ბანკების როლი კორონავირუსთან ბრძოლაში

ბანკების როლი კორონავირუსთან ბრძოლაში post thumbnail image

მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა, ყველა ინსიტუტი გარკვეულწილად მაინც ჩართულია ამ პროცესის შეჩერები მექანიზმებში. ეს პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება და ყველა ცდილობს, რომ ეს პანდემია რაც შეიძლება მალე იქნეს აყვანილი კონტროლის ქვეშ. ჩინეთსი სადაც კოვიდ-19 პირველად გავრცელდა, ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სამედიცინო პერსონალი და მთავრობა ამ ვირუსს სამი თვის განმავლობაში ყველა არსებული რესურსიტ ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეპიცენტრები არის როგორც ევროპაში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა კუთხეებში შეიმჩნევა პანიკა, სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, უპირველე ყოვლისა ეს ეხება ერთჯერადი მოხმარების პირბადეებს და ასევე სასუნთქ აპარატებს. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, სიცოცხელა და სიკვდილს შორის განსხვავება ბერვი პაციენტისთვის, სწორედ ამ სასუნთქ აპარატზე ხელმისაწვდომობა იქნება და სწორედ ამიტომ არ არის ასეთი მნიშვნელოვანი რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს ადეკვატური რაოდენობის სასუნთქი აპარატი საკუთარ არსენალში. თუნდაც ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორებიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი სასუნთქი აპარატების ნაკლებობა და  თითქმის 140 მილიონიან ქვეყანას მხოლოდ 170,000 სასუნთქი აპარატი აქვს. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ყველა ქვეყანაში ეს სამედიცინო აღჭურვილობა დეფიციტში, არის ის რომ კოვიდ-19-ის გამოჩენამდე, ამ აპარატების რაოდენობა აკმაყოფილებდა ყველა არსებულ მოთხოვნას და ასაავადმყოფოები ახერხებდნენ რომ ყველასთვის ვისაც ასეთი აპარატი სჭირდებოდა ეს სერვისი მიეწოდებინათ. პანდემიამ კი აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სისტემა არა თუ არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ გავრცელებას გაუმკლავდეს, არამედ სრულიად უძლურია ვირუსის მასშტაბების წინაშე.

იმიტომ, რომ მდგომაორება ასე დამძიმდა, ახლა უფრო მეტი ხალხი საუბრობს იმაზე, რომ ყველამ პრიორიტეტად სწორედ ამ პანდემიის დაძლევა უნდა დააყენოს. ეს მოიცავს როგორც მთავრობებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ასეთი მიდგომის წინააღმდეგებიც კი არიან, ასევე მთლიანი კერძო სექტორი, ყველა დიდი ინსიტიტუტი და რა თქმა უნდა მოსახლეობაც. ამ პანდემიის დროს ბანკების როლიც იზრდება და მათი მხრიდან სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობაც უფრო მეტი უნდა იყოს. საბედნიეროდ საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს, თუმცა რამდენაც ეფექტურის ის ახალი შეთავაზებები და ნაბიჯები, რომლებსაც ბანკები დრეს საზოგადოებას სთავაზობენ და რამდენად პასუცობს ბანკების რეაქცია თანამედროვე გამოწვევებს, კერძოდ კი იმ უნიკლაური გარემოს რომელიც დღეს ჩვენ კორონავირუსის პანდემიის გამო გვაქვს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში.

რას გვთავაზობენ ბანკები?

ბანკები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ონლაინ ბანკინგი, მობაილბანკინგი, და სხვადასხვა ონლაინ ფინანსური სერვისები უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი. დრეს ჩვენ ბანკბეის სერვისებს ვიყენებთ ყოველდღე, და მათზე ჩვენი ფინანსური რეალობა არის დამოკიდებული. ბანკებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა რაც ონლიან სერვისები გახდა ხელმისაწვდომი და ისეთი ტრადიციული სერვისების მიღება, როგორებიცაა მაგალითად სესხი, დაზღვევა ან ასე შემდეგ ასეთი მარტივი გახდა. გამარტივებულმა სერვისებმა შედეგად მოიტანა ის, რომ მათ ბევრად მეტი ადამიანი მიმართვას და ეს ტრენდი მხოლოდ ზრდადი იყო, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამოჩენამდე. დღეს ჩვენი რეალობა სრულიად გასხვავებულია და რაც მთავარია, არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ეს ახალი წესრიგი. ამ ახალ წესრიგში ტავდაყირა დადგა თითქმის ყველა ის ინსიტიტუი და სისტემა რომელიც ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობდა ხელს. მათ შორის მოხვდენენ ბანკებიც, რომლებიც ახლა ასევე სხვა რეალობას უსწორებენ თვალს.

ზოგადად კოვიდ-19 მა მსოფლიოს ფინანსურ სფეროზე ძალიან დიდი გავლენა მოახდეინა. საფონდო ბირჟა ამ კვირას თავის ყველაზე წამგებიან კვირას დახურავს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. თავად ეს ფაქტი ბევრ სხვა შედეგზეც მიუთითებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სულ რამდენიმე კვირაში გახდება, რადგან ამ შედეგებს საკუთარ თავზე და თანა ზალიან ინტენსიურად ვიგრძნობთ. ეს ცვლილებები და საერთაშორისო კრიზისი შეეხო  ლარის კურსსაც და გასულ კვირას, დოლარის ფასი 3.6 ლარი გახდა, თუმცაღა ახლა სიტუაცია შედარებიტ დასტაბილურდა ეროვნული ბანკის მიერ $40 მილიონის სავალუტო ბირჯაზე გაყიდვის შედეგად, ასევე დაგეგმილია სხვა ტიპის ოპერაციებიც, რომლებიც უნდა დაეხმაროს ადგილობრივ ვალუტას,რომ თუნდაც დროებით და თუნდაც მცირედით უფრო გამყარდეს. რა თქმა უნდა ვალუტის კურსისი ასეთი დაცემა ბანკებზეც აისახება და მათ ფუნქციონირებაშიც შეაქვს ცვლილებები ასეთ ვარდნას. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი.

ბანკები ასევე გადავიდნენ დისტნაციურ მომსახურებაზე ნაწილობრივ, თუმცა მათი ფილიალები მაინც აგძელებს მუშაობას რადგან ეს დაწესებულებები აუცილებელ დაწესებულებებად განიხილება. ბანკების რეალობაც, ისევე როგორც ყველა სხვა დაწესებულების და პიროვნების რეალობა შეიცვალა. თუმცა მოსახლოების მხრიდან უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნები ასეთი დაწესებულებები მხრიდან გარკვეული წვლილის შეტანაზე ამ პროცესის დასამარცხებლად.

ჩვენ საქართველოში ამისი მაგალითი პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დავინახეთ, როდესაც რამდენიმე ქართულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მსესხებლბეს სთავაზობდნენ, რომ თავიანთი გადახა მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეეჩერებინათ, რასაც ბუნებრივია მოსახლოების მხრიდან მოჰყვა დადებითი რეაქცია. ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ, რო გადაავადონ თავიანთი სესხი სამი თვის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდსი როდესაც ალბატ ქვეყანაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება და ყველა ფინანსური რესურსის მობილიზება ისევ აუცილებელ საკვებზე და ნივთებზე იქნება საჭირო, თუმცა თუ ამ შეღავათით ისარგებლებენ კლიენტები, მათ მაშინ ასევე მოუწევთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში შედარებით მეტი თანხდა გადაიხადონ,ანუ მათ გაეზრდებათ პროცენტული განაკვეთი. როდესაც ბანკების მიერ შეთავაზებული პაკეტის დეტალები გახდა ცნობილი, ამაზე ბევრს საკმაოდ ნეგატიური რეაქცია ჰქონდა და შესაბამისა დგაჩნდა კითხვა თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბანკებს ასეთ დროს და რამდენად არის მათი პასუხისმგებლობა ასეტ მომენტებში მოსახლოების დახმარება.

არ გაგიკვირდებათ და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ბევრი მომხარებლისთვის ამ მთელ შეღავათს ყველანაირ აზრს უკარგავს, რადგან ამ შემთხვევაში ეს შეთავაზება აღიქმება, როგორც კიდევ ერთი ხერხი, რომ ბანკებმა შემოსავალი გაიზარდონ და მაქსიმალურად ისარგებლონ იმ ძალაუფლებით რომლებიც მათ, როგორც მონოპოლიურ ფინანსურ ორგანიზაციებს ენიჭებათ. ამის გამო ბანკებმა ბერვი კრიტიკა დაიმსახურეს, მიუხედავად იმისა, რომ ალბატ ამ შეთავაზებას ძალიან ბევრი მომხრეც ჰყავდა, თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბანკები მართლაც გადაწყვეტენ, რომ მოსახლეობას გაუმარტივონ ცხოვრება, მაშინ დამატებიტი პროცენტი უნდა მოიხსნას და სესხი უბრალოდ უნდა გადავადდეს ყველანაიი დამატებითი გადასახადების გარეშე. მიუხედავად იმისა,რომ ეს შეთავაზება არ არის სავალდებულო, და მათთვის ვისსთვისაც ამ გადავადებას არ აქვს არავითარი ღირებულება შეძლებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ სესხის გადახდა და არც არავითარი დამატებითი გადასახადის გადახდა არ დაჭირდებათ.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ბანკების ამ შეთავაზებას მანიპულაციას უწოდებს, ასევე ამტკიცებს, რომ ბანკების მხრიდან ნებისმიერ ასეთი ჟესტი ძირიტად შემთხვევაში უბრალოდ იმიჯის შექმნას ემსახურება რაშიც ნამდვილად არის სიმართლე, თუმცა მაშინ დგება იმის საკითხი, თუ რა უნდა გაკეთდეს კერძოდ ბანკების მხრიდან რომ ამ პანდემიასთნა ბრძოლა გაუმარტივოს მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იტყვის, რომ ბანკების მხრიდან უნდა მომხდარიყო სესხი გადავადება დამატებითი პროცენტების გარეშე, თუმცა მაშინ ბანკების დიდი ნაწილი მომდევნო 3 თვის განმავლობაში დიდწილად შემოსავლის გარეშე დარჩებოდა, რადგან ამ შეთავაზებას აუცილებლდ ყველა დაიტაცებდა და აღარავინ გადაიხდიდა სესხ მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

საქართველოში საბანკო სექტორი განვითარების გზაზეა და უკვე შეიმჩნევა ისეთი დინამიკები და წინსვლა რომელიც სხვა, დასავლეთის მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც შეინიშნება. ამას ემატება იმ აპლიკაციებსი და თანამედროვე სერვისების წარდგენა, რომელბიც ნამდვილად განვიტარებული სამყაროს ნაწილად გვაქცევს და რაც მთავარია ეს სერვისები ხელმისაწვდომია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. თუმცა ან ბანკების სტაბილურობა, განსაკუთრებიტ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგადად ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის იქნება გადამწყვეტი ასერომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ტიპის დახმარებას ველით ბანკებისგან აუციელებელია გავითვალისწინოთ თუ რა რისკების წინაშე დაგვაყენებდა ბანკების შეთავაზება, რომ სრულიად შეწყვეტილიყო ყველანაირის სესხის გადახდა მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ბანკები რომელბიც შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ სესხებისგან იღებენ, სამი თვის განმავლობაში ამ წყაროს გარეშე დიდი ალბათობით ვერ იარსებებენ, განსაკუთრებით კი მაშინ როცა საბანკო აქტივობa მინიმუმამდეა დაყვანილი, ხალხი აღარ გადის გარეთ იმ რაოდენობით  და ქვეყანაც მისთვის ჯერ კიდევ უცნობი გამოწვევის წინაშე დგას.

თუმცა სესხების გადავადება არ არის ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც ბანკებს შეუძლიათ და როდესაც მათ ჩართულობაზე ვსაუბრობთ ეს ძირითადათ მათ სტანდარტულ სერვისებსაც კი არ ეხება. იმ გამოწვევების წინაშე რომლებსაც დღეს ჩვენ ვაწყდებით ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ფინანსური მზაობა იმისთვის, რომ შეიქმნა სხვადასხვა რესურსები წარმოების ფაქტები, ასევე ხალხში მაქსიმალურად დაბალ დონეზე იყოს პანიკის განცდა, რისი მიღწევაც შეიძლება სვხადასხვა სამომვალო პროგრამებით რომლებიც ქვეყნისთვის პანდემიანდელირელობის აღდგენისკენ იქნებოდა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდე პანდემიის იმ ფაზაში ვართ, როდესაც მთავარი არის ჯანდაცვის სექტორი და სწორედ ის აკონტროლებს ყველა სხვა სექტორს, ეს ფაზა არ გაგრძელდება სამუდამოდ. ეს ნიშავს იმას, რომ ოდესმე გადაივლის პიკის პერიოდიც, და ის თუ როგორი მტკივნეული იქნება ეს პიკი დამოკიდებლია ისევ მოქალაქეების პასუხისმგებლიანობაზე და იმ წესების შესრულებაზე, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის აღმოჩენის დღიდან მოყოლებული ავრცელებს და მოუწოდებს ყველას რომ მაქსიმალურად დაიცვან ისინი. ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდს ასევე მოსდევს ეკონომიკური შოკი, რომელიც გარდაუვალია ყველა ქვეყნისთვის, რადგან კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეს ცვლილებები თითქმის მთლიანად აფერხებს უამრავ ინდუსტრიას და ბევრ ისეთი შემოსავლის წყაროს როგორიცაა მაგალითად ტურიზმი ან საკვები ინდუსტრია, კერძოდ რესტორნები და ბარები, ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და ადგილები. ეს კი თავისთავად აფერხებს ეკონომიკას, იმ ქვეყნებს რომლებიც ახლა კარანტინში არიან და სადაც მინიმუმამდეა შეზღუდული გადაადგილება და სადაც ალბათ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაიწყება სიტუაციის გაუმჯობესება შეჩერებულია ყველა ბიზნესი და ეს რეალობა კიდევ დიდხანს დატოვებს კვალს ამ ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა როდესაც საქმე პანდემიასთან გვაქვს რთულია, რომ მხოლოდ ეკონომიკური კუთხით განვსაჯოთ სიტუაცა და გადაწყვეტილებებიც ასე მივიღოთ. თუმცა აუცილებელია, რომ პარალელურ რეჟიმში ვაკონტროლოთ ჯანდაცვის სექტორი და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავუკეთოთ ტესტირება და საჭირო დახმარება გავუწიოთ, მაგრამ ამასთანავე შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ ეკონომიკის სტაბილურობა თუნდა ძალიან გაუარესების ფონზე. სწორედ ასეთი მიდგომა არის ამჟამად კველაზე დაბალანსებული და იმისთვის რომ ეს რეალობად იქცეს აუცილებელი კოლაბორაცია სხვადასხვა სექოტრებს შორის რასაც ახლა კიდევ ფრო დეტალურად განვიხილავთ.

რას ელის საზოგადოება?

ქართული ბანკები მხოლოდ სესხებზე არ ფოკუსირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ შესახებ განხილვების მთავარი თემა სწორედ ეს არის. მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ ქვეყნის შიგნით დაიწყებოდა სიტუაციის ესკალაცია, შეიქმნა კორონავირუსის შეჩერების ფონდი სადაც დიდი კომპანიები, ბიზნესმენები და ინდივიდები შეძლებენ ფულის ჩარიცხვას, რათა მოხდეს რესურსები უკეთ გადანაწილება, მეტი სერვისებისა და სტაბულურობის შეთავაზება მათთის ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ასეთი ფონდები საქართველოს, რომელიც არ გამოირჩევა სახელმწიფოებრივი რესურსებიტ აუცლებლად სჭირდება იმისთვის რომ საქმე წარმატებულად დაასრულოს. სწორედ ამ ფონდში მოხდა ბანკების მხრიდან მილიონობით ლარის ჩარიცხვა, რაც კოვიდ-19თან ბრძოლას ძალიან გაამარტივებს. იმისთვსი რომ კორონავირუსს ეფეტურად ვებრძოლოტ რესურსები და მათი მობილიზება გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ ბანკების მხრიდდან ასეთ აქტივოაბში მონაწილეობის მირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოსაწონია, თუმცა ამ შემთხვევაშიც საზოგადოება ბანკებისგან კიდევ უფრო მეტ პროაქტიულობას ელის. მაგალითისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, პანდემიის გარდა, არის ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. ეს ძირითადად კერძოსექტორს შეეხო, თუმცა საჯარო სექტორის შემთხვევებიც არის. ანუ ათასობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ეს განსაკუთრებიტ საშიში და გაურკვეველი დროა რადგანაც, მათ შეიძლება ვერ მოიპოვონ ის აუცილებელი რესურსებიც კი რომლებიც გადარჩენისთვის აუცილებელია. ასეთ პირობებში სახელმწიფოსა და კერძოსექტორს აქვს მოვალეობა რომ ასეთი პირვების უზრუნველყოფა მოახდინოს.  ბანკებს ამ შემთხვევაში შეიძლება მოვთხოვოთ, რომ თავიანთი თანამშრომლების იმ ნაწილს რომელიც დროებით არ მუშაობს დანიშნოს გარვკეული ანაზღაურება, ან დაეხმაროს სხვა, შედარებით მცირე კომპანიებს რომ მათაც მოახერხონ და გდაუხადონ კომპენსაცია თავიანთ თანამშრომლებს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მწავე საკითხია, რომლის გადაჭრის კონკრეტული გეგმა დღეს საქართველოს არ აქვს. მართალია შენარჩუნებულია სამსხურები სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, და ძალიან ბევრი გადავიდა დისტანციურ სამსახურზე, თუცა ეს კატეგორია არ წარმოადგენს უმრავლესობას და ძალიან ბევრისთვის პანდემიასთან ერთად, დღეს გაჭირვებაც წარმოადგენს პრობლემას. შესაძლებელია, რომ ფონდში გადარიცხული თანხა სწორედ ამ საქმეს მოხმარდეს, და გარდა სოციალურად დაუცველი პირვებისა, რომლებიც მთავრობისგან ისედაც იღებენ კომპენსაციას და რომელთა შენაძენებზე ფასი გარანტირებულად დარჩება იგივე, ასევე დახმარება გაეწიოს საზოგადეობის იმ ნაწილს, რომელიც სამსახურსი გარეშე დარჩა.

მთავარი მიზეზი თუ რატომ ელიან ასეთ ჩართულობას ბანკებისგან არის მათი შემოსავლიანობა და გავლენა და ქართულ რეალობაში ეს ძალიანაც მოსალოდნელია, ყველა მნიშვნელოვანმა ბანკმა უკვე გააკეთა მილიონობით ლარის ოდენობის გადარიცხვა ამ ფონდში თუმცა მათი დახმარება სახელმწიფოს ყოველ ნაბიჯზე დასჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ ბანკებს არამედ ზოგადად კერძო სექტორს. ის რომ ბანკი მზად არის, რომ თუნდაც ნაწილობრიც შეუმსუბუქოს მოსახლოებას გადასახადების ტვირთვი ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამი თვის შემდეგ არ ვიცით თუ რა მდგომაორებაში იქნება ლარი. ასე, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რო შეთაზება რეალურად არ არის მომგებიანი და ახლავე ჯობია მისი გასტუმრება, უნდა გაითვალისწინოს რომ არის შანსი, რომ ლარი შესაძლოა სამი თვის განმავლობაში გამყარდეს და საბოლოო ჯამში იგივე თანხის გადახდა მოგიწიოტ სესხისთვის, რასაც ახლა გადაიხდით. ამის გარანტიებს ბანკი რა თქმა უნდა არ იძლება, თუმცა მის შესაძლებლობა მაინც რჩება რეალობად.

მათთვის ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი ეს შეთავაზება შეიძლება ძალიანაც მომგებიანი იყოს და აბათ ასეთი პირობები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან კიდევაც, რადგან ეს მათ აძლევს იმ დროინს ფანჯარას, რომ დაელოდონ მოვლენების განვითარებას მანამ სანამ რესურსები მთლიანად პანდემიასთან გასამკალვლებლად იქნება მობილიზებული, ხოლო მანამდე სანამ სესხი გადახდის დრო მოვა შეიძლება სახეზე ზუსტად იგივე რეზულტატი მიიღოს, რასაც სესხის მაშინვე გადახდით მიიღებდა, თუნდაც დამატებითი პროცენტების გარეშე.

ასე რომ საზოგადოება ყოველთვის ობიექტურად არ აფასებს ხოლმე ბანკების ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება რომ ბანკების რესურსებით ბევრად მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. ეს ეხება ასევე ყველა დიდ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც მოსახლეობას ხშირად არარეალისტური მოლოდინები აქვს ხოლმე. მართალია, რომ საბოლოო ჯამში ბანკების . მიერ შეთავაზებული შეღავათი არც ისე მომგებიანი აღმოცნდა როგორსაც ამას მოსახლეობა ელოდა, თუმცა თავად ეს ფაქტიც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიქმნა პრეცენტებდი, რომლის მიხედვითაც ბანკებიც, და შესაბამისად სხვა მსგავსი ფინანასური დაწესებულებები, იზიარებენ სიტუაციის სირთულეს, იზიარებენ იმ რეალისტურს შეხედულებას, რომ საქათველოს დღეს ნამდვილად სჭირდება დამატებითი ფინანსები იმისათვის, რომ ეფექტურად შეძლოს კორონავირუსთნა გამკალვება და ამის მოხერხება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაქსიმალური ჩართულობით ყველას მხრიდან , იქნება ეს ბანკი, რომელიც გამოყოფს თანხებს ფონდისთვის, ან უმსუბუქებს გადახდის პირობებს თავის კლიენტების თუნდაც ნაწილს, თუ გამოყოფს დროებით კომპენსაციას მათთვის ვინც დაკარგა სამსახური ახალი რეგულაციების გამო. ყველა ასეთი ქმედება საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ საქართველო და უმთავრესად ქართველო მოქალაქეების ნაკლებად იგრძნობენ იმ ეკონომიკურ კრიზისს რომელიც ამ პანდემიას მოჰყვება რაც ყველა სახელწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს.

არის თუ არა ეს ჩართულობა გამართლებული

მართლია ყველას უნდა, რომ მოხეეს ფონდების მობილიზება და კოვიდ-19 მიერ გამოწვეულიე ასეთი გაუგებრობის მალევე აღმოფხვრა. თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება, ან უფრო სწორად საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება რამდენად არის გამართლებული ეს სულ სხვა საკითხია. ალბათ ასეთი დიალოგები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ძალიან ბევრი იქნება, თუმცა მთვარაი გაყოფა იქნება მათ შორის ვინც თვლის რომ ფონდებში თანხის გადარიცხვა ასეთი კომპანიების მოვალეობა და ვინც თვლის რომ ბანკებს არავითარი მოვალეობა არ აკისრიათ სახელმწიფოს წინაშე და არც არიან ვალდებულები დაეხმარნონ სახელმწიფოს ამ გამოწვევასთან ეფექტუად გამკლავებაში. თუ სურათს რეალურად შევხედავთ, მართლაც ამის ვალდებულება ბანკებს არ აქვთ და ალბაბევრ ქვეყანაში სცენარიც სწორედ ასე განვითარდება და ბევრი დიდი კომპანია რომელსაც რეალურად აქვს იმის საშუალება რომ ქვეყანას ტვირთი შეუმსუბოქოს ამ ნაბიჯს მაინც არ გადადგამს.

თუმცა აქ საქმე კიდევ უფრო საინტერესო დინამიკასთან გვაქვს ვიდრე ქართველებისა მენტალიტეტი vs ყველა სხვა ეროვნების მენტალიტეტი. აქ უკვე საუბარია იმაზე, თუ როგორი ბრენდი, როგორ იმიჯუ მუშოაბს საზოგადოებაში და როგორ გაიზარდა სწორედ ამ იმიჯის როლი სულ რაღაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში. თუ საოზგადოებსი დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბანკების მხრიდნა ნებისმიერ დახმარების მცდელობა უბრალოდ იმიჯის გაუმჯობესებისთვის გაკეთებული ნაბიჯია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც მათ შემოთავაზებას ვუფიქრდებით, საბოლოო ჯამში ყოველთვის მაინც ბანკი გამოდის მოგებული.

დღესდღეობით თანამედროვე მომხამრებელი ბევრად უფრო დიდ ყურადრებას ანიჭებს ნებისმიერ იმ კომპანიის ეთიკასა და პოლიტიკას, რომელთანაც თანამშრომლობას აპირებს და ეს გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა, მოსალხოება დრეს ბევრად უფრო ინფრომირებულია ყველა იმ სისტემასა და ინფრასრუქტურაზე რომელთანაც თანამშრომლობს, იცის მათი პრაკტისი ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იცის თუ როგორ ექცევიან ისინი თავიანთ თანამშრომლებს და იციან თუ რა დონეზე არიან ჩართულნი ადგილობრივი ეკოსისემაში. თუ დაახლოებით 10 წლის წინ, მომხარებლისთვის მთავარი თვითონ სერვისი იყო, დღეს როდესაც უბრლაოდ სერვისის მიწოდება ყველა ერთი ტიპის კომპანიას შეუძლია ბევრად დიდი იმ ასოციაციების მნიშვნელობა რომელსაც მივაწერთ ამ კომპანიას. მაგალითისთვის თუ თანამედროვე კლიენტს აქვს არჩევანი რომ მიიღოს 10%-იანი სესხი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ინფრასტრუქტურების გაუმჯობესებაში, ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და კლიენტებს აღიქვამს როგორც პიროვნებებს, ან მიიღოს 5% სესხი ბანკისგან, რომელიც რეალურად მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა ორიენტირებული ხშირად იცვლის და უსამართლოდ ექცევა თავის თანამშრომლებს და ასევე არ უქმნის მათ ისეთ პირობებს, რომ შემდეგ კლიენტთან სასიამოვნო ინტერაქციის შესაძლებლობა მიეცეთ, მაშინ თანამედროვეკლიენტი არჩევანს დიდი ალბათობით პირველ ბანკზე გააკეთებს, რადგან უკვე აღარავის უნდა ისეთ ბანკთან თანამშრომლობა რომელიც ვერ აცნობიერებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას, ასეთ დაწესებულებებთან ასოცირება ახლა უკვე აღარ არის სასურველი ძალიან ბევრი კლინეტისთვის, თუმცა განსაკუთრებით ახალგაზრდა კლიენტებსტვის. თავისთავად ეს ტრენდი ასევე გამოწვეულია იმით რომ დღეს უკვე გვაქვს არჩევანი რაც თუნდაც 10 წლის წინ დიდი ფუფუნება იყო. ის რო არსებობს არჩევანი ასევე ნიშნავს, რომ კლიენტ უკვე მეტის მოთხოვნის უფლებაც აქვს ,რასაც ნათლად გვაჩვენებს საზოგადოების რეაქცია ბანკების მიერ შეთავაზებულ პაკეტებზე სესხებთან დაკავშირებით.

ანუ დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ბანკების ჩართულობაზე ,ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ სამეხწიფოსთვსი მომგებიანი ტრანზაქცია. ბანკები, რომელბიც შედარებით მეტს ჩადეებენ ამ პროცესში შედეგად მეტ დაფასებასა და სტატუსსაც მოიპოვებენმ ანუ მათთან ასოცირება უკვე საამაყო იქნება კლიენტისთვის. ეს პიარიდ ისეთი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ხშირად არ არის შესაძლებელი და ამიტომაც არის ამხელა აქტიურობა ბანკების მხრიდან, თუნდაც არც ისე ეფექტური შეთავაზებებით.

როდესაც ვსაუბრობთ თუ რამდენად გამართლებულია, რომ მოსახლეობა ამხელა პასუხისმგებლობას ანიჭებდეს ბანკებს უნდა გავითვალიწინოთ ის ცაიტგაისტი, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას სდევს თან. იმ შემთხვევაში თუ ბანკები მხოლოდ მცირე ოდენობით კონტრიბუციებს გააკეთებნ თუნდაც ამ კონრეკტუ ფონდში საზოგადოებისგან მათზე წამოვა კრიტიკის ქარცეცხლი, ხოლო თუ როგორმე მოახერხებენ და საზოგადოების გულს მოიგებენ ეს ეფექტი მათ შეიძლება წლების განმავლობაში გაჰყვეთ.

შეიძლება ერთი შეხედვით, ბანკების ასე აღწერა მათ სწორედ ისე აღწერს როგორც რადიკალური შეფასებები, რომელბიც მათ ყოველ სვლას აკრიტიკებენ, თუმცა ეს ნამდვიალდ არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ითხოვს მოსახლოება ასეთ ჩათულობას, და  რაც უფრო საინერესოა თუ რატომ უჯერებენ მათ ბანკები. ის რომ თავდაპირველი შეთავაზება არც ისე მომგებიანი გამოდგა როგორსაც ამას საზოგადოეაბა ელოდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგივე დაწესებულებები, ამ გამოხმაურებების მერე არ დაიწყებენ  უფრო პოპულისტური სვლებით ხელმძვანელობასმ რის ნიშნებს ალბათ ძალიან მალე დავინახვთ,

თუმცა ალბათ, უსამართლობაა, რომ ბანკები და ხალხი, რომლებიც ბანკებში მუშაობს მხოლოდ ამ შეხედულებამდე დავიყვანოთ, რადგან ნამდვილად არის შემთხვევები, როდესაც ბანკების მფლობელები და ზოგადად დიდი ბიზნესები მართლაც ცდილობენ რომ საკუთარი სახსრებით მათ დაეხმარონ ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება,თუმცა ახლა ამას ასევე ემატება პანდემია, ანუ საერთო საფრთხე რომელიც აბსოლიტურად ყველას ემუქრება და რის გამოც მსოფლიო ამჟამადა გაჩერებულია

როდესაც მსოფლის ასეთი საერთო გამოწვევა აერთიანებს ხოლმე, ზოგადად ბევრად მარტივია რომ იპოვოთ თანამოსაზრეები და უფრო მარტივია, რომ სხვებიც აიყოლიოთ სიკეთის კეთებაში , განსაკუტრებით მაშინ როდესაც ამ კონრეკტულ საქმსი წარმატება ყველა ოჯახზე და საქართველოს მოქალაქეზე აისახება პირდაპირ. ასეთ დროს მოსახლეობა, მთავრობა, კერძო სექტორის და ზოგადად ყველა დაწესებულება ერთ მტერს ებრზვის და ყველას ინტერესებში შედის მისი სწრაფად დამარცხება ხოლო ამის შანსებ ბევრად იზრდება როდესაც მთელი ქვეყანა არის მობილიზებული, არა მხოლოდ ფინანსურად არამედ მორალურად. აუციელებელი ყველა მხრისდან იყოს ერთად მუშაობის სურვილი. ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გაკეთებული მილიონობით ლარის ოდენობის გადარიცხვებით, ასევე იმ მოდნომებით რომლითაც მოქალქეეების ცდილობენ რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია რათა შეძლებისდაგვარად გადაიწიოს დაავადების გადადების პიკი და ქვეყანაში რაც შეიძლება ეფექტური მეთოდების გამოყენება შესაძლებელი გახდეს.

როგორც მსოფლიოს გამოცდილებამ აჩვენა, ის ქვეყნები, რომლებმაც ადრევე მოახერხეს ვირუსის კონტროლზე აყვანა და დააწესეს შესაბამისის შეზღუდვები, ასევე ფინანსურადაც მზად იყვნენე გამოწვევისთვის და მაღალი ორგანიზებულობის დონით გამოირჩეოდნენ, თუმცა ყველაზე მთავარი ყველა ასეთ შემთხვევაში იყო საოზგადოების მზაობა იმისთვის, რომ გადაეტანათ რამდენიმე განსაკუთრებით რთული კვირა რატა თავიდან აეცილებინათ ფატალური შედეგები. საქართველოს დღეს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ კიდევ ერთი ასეთი მაგალითი გახდეს მსოფლიოსთვის რადგან არსებული ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობა პროგრესირდება სტაბილურად და მიუხედვადა იმისა, რომ გვაქვს უკვე შიდა გადაცემის შემთხვევები, ეს არ ნიშნავს რომ სიტუაცია უკვე უმართავია.

თუ გაგრძელდება იგივე პოლიტიკა, და ასევე თუ მიეცემათ ბანკებსა და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, საშუალება რომ აქტიურად ჩაებან ამ ბრძოლაში მათი ფინანსური რესურსებით, მაშინ ვირუსუ დამარცხება საქართველოში ბევრად რეალისტური იქნება.

როდესაც ვსაუბრობთ პანდემიაზე აქ უკვე აღარ არის ადგილი იმისთვის, რომ ბანკებმა საკუთარი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნის ხელი შეუშალონ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ან დააყოვნონ ეს პროცესი საკუთარი ფონდების შენახვით და რესურსების არ გამოყენებით. მსოფლიო მასშტაბით ამის შემთხვევების აუცილებლად იქნება, თუმცა გამომდიანრე იქიდან რომ საქართველო ძალიან პატარაა, და ყველა კომპანია და დაწესებულება თითქმსი ყველასთვის ცნობილია და მათ ნაბიჯებს ყველა ყურადღებას ადევნებს, პასიური მიდგომი საშუალებას მათ მოსახლოება აღარ დაუტოვებს. გარდა ამისა კომპანიებისთვისაც, მნიშვნელოვანია რომ კრიზისი მალე დასრულდეს რათა მალევე აღდგეს მათი ჩვეული ბიზნესმოდელი და ამ ბიზნესებმაც ისევ გააგრძელონ მუშოაბა, ეკონომიკის სტიმულირება და ქვეყნის ამ კრიზისული მდგომაორებიდან მალევე გამოყვანა. ანუ როდესაც ბანკებს მოსახლეობა მეტ ჩართულობას სთხოვს ეს მოთხოვნა გამართლებულია, რადგან მათ ინტერესბშიც შედის ქვეყნის ეკონომიკის რაც შეიძლება მალე აღდგენა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი შეიძლება დიდი რაოდენობით ფულს ძნელად ელევა საბოლოო ჯამში ეს რეალურად ინვესტიციაა საქართველოს მომავალში, რომელიც მალე ისევ მომგებიანი გახდება.

როდესაც ამ საკითხს ამ კუთხიდან ვუყურებთ, უფრო გასაგებია თუ რატომ არისმ ამ ეტაპზე ბანკების ჩართულობა აუციელებლი და რატომ აწყობს ეს თითოეულ ამ ბანკსაც. მიუზედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს კეთილი ნებით მოტივირებული ქცევაც, საბოლოო ჯამშიეს უბრალოდ დააჩქრებს ბანკების და სხვა დაწესებულებებსი ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *