2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-იდან განხორციელებული ინვესტიციები გაიზარდა

2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-იდან განხორციელებული ინვესტიციები გაიზარდა post thumbnail image

რამოდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ნათია თურნავასა და საქართველოს აშშ-ის ელჩს შორის სადაც განიხლეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი მომავალი. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ სამინისტროს პრესსამსახურის მეშვეობით და ვიცით, რომ მას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და დავით თვალაბეიშვილი.

სამინისტროს პრესსამსახურის განცხადების მიხედვით შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნადაც. ამაზე ორი აზრი არ არსებოსბ იქედან გამომდინარე, რომ აშშ-იდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, სწორედ აშშ-დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. თუმცა აღსაღნიშნავია, რომ აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსხვილ ინვესტიციებს დებს საქართველოში. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ავსტრიული კომპანია საქართველოშ იწყებს ნავთობის და გაზის მოპოვებას.

იგივე განცხადებაში ვიგებთ, რომ ყურადღება ასევე გამახვილდა ამერიკის მიერ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელმაც ხარისხობრივად ახალი, სტრატეგიული მოკავშირეობის დონეზე აიყვანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები. თუმცა, ის შეხევდრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2020 წლის 18 მაისს ქარტისს კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუსაო ჯგუფებისთვის გადაიდო კოვიდ-19-ის პანდემის გამო. სწორედ ამავე მიზეზით გადაიდო ასევე 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ვიზიტი საქართველოში.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდება მათი უახლოეს მომავალში ორგანიზება.

„ასევე განხილული იქნა ე.წ. მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. აღინიშნა, რომ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე გაიმართოს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით.

აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაც აქტიურად ჩაერთოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. Economic Prosperity Network-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის  მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ის მიერ ე.წ. სანდო პარტნიორების ალიანსის შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების   და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მინისტრმა აშშ-ის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო პირობების და უფლებების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტსაც მოიცავს და საქართველოში დამოუკიდებელი სსიპ შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სააგენტოს მანდატი ყველა სამუშაო პირობის და უფლების დაცვა და ზედამხედველობა იქნება“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაგალითად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც დახმარებას გაგვიწევს აშშ გახლავ სამთო მომპოვებელი ინდუსტრიის სფეროში. რადგან საქართველოში ძალიან დიდ ეკონომიკური პოტენციალია სწორედ ამ სექტორში მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თბილისი, რომელიც აღიარებულაი ყველაზე ეკონომიკურად მომგებიანად. კერძოდ, ეს შეეხება ჩვენი მინერალური რესურსის, წიაღისეულის დეტალურ აღწერას. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ-ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია, რათა უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ-დან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ. კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებიას მისი მხარდაჭერაც ექნება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს კიდევ უფრო შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას. აღინიშნა ასევე, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილ ამერიკულ მხარესთან შესაბამის მემორანდუმს ძალიან მალე მოეწერბა ხელი და ამისთვის ახლაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *