ტექნიკური ხარვეზით, Coinbase-ის მომხმარებლებმა ასჯერ მაღალი შემოსავალი მიიღეს

ტექნიკური ხარვეზით, Coinbase-ის მომხმარებლებმა ასჯერ მაღალი შემოსავალი მიიღეს post thumbnail image

კრიპტო ვალუტით ვაჭრობა ერთ-ერთი გრძელვადიანი ტრენდია, რომელიც წინა წლის ნეგატიური განვითარების მიუხედავად, კვლავ არ კარგავს აქტუალურობას. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, ბევრმა ადამიანმა დაიწყო დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიება. სწორედ ამ მასიური მოთხოვის ფონზე იქცა ციფრული ვალუტის ინდუსტრია, მსგავსი ადამიანებისთვის მთავარ დანიშნულების ადგილად. საკმაოდ დაბალ ფასად შეძენილნა ბიტკოინმა და სხვა კრიპტო  ვალუტებმა, 2021 წლის ნოემბერში, ისტორიულ პიკს მიაღწია, რითიც ათასობით რიგითმა ინვესტორმა, დიდი ოდენობით მოგება ნახა.

აღნიშნულმა ფაქტმა, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი და ჩართულობის დონე, ციფრული ვალუტით ვაჭრობაში. პოზიტიური ტრენდი მალევე შეიცვალა ნეგატიური სურათით. 2022 წლის დასაწყისში, თითოეული კრიპტო ვალუტის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც დაიმედებული ინვესტორები არათუ გაამდიდრა, არამედ მნიშვნელოვანი ზარალის წინაშე დააყენა.

აღნიშნული ნეგატიური სურათი კვლავაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალთან შედარებით, ივნისის მონაცემები ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის საბაზრო ფასთან მიმართებით, შედარებით მაღალი და დამაიმედებელი პროგნოზის მომცემია, ადამიანები კვლავ ზარალს განიცდიან.

მიუხედავად ამისა, კრიპტო ვალუტით ვაჭრობის სიხშირე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ადამიანები იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა პოზიტიურად შეიცვლება და ჩადებული კაპიტალის ფონზე, მალე იქნება დადებითი ზრდა.  კრიპტო ვალუტით ვაჭრობის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა პლატფორმამ Coinbase-მა, კი უპრეცედენტო მოგების საშუალება მისცა მათ, ვისაც კაპიტალი ქართული ლარის ვალუტით ჰქონდათ შექმნილი.

ტექნიკური ხარვეზით, Coinbase-მა ბიტკოინის გაყიდვის ფასი 100-ჯერ გაზარდა

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, Coinbase-მა უნებლიედ გაამდიდრა ისინი, ვინც ქართული ეროვნული ვალუტით ვაჭრობდა პლატფორმაზე. 30 აგვისტოს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ტექნიკური ხარვეზით ნაჩვენებმა არასწორმა ფასმა, მოვაჭრეებს საშუალება მისცა 100-ჯერ მაღალი ფასით გაეყიდათ ნაყიდი ბიტკოინები.

ყველაფრის მიზეზი კი ეროვნული კურსის, დოლართან მიმართებით შეცდომით დაწერილი მაჩვენებელია. კონკრეტულად, დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარი უდრის 2.88 ქართულ ლარს. შესაბამისად, 100 აშშ დოლარი 288 ლარს შეადგენს. USDC-ს ფასი, რომელიც სტაბილურად 1 აშშ დოლარს შეადგენს, ქართული ლარის ექვივალენტში, უდრის 2.88-ს. ნაცვლად ამისა, პლატფორმამ 1 აშშ დოლარის ექვივალენტად 288 ლარი აჩვენა. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ლარის ვალუტით ვაჭრობდნენ პლატფორმაზე, საშუალება მიეცათ, 100-ჯერ მაღალი ფასით მიეღოთ სარგებელი.

ტექნიკური ხარვეზი ბევრმა ადამიანმა შეამჩნია. მათ მცირედი კაპიტალით მნიშვნელოვანი მოგება მიიღეს. პლატფორმამ ვერ შეძლო, დროულად გამოესწორებინა ტექნიკური ხარვეზი, ამიტომ გარკვეული შეზღუდვები დააწესა, თანხის განაღდებასთან დაკავშირებით. მიმდინარე პერიოდშიც, პრობლემა გადაუჭრელია, თუმცა მოვაჭრეებს უკვე აღარ შეუძლიათ თანხის განაღდება.

მორიგი შეცდომა Coinbase-სგან

აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პლატფორმას მნიშვნელოვანი პრობლემა შეექმნა, ტექნიკური მდგომარეობის კუთხით, თუმცა ეს ნამდვილად პირველი სასარგებლო შეცდომაა მოვაჭრეებისთვის.

კონკრეტულად, 2021 წელს, 6 000 მომხმარებლის პირადი ანგარიში დაიბლოკა, ჰაკერების მიერ. საქმე ეხებოდა მასიურ შემოტევას სკამერი კომპანიებისაგან. ამ პერიოდში, ათასობით ინვესტორმა მნიშვნელოვნად იზარალა. მათ კაპიტალი სრულიად დაკარგეს.

მიმდინარე ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. არსებობს მოსაზრება, რომ საკითხი საქართველოს ბანკებს უკავშირდება. ხარვეზის გამო, ბანკებმა დაბლოკეს წვდომა თანხის განაღდებაზე და სრულად შეზღუდეს მათი ანგარიშები, ვისაც ბარათი Coinbase-ის პლატფრომაზე ჰქონდა დაფიქსირებული. როდის გამოსწორდება ხარვეზი, რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი და დაუბრუნდება თუ არა დაკარგული ფული პლატფორმას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიას ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

 

წყაროები

https://www.forexnewsnow.com/top-stories/coinbases-traders-left-speechless-after-making-100x-profits-in-a-couple-of-minutes/

https://investfox.com/news/coinbase-users-make-huge-money/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *