7 ფინანსური რჩევა, რომელიც პანდემიისას უნდა გავითვალისწინოთ
დღესდღეობით მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიას ებრძვის და ეს ბევრისთვის ახალ კითხვის ნიშნებს ბადებს არამხოლოდ მომავალთან არამედ ამჟამინდელ რეალობათან დაკავშირებით. პანდემია ზოგადად ცვლის მთელ არსებულ დღისწესრიგს და ყველა ის სტრუქტურა რომელიც, ნორმალური რეალობის დროს ქვეყნების ფუნქციონირებას ემსახურება, დღესდღეობით უკვე მთლიანად სხვა რეჟიმზე არის გადასული. პანდეიიის გავრცელება უდიდეს საფრთხეს წარმოაგდნეს მსოფლიოს მოსახლებითვის, და როდესაც ნებისმიერი ახალი ტიპის ვირუსი ცხადდება პანდემიად ეს ნიშნავს, რომ რისკები ნამდვილად ძალიან მაღალია, ასევე მაღალია გავრცელების დონეც და სისწრაფეც. კოვიდ-19-ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შეზღუდული რაოდენობიტ ინფორმაცია, რადგან ეს ვირუსი აქამდე უცნობი იყო სამყაროსთვის და მეცნიერები მსოფლისო გარშემო მუშაობენ რათა რაც შეიძლება მეტი გაიგონ ამ ვირუსზე რაც შეიძლება მცირე დროში რათა მალევე დაიწყოს ვაქცინებზე მუშაობა, რაც ის ერთადერთი ხსნაა რომელიც დღეს სამყაროს კორონავირუსის გავრცელების აღმოსაფრხველად აქვს. თუმცა სანამ ვაქცინები მზად იქნება, რასაც ერთი წელი ან კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდება, ხოლო ამ პერიოდში მოსახლეობას მოუწევს, რომ სხვა მეთოდებს მიმართოს და დააწესოს ისეთი დღისწესრიგი, რომელიც დანაკარგებს დაიყვანს მინიმუმამდე და რაც შეიძლება შეამცირებს ინფიცირებულების რაოდენობას და ვირუსის კიდევ გავრცელების ალბათობას. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სოციალური დისტნაცირებით, ჰიგიენის წესების დაცვით და მოთმინებით. ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისაგან ძალიან ბევრგან მოიპოვება და მასზე ხელი დღეს უკვე ყველას მიუწვდება, თუნდაც პატარა სოფლებსა და დასახლებებში. მხოლოდ ამ მითითებების ზუსტად მიყოლით არის შესაძლებელი, რომ ადრეულ ფაზაშივე მოვახდინოთ ვირუსის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. საქართველო ჯერჯერობით ამ მხივ წარმატებულად ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და გავრცელების დონეც ასე თუ ისე კონტროლდება, თუმცა ის რომ ქვეყანას წინ ურთულესი რამდენიმე თვე გველის, როგორც ჯანდაცვის მხრივ და ქვეყანაში კრიზისული მდგომაორების მართვის მხრივ ასევე ეკონომიკურადაც. უკვე ბევრი გამოცემა და ექსპერტი ლაპარაკობს იმაზე, რომ არასწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში შეიძლება რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულებიი უფრო რთული დასაძლევიც კი აღმოჩნდეს ვიდრე ეს ჯანდაცვის სფეროში აღმოჩნდა. ეს რა თქმა უნდა გაზვიადებაა, თუმცა ეკონომიკური ეფექტი ქვეყანას ნამდვილად თვეები განმავლობაში გაჰყვება და თავიდანვე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებმა და მთავრობამ ფინანსები მართონ ისეთი მეთოდებით და პრინციპებით, რომ მომდევნო რამდენიმე თვე, რომელიც ყველა შემთხვევაში რთული გადასატანი იქნება არ გახდეს. აქ გადავხდევათ თუ რა პრინციპებით არის უმჯობესი ვმართოთ ჩვენი ფინანასები ამ დროს და როგორ ვუზრუნველყოთ ჩვენი თავი პანდემიის დასრულებამდე.
არის თუ არა საჭირო სასურსათო საქონლის პანიკურ რეჟიმში შეძენა?
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამყოფი თემაა კოვიდ-19-ის განხილვისას, რადგან მაშინ თუ მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას რომ ნერვიულობის და პანიკის საფუძველი არ არის და ამიტომ არც თვეების სამყოფი საჭმლის მომარაგებაა საჭირო, მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა ამ დაპირების და მაინც დარწმუნებულია, რომ სულ რაღაც კვირების შემდეგ დაცარიელდება მაღაზიები და შეწყდება პროდუქციის შემოტანა ქვეყანაში, შესაბამისად ის და მისი ოჯახიც დარჩებიან საკვების გარეშე და მოუწევთ დიდხანს ლოდინი რათა ასეთი გამოუვალი მდგომაორების დროს მთავრობისგან მიიღონ დახმარება. ეს პანიკური მიდგომა, მიუხედვაად იმისა, რომ საკამოდ საზიანნოა მაინც გასაგებია. ალბათ რაღაც დონეზე ყველა ოჯახი ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, და სწორედ ამიტომ ცდილობს რომ რაც შეიძლება მომზადებული იყოს ვირუსის გავრცელების გართულებისთვის და იმისთვის, რომ საერთ`დაც არ გავიდეს სახლიდან მომდევნო კვირების განმავლობაში. ეს მიდგომა გასაგებია და ზოგ შემთხვევაში მაგალითად თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას სადაც ახლოს მაღაზიაბი არ გაქვთ და ზოგადად ასე ყიდულობთ თქვენ სურსათს ეს მიდგომა გამართლებულია, რადგან თქვენ მოტივირებული ხართ არა იმით რომ თავი დაიცვათ ამ სასურსათო დეფიციტისგან არამედ შეზღუდული ხართ გადაადგილების მხრივ და თქვენთვის წარმოუდგენელია ყოველდღე ანდ ყოველმეორე დღეს მაღაზიაში სიარული. მათთვის ვისაც აქვს საშუალებ რომ მაღაზიაში ხშირად იაროს და ხელი მიუწვდება სასურსათო დაწესებულებებზე მარტივად პანიკურად საკვების შეძენის საჭიროება არ დგას და აი რატომ: როგორც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო ირწმუნება, საქართველოში არ არის არცერთი აუციელებელი მოხმარებისა და სასურსათო საქონლის დეფიციტი და მოსახლეობა ყოველთვის შეძლებს რომ იყიდოს ი სპროდუქცია რომელიც მას სჭირდება. ანუ რეალურად პანიკის საფუძველი არ არის ქვეყანაში, რადგანა არ არის ჩაკეთილი იმპორტის ხაზები, ქვეყანაში საჭირო პროდუქცია შემოდის და უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. გარდა ამისა არსებული მარაგი, ანუ ის პროდუქტები რომლებიც უკვე საქართველოშია, როგორც სამინისტრო იუწყება სავსებით საკმარისია თუნდაც მომდევნო რამდენიმე კვირისთვის. ხოლო პანიკურად სურსათის შეძენა არაფრიდან ქმნის საგანგებო სიტუაციას, აღარ რჩება პროდუქცია სხვა მომხმარებლისთვის და მაშინ როდესაც არარაციონალური გადაწყვეტილელების გამო ზოგ ოჯახს ახლა თვეების საკმარისი პროდუქცია აქვს სახლში, ზოგიერთ ოჯახი სრულიად უსუსრსათოდ რჩება მაშინ, რდესაც სულაც არ არის ამის აუცილებლობა. პანიკური შესყიდვები თავად აჩენენენ ქვეყანაში პანიკის რეჟიმს და ქმნიან ისეთ პრობელემს, რომლებიც ორგანულად არ წარმოუშვებოდა. მაღაზიაში ყოველ 2-3 დღეში გასვალ და ყველა მყიდველისგან დისტანციის დაცვა არის საუკეთესო მეთოდი, რომ ქვეყანაში ავირიდოთ სურსათის უეცარი გაქრობა, მაგრამ თან მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი გარეთ გასვლის საჭიროება. ეს შექმნის ისეთ სისტემას, რომელიც არც თქვენს მთლიან ხელფასს დაგახარჯინებთ ერთ დღეში, თანხა რომელიც შეიძლება მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო დაგჭირვებოდათ, და თანაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და არცერთი ოჯახი არ აღმოჩნდება სურსათის გარეშე
რამდენი უნდა გადავიხანოთ “შავი დღისთვის”?
ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს დღეს და რამდენიმე ძირითად სექტორს მოიცავს. იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობაში თავი ასე თუ ისე დაცულად იგრძნოთ აუცილებელია, რომ გქონდეთ გარკვეული თანხდა გადანახული, რათა საჭიროების შემთხვევაში თქვენით მოახერხოთ აუციელებლი შენაძენების გაკეთება ან მკურნალობაც კი. პანდემიის დროს საქართველოში კოვიდ-19იტ მკურნალობა და დიაგნოსტიკა უფასოა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ სამედიცინო დახმარებისთვის არ დაგჭირდებათ ფულის გადადება. ასეთი გადაწყვეტილება ბევრად უფრო ამარტივებს მთლიან პროცედურას, რათა ყველა ინფიცირებულს შეეძლოს დახმარების მიღება და არავინ დამალოს თავისი სoმპტომები იმიტომ, რომ ამ სამედიცინო პროცედურების საფასურის გადახდა არ შეუძლია. სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სულ სხვანაირია, სადაც მხოლოდ დაზღვევის ქონის შემთხვევაში შეგეძლებათ, რომ მიიღოთ ეს დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული საფასურის გადახდა მოგიწევთ. იმისთვის რომ თავი დაცულად იგრძნოთ, შეეცადეთ რომ თან იქონით იმდენი თანხა, რომ დამატებითი გართულების შემთხვევაში შეძლოთ საჭირო აღჭურვილობის, წამლებისა და სხვა, არაკოვიდ-19თან დაკავშირებული სერვისების მიღება, რადგან ეს პერიოდი საკმაოდ რთული და სტრესულია, ყველასთვის არის შანსი, რომ სხვა ტიპის დახმარებაც კი დაგჭირდეთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვენლოვანია რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ არააუცილებელი შენაძენები, რადგან არასდროს იციტ გადაუდებელი საქმისთვის რა თანხები შეიძლება დაგჭირდეტთ. ეს განსაკუთრებით რთული შესასრულებეია, თუნდაც იმიტომ, რომ გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით ახლა ყველა არააუცილებელ ბიზნესს, რომელიც ჩვეულებისამებრ ვერ ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება აქვს გამოცხადებული, რადგან, ბუნებრივია, პანდემიის დროს, ბევრი ცდილობს რომ არცერთი არააუცილებელი შენაძენი არ გააკეთოს და მთელი თავისი ფინანასები თავდაცვასა და აუციელებლ საკვებში დახარჯოს ან მისთვის შეინახოს. ასეთი მიდგომა ამჟამად ყველაზე გამართლებულია და თავს ბევრად უფრო უკეთესად იგრძნობთ თუ გეცოდინებათ, რომ მთელი თქვენი შემოსავალი თქვენვე უშიშროებაში გაქვთ ჩადებული და რაც შეიძლება მომზადებულები დახვდებით ნებისმიერ გამოწვევას. მართალია არის შანსი, რომ ეს მდგომარეობა რამდენიმ თვე გაგრძელდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სჯობს ფრთხილად მოეპყროთ თქვენს ფინანასებს რადგან ახლა პრიორიტეტი ჯანმრთელობა და უსაფრთხოების წესების დაცვაა. ეკონომიკური ზარალი, რომელსაც კორონავირუსი მოუტანს მთელს მსოფლიოს ნამდვილად გაართულებს მომდევნო რამდენიმე თვეს ასერომ ჯობია თავიდანვე მომზადებულები იყოთ და შემდეგ გაიმარტივოთ პანდემიის დასრულების შემდგომი პერიოდი.
თუ სამსახური დაკარგეთ
ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახლა უდიდესი პრობელმაა. ისეთ ინდუსტრიებში როგორებიცაა ტურიზმი, ახლა ყველა ფაქტიურად უმუშევარია. ეს ასევე ეხება ძალიან ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს, ძალიან ბევრ რესტორანს და ასევე სხვადასხვა გასართობ დაწესებულებას. მსოფლისო მასშტაბით მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და ეს რა თქმა უნდა მათზე ძალიან დიდ ეფექტს მოახდენს, არამხოლოდ ეკონომიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს მოვლენა უბრალოდ ნიშნავს მეტ თავისუფალ დროს სახლში, ოჯახთან ერთად, ბევრისთვსი ეს ნისნავს რომ ახლა მათი ფინანასები ურთულეს მდგომარეობაში და საფრტხის ქვეშ არის არამარტო მათი არამედ მათზე დამოკიდებული პირვები ცხოვრება. რა თქმა უნდა ასეთი კომპანიების უმრავლესობა არც კი ფიქრობს რომ თანამშრომლებს დროებითი კომეპნსაცია დაუნიშნოს და პირიქით მათ თხოვს პასხის იმაზე, თუ რატომ არ აქვს თითოეულ მათგანს სამი თვის საცხოვრებელი ხარჯები გადადებული ასეთი გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის. ეს პრაქტიკა შტატებში ძალიან გავრჩელებულია, თუმცა ბევრი ისეთი თანამშრომელი რომელიც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს ამას ფიზიკურად ვერ ახერხბეს. საქართველოშიც ამ ხმრივ არ არის ასეთი კულტურა და ბევრ ისეთ თანამშრომელს, რომელმაც დღეს სამსახური დაკარგა ალბათ არ აქვს არავითარი გეგმა, რომელიც ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოადგებოდა. ასეთ შემთხვევაში თქვენ სამი ძირითადი გამოსავალი გაქვთ რომელსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ. პირველი ეს არის მოსთხოვოთ კომპანიამ რომელმაც თქვენ გაგათავისუფლად, რომ დაგინიშნოთ დროებითი ხელფასი, ერთგვარი სტიმულის პაკეტი, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეს ასე თუ ისე გადაგატანინებდათ. ამის ალბათობა ძალიან მცირეა თუ მუშაობდით ისეთ კომანიაში, რომელსაც ისედაც არ აქვს დიდი შემოსავალი, თუმცა ის კომპანიები რომლებსაც ნადმვილად აქვთ ამის შესაძლებლობა, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგთანხმდებიან თუ მოთხოვენ სახალხო იქნება და თქვენც ბევრი თანამოსაზრე გეყოლებათ. მეორე ვარიანტია რომ მოთხოვოთ ასეთი კომპენსაცია მთავრობას, თუმცა ამჯერად ამის ალბათობაც ნაკლებია, რადგან არსებული რესურსების დიდი ნაწილი მედიცინის სექტორის დახმარებაზე არის მიმართული და შესაბამისად, რესურსებიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან შეზრუდული იქნება.
მესამე, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არის, დროებითი სამსახური რომლის კეთებაც სახლიდანაც შეგიძლიათ. იმისთვის, რომ სახლიდან იმუშაოთ მხოლოდ ლეპტოპი ან კომპიუტერი გჭირდებათ. არის სპეციალური საიტები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში სადაც შეგიძლიათ ისეთი სამსახურები მოძებნოთ რომლის კეთებაც სახლიდან შეგიძლია. ხშირს შემთხვევაში ეს იქნება ტექსტთან მუშაობა, იქნება ეს თარგმანი თუ ორიგინალური ტექსტის შექმნა და თქვენ სახლიდან გაუსველალდ მოახერხებთ,რომ გაიგოთ ყველაფერი რისი ცოდნაც სამსახურზე საჭიროა და თუ გაქვს შესაბამისი უნარები მოახერხებთ, რო დროებითი შემოსავალი გაიჩინოთ. ასეთი საიტების ნაკლებობა დღეს საბედნიეროდ არ არის და მათი დიდი ნაწილი უფასოც არის. ასევე არ მდაივიწყოთ, რომ თქვენ მეგობრებსა და ნხნობებსაც აცნობოთ, რომ დრობიტი სამსახურისთვის დრო გაქვთ და ეძებთ რადგან საუკეთესო შემოთავაზებები ყველაზე ხშირად სწორედ ასე აღმოჩნდება ხოლმე ჩვენს ხელში. დროებიტი სამსახური,რომლის კეთებაც სახლიდავე შეგიძლიათ ძალიან შეგიმსუბუქებთ უმუშევრობის პერიოდს და ფინანსურადაც დაგეხმარებათ. ზოგჯერ ყველაზე რთული სწორედ რუტინის დარღვევა და ის გაურკვევლობაა რომელიც ყვეალ ასეთ კრიზისს მოსდევს ხოლემ. სიახლეების თქვენი სახლის ყოფნის პერიოდის გახალისება ნამდვილად წაგადგებათ და თან ახალი შემოსავლის წყაროც გგიჩნდებათ.
რახ შეეხება სესხებს…
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული კამპანია, რომელიც პანდემიის შემდეგ დაიწყო ბანკებს და სესხებს უკავშირდება. პანდემიის გამოცხადებიდან სულ რამდენიმ დრეში რამდენიმე ქართულმა ბანკმა განაცხადა, რომ თავიანთ მომხმარებლებს ათავისუფლებდნენ სესხი გადახდის ვალდებულებისგან მომდევნო სამი თვის განმავობაში. რა თქმა უნდა, რეაქცია ამაზე თავიდან ძალიან დადებითი იყო, თუმცა რაც ცნობილი გახდა რომ ეს შეღავათი თავის თავში გულისხმობდა მომდევნო თვეებში გაზრდილ გადასახადს, ეს თავდაპირველი რეაქცია უცებ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დამატებიტი პროცენტების გათვალისწინებითაც ეს ბევრისთის შვებისმომგვრელი შეთავაზებაა, ბანკების მხრიდან ხალხი მეტ მხარდაჭერას ელოდა და არც დამატებითი პროცენტების დამატების საჭიროებას დაუდგა ბერვი მხარში. როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის რა თქმა უნდა ყველა ცდილობს, რომ რესურსების მაქსიმუმი სწორედ ამ საქმეს მოახმაროს რადგან, ამ მომენტში ყველაზე მნიშნელოვანი სწორედ ეს არის და ყველაზე დიდ საფრთხეს რესურსების ამოწურვა წარმოდგენს როგრო მიკროდონეზე, ინდივიდებში ისე მაკროდონზე, სახელმწიფოებისთვის. ასერომ მომდევნო რამდნეიმ თვე ყველა ფოკუსრებული იქნება რესურსების მაქსიმალურად გამოზოგვაზე რასაც ბანკის მხრიდან სწორედ ეს ახალი შეთავაზება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების ეს შეთავაზება საბოლოო ჯამში ისევ მატ წინააღმდეგ შეატრიალა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მაინც საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ძალიან დიდ შვებას გრძნობენ ასეთი პირობების გამო და შედეგად უფრო მომზადებულები შეხვდებიან პანდემიას. კოვიდ-19 თან საბრძოლველად ჩინეთს დაახლოებით 3 თვე დასჭირდა და ქვეყანა მხოლოდ ეხლა იწყეს ნორმალური ცხოვრების რიტმის აღდგენას. ამიტომ ეს 3 თვიანი პერიოდი, რომელიც ბანკებმა დააწესეს საკმაოდ ოპტიმალურია და იმ დაშვებას ეყრდნობა რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში მაინც ქვეყანა ასე თუ ისე დაუბრუნდება ნორმალურ მდგომაორებას და ის პირებიც კი რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, შეძლებენ და აღიდგინონ სამუშაო ადგილები და შემდეგ სესხების დაფარვაზეც დაიწყებენ ზრუნვას ისე, რომ საკუთარი უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ მოუწევთ და არც აუციელებლ ნივთებსა და პროდუქტებზე მოუწევთ უარის თქმა იმიტომ, რომ სესხი აქვს დასაფარაი. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი შეთავაზებაა და მიუხედვაად იმისა, რომ მოსახლეობა ელოდა ბანკებისგან ისეთ მხარდაჭერას, რომელიც მოგების კეთებაზე არ იქნებოდა ორიენტირებული, სამწუხაროდ დღეს ასეთი რეალობა მივიღეთ. თუმცა აქედანად შეიძლება ვნახოთ მოგება, განსაკუთრებით კი მაქთ ვინც სამსახური დაკარგად და ყველა არსებული დანაზოგის თუ დახმარების გამოყენება უბრალოდ აუცილებელი შენაძენებისთვის უწევს. ეს 3 თიანი გადავადება არ არის სავალდებულო და თუ თქვენ გირჩევნიათ , რომ სტანდარტულად განაგრძოთ სესხის გადახდა ამის შესაძლებლობაც გექნებათ. არჩევანი შეგიძლიათ თქვენი მდგომარეობის მიხედვით გააკეთოთ და თუ თვლით, რომ არ გიღირთ დამატებიტი პროცენტების გადახდა მომდევნო თვეებში მაშინ ჯობია, რომ ახლავე გადაიხადოთ სესხი და დამატებითი გართულებები თავიდან აიცილოთ. ეს . მიდგომაც სავსებით გამართლებულია, თუ ზუსტად იცით, რომ ამ სესხი გადახდის შემდეგაც გექნებათ საკმარისი თანხა არა მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად არამედ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც.
ლარის კურსი
ლარის კურსი ასევე ძალიან გამყოფი თემაა დღევანდელ რეალობაში. როგორც უკვე ვნახეთ, კორონავირუსის გავრცელებამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ლარი კურსზე და სახეზე გვქონდა ლარის ღირებულების რადიკალური ვარდა. ეს ეფექტი პანდემიას მთელს ფინანსურ სამყაროზე ჰქონდა და ბევრი ამ მდგომარეობას ადარებდა 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული ეკონომიკური პერიოდი იყო მთელი მსოფლიოსთვის. ის რომ პანდემაის ასეთი გავლენა ექნებოდა ჩვენს ეკონომიკაზე ადვილი გასაგებია, რადგან ასეთი კრიზიებსი განსაკუთრებით დიდ ეფექტა სუსტ ეკონომიკებზე ახდენს და შედეგად ლარის კურსიც 3.6ლ-მდეც კი ავიდა დოლართან მიმართებაში, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ოპერაციების შემდეგ შედარებით გამყარდა. თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალშიც მოხდება ლარის კურსის ასეთი უეცარი ვარდა, და ზოგადად დიდი დრო დაგვჭირდება სანამ ლარის კურსი იმ მდგომაორებას დაუბრუნდება როგორიც პანდემიის გვარცელებამდე ჰქონდა. ლარის კურსის ცვლიელბა ასევე ნიშნავს, რომ ალბათ გაძვირდება გარკვეული პროდუქცია, თმცა სახელმწიფომ უზრუნველყო რამდენიმ აუციელებლი პროდუქტის ფასის შენარჩუნება და ეს არ მოახდენს გავლენას სოციალურად დაუცველი პირების ხარჯებზე, თუმცა მაინც ლარის კურსი ძალიან მნიშვენლოვანი არამარტო მათთვის ვისაც აქვს ინვესტიციები და თვალს ადევნებს სავალუტო და საფონდო ბირჟებს, არამედ მათთისაც ვისაც სესხი აქვს გამოტანილი. ჩვენ ზემოთ განვიხილეთ, რომ ბანკები აზლევენ მოსახლეობას სასუალებას რომ გადაავადონ თავიანთი სესხების გადახდა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ღირდეს ამ შეთავაზებაზე დაფიქრება არის სწორედ დოლარის კურსი. მათთვის ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ეს შეიძლება ნიშნავდეს 100-ობით მეტი ლარის გადახდას და რა თქმა უნდა ეს ნებისმიერ დროს არაკომფორტულია, თუმცა ამჟამად ეს განსაკუთრებით რთული განსახორციელებელი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ მას შემდეგ რაც ეს სამი თვე გაივლის ლარი უფრო კარგ მდგომაორებაში იქნება ვიდრე ის ეხლა არის და ეს უბრალოდ რეალობაა. შეიძლება ბევრმა გადაწყვიტოს, რომ ახლა უმჯობესია, რომ სესხი გადახდა გადადონ და ლარის კურსს დაწევას დაელოდონ, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც იგივე კურსით მოუწიოთ გადახდა და თანაც დამატებითი პროცენტებით. ასერომ ლარის გაუფასურება ძალიან ნეგატიუ გავლენას ახდენს ძალიან ბევრ სექტორზე. არის იმის შანსიც, რომ გასაჯაროვდეს ლარის ზედა და ქვედა ზღვარი, რომ მოსალხოებამ ზუსტად იცოდეს, თუ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მომავალში თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი სერიოზულად არ მიდის. ლარის კურსი მოდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად არ იქნება კარგ მდგომარეობაში და ამის გათვალისწინებაც აუცილებელია იქნება ეს სესხების საკითხში, ინვესტიციებში თუ ვაჭრობაში. ამის შედეგად ბევრი ის აქტივობა, რომელიც როგორ ცწესი მომგებიანი თქვენთვის შეიძლება ცოტახნით დააპაუზოთ და სჯობს დაელოდოთ მოვლენები გაუმჯობესებას ან ყოვეშემთხვევაში მეტ ინფორმაციას და სიზუსტეს, როგორც ეროვნული ბანკის ისე მსოფლიო ფინანსური ინსტიტუებისგან. როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოდევნო თვეები რთული იქნება, მსოფლიო ახლა ბევრად უფრო კარგად არის სეიარაღებული იმისთვის, რომ ასეთ გამოწვევებს გაუმკლავდეს და სავარაუდოდ ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება იმისთვის, რომ თავის ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს ვიდრე ეს 2008 წელს მოხდა.
რამდენად სერიოზული იქნება ეკონომიკური კრიზისი
ჯერ არვიცი რამდენად გვაქვს საფუძველი, რომ კორონას გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები ეკონომიკურ კრიზისად გამოვაცხადოთ, განსაკუთრებიტ კი მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალია ეს პანდემია და ბევრი რამ მის შესახებ არ ვიცით. ჯერჯერობით მთელი ფოკუსი არის რესურსების მიმართვაზე ჯანდაცვის სისტემაზე და ეს არის ყველას პრიორიტეტი მსოფლიო მასშტაბით. რა თქმა უნდა ეს პროცესი ძალიან ძვირი დაუჯდება ყველა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სექტორი იღებს ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროით, ყველა ის რესურსი რომელიც სხვა მიზნისთვის იხარჯებოდა ამჟამად ისევ კორონასთან გამკლავებისთვის გამოიყენება. პრიორიტეტების გადანაწილება დააჩქარებს ვირუსთან ბრძოლის პროცესს და ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს ამ ვირუსისგან, თუმცა ქვეყნებმა აასევე უნდა იფიქრონ მომავალზე, ანუ იმ რეალობაზე რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ დადგება. როგორც უკვე განვიხილეთ, ტურიზმი, ექსპორტი, გადაადგილება, საკვების ინდუსტრია, ყველა ზემოთჩამოთვლილი ბიზნესი ძალიან დაზარალდა ამ პანდემიით. ქვეყნების მასშტაბიტ დაკეტილია ბიზნესების აბსოლიტური უმრავლესობადა ეკონომიკის სტიმულირება თითქმის არ ხდება. რა თქმა უნდა არიან ქვეყნები სადაც ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით, მაგალითად შვედეთი. ამ მიდგომას დღითიდღე უფრო მეტი და მეტი მოწინააღდეგე უჩნდება თავად ქვეყნის საზღვრებს შიგნითაც რადგან მართალია ასეთი მიდგომა ამცირებს იმის შანსებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი განვითარდეს თუმცა ამასთან ერთად, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს თვითონ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადო თავშეყრის ადგილებში ბევრად დიდი რისკის წინასე დგებიან და რაც ნაკლებად არის შეზღუდული გადაადგილება მით უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ, ავადდება ან სხვას აავადებს ამ ვირუსით და შედეგად ვიღებტ უკვე გადატვირტულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ ახერხებენ, ყველა პაციენსტ გაუწიონ საჭირო დახმარება. სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს ასეთ მაღალი სიკვდილიანობის პროცენტულ მაჩვენებელს როგორიც ეს არის იტალიაში და როგორიც ეს არის ესპანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნებმა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გააგრძელეს ბიზნესის წარმოება და ცხოვრების ნორმალური ტემპი, მათ ახლა ბევრად უფრო რთული სიტუაცია აქვთ კოვიდის თვალსაზრისით და ის თანხა, რომელიც ამ ტრავმულ პერიოდს დასჭირდება, თუნდაც მედპერსონალის კომპენსაციისა და აღჭურვილობის შესაძენად შეიძლება ბევრად უფრო მეტი ზარალისმომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე კარანტინი ადრევე გამოცხადება იქნებოდა. ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში ძალიან რთულია რომ მსოფლიო სწორი მოქმედების გეგმაზე შეტანხმდეს რადგანაც ყველას შემთხვევას ამდენიმე ძალიან უნიკალური ფაქტორი განაპირობებს, შესაბამისად სხვადასხვა ქმედები არის საჭირო ამ კონკრეული ქვეყნის ქეისის შესარბილებლად და მეტი დაცულობის შესაქმნელად ქვეყანაში, როგორც ეკონომიკური ისე ჯანდაცვის კუთხით.
მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი ტიპის არჩევანისა, მსოფლიოს ეკონომიკა ამ ძლიერ დარტყმას ვერ აირიდებს თავიდან. თუნდაც იმიტომ რომ დღევანდელი სამყარო ასე მჭირდოთ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ეს ასევე ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კრიზისი რაღაც დონეზე მინც აისახება სხვა ქვეყნებზე. ხოლო იმ შემტხვევაში თუ მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტი კარანტინში ეს რა თქმა უნდა უფრო შესამჩნევ ეფექტს მოახდესბ მსოფლიო ეკონომიკაზე.უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ინდუსტრიის სრულიად გაჩერებასაც ძალან დიდი ეფექტი ექნება. ბევრი ქვეყანა თავისი ბიუჯეტის სუბსტანციურ ნაწილს სწორედ ტურისტული ბიზნესებიდან იღებს და სწორედ ამიტომ მათი ეკონომიკები განსაკუთრებით დაზარალდება ამ პერიოდში. საქართველო ასე თუ ისე, სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და ჩვენს ეკონომიკაზე მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესამჩნევად აისახება. პროგნოზების უმრავლესობა მოსახლეობას ფრთხილებს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც ასევე მოიაზრებს ბიზნესების გახსნას, ფრენების აღდგენას და ა.შ., შეიძლება მომდევნო 6 თვის მაძილზეც კი არ მოხდეს, ხოლო სხვა, შედარებიტ ნეგატიური პროგნოზები ერთი წლის ვადებსაც კი ასახელებენ. საქმე იმაშია, რომ სანამ არ შეიქმნება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მანამდე რეალური ცვლილებასაც არ შეიძლება რომ ველოდეთ. რადგან შეიძლება ერთხელ დამარცხებულმა პანდემიამ კვლავ მოიკიდოს ფეხი და კვლავ გავრცელდეს ზუსტად იგივე ან უფრო სერიოზული სისწრაფით და ამჯერად ისედაც დასუსტებული ქვეყნები და ექიმები ალბათ ბერად დაკლებად ეფექტურები იქნებიან ამ ვირუსთან გამკალვებაში, რაც სიკვიდილიანობასაც გაზრდის. მოკლედ მომდევნო რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იქნება, რადგან მოგვიწევს ბევრი იმ ჩვევის აღმოფხვრა რომელიც ჩვენი ყოველდღიური რუტინის დიდ ნაწილს წარმოადგენს და ეს ყველა ინდივიდისთვის რთული იქნება. განსაკუთრებით ეს შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, ნებისმიერ სპორტულ თამაშს, კონცერტს და ასე შემდეგ, ყველა ისეთ ღონისძიებას, რომელსაც ყველა, როგორც წესი, თვეების განმავლობაში ელის და გეგმებსაც ამის მიხედვიტ აწყობს. ასეთი ღონისძიებების ჩაშლაც, თავისმხრივ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება და თავისთავად წარმოადგენს პრობლემას. თუმცა შეგვიძლია ამას სხვა კუტხიდანაც შევხედოთ, რაც უფრო მეტი ასეთი ღონისძიება გაუქმდება და რაც შეიძლება მალე, მით უფრო მოვახერხებთ რომ დავამარცხოთ ვირუსი, შევამციროთ გადადების ტემპი და შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანა გადავა კარანტინის რეჟიმზე, ეს მხოლოდ დააჩქარებს იმ პერიოდის დადგომა როცა ვირუსი ასე თუ ისე კონტროლის ქვეშ იქნება.
რა მოხდება პანდემიის დასრულები შემდეგ
პანდემიის დასრულება ახლა ყველა მოუთმენლად ელის, თუმცა არც კოვიდ-19 დამარცხების შემდგომი თვეები იქნება მარტივი. დადგება ძალიან ბევრი ისეთი ფინანასური გამოწვევა, მთელი მსოფლისო მასშტაბით რისთვისაც შეიძლება მზად არ აღმოვჩნდეთ. ასევე წინ წამოიწევს მოსახლეობის იმ ნაწილის პრობლემები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არ იყვნენე დასაქმებულები, მათი პრობლემები ვინ სამსახურში აღდგენას ვეღარ მოახერხებს. ასევე წამოიწევს იმ მცირე და საშუალო ბიზნესების პრობლემა, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტატ ფუნქციონირება თუმცა აღარ აქვთ სახსრესბი რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა. ასევე ხალხის დამოკიდებულება და მათი მართვაც შეიძლაბ უფრო რთული გახდეს, რადგან კარანტინში ცხოვრება მართლაც რთულია. ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანას ნამდვილად დასჭირდება კოლაბორაცია სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და მოქალაქეებს შორის რათა პროცესი მაქსიმალურად უპრობლემოდ და გართულებების გარეშე განვითარდეს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყველა ბოლომდე იყოს ინფორმირებული საუკეთესო პრაქტიკებზე და მატ მოვალეობებზე. საქართველოს მოქალაქეების ასეთ მომენტებში განსაკუთრებით გამოირჩევიან გუნდური შესაძლებლობებით და თუ მოლსახლეობას ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთონ რათა ეს ეკონომიკური კრიზისი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, მაშინ ამ პრობლემიც მოხსნაც ბევრად მარტივი გახდება.