მილიონერის პროფილი – ნიკოლოზ გოგიტიძე

მილიონერის პროფილი – ნიკოლოზ გოგიტიძე post thumbnail image

მილიონერის პროფილი – ნიკოლოზ გოგიტიძე

ჯამური ქონება: $4 მილიარდი

ნიკოლოზ გოგიტიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი დიპლომატია. ფორბსის ოფიციალური შეფასებით, ის საქართველოს ტოპ 10 მდიდარ ადამიანს შორის ერთ-ერთია და მისი ჯამური ქონდება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

გოგიტიძე პროფესიით დიპლომატია, თუმცა მისი ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო მოხელეობასთნ ერთად, ატარებს იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებასაც. დაიბადა თბილისში, 1960 წელს. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხედრო ინსტიტუტის იურიდიული სკოლა.

ხანგრძლივი და წარმატებული დიპლომატის კარიერა

ქართული საზოგადოებისთვის ნიკოლოზ გოგიტიძე ცნობილი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში გახდა. ის ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩევლის პოზიციას იკავებდა 1993-დან 1994 წლამდე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ქონების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული პოზიციის დაკავების პერიოდში დააგროვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, კი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მთვარ მოადგილედ და მთავარ სამხედრო პროკურორად. აღნიშნულ პოზიციაზე გოგიტიძე 1997 წლამდე იყო. 1998 წლიდან, კი დიპლომატიის სფეროში დაიწყო მუშაობა.

დიპლომატიის სექტორის კუთხით, 2003-2004 წლებში, ის წარმოადგენდა საქართველოს კონსულს აზერბაიჯანში,  მოლდოვასა და უკრაინაში. ასევე იყო გენერალური კონსული ტრაპიზონში და საგანგებო დესპანი აზერბაიჯანში, 2007-დან 2011 წლამდე. მოგვიანებით, 2011 წლიდან,  მან დაიკავა გენერალური კონსულის პოზიცია საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში.

გოგიტიძის ამჟამინდელი ან სხვა საქმიანობის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ვინაიდან მისი სპეციალობის სფერო მეტ წილად დიპლომატიურ სექტორს მოიცავდა, კონკრეტული პროექტებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უცნობია. ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა, მიმდინარე პერიოდშიც.

2011 წლიდან ნიკოლოზ გოგიტიძე მეტ ნაკლებად აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა თუ საკონსულო სექტორთან დაკავშირებულ პროგრამებში. ასევე იყო საკონსულოებთან თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, მცირე ხნით.

მიუხედავად ნაკლები ცნობადობისა, ბოლო მონაცემებით, ის ტოპ 5 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის ერთ-ერთია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *