მილიონერის პროფილი – მიხეილ ლომთაძე

მილიონერის პროფილი – მიხეილ ლომთაძე post thumbnail image

მილიონერის პროფილი – მიხეილ ლომთაძე

ჯამური ქონება – $4,1 მილიარდი

მიხეილ ლომთაძე არა მარტო ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი, არამედ როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც 2021 წელს, ყაზახეთში საუკეთესო ბიზნეს ხელმძღვანელად აღიარეს.

წლის CEO-ს სტატუსამდე, მიხეილ ლომთაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების ეტაპები გაიარა. დაიბადა 1975 წელს, ბათუმში. ბაკალავრის ხარისხი, თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო. ამის შემდეგ სამაგისტრო საფეხურზე სწავლა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა.

ყაზახეთის ლიდერი საფინანსო კომპანიის დაარსება

2008 წლამდე ლომთაძე აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა ბიზნეს პროგრამებში, საქართველოსა და რუსეთის მასშტაბით. 2008 წლის შემდეგ კი საქმიანობა ყაზახეთში გაანგრძო. სწორედ აქედან იწყება მისი როგორც წარმატების, ასევე პოპულარობის პერიოდიც. ყაზახეთში, ვიაჩესლავ კიმთან ერთად, დაარსა ფინტექ-კომპანია Kaspi, რომელიც დღესდღეისობით, ქვეყნის ლიდერი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა.

კონკრეტულად, მომხმარებლებისთვის ეს არის ადგილობრივი კომპანია, რომელიც მათ ციფრული გადახდების სერვისებს სთავაზობს. სხვადასხვა სახის სავაჭრო ტრანზაქცია დაშვებულია იმავე პრინციპით, რა სტრუქტურითაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, Paypal და Klarna მუშაობენ. Kaspi უპირობო ლიდერია ბაზარზე და მომხმარებელთა საერთო წილის კუთხით, 18 მილიონიანი პოპულაციის დაახლოებით ნახევარს იკავებს.

ლომთაძემ დიდ წარმატებას პანდემიის პერიოდში მიაღწია. მისი საქმიანობის სპეციფიკასა და არეალზე დადებითი გავლენა იქონია, კოვიდ პანდემიის შედეგად დაწესებულმა შემზღუდველმა რეგულაციებმა. სწორედ 2020 წელს, კომპანიამ უდიდესი განთავსება განახორციელა LSE-ზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რის შედეგადაც დამფუძნებლები მილიარდელების საერთაშორისო სიაში მოხვდნენ. იმ დროისთვის, მიხეილ ლომთაძის ქონება 3.8 მილიარდი აშშ დოლარით იყო შეფასებული.

აღნიშნულმა საერთაშორისო წარმატებამ, კომპანია Kaspi-ს საფინანსო ბრუნვაზეც დადებითი გავლენა იქონია. კერძოდ წმინდა მოგებამ 286 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მიხეილ ლომთაძე – წლის საუკეთესო CEO

პროფესიულ წარმატებასთან ერთად, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში მაღალი და პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობს. ამაზე მეტყველებს მის მიერ მიღებული რეგიონული თუ საერთაშორისო ჯილდოები. 2020 წელს, ის აქტიურად იყო ჩართული Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის ფონზეც ყაზახეთის პრეზიდენტმა ის “ხალხის მადლიერების” საპატიო მედლით დააჯილდოვა.

ამასთან 2021 წელს, ის მესამედ აირჩიეს, როგორც ყაზახეთში საუკეთესო აღმასრულებელი ხელმძღვანელი. რეიტინგის შედეგები მოსახლეობის გამოკითხვაზეა დაფუძნებული. ამავე წელს, მან მიიღო ტრანსფორმატორი დამფუძნებლის ჯილდო, რაც Kaspi-ს წარმატებას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში Forbes-ის მონაცემების მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონებამ 5 მილიარდი შეადგინა, რის შედეგადაც მან ცნობილ ქართველ მილიარდელ, ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო. 2022 წელს რეიტინგი სრულიად შეიცვალა, რაც განპირობებული იყო ყაზახეთში მომხდარი ტექნიკური არეულობით. ვინაიდან Kaspi ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური კომპანია იყო, მოულოდნელი აქციების დაცემით, კომპანიამ 3 მილიარდამდე იზარალა, რის შედეგადაც მიხეილ ლომთათიძის რეიტინგი Forbes-ის საერთაშორისო მილიარდელთა სიაში დაეცა. მიმდინარე ეტაპზე, მისი ქონება 4.1 მილიარდი აშშ დოლარითაა შეფასებული, რაც მსოფლიო რეიტინგში 956-ე პოზიციას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *