ყაზახეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა

ყაზახეთში ქართული პროდუქტის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა post thumbnail image

ბოლო რამდენიმე წელია საექსპორტო ბაზარის საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული და მომგებიანია. ქვეყანა ყოველწიურად აუმჯობესებს მაჩვენებლებს როგორც გატანილი საერთო პროდუქციის მოცულობის ასევე ექსპორტით მიღებული შემოსავლის მოცულობის კუთხით. შესაბამისად, არც 2022 წელი ყოფილა გამონაკლისი. უფრო მეტიც, წინა წელს ამ მხრივ რამდენიმე მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესდა. ასევე შეინიშნებოდა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, რომელთაგან ერთ-ერთია ყაზახეთთან ექსპოტის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა სანამ უშუალოდ ყაზახეთთან გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ გაიგებდეთ, თვალი გადავავლოთ საქართველოს საექსპორტო ნიშნულებს გასული წლის მანძილზე

საქართველოს საექსპორტო ბაზარი 2022 წელს – რეკორდული მაჩვენებლები და მნიშვნელოვანი წარმატება

კონკრეტულად 2022 წელს საერთო სავაჭრო ბრუნვა 2021 წელსთან შედარებით დაახლოებთ 33%-ით გაიზარდა, რამაც 19 მილიარდ დოლარზე მეტ შეადგინა. აქედან საკმაოდ მაღალია ექსპოტის წილი, რომელმაც ბოლო დეკადის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. წინა წელს ქვეყანამ ექპსორტით 5 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2021 წლის შედეგებთან მიმართებით, შედეგი აქაც დაახლეობთ 32%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება პარტნიორი ქვეყნების წილს, აღსანიშნავია რომ ტოპ ათეული მეტ წილად უცვლელია. ექსპორტის დაახლეობით ნახევარი დსთ-ს ქვეყნებში განხორციელდა. რაც შეეხება ევროკავშირის მარკეტს, ის სრული ექსპორტია 16%-ს შეადგენს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით კი ლიდერია ჩინეთი, რომელთან პარტნორობითაც ქვეყანამ 736 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. შემდეგია აზერბაიჯანი სადაც მოხდა 672 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი და მესამე ადგილს იკავებს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 651 მილიონი დოლარის ღირებულების ქართლი პროდუქცის იმპორტი განახორციელა.

ასევე მეტ წილად არ შეცვლილა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების სია. 2022 წელსაც საექსპროტო ათეულში ლიდერია სპილენძის მადნები, რომლის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საბოლოო ჯამში მსგავსმა კონცენტრატებმა ექსპორტის 18%-ზე მეტი დაიკავა. სარეიტინგო სიაში მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, სადაც შემოსავალმა 903 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადფილზეა ფედშენადნობები, სადაც საერო შემოსავალი 460 მილიონს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ფეროდშენადნობების ექსპორტი, 2022 წელს 3.7%-ით შემცირდა, ხოლო მსუბუქი ავტომობილების ბაზარზე გატანა 98%-ით გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუტებად ასევე მიიჩნევა აზოტოვანი სასუქები სადაც ექსპორტის 135%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაღალი იყო ექსპორტის ზრდა ძვირფასი ლითონების შემთხვევაში. სტაბილური მაჩვენებელი დაფიქსირდა დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და ყურძნის პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტშიც. ფეროდშენადნობების მსგავსად, მცირედით შემცირდა სპირტიანი სასმელეებისა და თხილისა და მსგავსი პროდუქციის ექსპორტი.

ყაზახეთი – ერთ-ერთი უმსხვილესი საესპორტო პარტნიორი საქართველოში

ყაზახეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით. თუმცა შედეგები 2022 წელს რეკორდულად პოზიტიური აღმოჩნდა. კონკრეტულად, 2021 წელთან შედარებით, ყაზახეთში ექსპორტირებულმა ქართულმა პროდუქციამ 147%-იანი ზრდა განიცადა, რამაც ქვეყანას დაახლოებით 238 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა, შემოსავლის სახით. 2021 წელს საქართველოსთვის ყაზახეთი რიგით მერვე საექსპორტო ქვეყანა იყო, თუმცა 2022 წლის მონაცემებით რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესბდება.

ვინაიდან ექსპორტი გაიზარა, ამან თავისთავად გაზარდა საქართველოსა და ყაზახეთის საერთო სავაჭრო ბრუნვა. 2021 წლის მონაცემებთან შედარებით მაჩვენებელი 136%-ით გაიზარდა რაც საერთო შემოსავლით 274 მილიონ დოლარს უტოლდება. სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 87% ექსპორტს ხოლო 13% იმპორტს უკავია. აქედან გამომდინარე, ყაზახეთთან მიმართებით სავაჭრო სალდო საგრძნობლად დადებითია.

რაც შეეხება ყაზახეთში ყველაზე მოთხოვნად საექსპორტო პროდუქტს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს. კონკრეტულად საერთო ექსპორტულმა პროდუქციამ 104 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რეიტინგით მეორეა სიგარები, რომლის ჯამურმა საექსპორტო მოცულობამ დაახლოებით 2 900 ტონა შეადგინა, ხოლო ღირებულებამ 42 მილიონი დოლარი. ასევე მოთხოვნადი იყო მტკნარი და მინერალური წყლები, ჯამში 40 000 ტონა.

შემოსავალი ამ მხრივ 24 მილიონ დოლარს აჭარბებდა. მეოთხე ადგილზე იყო მარტივი პოლიეთერები, დაახლოებით 7 500 ტონის მოცულობით. ასევე მოთხოვნადი იყო ნატურალური ღვინის ექსპორტიც, რომლის საერთო ღირებულებამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. ტოპ 10 პროდუქტს შორის მოხვდა მინერალური წყლები შაქრის დანამატით, სალტეები, საბურავები, მანგანუმის კონცენტრატები, სატელეფოონო აპრატერები და შინაური ფრინველის ხორცი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ იმპორტი საკმაოდ აქტიური იყო და ამ მხრვი დახარჯა 36 მილიონ დოლარზე მეტი. ამ სიაში ტოპ 10 პროდუქტს შორის ლიდერობს ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, ქვანახშირის კოქსი და ნახშირბადიანი ფოლადის ცხელი ნაგლინები. რაც შეეხება სხვა მოთხოვნად პორდუქციას, სიაში შედის შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები, აზოტოვანი სასუქები, ნავთობპროდუქტები და ხორბალი.

აღსანიშანვია, რომ ნავთობის იმპროტი გაიზარდა დადაახლოებით 2 მილიონი ტონა შეადინა. შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 2021 წლის შედეგს და გაზრდილია დაახლოებთ 600 000 ტონით. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორ წელიწადში ყაზახეთთან პარტნიორობამ მნიშვნელოვანი პროგესი განიცადა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დადებითად ასიახება ორივე ქვეყნის სავაჭრო პერსპექტივებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *