ყურძნის და ღვინის ექსპორტი საქართველოში – 2023 წლის პროგნოზი

ყურძნის და ღვინის ექსპორტი საქართველოში – 2023 წლის პროგნოზი post thumbnail image

ქართული ღვინო და ყურძნის სხვა პროდუქტები საქართველოსთვის ერთ-ერთი წარმატებული საექსპორტო პროდუქციაა, რომლის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ფიქსირდება რეკორდულად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, როგორც წარმოების ასევე ბაზარზე გატანის შედეგად, მიღებული შემოსავლის კუთხით. ღვინის ისევე როგორც ყურძნის წვენის საექსპორტო სავაჭრო ბრუნვა დადებით მაჩვენებლებს შეინარჩუნებს 2023 წელს. ეს არის ექსპერტების მთავარი მოლოდინი, რაც გამოწვეულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და ქვეყანაში მოსავლის საგრძნობლად ზრდით. ყოველივე ამაზე უფრო კონკრეტულად ქვემოთ ვისაუბრებთ.

ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია – 2023 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი

გამომდინარე იქიდან, რომ ღვინის ექსპორტმა მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციები აცვენა 2022 წელს, 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოიყო საკმაოდ მაღალი წილი რათა უცხოურ ბაზარზე პროდუქციის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს ბიუჯეტში 14 მილიონი ლარია გამოყოფილი რათა საექსპორტო ბაზრები კიდევ უფრო ათვისებულ იქნეს ქართული ღვინის მიერ. სამიზნე მარკეტს კი წარმოადგენენ გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრები.

აღნიშნულ ქვეყნებში აქტიურად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებისა და ბაზრების საშუალებით. თავჯდომარის განცხადებით ასევე დაიგეგმება სხვადასხვა მიზნობრივი ღონისძიებები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ღონისძიება სადაც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას იქნება VinExpo Paris, რომელიც გაიმართება 13 თებერვალს, პარიზში. გამოფენაზე საქართველოდან წარდგენილი იქნება 13 ღვინის მწარმოებელ კომპანია, რომელთა პრეზენტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინისადმი ცნობადობის გაზრდას და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, 2022 წელს ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილ თანხას 2 მილიონი ლარით აღემატება.

მთავრობისა და ღვინის მწარმოებლების მოლოდინი 2023 წლისთვის

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ისევე როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ღვინის სექტორში დადებით ტენდენციებს პროგნოზირებენ, თუმცა გარკვეულ ჭრილში მათი მოლოდინები განსხვავებულია.

კონკრეტულად, მეღვინეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ღვინის ექსპორტი 2023 წელს მნოშვნელოვნად გაიზრდება, რასაც გარკვეულწილად შემცირებული ლოგისტიკური ხარჯები და ბაზარზე მზარდი მოთხოვნა შეუწყპბს ხელს. თუმცა მთავარი მოლოდინი ბაზრებთან მიმართებით არის ის, რომ ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთის ბაზარზე, რაც ისედაც მთავარი საექსპორტო ბაზარია ქართული ღვინისთვის.

პროდუქცია წლიდან წლამდე ახალ ბაზრებს ითვისებს. მაგალითისთვის, 2022 წლის ბოლოს ქართული ღვინო კენიის ბაზარზეც კი შევიდა. თუმცა სავაჭრო ბრუნვა და მისგან მიღებული შემოსავალი რუსეთში უპირობოდ პირველ პროიციაზეა. ამას ამტკიცებს სტატისტიკური მაჩვენებლებიც. კონკრეტულად 2022 წელს, რუსეთის ბაზარზე გატანილი ქართული ღვინის საერთო ღირებულება, 2021 წელთან შედარებით 30 მილიონი დოლარით გაიზარდა და 160 მილიონი დოლარი შეადგინა. მოცულობის თვალსაზრისით, 2022 წელს რუსეთში დაახლოებით 73 ტონა ღვინო გავიდა, ხოლო 2021 წელს 47 ტონაზე მეტი.

მეღვინეთა უმეტესობა ასევე იმასაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ბევრად მაღალი პოტენციალი აქვს, ვიდრე ფოკუსირება რუსეთის ღვინის ბაზარზე. მათთვის მნიშვნელოვანია კარგად იქნეს ათვისებული ევროპული ბაზარი რათა კონკურენტუნარიანობის დონე გაიაზრდოს, რასაც ვერ მისცემს რუსეთის ბაზარზე ფოკურისრება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონკრეტული კომპანიები უარს აცხადებენ რუსეთში ღვინის გატანაზე. მათ შორისსაა თბილღვინოც, რომელიც ოცხოურ ბაზარზე საკმაო წარმატებით პოზიციონირებს. კომპანიის დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი ადასტურებს, რომ თბილღვინო რუსეთის ბაზართან კომუნიკაციას მანამ შეწყვეტს, სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი იქნება. მისივე თქმით, რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, რომლის ნათელ მაგალითად 2006 წლის ემბარგოს ასახელებს. შესაბამისად, მათი პოზიცია გამოიხატება, როგორც რისკისაგან თავის დაზღვევის ასევე პირადი პოლიტიკური შეხედულების გამოხატულება.

რაც შეეხება ღვინის ეროვნული სააგენტოს და შესაბამისი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებას, მათი მოლოდინები 2023 წლისთვის პოზიტიურია. კონკრეტულად, მოსალოდნელია რომ ღვინის ექსპორტი მინიმიმ 10%-ით გაიზრდება. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუხლას განცხადებით, მიმდინარე წლისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი არ იქნება დაბკოლება ქვეყნისთვის აქტიურად გაიტანოს ქართული ღვინო რუსეთს ბაზარზე.

ეს მარკეტი საქართველოსთვის კვლავ გრძლევადიანი პერსპექტივის მქონე ბაზარია და 2023 წლის სააგენტოს მიზანია, რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 40%-იან ნიშნულამდე შენარჩუნდეს. ცნობისათვის, 2022 წელს, რუსეთზე საერთო ღვინის ექსპორტის 64% მოდიოდა, ხოლო 2021 წელს ნიშნული 54%-ს აღემატებოდა. როგორც უკვე აღინიშნა, სააგენტოსა და მეღვინეების მოსაზრება ამ ნიშნულთან მიმართებით განსხვავებულია.

ღვინის წარმოება და ექსპორტი 2021-2022 წლებში

როგორც უკვე აღინიშნა, ყოველწლიურად ღვინის ექსპორტი მოცულობისა და შემოსავლის ოდენობის კუთხით იზრდება. შესაბამისად, არც 2022 წელი იყო გამონაკლისი. გასული წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, საქართველო მე-18 ადგილს იკავებს ღვინის ექსპოტის მოცულობით. 2021 წელს, ქვეყანამ საერთაშორისო ბაზრზე დაახლოებთ 240 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ღვინო გაიატანა. ეს მაჩვენებელი კი 2022 წლისთვის 32%-მეტით გაიზარდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, 2021 წლისთვის ქართული ღვინო 62 ქვეყნის ბაზარზე გავიდა. მოცულობის თვალსაზრისით გაიყიდა 100 მილიონ ბოთლზე მეტი. შედეგები ბევრად აღემატება 2020 წელს მიღწეულ მაჩვენბლებს, რაც კოვიდ პანდემიის რეგულაციებიდან იყო გამოწვეული. აღნიშნული პერიოდისთვის, ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელბდა 421 კომპანია. 2022 წლისთვის მოცემული მაჩვენებლები მეტ წილად შენარჩუნებულია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა გაიზარდა, თუმცა საქართველო ასევე წარმატებით პოზიციონირებს ისეთი განვითარებული ქვეყნის ბაზრებზე, როგორიცაა კანადა, შვედეთი, ისრაელი და სხვა. კონკრეტულად, გასული წლის მანძილზე, შვედეთში ღვინის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა. ეს ბაზარი საქართვლოს ახალი მოკავშირეა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელშიც და ყაზახეთშიც, რომელიც ქართველი მეღვინეების გრძელვადიან პარტნორებს წარმოადგენენ. რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა ჩეხეთში, სადაც ექსპოტი 260%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, ღვინის ექსპორტის ზრაც თურქეთში. შედარებით მცირედ თუმცა სტაბილურ ზრდას ინარჩუნებდა ექსპორტი ბელარუსიის და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

გასული წლის მთავარი მოვლენა ქართული ღვინის წარმატება იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. 2021-2022 წლის მანძილზე, საქართველო გახდა ღვინის ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა და მოწინავე პოზიცია დაიკავა AAWE-ს იივე ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის რეიტინგში. 2023 წელს კი ამერიკის ბაზარი თანმშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთ მთვარ სამიზნე მარკეტს წარმოადგენს.

რაც შეეხება ღვინის წარმოებას, 2022 წელი ამ მხრივაც პოზიტიური აღმოჩნდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში ამოქმედთა გამრავლების შემაფერზებელი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ვენახების სპეციალური მეთოდის მოვლას და ყურძნის ჭიის მასობრივი შემოსების წინააღმდეგ პრევენციული აქტვივობების განცრხიელებას. გაეროსთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის EU4Business-იც. ყურძნის ჭია მნიშვნელოვანი რისკია და ყოველწლიურად საფრთხეს უქმნის, როგორც ღვინის წარმოების პროცესს, ასევე მოსავლიანობის მოცულობას. მას Lobesia botrana ეწოდება და დაახლოებით 40%-ით ამცირებს საერთო მოსავლიანობის დონეს.

2022 წლის მანძილზე, ინფორმატიული შეხვედრები და პრევენციული ღონისძიებები გატარდა 12 მწარმოებელი მეღვინისთვის, რომლებიც წარმოადგენნდენ როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი მასშტაბის მწარმოებლებს. პროგრამის ფარგლებში გამოეყენებული იქნა ე.წ ფერომონი, რომელიც მამრ ყურძნის ჭიას ხელს უშლის იპოვოს მდედრი, რაც თავისთავად აფერხებს ჭიის გამრავლების პროცესს. შესაბამისად, მევენახეს აქვს მეტი დრო, დროულად გამოიყენოს შესაწამლი საშუალებები და სრულად მოახდინოს ჭიების განადგურება. ამ მეთოდით 200 ჰექტარზე მეტი ვენახი დამუშავდა რამაც მოსავლიანობა წლის მანძიზე, 40%-ით გაზარდა. ასეე აღსანიშნავია, რომ მოსავლიანობის ზრდის პარალელურად შემცირდა დანახარჯები ქიმიკატებზე, რამაც წამროება კიდევ უფრო ეკონომიური და ეკო-მეგობრული გახადა.

მსგავსი პროგრამა 2023 წელსაც ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მეღვინეებისთვის. უფრო მეტიც, პროგრამის მასშტაბები გაიზრდება და მასში კიდევ უფრო მეტი ღვნის მწარმოებელი ჩაერთვება. ეს ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის ზრდასაც და პესტიციდების ნარჩენებით გაჯერებული ღვინის წარმოების რისკსაც. თავისთავად დადებითად აისახება ეს ყპველივე ქართული ღვინის რეპუაციასა და კონკურენნტუანირანობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *