რიპლით ვაჭრობა საქართველოში – რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ

რიპლით ვაჭრობა  საქართველოში – რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ post thumbnail image

კრიპტოვალუტით ვაჭრობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ისევ ტრენდულია. მეტი ადამიანი ინტერესდება ბევრად კომფორტული სავაჭრო შესაძლებლობებით, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა კრიპტოვალუტა, ბირჟა, აკონტროლოთ ბაზარი და მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალი. მიუხედავად ფართო არჩევანის არსებობისა, მეტ წილად გავრცელებულია 10 ციფრული ვალუტა, როგორიცაა Bitcoin, Dogecoin, Litecoin და ა.შ. აღნიშნულ ტოპ ათეულში კი ერთ-ერთია რიპლი, რომელიც ცნობილია, როგორც XRP.

ეს არის კრიპტოვალუტა, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა, თუმცა სხვა ციფრული ვალუტის მგავსად, პოპულარული და ფართოდ გავრცელებული 2019 წელს გახდა. ვალუტის დამფუძნებელი იყო NewCoin-ის გუნდი, კრის ლარსენის ხელმძღვანელობით, რომლელმაც 2012 წლის სექტემბერში, გამოუშვა ციფრული ვალუტა, თავდაპირველი სახელწოდებით OpenCoin. სახელი, 2020 წელს, Ripple-ით იგივე XRP-ით შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გამოშვების რაოდენობა საკმაოდ მასიური და ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი იყო. მისი რაოდენობა 100 მილიარდ ერთეულს უდრიდა.

დღეს, მსოფლიოს კრიპტო ვაჭრობის ბაზარზე მიმოქცევაშია 80 მილიარდი ღირებულების XRP. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი სტაბილური და გამძლე ვალუტა. შესაბამისად, სწორედ ესაა მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზიც. კომფორტული ქსელი, შედარებით სტაბილური ფასითა და ნაკლები ფინანსური რყევებით, მარტივად მოექცა კრიპტო ვაჭრობით დაინტერესებული პირების ყურადღების ქვეშ.

მისი როგორც, სავაჭრო ვალუტის რეპუტაცია საკმაოდ დადებითია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში აღძრული იყო სარჩელი. მიზეზად დასახელდა, რომ XRP არ იყო რეგისტრირებული შესაბამისი ჩარჩოების გათვალისწინებით. აღნიშნულმა სარჩელმა, კიდევ უფრო მეტად გაზარდა მისი პოპულარობის დონე საზოგადოებაში და გამოყენების სიხშირეც მყისიერად გააუმჯობესა.

რაც შეეხება რიპლის დამფუძნებელთა განცხადებას, მათი ვალუტის მთავარი მიზანი იმ კრიპტო ვაჭრობის მახასიათებლების შეთავაზებაა, რომლებიც სხვა ვალუტებთან შედარებით, ბევრად ხელმისაწვდომი და იაფი იქნება. სხვა ციფრული ვალუტის მსგავსად, XRP დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და მომხმარებელს ბევრად ნაკლებ ფასებსა და დაბალ გადასახადებს სთავაზობს. ის ბევრად იაფი და ხელმისაწვდომია, ისეთ პოპულარულ ციფრულ ვალუტებთან შედარებით, როგორიცაა Bitcoin და Ethereum.

ყველაფერი, რაც რიპლის შესახებ უნდა იცოდეთ

რეიტინგის კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება XRP-ს 2017-2018 წლებში ჰქონდა, როცა საერთაშორისო კრიპტოვალუტის სარეიტინგო სიაში მეორე ადგილს იკავებდა Ethereum-ის შემდეგ. 2021 წელს აღძრულმა სარჩელმა მისი რეიტინგი მეშვიდე ადგილამდე შეამცირა, როცა მანამდე ის ტოპ 5-ში მუდმივად ინარჩუნებდა ადგილს. მიუხედავად ამისა, ბოლო მონაცემების მიხედვით ის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ციფრული ვალუტაა, ტოპ ათეულში.

რიპლის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი ფასთან ერთად, სწრაფ ტრანზაქციებშია. მათ, ვისთვისაც ლოდინი მნიშვნელოვან უარყოფით მახასიათებელს წარმოადგენს, ისეთ ციფრულ ვალუტებთან შედარებით როგორიცაა, Bitcoin და Ethereum, რიპლი ბევრად სწრაფია და მისი საშუალო გადაადგილებისთვის საჭირო ლოდინის დრო 4 წამია.

გარდა კლასიკური ციფრული ვალუტისა, რიპლი ითვლება, როგორც სავალუტო სისტემა, რომლითაც სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი. ასევე თითოეული XRP მონეტის ღირებულებაა არაა ისეთი მერყევი, როგორიც ეს არის ბიტკოინის შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო დავამ, მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება XRP-ს მიმართ, არის გარკვეული კრიპტო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ბირჟები, სადაც რიპლით ვაჭრობა არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თავდაპირველად საჭიროა შესაბამის ბირჟაზე, რიპლის მიმოქცევის გადამოწმება.

მორიგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც აუცილებელია რომ იცოდეთ არის უსაფრთხოების პრიორიტეტიზაცია. დამფუძნებელი კომპანია უზრუნველყოფს გამიჯნულ XRP საფულეს, RippleTrade.com პლატფორმაზე. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, აიცილოთ კიბერ-შეტევასთან დაკავშირებული რისკები მარტივად და ეფექტურად.

რაც შეეხება საქართველოში რიპლის პოპულარობასა და ხელმისაწვდომობას, ის ერთ-ერთი მაღალ მოთხოვნადი ციფრული ვალუტაა კრიპტო ბირჟაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია რიპლის დამფუძნებელებს შეხვდა. საუბრის ფონზე, კი გაჩნდა ინიციატივა, რიპლის რეგიონული ცენტრის საქართველოში გახსნის შესახებ. პირველი ეტაპის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ეტაპები, რომლებიც XRP-ის ვაჭრობის დაწყებისთვის არის საჭირო

საკვანძო ნაბიჯები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სწორად დაიწყოთ XRP-ით ვაჭრობა და შემდგომში, ეფექტურად წარმართოთ, მეტ წილად არ განსხვავდება სხვა ციფრული ვალუტით ვაჭრობის შემთხვევებისაგან. პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ Fiat-to-Crypt ბირჟა, სადაც სასურველი რიპლის რაოდენობას შეიძენთ. შემდგომში კი საჭიროა სავაჭრო პლატფორმის არჩევა, სადაც შეგეძლებათ შესყიდული რიპლით დაიწყოთ გაცვლითი ვაჭრობა.

ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია გქონდეთ სავაჭრო გეგმა, რაც პოტენციული მოგებისკენ მიმართულ სტრატეგიებს მოიცავს. ამისათვის საჭიროა ბაზრის დეტალური ანალიზი, საფასო რყევები და მასთან დაკავშირებული მოვლენების მიმდინარე ანალიზი. თუ თქვენი მიზანია, დოლართან მიმართებით ვაჭრობა, პროცესი ნაკლებ რისკებს და გაზრდილ ზემოქმედ ფაქტორებს მოიცავს. სურათი რადიკალურად განსხვავებულია, თუ ვაჭრობას სხვა კრიპტოვალუტასთან მიმართებით გეგმავთ. აქ ბევრად მაღალია საფასო რყევები, რაც თავისთავად აისახება მოგების ალბათობასა და რაოდენობაზე.

მორიგი ფაქტორი, რაც რიპლით ვაჭრობისას უნდა გაითვალისწინოთ არის პლატფორმის სანდოობა. ბირჟა უნდა იყოს სანდო, ჰქონდეს კარგი რეპუტაცია და იყოს ინფორმაციულად გამჭვირვალე. იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოთ სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმებისაგან და უზრუნველყოთ მეტი უსაფრთხოება, აუცილებელია გამოიყენოთ კრიპტო საფულეები, სადაც შესყიდული XRP-ის შენახვა მოხდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *