როგორ მოვიპოვოთ ფინანსური თავისუფლება

როგორ მოვიპოვოთ ფინანსური თავისუფლება post thumbnail image

საქართველოში ფინანსუი ცოდნა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა საინტერესო და რაც მთავარია ხელმისაწვდომი. ბევრისთვის ჯერაც უცნობია ისეთი ტერმინები როგორებიცაა ფინანსური თავისუფლება და ის მარტივი პრინციპები, რომლებსაც მსოფლისო გარშემო ყველა ფინანსურად სტაბილუტი პიროვნება იტვალისწინებს. ასეთი ტრადიციების შემოღება, რა თქმა უნდა, ერთ ან ორ წელიწადში არ ხდება და არც უნდა ველოდოთ რომ ახლო მომავალში საქართველოში დიდწილად შეიცვლება დამოკიდებულებები ფინანსების მიმართ. თუმცა ცხადია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება მეტი ინტერესი თავად მოსახლეობის მხრიდან, რომ მეტად აკონტროლონ თავიანთი ფინანსები და შეძლებისდაგავარდა გაიუმჯობესონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა სხვადასხვა ტაქტიკების შემუშავებით, და არა . აუცილებლად შემოსავლის გაზრდით. ასეთ მიდგომას ბევრი პლიუსი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი კი ის არის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობსი შეცვლა შეგიძლიათ ზუსტად იმ მოცემულობით რომელშიც ახლა ხართ.

ეს ბევრისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს, თუმცა სხვადასხვა ფინანსური ტაქტიკების მეშვეობით შეგიძლიათ,რომ თავი ბევრად უფრო სტაბილურად იგრძნოთ და ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესოთ. ამისთვის კი უბრალოდ საჭირო ცოდნის დაგროვება და მონდომებაა. რთულია დააასეხლო ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ განვითარდა ეს მიდგომა საქართველოში აქამდე. ეს შეიძლება მივაწეროთ ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს ან თუნდაც იმას, რომ ასეთი მიდგომები ჩვენთან ხშირად უცხო იყო და ამის კულტურა როგორც ასეთი არ არსებობს.

რაც უფრო ხელმისაწვდომია ინფორმაცია მით მარტივია, რომ გაითვალისწინო ეს ძირითადი რჩევები, თუმცა ხელმისაწვდომობა სწორედ ბოლო რამდენიმე წელია რაც გაიზარდა და შეგვიძილა, სწორედ ამას მივაწეროთ ის, რომ დღეოსდღეობით ბევრად მეტი ადამიანი არის დაინტერესებული ფინანსური ტექნიკებითა და სტრატეგიებით და ზრუნავს საკუთარი ფინანსური სიტუაციის გაუმჯოსებეით და მეტად პასუხისმგებლობიანი მიდგომით.

რას ნიშნავს ფინანსური თავისუფლება

საქართველოში სესხები, ვალდები, იპოთეკები და ასე. შემდეგ საკმაოდ პოპულარულია. განსაკუთრებით კი შედარებით მცირე ზომის სესხები, ხშირ შემთხვევაში რამდენიმ სხვადასხვა მცირე ზომის სესხი, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ მათ აყენებს ზიანს. რადგან საქართველოში არ არის საკმარისი ინფორმაცია იმ უარყოფით შედეგებზე რომლებსაც ხშირადსესხების აღების პრაქტიკას მივყვარათ და ასევეიმიტომ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აძლევს საშუალებას, რომ ისეთი წესით და სტანდარტით იცხოვროს როგორც ეს მას უნდა, სესხების აღება საქართველოში ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა თქმა უნდა გარდაუვალია ისეთი შემთხვევები, რომელთათვისაც ფინანსურად მზად ვერ იქნებით, და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ჩავთვალოთ რომ ფინანსური თავისუფლება ნიშნვას ყველა ტიპის სესხზე საერთოდ უარის თქმას. დღესდღეობით ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება სულაც არ იყოს რეალისტური და ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უარი უნდა თქვათ ამ ფინანსურ სერვისზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხების ხშირად დამატებითი ფინანასური გაურკვევლობა შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.  ყველაზე ცუდი რაც ჩვენი ფინანსური ცხოვრებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ არის ვიყოთ რეალისტურები ჩვენ მიდგომებში და მხოლოდ ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ცვენს ამჟამინდელ მოცემულობას რეალისტურად უყურებს და მას სსაფრთხის წინაშე არ აყენებს.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ თუ გადავწყვეტთ სესხი გამოვიტანოთ, პირველ რიგში შევაფასოთ რეალისტურად თუ როგორ აისახება ეს სესხი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რამდენამდ მზად ვართ ესა თუ ის ცვლილება დიდი ხნის მანძილზე ავიტანოთ. იმისთვის, ომ ეს გაარკვიოთ უბრალოდ საჭიროა, რომ საკუთარ თავს იმდენად კარგად იცნობდეთ, რომ შეაფასოთ თუ რა გავლენას მოახდენს ამა თუ იმ ტიპის სესხი  თქვენს სამომავლო დამოკიდებულებაზე ფინანსების მიმართ. არსებობს ორი ძირითადი გზა რომ გავუმკლავდეთ უკვე არსებულ სესხებს. პირველი ეს არის ყველაზე დიდი სესხით დაწყება, რომლის გასტუმრების შემდეგაც გეცოდინებათ რომ ყველაზე რთული ნაბიჯი უკვე გადალახულია. თუ თქვენ ეს მეთოდი უფრო გიზიდავთ და თვლით რომ ესე გაგიმარტივდებათ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაშინ სწორედ ეს მეთოდი შეგიძლიათ აირჩიოთ. მეორე გზა რომ საბოლოოდ გაუმკლავდეთ თქვენს უკვე დაგროვეულ სესხებს არის, ყველაზე პატარა პასუხისმგებლობით დაწყება. ეს გაგიდვილებთ თავდაპირველ პროცესს, ანუ პირველი საფეხურების გადადგამ თქვენთვის ბევრად მარტივი იქნება რადგან ზუსტად გეცოდინებათ,რომ შეძლებთ ამ პატარა ნაბიჯის გადადგმას და პირველი წარმატება შემდეგ სტიმულობსაც მოგანიჭებთ.  შემდეგ კი შედარებით დიდი სესხებს ნელ-ნელ, თანმიმდევრობით გაუმკალვდებით, ამასობაში გამოცდილებასაც დააგროვებთ და ალბათ ბევრ რამესაც ისწვლით საკუთარ თავზე. მაგალითად, რამდენად პასუხისმგებლიანი და მომთმენი ხართ< რამდენად შეგიძლიატ აკონტროლოთ თქვენ სურვილი, რომ აღებული ხელფასი სესხის გასტუმრების მაგივრად რაიმე უფრო სახალისო დახარჯოთ, თუნდაც ინვესტიციებზე. მაგრამ თუ თქვენი მიზანია მიაღწიოთ ფინანასურ თავისუფლებას, ანუ არ იყოთ მუდმივად სტრესში თქვენი ფინანსების გამო, პირველ ნაბიჯი ყოველთვის არსებული ვალების გასტუმბრეა უნდა იყოს.

ეს არის ყველაზე დიდი ფინანსური ტვირთი, რომელიც შეიძლება ადამანს დააწვეს რადგან სესხის აღებისასა თქვენ ხედავთ ამა თუ იმ ნივთისთისა თუ სერვისისთის სესხი გამოტანის აუცილებლობას, თუმცა ეს გრნობა ნელ-ნელ ქრება და თქვენ უბრალოდ გიწევთ ყოველთვიურად მოიკლოთ თქვენი ხელფასის ნაწილი, და შეიძლება მალე აღარც კი გახსოვდეთ თუ რატომ გადადით ეს ნაბიჯი. ამასთანავე ის, რომ მუდმივად გაკლდებათ თანხა თქვენ ხელფასიდან და ეს პროცესი ხშირად თვეების განმავლობაში არ წყდება, ძალიან დამთრგუნველია ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ თქვენი შემთხვევაც მსგავსია, ნუ ჩათვლით, რომ საქმე დაკარგული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანასური თავისუფლების არის ვალების გასტუმრება, სესხების გადახდა და ახალი ფინანასური მიდგმის მიყოლა ისე, რომ ისევ სესხები არ ფიქრობდეთ. ეს პირველი დაბიჯი აუცილებლად უნდა გაიაროს ყველამ ვისაც აქვს სესხი და ახლა ფინანსური თავისუფლების ძიებაშია.

იმისთვის, რომ პროცესი ოდნავ გაიმარტივოთ, შეგიძლიათ სხვადასხვა გზებით წახალისოთ კიდევაც თავი და ეს წახალისება შეიძლება ფინანსურიც  კი იყოს. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პირვლეი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა გადაიდგას სანამ ფინანსური თავისუფლების მიღწევის მეორე ეტაპზე გადავიდოდით.

დაიწყეთ თქვენი ბიუჯეტის შესწავლა

ეს შეიძლება ბევრს უცნაურად ეჩვენოს, თუმცა ახლავე გეტყვით რომ ერთადერთი გზა რომ კარგად გაიგოთ თუ როგორი მხარჯველი ხართ არის საკუთარ თავზე დაკვირვება.  ყველაზე პოპულარული მიდგომა ამ საკითხში საკუთარ ხარჯებზე 3 თვის განმავლობაში დაკვირვებას გულისხმობს რის შედეგადაც თქვენ საკმაოდ ზუსტი სურატი გექნებათ იმისა, თუ რაში იხარჯება თქვენი შემოსავალი ,რაში შეიძლება ნაკლები ფული დახარჯოთ და გაქვთ თუ არა საშუალება მეტი თანხა გადადოთ ყოველთვიურად თქვენს დაგროვებით ანგარიშზე. იმისთვის, რომ ეს ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგეს საჭიროა რომ ყველა, თუნდაც უმნიშვნელო დანახარჯი აღბედილი იყოს ამონაწერში, რადგან ხშირად სწორედ ეს პატარა დეტალები ადგენს მკაფიო სურათს და გვეხმარება გავიგოთ თუ რისი შეცვლა არის საჭირო და რომელი ხარჯები არის აუცილებელი და სასარგებლოც კი. თუ თქვენ შეატყობთ რომ ძალიან ბევრი ფული გეხარჯებათ გარეთ სადილის მირთმევაზე, შესაძლოა ყოველრესსარგებლოთ ტაქსით როცა შეგიძლიათ ავოტბუსიც გამოიყენოთ. შეიძლება ყოველდღე ყიდულობთ ყავას ადნ გიყვართ შოპინგი,გაქვთ ჰობი რომელიც თქვენგან თანხას მოითოვს და ასე შემდეგ. ფინანსურ ჩვევებზე დაკვირვება არ ნიშნავს რომ თქვენი ხარჯები მხოლოდ აუცილებლობებაბმდე უნდა დაიყვანოთ. საჭიროა, რომ ფული რომლისთვისაც ამდენს შრომობთ, დახარჯოთ ისეთ აქტივობებსა თუ საგენში რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ, თუმცა ეს ყველაზე ზომიებირები ფარგებში უნდა ხდებოდეს. მაგალითად თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ გასაკეთებელი შენატანი ბანკში თუმცა ამ თანხის 30% -ს “შემთხვევით” ხარჯავთ თვის განმავლობაშ სხვადასხვა კაფეესა და რესტორენბსი დრო არის რაღაც ცვლილება შეიტანოთ თქვენ სცხოვრების სტილში. მაგალითად შეგიძლიათ დააწესოთ ლიმიტი, რომ რესტორანში მხოლოდ ორ კვირასი ერთხელ ისადილებთ, ან რომ ხელპასის 15%-ზე მეტს არ დახარჯავთ მეგობრებთან ერთად  გარეთ გართობისას. ასეთი პატარა ცვლილებები საბოლოო ჯამში დიდ შედეგებს გვაძლევს და თქვენი ბიუჯეტის გადახედვისას, თქვენ შეძლებთ რომ ფინანსრუი თავისუფლებსიკენ უფრო თამამად გადადგათ ნაბიჯები

რას მივანიჭოთ უპირატესობა

ალბათ ის, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენი ფინანსური პასუხისმგებლობები უნდა გადაიხადოთ ყველასთვის არის ნათელი. თუ თქვენ იცით რომგადასახდეილ გაქვტ კომუნალური გადასახადები, ან გჭირდებათ ვიზიტი ექიმთან ან თქვენს მანქანას უწევს წინასწარ ჩანიშნული შემოწმება რა თქმა უნდა ამ აქტივობებისთვის თანხა უნდა გადადოს შემოსავლის მიღებიდან პირველივე დღეს და შემდეგ მას ხელი არ ახლოთ, თუმცა დარჩენილ თანხასაც სჭირდება სისტემა. მაგალითად თქვენი შემოსავლის 20% ყოველთვის უნდა მიდიოდეს დაგროვებით ბარათზე, რათა თქვენ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ თვქენი ე.წ შავი დღის ფულის შეგროვება. ეს ის თანხა იქნება, რომელსაც თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებთ თუ აღმოჩნდებით ფორს მაჟორულ სიტუაციაში, თუმცა იმისთვის რომ არ იგრძნოთ თავი დაუცველად ფინანსური თავისუფლების ეს ასპექტიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სესხების მენეჯმენტი. ამ მიდგომის მთავარი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება უფრო კომფორტული გახადოს თქვენი ფინანსური ცხოვრება, ამისთვის კი გადანახული თანხა, რომლის იმედიც დაძაბულ სიტუაციებში ყოველთვის გექნებათ ძალიან დაგეხმარებათ. არსებობს რი ძირითადი ტიპის ფონდი რომელზე მუშაობა მშინვე უნდა დაიწყოთ, როგორც კი სესხების მენეჯმენტის ნაწილი მოგვარებუი გექნებათ. თქვენ გჭირდებათ ე.წ “შავი დღის ფონდი” მაგრამ ასევე გჭირდებათ მეორე ტიპის დანაზოგი, რომელიც შედარებით დიდი მოულობისაა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჩქარო.

იდეალურ შემთხვევაში თქვენ უნდა გქონდე თ გადანახული საკმარისი თანხა იმისთის რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შემოსავლის გარეშე ცხოვრება შეძლოთ მხოლოდ ამ თქვენი დანაზოგით. სტანდარტული დრო ასეთ შემთხვევებში 3 დან 6 თვემდეა. ამ თანხაში უნდა შედიოდეს თქვენი ქირის გადასახადი, კომუნალური გადასახადები და მინიმალური საარსებო თანხა. ეს ნაწილი შეიძლება ბევრს ძალიან რთულად ეჩვენოს, თუმცა ალბათ ყველაზე მეტ სიმშვიდეს სწორედ ამ ფონდის ქონა მოგანიჭებთ. ეს ნიშნავს, რომ სამსახურის დაკარგვის ანდ უბრალოდ სიტუაციის შეცვლის სურვილის შემთხვევაში თქვენ გექნებათ არჩევანის ფუფუნება და მოახერხებთ, რომ საკუთარ თავს მისცეთ დრო იმისთვის, რომ დაალაგოთ ცხოვრების სხვა ასპექტები. ეს ასევე დაგეხმარებათ სხვა ტიპის გაუთვალისწინებელ შემთხვებს უფრო მეტი თავდაჯრერებულობით შევდეთ რაც ყოველთვის სასურველია. როდესაც ერ ორი ფონდიც გექნებათ მაშინ თქვენ მოსახლეობის უმრავლესობაზე ბევრად წინ იქნებით ფინანსური მენეჯმენტის საკითხში.

მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ არ სურს რომ მეტი გაიგოს საკუთარი ხარჯვის სსტემებზსა და ნაკლოვანებებზე რადგან ეს თემა, დღესდღეობითაც კი საკმაოდ ტაბუიერებულია და ბევრი თვლის რომ ფული განკარგვა არ უნდა იყოს ადამინისთვის ცალკე თავსატეხი, გარდა იმისა, რო ყველამ უნდა გამოიყნეო შეგნებული მიდგომები. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ შეგენბული მიდომი უმარავი ინტერპრეტაცია არსებობს და შეიძლება ბევრისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ჰქონდეს თუმცა ალბათ შედეგი ყოველთვის ერთი იქნება – არასტაბილური ფინანასური მდგომარეობა, რომელიც პატარა გამოწვეევასაც კი ვერ გაუძლებს.  დღესდღეობით ახალგაზრდა თაობებს ხშირად საყვედურობენ იმაში, რომ მათ არ შეუძლიათ ფულის შენახვა და ფინანსებს ცუდად მართავნ, ამისი საფუძველი  უფროსებს მართლაც აქვთ რადგანც დღესდღეობით მილიონები იხარჯება ყოვლად გამოუსადეგარ ნივთებში და ფინანსრუს სტაბილურობაზე ცოტა თუ ფიქრობს.

ექსპერტების ნაწილი თვლის,რომ ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ახალგაზრდებს უწევტ დიდი რაოდენობით სესხების გამოტანა რათა მოახერონ შემდენ უნივერსიტეტებში სწავლა, თუმცა ესეც კი ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლებათ სამსახურის შოვნა მოგვიანებით. ძალიან ბევრი თანხა იხარჯება განათლებაზე თუმცა ამ თანხის ამოღება ძალიან ხშირად არ ხდება. ასეთი მოცულობით კი რთულია იფიქტო ფინანსურ სტაბულორობზე და თანხის გადაახვაზე რაც სავსებით გასაგებია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ნობიერების ამაღელბას შეიძლება ფასდაუდებელი ეფექტი ჰქონდეს ახალგაზრდბზე და თ მათ ეცოდინებათ რომ ასეთი ტაქტიკებით შესაძლებელია ბევრად უფრო გაიმარტივონ ცხოვრება და საკუტარ თავს მეტი თავისუფლებაც მიანიჭონ შეიძლება ამას ძალია დადებითი ეფექტი ჰქონდეს.

როდესაც ფონდები შედგენილია, ვალები გასტუმრებული და სამომავლო გეგმები დასახული, დროა იზრუნოთ ინვესტიციებზე. პასიური შემოსავალი დღეს უკე აუცილებლობასაც კი წარმოადგენს რადგან ცხოვრება ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე ეს აქამდე იყო და მოსახლეობასაც არჩევანი ბევრად უფრო დიდი აქვს თუ როგორ  და რაში დახარაჯავს საკუთარ ფინანსებს. პასიური შემოსავლის ქონდა აუცილებელია, და ასევე ბევრად გააუმჯობესებს ტქვენი ცხოვრების ხარისხს. პასიური შემოსავალი ნიშნავს ისეთი ტიპის შემოსავალს, რომელსაც თქვენ ინვესტიციებისგან იღებთ. მაგალითისთვის თუ თქვენ შეიძინეთ სახლი, ეს ნამდვილად ინვესტიციაა, თუმცა თ მას გააქიარევბთ მალევე შეძლებთ, რომ ამოიღოთ გადახდილი თანხა და თან გქონდეთ შემოსავლის ისეთი წყარო, რომელიც თქვენგან დროსა და ენერგიას აღარ საჭიროებს და უბრალოდ ფინანსურად უფრო გაძლიერებთ თქვენი აქტიური შემოსავლის ფონზე. პასიური შემოსავალი არ არის აუციელებელი იყოს სახლი, ეს შეიძლება იყოს ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე, რომელიც დროთაგანმავლობაში თქვენს ანგარიშზე დამატებით თანხას შემოიტანს ისე რომ თქვენ ამ საქმისთვის დამატებითი დროის გამოყოფა აღარ დაგჭირდებათ.  პასიური შემოსავალი დღესდღეობით ყველა მდიდარ პიროვნებას აქვს. რადგაც ველა ხვდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შეგროვებული თანხის ისეთ ადგილას ჩადებას, რომელიც შემდეგ მუდმივად იქნება თქვენთის შემოსავლის წყარო და რომელიც თქვენ სამომავლოდ შეგიძლიათ კიდევ დამატებითი ინვესტიციებისთვის გამოიყენოტ.

გარდა იმისა, რომ პასიური შემოსავალი გულისხმობს თქვენჰან მინიმალურ მოდგომებას ეს ასევე ნიშნავს რომ თქვენ თანხა არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ანდ მეტი გზიდან მოგდით. ეს კიდევ დამატებითი ფაქტორია ფინანსური თავისუფლების მიღწევისას, რადგან არ არის სასურველი მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე იყოთ დამოკიდებულები ფინანსური სტაბილურობისთვის და საჭიოა შემოსავალი რამდენიმე მხრიდან შემოდიოდეს თქვენს ანგარიშზე. დღესდღეობით ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ბერვი ინფორმაცი მოპოვება პასიურ შემოსავალზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ დრო სანამ შეძლებთ, რომ პასიუ შემოსავალზე დაფიქრეთ და მიიღოთ კიდევაც ის, ეს არის აუცილებელი კომპონენეტი თქვენი ფინანსური თავისუფლებისთვის და ეს ყოველთის უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემოსაცლის 20% დანაზოგებში ანაწილებთ. რადგან შეიძლება სწორედ ეს დანაზოგი აღმოცნდეს მომავალში თქვენი ინვესტიციების წყარო, რომლებიც წლების განამვლობაში იქნება პასიური შემოსავლის შემომტანი და რომელიც თქვენგან მხოლოდ მცირეოდენ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს. პასიური შემოსავალი, ძალია მნიშვნელოვანი ასევე ვინც ფიქრობს რომ სურს ადრე გავიდეს პენსიაზე. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ საჭიროა, რომ რამდენიმე ასეთი შემოსავლსი წყარო გქონდეთ, ხოლო თუ ამას მოახერხებთ შეძლებს წლებით ადრე გახვიდეთ პენსიაზე და მხოლოდ ის აკეთოთ რაც მოგესურვებათ რადგან ფინანსური თავისუფლება უკვე მოპოვებული გექნებათ.  ალბათ თავადაც დარწმუნდით, რომ  ამა თუ იმ მეთოდების გამოყენებიტ საკმაოდ მარტივია, რომ შექმნათ ფინანსური თავისუფლება და საკუთარ თავს ცხოვრება ბევრად გაუმარტივოთ.

თუ ამ მეთოდების გამოყენებას თქვენ ადრეული ასაკიდავე დაიწყებთ სულ მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენი მონდომება უკვე რეალურ შემოსავალსა და სტაბილურობას გთავაზობთ, რაც თქვენს გარშემო ალბათ ძალიან იშვიათი იქნება. ფინანსების მართვა შეიძლება ზოგისთვის საშიშად გამოიყურებოდეს, თუმცა ეს სულაც არ არის რეალობა. მთავარაი გქონდეთ საკუთარი ფინანსური ჩვევებისა და შემოსავლისა და ხარჯების კარგი გაგება რათა შესაბამისი სამოქმედო გეგმა დაისახოთ და რაც შეიძლება მეთ მიზანს მიაღწიოთ ძალიან მცირე დროში. აქ ჩამოთვლილი მეთოდებით კი ამის გაკეთება არამხოლოდ მარტივი არამედ სახალისოც კი არის.

ფინანსური თავისუფლება, რეალურად არის ის რაც მოგცემთ საშუალებას აკეთოთ ის რაც გსურთ და თან ამავდროულად თავი იგრძნოთ დაცულად და მშვიდად. ამის მიღწევა ბევრს 60 წლის ასაკამდეც კი არ შეუძლაია, თუმცა რადგანაც ამ ინფორმაციაზე წვდომა ახლა ბევრად მარტივია, დიდია შანსი იმისა, რომ ახალგაზრდებიც დაიწყებენ ამ მიდგომების გაზიარებას და შეიქმნიან ისეთ ფინანსურ გეგმას, რომელიც მათ მისცემს საშუალებას იყვნენ უფრო თავისუფლების ამ მიმართულებით და რეალურად შექმნან ის მოცემულობა სადაც ფინანასური პასუხისმგებლობა არის ჩვეულებრივი მოთხოვდა  და არა ელიტის პრივილეგია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *