სადაზღვევო პროდუქტები – რა უნდა ვიცოდეთ შეძენამდე?

სადაზღვევო პროდუქტები – რა უნდა ვიცოდეთ შეძენამდე? post thumbnail image

რისკები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, საჭიროა საკუთარი აქტივების, სიცოცხლის თუ საკუთრების დაცვა. სწორედ აღნიშნულს ემსახურება სადაზღვევო სერვისების ცნება. მარტივად, რომ ავხსნათ, დაზღვევა არის სერვისი, რომელიც გვეხმარება უკეთ ვმართოთ რისკები დაზღვეულ საგანთან მიმართებით, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევებით იყოს გამოწვეული. ანაზღაურებული ზარალის ოდენობა და მასთან დაკავშირებული დეტალები, კი დამოკიდებულია პირის მიერ, არჩეულ სადაზღვევო პაკეტსა და დადებული ხელშეკრულების პირობებზე.

სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში, ასევე სადაზღვევო ბროკერთან, რომელიც ერთგვარი მრჩეველია, შემოგთავაზოთ თქვენს მოთხოვნებთან და საჭიროებებთან მაქსიმალურად მიახლოებული პაკეტი.

სადაზღვევო მომსახურება მოიცავს ფიქსირებულ გადასახადს, რომლის ინტერვალები დამოკიდებულია შეთანხმებულ პირობებზე. ამ საფასურის შესაბამისად, კი მოულოდნელი გართულებების დადგომის შემთხვევაში, დამზღვევს ეკისრება ვალდებულება, პირობების მიხედვით, აანაზღაუროს დაზღვეული პირის კონკრეტული ზარალი.

გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო სერვისების საჭიროება და პოპულარობა მუდმივად იზრდება, დღეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახლის, ნებისმიერი ტიპის საკუთრების, მოგზაურობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და სხვა აქტივების დაზღვევა.

თუ მანამდე სადაზღვევო სერვისებით არ გისარგებლიათ, ეს გაიდი დაგეხმარებათ გაიგოთ ყველა საჭირო საკითხი დეტალურად და მარტივად, რათა სწრაფად შეძლოთ თქვენთვის საუკეთესო და მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პოლისის პოვნა.

დეტალები, რომლებიც აუცილებელია იცოდეთ

პირველი და აუცილებელი მოთხოვნაა მიაწოდოთ სადაზღვევო კომპანიას დეტალური ინფორმაცია თქვენს და თქვენი საჭიროებების შესახებ. დამზღვეველმა ზუსტად უნდა იცოდეს თუ რა ტიპის საჭიროებები გაქვთ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, რათა სწორად შეარჩიოს დაზღვევის არეალი და ზარალის დადგომის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების ოდენობა თუ სხვა დეტალები.

არის გარკვეული გარემოებები, სადაც სადაზღვევო არეალი არ ვრცელდება და კომპანია ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება. ამიტომაც პოლისის დადებამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე, საჭიროა დეტალურად გაითვალისწინოთ საგამონაკლისო პირობები.

შემდეგი აუცილებელი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს არის ფრანშიზა. ის შეიძლება იყოს როგორც პირობითი, ასევე უპირობო. ეს უკანასკნელი გულისხმობს, იმ თანხის ოდენობას რაც საზაღვევო თანხას, თითოეული გამოყენებისას აკლდება. პირობითი ფრანშიზა კი თანხის ის ოდენობაა, რომელიც არ ანაზღაურდება კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. მისი ოდენობა და დამახასიათებელი პირობები მოქმედებს სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ პირი მითითებულ ვადებში არ ფარავს სერვისის ღირებულებას სრულად და დროულად, სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულების პირობების, ამ შემთხვევაში კი ზიანის ანაზღაურების, ვალდებულებისაგან თავისუფლდება.

როდესაც პოლისის მოსარგებლესთან დგება სადაზღვევო შემთხვევა, საჭიროა დროული მოქმედება იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ეს შესაძლოა მოიცავდეს, კონკრეტულ ვადებში მზღვეველის ინფორმირებას, რათა მასზე რეაგირება და ზიანის ანაზღაურება მოხდეს დროულად.

რჩევები სადაზღვევო პოლისის შეძენამდე

თუ აქამდე არ გისარგებლიათ კონკრეტული სადაზღვევო პოლისით, აუცილებელია შეძენამდე შეადაროთ რამდენიმე შეთავაზება და ამ გზით იპოვოთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობები. აუცილებელია აირჩიოთ სანდო კომპანია, რომლის რეპუტაცია კარგია და გაძლევთ გარანტიას, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, თქვენი ზიანი დროულად და სრულად ანაზღაურდება. ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიები დაგვიანებულ რეაგირებას ახდენენ ან სრულად არ ანაზღაურებენ საჭირო თანხას, რის შედეგადაც მოსარგებლის  გაუთვალისწინებელი პრობლემები იზრდება.

შედარების შემდგომ აუცილებელია, თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიებსა თუ ბროკერებს პირადად დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ. მაღალი კონკურენციის ფარგლებში, სარეკლამო შეთავაზებები მეტად მომხიბვლელია და განსხვავდება რეალური საჭიროებისაგან. ამიტომ თითოეული დეტალის გასარკვევად და სხვადასხვა ფაქტორის განსახილველად, საჭიროა პირადი საუბრის საფუძველზე, გაიგოთ რას გთავაზობთ დამზღვეველი, რა თანხის ვალდებულებას მოიცავს პოლისი და რა ფაქტორებს არ ითვალისწინებს სერვისის მოქმედების არეალი.

ფინანსური შესაბამისობის დადგენის მხრივ, გირჩევთ გამოიყენოთ სადაზღვევო კალკულატორები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში მარტივად ხელმისაწვდომია. ამ კალკულატორების მეშვეობით შეგიძლიათ, დაადგინოთ თქვენი საჭიროების და ინტერესების მიმართებით, სადაზღვევო პრემიის მიახლოებითი ოდენობა. ეს დაგეხმარებათ სწორი და რეალური წარმოდგენა შეიქმნათ დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

აუცილებლად, პოლისის შეძენამდე დააზუსტეთ ფრანშიზას ოდენობა. ეს განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობას, რომლის გადახდაც სერვისის გასააქტიურებლად გიწევთ. შესაბამისად, იქნება ეს პირობითი თუ უპირობო ფრანშიზა, აუცილებელია იცოდეთ მისი ზუსტი რაოდენობა, რადგან ეს არის ის თანხა, რასაც კონკრეტული შემთხვევის დადგომისას, სადაზღვევო კომპანია არ აგინაზღაურებთ.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *