მასიური გამოყენება არა 2020 არამედ, 2008 წლიდან იწყება. ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით ბიტკოინის შესახებ და ასევე მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაამარტივოთ პირველი ნაბიჯები კრიპტო ვალუტით ვაჭრობის ინდუსტრიაში.

რა არის ბიტკოინი და რა მახასიათებლები გამოარჩევს მას?

ნებისმიერი ციფრული ვალუტა წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური ვალუტისგან განსხვავებით, მას არ არეგულირებს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი თუ მთავრობა. შესაბამისად, ბიტკოინის მუშაობის პრინციპები და მახასიათებლები არა დადგენილი კანონის მიხედვით რეგულირდება, არამედ უშუალოდ ვაჭრობის ეტაპზე შექმნილი რთული მათემატიკური პროცესების შედეგად.

ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა ციფრული ვალუტები, შეიძლება გახდეს თქვენი ანონიმურობის გარანტი. ბევრი პლატფორმა გთავაზობთ დაცულ და ანონიმურ ტრანზაქციებს, რაც შეუძლებელი იყო ფიზიკური ვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში. ანონიმურობას სპეციალურად დაცული სერვერები უზრუნელყოფენ, ყოველი ტრანზაქციის მომენტში. რაც შეეხება ბიტკოინის გამოყენებას, ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი ვალუტა, იქნება ეს ფინანსური ტრანზაქციები, გადაცვლა თუ სხვა. გადაცვლაში არ იგულისხმება მხოლოდ ბიტკოინის გადაცვლა სხვა ციფრულ ვალუტაში, არამედ ფიზიკურ ვალუტაშიც, იქნება ეს აშშ დოლარი, ლარი თუ სხვა.

მთავარი განსხვავება, რაც ბიტკოინს ახასიათებს ჩვეულებრივი ვალუტისგან განსხვავებით არის უფრო ხშირი მერყეობა. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოწვეული არ არის მისი დეცენტრალიზებული სტრუქტურით. ჩვეულებრივი ვალუტის შემთხვევაში, საფასო ცვლილებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა თუ საზოგადოება. ბიტკოინის შემთხვევაშიც მსგავსად ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ეს არ ითვალსწინებს სამთავრობო და მსგავსი სახის გავლენებს.

ბიტკოინის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება. ცვლილება სრულიად არაპროგნოზირებადია, რასაც მარტივად მოწმობს 2021-2022 წლის ტრენდი. კონკრეტულად 2021 წლის დასასრულს, ბიტკოინი გამოირჩეოდა მაღალი ფასით, რამაც ძალიან ბევრ ინვესტორს მისცა საშუალება, გაეზარდათ შემოსავალი ბიტკოინით ვაჭრობის შედეგად. 2022 წლის დასაწყისში, კი ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბიტკოინის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით, დიდი მოცულობის ფინანსური ზარალი გამოიწვია. შესაბამისად, ბიტკოინის გამოყენებისა თუ ვაჭრობის მთავარი პრინციპი არის ფასის მონიტორინგი და საჭირო დროის შერჩევა, მისი ყიდვისთვის და გაყიდვისთვის.

როგორ ვივაჭროთ ბიტკოინით საქართველოში?

საქართველოში ბიტკოინის შეძენა ძალიან მარტივია. ამისთვის ბევრი სხვადასხვა პლატფორმა არსებობს, როგორიცაა MyCoins და სხვა. შეძენა ჩასარიცხი აპარატების მეშვეობითაც შეგიძლიათ. უფრო მეტიც, ევროპაში შეიქმნა ბიტკოინის ATM აპარატები, სადაც განაღდების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. სამომავლოდ, საქართველოშიც მოსალოდნელია მსგავსი აპარატების გამოჩენა.

იმისთვის რომ ორგანიზებულად მართოთ თქვენი ბიტკოინ აქტივები და განახორციელოთ ტრანზაქციები, დაგჭირდებათ კრიპტო საფულე, რომლის შექმნა ძალიან მარტივია. საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ქართული, ასევე უცხოური პროგრამები. მათი ინსტალაცია კომპიუტერსა თუ სმარტფონში მარტივად ხდება. შერჩეულ აპლიკაციაზე დარეგისტრირების შემდეგ კი, პროგრამას იყენებთ ისე, როგორც ჩვეულებრივი ვალუტის შემთხვევაში გამოიყენებდით მობაილ ბანკს. ბიტკოინის საფულის შესაქმნელად, საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმებია: Coinbase, Greenadress, Bitgo და სხვა.

აღნიშნულის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ვალუტის ფასის ცვლილება და შეარჩიოთ ხელსაყრელი დრო მის შესაძენად ან გასაყიდად. ბიტკოინის გადაცვლა ნებისმიერ ვალუტაში შეიძლება. საფულეების მეშვეობით ის ასევე შეგიძლიათ გადააგზავნოთ სხვა პირის საფულის ანგარიშზე.

რისკები და სარგებელი რაც ბიტკოინს ახასიათებს

როგორც ავღნიშნეთ, ბიტკოინს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ციფრულ ვალუტას არ არეგულირებს კონკრეტული ქვეყნის მთავრობა ან ფინანსური ინსტიტუტი. ყველაფრის წყარო მაინინგია, რომელიც პროგრამაში გამოთვლილი მათემატიკური ალგორითმების ამოხსნის შედეგია. შესაბამისად, ბიტკოინს არა ბანკი არამედ, ჩვეულებრივი ადამიანები ქმნიან.

ბიტკოინის გამოყენებას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. უნდა აღინიშნოს ანონიმურობის შესაძლებლობაც, რაც დაცვის მორიგი გარანტია. დეცენტრალიზებული სისტემა ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მცირდება თაღლითობის რისკი. ბიტკოინის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ გათავისუფლდებით ზედმეტი გადასახადებისგან, როგორიც მაგალითად იყო ბეგარის საფასური, ჩვეულებრივი ვალუტის შემთხვევაში. ასევე მისი დეცენტრალიზებულობა განაპირობებს იმას, რომ ის საერთაშორისოა და პირობები თუ მახასიათებლები არ განსხვავდება ქვეყნის მიხედვით.

მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, ბიტკოინი საკმაოდ დიდი რისკების შემცველია. თითოეული არსებული თუ პოტენციური რისკი აუცილებელია იყოს გათვალისწინებული, რათა თავიდან აირიდოთ ფინანსური ზარალი. კონკრეტულად, ბიტკოინის სუსტ მხარეებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, დიდი რისკი, რაც გამოწვეულია ფასის ხშირი ცვლილებით. ასევე არალეგალურობის შანსი, რაც თავისთავად გამოწვეულია კონკრეტული მარეგულირებელი ორგანოს არარასებობით.

სწორედ ამიტომ ენიჭება კრიპტო საფულის მონაცემების შენახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენივე კრიპტო აქტივების უსაფრთხოებაზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რადგან უსაფრთხოების ზომებს ქმნით თქვენ, სათანადო საფულის არჩევითა და მისი სათანადო დაცვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *