2021 წლის არჩევნები და საქართველოს ეკონომიკა – კავშირები

2021 წლის არჩევნები და საქართველოს ეკონომიკა – კავშირები post thumbnail image

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იგეგმება. როდესაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ყოველთვის საინტერესოა მისი არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ფონი. ამ ყველაფრის გადასააზრებლად კი, ხშირ შემთხვევაში, მრავალი სხვა ფაქტორი ერთვება ხოლმე საკითხში, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ზოგადი მდგომარეობის კომპლექსურ სურათს იძლევა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო ორ წელში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკურზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს მსოფლიოში, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პანდემია. შესაძლოა 2020 წლამდე ვერავის წარმოედგინა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი იქნებოდა ყველაზე დიდი შემაფერხებელი ძალა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროცესში. შესაბამისად, გასაკვირი არააა რომ ამ გარემოებამ საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაზეც მოახდინა გარდამტეხი გავლენა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა თანაკვეთაშია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს ეკონომიკა ერთმანეთთან, როგორი ეკონომიკით ხვდება საქართველო 2021 წლის არჩევნებს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში და ზოგადად, არჩევნების დასრულების შემდეგ, რამდენად დიდი ცვლილება იქნება ლარის კურსში და ქვეყნის რომელი სექტორი იხეირებს ყველაზე მეტად არჩევნებისას და არჩევნების შემდეგ. ეს ყველაფერი სწორედ ის მთავარი საკითხებია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი სწორედ არჩევნების დროს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამ ზემოთხსენებული საკითხის კარგად გააანალიზება, რაც დაგვეხმარება მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებაში და იმაშიც, რომ რაც შეიძლება ადეკვატურად დავხვდეთ 2021 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

როგორი ეკონომიკით ხვდება საქართველო 2021 წლის არჩევნებს?

როგორც ვიცით, 2020 და 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კრიტიკული წლები იყო. 2020 წლის მარტის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებდა თითქმის არცერთი მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ფუნქციონირება შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც კი, გამოცხადდა კომენტანტის საათი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უკვე ერთ წელზე მეტია მთავრობა უმკაცრეს ზომებს იღებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პანდემიის შედეგად გამოწვეული ლეტალური შედეგები, ეს ვითარება კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი 2020 წელს, პანდემის დაწყებასთან ერთად, ძალიან შემცირდა და ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს, თუმცა ამის ყველაზე ნათელი მაგალითი მაინც არის მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის გამო განსაკუთრებით გაუარესდა. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას იყო საზღვრების ჩაკეტვა, რამას ტურიზმის სრული შეჩერება გამოიწვია.

ლარის გაცვლითი კურსის მდგომარეობა

ლარის კურსის ამბავი

ამასთან ერთად, საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობამ გამოიწვია ლარის კურსის მნიშვნელოვანი დაცემა. 2020 წელს ლარი იმდენად გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებით, რომ მან ყველა დროს ანტირეკორდს მიაღწია და დოლართან მიმართებით 3.46-ზე ხოლო ევროსთან მიმართებით 4.2-ზეც კი ავიდა. ეს კი ცხადია, ქვეყანაში პროდუქცების ფასებზეც პირდაპირ აისახა, რამაც კიდევ ერთხელ, ცალსახად გამოკვეთა ქვეყნის სიღარიბის მაღალი დონე და ეკონომიკური განვითარების უნელესი ტეპმი. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, კომენდანტის საათის მოხსისა და მცირე და საშუალო ბიზნესების ჩაკეტვასთან დაკავშირებული აკრძალვების მოხსნის შემდეგ, ლარმა საბედნიეროდ, დაიწყო ნელ-ნელა დასტაბილურება და 2021 წლის უმეტეს ნაწილში ის დაახლოებით 3.1-ს შეადგენდა დოლართან მიმართებით.

გარდა ამისა, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინიშნება. მაგალითად, თუ შევხედავთ 2021 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები პანდემიის პირობებში, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ აკრძალვების მოხსნის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ ზრდას სწორედ ეს უკანასკნელი დარგები განიცდიდნენ.

არჩევნებამდე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ ქვეყანაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მდგომარეობაც, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ თვალსაზრისით. საქართველოს ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 22.1 პროცენტს შეადგინა. ამასთან, 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3%-ით, ხოლო რეგიონებში კი – 6.2 პროცენტით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ EBRD-მა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი. თუ 2020 წლის ანგარიშში საქართველოსთვის 2020 წელს 3.5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი, ახალ ანგარიშში ზრდა 4.5%-ია.

ეს მონაცემები საკმაოდ ორაზროვანია და რთულია ითქვას, იძლევა თუ არა მომავალში ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო გაუმჯობესების იმედს.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი 2021 წლის არჩევნების შემდეგ?

ბუნებრივია, რომ საარჩევნო პროცესები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მის კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, დიდია შანსი, რომ, ეს ყოველივე ეკონომიკის სრული გადაწყობით მოხდება, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს, თუმცა იქნება ასევე გარკვეული ნაწილი, რომელთათვისაც ეს უკანასკნელი გარკვეულ პრობლემებთან და სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ეკონომიკური ზრდა

ზოგადად, შეინიშნება ტენდენცია, რომ არჩევნები ლარის კურსზე მეტწილად უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომაც დიდია შანსი, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდეს ეს ტენდენცია და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს დოლართან მიმართებით. თუმცა ცხადია, წინასწარ ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, რადგანაც ეს უკანასკნელი კიდევ სხვა მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, თუნდაც იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები ანდაც, რამდენად მშვიდ ვითარებაში ჩაივლის ეს პროცესი. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულეების სიმძაფრიდან გამომდინარე, ძალიან რთულია როგორც ლარის, ასევე მთლიანი ეკონომიკის სტაბილურობაზე საუბარი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე დიდი კონკურენცია იქნება თბილისის მუნიციპალიტეტში, თუმცა ეს ცხაიდია არ წყვეტს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მიმართულებას. ეს უკანასკნლეი ძირითადად წყდება სხვადასხვა რეგიონების თვითმმართველობით და ამ კონკრეტული რეგიონების შემდეგების გაუმჯობესებით, რაც ზოგად სურათში ძალიან ბევრს ცვლის ეკონომიკური თვალსაზრისით.

გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ 2021 წლის არჩევნების შედეგებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა რეაქცია ექნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ გლობალური და ადგილობრივი პრობლემები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარია, ამიტომაც ეს ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია 2021 წლის არჩევნების შემდგომი ეკონომკური მდგომარეობის განხილვის დროს.

რა მოხდება, თუ არჩევნებში კვლავ დღევანდელი მთავრობა გაიმარჯვებს?

ამასთან ერთად, არჩევნების შედეგებზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით, არჩევნებში ყოველთვის მმართველი პარტია, ,,ქართული ოცნება” იმარჯვებს ხოლმე. თუმცა ამ შედეგს ყველა არჩევნების მერე სულ უფრო და უფრო კრიტიკული შედეგები ახლავს თან, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკურ, აგრეთვე პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაზე. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ეს რამდენიმე თვალსაზრისით იქნება უარყოფითი ქვეყნისთვის.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გაზგასმა, რომ ამ მოვლენის შემდეგ გარე დაფინანსებები შემცირდება პოლიტიკური ვითარების გამო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის საჭირო ინდუსტრიებში ინვესტიციების ჩადებას. ინვესტიციები კი, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. უცხოური ინვესტიციების შემცირება პირდაპირპროპორციულად უკავშირდება არამხოლოდ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის შესუსტბას ქვეყანაში, არამედ ლარის გაუფასურებას, ინფლაციის გაზრდას და ხანგრძლივ პერიოდში, ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასაც. ეს ყველაფერი ბუნებრივია, კი საქართველოს იმიჯზეც ძალიან ცუდად აისახება მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან. ყველაზე უარეს სცენარში არსებობს შანსი, რომ ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებს აღარ მოუნდეთ ჩვენს ქვეყანაში არანაირი ტიპის ბიზნეს საქმიანობის განხორციელება. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში ძალაინ ცოტა უცხოური ვალუტა იტრიალებს, რაც ძალიან მალე, კიდევ უფრო გააუფასურებს დოლარს და აწევს ქვეყანაში სიღატაკის მაჩვენებელს.

ევროკავშირის პრობლემა

მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ არჩევნებისთვის საქართველო აღარ იღებს დახმარებას ევროკავშირისგან, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა ყოფილიყო, 75 მილიონი ლარის ოდენობით. ამ დახმარებაზე თავად მმართველმა პარტიამ თქვა უარი, რაც კიდევ ერთხელ, უარყოფითად მეტყველებს ქვეყნის, როგორც ევროპული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოს იმიჯზე. ,,ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში კი ქვეყნის რეპუტაცია დასავლურ ქვეყნებში კიდევ უფრო გაუარესდება, რაც ცხანია, საქართველოს მომავლის გეგმებს ხელს შეუშლის. მომავლის გეგმებში კი ცხადია, ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაცია იგულისხმება, რაც საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარებისთივს პოტენციურად ყველაზე საუკეთესო ვარიანტია. თუმცა ცხადია ის, რომ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ნაადრევია.

აღსანიშნავია, ასევე ის, რომ 2021 წლის არჩევნებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებით, რომ მისი შედეგების მიხედვით უნდა გადაწყდეს დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენს ეს საარჩევნო ცვლილებები საქართველოსათვის, გამოწვევას, თუ შესაძლებლობას?

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში ყოველ დღე იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკა აღარ არის იმდენად ხელგაშლილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებისგან გარკვეულ წილ დამსახურებას მოითხოვს დაფინანსებისთვის. ამ დამსახურების მოპოვება კი ძალიან რთული იქნება არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რადგანაც ქართული ოცნების პოლიტიკა არ ექცევა ამერიკის მიერ შემოთავაზებულ გაიდლაინებში და ეს ფაქტი უკვე ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა და დადასტურდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა რომ ძალიან რთულია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება მოხდეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნებში რომელიმე პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა უკვე არსებული გარემოებები და ფაქტები იმისკენ მიგვანიშნებს, რომ მმართველი პარტიის – ,,ქართული ოცნების” გამარჯვება გარკვეულ და კონკრეტულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, რაც უარყოფითად იმოქმედებს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზე, ასევე საქართველოს ზოგად, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და ამასთან, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს სამომავლო პერსპექტივაში.

რომელ სექტორზე მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგები?

არჩევნების შედეგები და მისი გავლენა სხვადასხვა სექტორებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა სანამ ამაზე დავიწყებთ საუბარს, მოკლედ ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ არჩევნებამდე რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ სარეკლამო და მედია სექტორი არჩევნების მსვლელობის დროსაც და მაქამდეც ყველაზე მეტად ხერიობს და ეს ბუნებრივიც არის, რადგანაც სწორედ ეს არის ის სექტორი, რომელშიც პოლიტიკოსები, მაჟორიტარები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ყველაზე დიდ ფულად რესუსრსს ხარჯავენ. მედია და სარეკლამო სფეროში ფულის დაბანდება მათთვის გარკვეულწილად, მომავლის პერსპექტივების გაზრდის ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორი არჩევნების ჩატარებამდე ყველაზე მეტად არის აქტუალური და ეს აქტუალობა არ ნელდება მსვლელობის პროცესშიც და მის შემდეგაც კი.

არჩევნების შედეგები

რაც შეეხება ზოგადი არჩევნების შედეგების გავლენას სხვადასხვა სექტორებზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევებში, სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად ხეირობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არის ტურიზმი და ინფრასტრუქტურა. ეს კი ხდება იმიტომ, რომ გამარჯვებული პოლიტიკოსები სწორედ ტურიზმში დებენ დიდ ინვესტიციებს და ამ მიმართულების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. ამაში კი ცხადია, კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმება, მათ შორის შეიძლება იყოს მოკლე და გრძელი მარშრუტების ტურისტული ბილიკების დაგეგმარება და მოწყობა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ქუჩათა ქსელის გაუმჯობესება, დაგეგმარება და მშენებლობა, საავტომობილო ხიდების მშენებლობა, საზაფხულო ბანაკების, სპორტული მოედნების და გადასახედი ადგილების დაგეგმარება და მოწყობა და ა.შ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ძალიან ბევრი შესაძლო პროექტიდან, რომელიც დიდად სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელდება.

ტურიზმი და ინფრასტრუქტურა

ეს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი ცხადია, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების ტემპს. მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებიც საერთო ჯამში, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტი და დამსვენებელი ბევრად უფრო კარგად იყოს მორგებული იმ გარემოსთან, რომელსაც იგი სტუმრობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციაც ხომ სწორედ ის არის, რომ უფრო აქტიურად იზრუნოს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე, რეკრეაციული ზონების გაზრდასა და გაფართოვებაზე და რაც შეიძლება მეტი ტურისტული ზონების შექმნაზე. ის ფაქტი კი ყველასათვის ცხადია, რომ ტურიზმის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ნათელ მომავალზე, რამეთუ სწორედ ეს არის ის სფერო, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დადებით გავლენას ახდენს ისეთ კრიტიკულ ეკონომიკურ ფაქტორებზე, როგორებიც არის ინფლაცია და ეროვნული კურსის გამყარება.

გარდა ამისა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ტრანსპორტი ყოველთვის არის ის სფერო, რომელსაც თითქმის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა. ამ ფაქტს ბოლო დროინდელი მონაცემებიც და გარემოებებიც მოწმობს. უკანასნკელი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. კერძოდ კი, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა.  ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის დედაქალაქში მნიშვნელოვნად განვითარდა მიკრომობილობა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქალაქში დაბინძურების შემცირებას და საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *