მცირე ბიზნესების ციფრულ სივრცეში გადასვლის მნიშნელობა, პანდემიასთან გასამკლავებლად

მცირე ბიზნესების ციფრულ სივრცეში გადასვლის მნიშნელობა, პანდემიასთან გასამკლავებლად post thumbnail image

მცირე ბიზნესების ციფრულ სივრცეში გადასვლის მნიშნელობა, პანდემიასთან გასამკლავებლად

დღესდღეობით კორონა ვირუსი (კოვიდ-19) მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და მედიაც უკვე აქტიურად წერს იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც კორონა ვირუსმა უკვე შეუქმნა ან მომავალში შეუქმნის მსოფლიოს ეკონომიკას. ის რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს და საკმაოდ რეალური ეკონომიკურ კრიზისამდე მისვლის საშიშროების წინაშე აყენებს ბევრ ქვეყანას არ არის საფუძველს მოკლებული მსჯელობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლარის ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალი ერთნიშნა ციფრია, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ იმპოტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და მრეწველობის წილი ეკონომიკაში ამჟამად 2.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 1980-იანი წლების ბოლოს. ამიტომაც, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბიზნესი მაქსიალურად შეეცადოს მოერგოს ამ ცვლილებებსს და არამარტო შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, არამედ განაგრძოს ბიზნესის განვთარებაზე ზრუნვაც.

ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ როგორი ინტენსიობით მოქმედებს მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს წამყვან ბრენდებზეც კი. აქედან გამომდნარე, მარტივი წარმოსადგენია, თუ რადენად რთული უნდა იყოს ამ პერიოდის გადატანა მცირე და ახალი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გამყარებული თავიანთი პოზიცია ბაზარზე. საბედნეროდ, ამ მგომარეობაში საქართველო მარტო არ არის, რადგან დღეს ეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან საბრძოლველად კი საუკეთესო საშუალება არის ბიზნესის ციფრულ გარემოში გადატანა, რასაც გვაჩვენებს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებ. დღედღეობით, თითქმის ყველა ინდუსტრია ზრუნავს იმაზე, რომ არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს და მოახერხოს თავისი პროდუქციის ინტერნეტის მეშვეობით გაყიდვა. ეს პროცესი მიმდინარეობდა უკვე წლების განამვლობაშ, მაგრამ დღეს ის არა მხოლოდ ერთ-ერთ არჩევანს, არამედ საჭიროებასაც კი წარმოადგენს. იქედან გამომდინარე, რომ დამწყებ ბიზნესებს ძირითადად 20-27 დღის განამვლობაშ გამომუშავებული თანხის ეკვივალენტი აქვთ გადანახული, აუცილებელია სწრაფად და პროდუქტიულად მოქმედება.

პირველი ნაბიჯი, რომელიც ყველა მცირე ან თუნდაც მოზრდილ ბიზნესმა უნდა გადადგას კორონა ვირუსისგან თავის დასაცავად, ეს არის ციფრულ სივრცეში გადასვლისთვის მზადება. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შეძლოს ფუნქციონირება ციფრულ სივრცეშიც, ამის გაკეთება ბიზნესთა უმეტეს ნაწილს შეუძლია. ამისთვილ უბრალოდ ცოტა კრეატიულობის გამოჩენა იქნება საჭირო. ამას გრძელვადიანი პერპექტივაც აქვს, რადგან იმის მიუხედავად, თუ როდის მოხდება კორონა ვირუსის რეგრესია, წარმატებას ძირითადად ისეთი ბიზნესები აღწევენ, რომლებიც ეფექტურად ნერგავენ და იყენებენ ციფრულ სივრცეს. საბედნიეროდ, საქართველოში ბიზნესის ციფრული მეთოდებით წარმოება უკვე მომგებიანია და უფრო და უფრო მეტი ინოვაციური აპლიკაცია თუ ვებ-გვერდი ჩნდება, ამ პროცესის ხელშესაწყობად, რომელბიც გვთავაზონებ გაუმჯობესებულ, ეფექტურ, დაცულ სერვისებს.

როგორ გადავიყვანოთ ბიზნესი ციფრულ გარემოში.

დღევანდელი ბიზნეს კლიმატის გათვალისწიინებით, იმისათვის, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს რელევანტურობა აუცილებელია განიცადოს ეს ტრანსფორმაცია. ეს ერთი შეხედვით კომპლექსური პროცესია, რომლისთვსი თავის მობმაც ხშირად შეუძლებლად ეჩვენებათ. თუმცა, მსოფლიო რეალობიდან გამომდნარე, უკვე არსებობს უამრავი სხვადასვხა საშუალება იმისათვის, რათა ბიზნესმა მოახერხოს ისეთი სხვადასხვა ვებ-გვერდების შექმნა, როგორიც არის მაგალითად, ონლაინ მაღაზია. ამის გაკეთბა კი არ არის ყოველთვის ასოცირებული დიდი ხარჯებთან და რთულ ბიზნესს ოპერაციებთან. იმისათვის, რათა ინტერნეტში საკუთარი კუთხე შეიქმნას ბიზნესმა, საჭიროა სულ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ბიზნესის სტრატეგიული გეგმა, რითაც გადაწყდება თუ რისი შეცვლა იქნება საჭირო ციფრულ სამყაროსთან შესაგუებლად. ამ სტრატეგიას უნდა ჰქონდეს ნათელი მიზანი, რომლისკენაც იქნება მიმართული მთელი ბიზნესის ძალისხმევა. რაც ყველაზე მთავარია, უნდა აირჩიოს სწორი სერვისი, რომლიც მას დაეხმარება ტრანზიციის გაკეთებაში.

ელექტრონული კომერციის მიმართულებით თამაშის წესებს ცვლის B2C.ge. დროში გაწელილი პროცედურები, სრულყოფილი ონლაინ-მაღაზიის შექმნასთან დაკავშირებული მაღალი ფინანსური ხარჯები, ტექნიკური პრობლემები, ბანკებთან და საკურიერო კომპანიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები – ეს პრობლემები ამ პლატფორმამ სრულად გადაჭრა. მისი მარტივი მითითებებითა და სტრუქტურის მეშვეობით, ონლაინ მაღაზის შექმნა რამოდენიმე წუთში არს შესაძლებელი.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ვებ-გვერდი , რომელიც მსგავს სერვისებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ბიზნესს შეუძლია იპოვოს სხვა უცხოური, თუ ქართული კომპანია, რომელიც იგივე სამუშაოს შეასრულებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელს ჩათვლის უფრო შესაფერისაც თავისი ბიზნესისთვის.

ონლაინ მაღაზიის შექმნის შემდეგ ერთადერთი რამ, რაც იქნება დარჩენილი, ეს არის მომსახურე პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება, რათა მათ მოახერხონ მუშაობის გაგრზელება, ახლა როგორც ონლან ოპერატორებმა.

იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი ციფრული მაღაზიის შექმნა არ ჩანს, როგორც გონივრულ გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული ბიზნესის განვითარებისთის, ყოველთვის არის შესაძლებელი რამოდენიმე კურიერი დაქიარავება და პროდუქტის ადგილზე მიწოდების შენით უზრუნველყოფა. ამას გარდა, კარგი არჩევანია პარტნიორობა მიტანის სერვისებთან, რადგან ისინი არა მარტო დისტირბუციაში, არამედ ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მეტი ხალხისთის მიწოდებაშიც შეუწყობს ხელს. ამის გაკეთება შეუძლია არა მარტო საკვები ობიექტის მეპატრონეებს, არამედ თუნდაც ახალი სტარტაპის დამაარსებლებსაც. ამის გაკეთებაც, იქედან გამომდინარე, თუ რამდენად პოპულარული გახადა კორონა ვირუსმა მიტანს სერვისები, არ იქნება რთული. საჭირო იქნება, უბრალოდ სწორი კომპანიის შერჩევა რისი გაკეთებაც ბიზნესის მეპტროენს მოუწევს სხვადასვხა ფაქტორებზე დაყრდნობით.

როგორ ბიზნესს შეუძლია ფუნქციონირების გაგრძელება ონლაინ რეჟიმში?

ამ კითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთ პასუხის გაცემა არის შესაძლებელი – ნებისმიერს. თითმის ყველა ტიპის ბიზნესს შეუძლია ადაპტირება ციფრულ სამყაროსთან, ამისთვის უბრალოდ მიდგომების შეცვლა იქნება საჭირო.

ჩვენთვის უკვე არ არის უცხო ონლაინ მაღაზიები, რომელბიც უფრო და უფრო მეტ მოსახერხებელ პლატფორმებს ხმარობენ თავიანთი სერვისების წარმოსაჩენად. ეს შეიძლბა იყოს ბიზნესი რომელიც გვთავაზობს, ინტერიერის დიზაინს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს ან ნებისმიერ სხვა პროდუქტს. შეიძლებ გასაკვირიც კი იყოს იმის გაგება, თუ რომელი სექტორების წაარმომადგენლებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ერთ-ერთი არც თუ ისე მოსალოდნელი, არის ტურიზმის სექტორი.

მცირე ტურისტული კომპანიების, ციფრულ სამყაროში გადასვლა ნელ-ნელა ხშირდება,რადგან ონლაინ ტურიზმი დღითიდღე ვითარდება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამით კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზებს იმას, რაც მას ალბათ აქამდე არ უნდახავს, რაც დაეხმარება ბიზნესს თავის გამოჩენაში და პოპულარობის მოპოვებაში. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას საქართველოშიც, რადგან ჯერ ჯერობით ნამდვილად არ არსებობს ბერვი ბიზნესი, რომელც მს მომხმარებლებს საქართველოს ვირტუალურ ტურებს სთავაზობს.

ის მიზეზი, რომლის გამოც რეკომენდირებულია ბიზნესის ციფრულ გარემოში ინტეგრირება, არის ის, რომ ამ შემთხვევაში, მეპატრონეს ექნება შესაძლებლობა სხვადასვხა წყაროებიდან მიიღოს უძვირფასესი მონაცემები თავისი მომხმარებლის შესახებ. წვდომა ასეთ ზუსტ და სწორ მონაცემებთან მხოლოდ და მხოლოდ ონლან მაღაზიების მეპატრონეს აქვთ. მისი მეშვეობით შეუძლება უმარტივესად დაადგინოს, თუ რა მუშაობს და რა არა თავის მომხმარებელთან. შესაბამისად მას შეუძლიათ თავიანთი მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფლება.

სწორედ ამ ხერხს მიმართავს ყველა გონიერი ბიზნესმენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ პროცესზე დაყრდნობა სცადეს ზუსტად ვუჰანის საშუალო და მცირე ბიზნესებმა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ მათი ფიზიკური ფილიალების 40% დახურა. მაგრამ ეს მათთვის დემოტივატორი არ აღმოჩნდა, რადგან თითქმის ყველა მათგანმა გადაწვიტა თავისი მომხმარებლისთვის ონლაინ ჩატებისა და ვირტუალურ მაღაზიების შეთავაზება. ამის შედეგან ვუჰანში გაყიდვები 200%-ით გაიზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ თუ ამ სიტუაციას სწორედ გამოვიყენებთ, შეუძლია პოზიტიური ზეგავლენაც კი იქონიოს ბიზნესზე. ეს არა მხოლოდ პანდემიის გადატანაში დაეხმარება ბიზნესს, არამედ კოვიდ-19-ის უკან დახევის შემდეგ, დაუტოვებს თვას განკუთვნლ ადგილს ციფრულ სივრცეშიც, რაც ბიზნესს სარგებლის გარდა არაფერს მოუტანს და დაეხმარება უკვე მსხვილ ბიზნესად ჩამოყალიბებაში.

საქართველოში დღეს ბიზნესების უმრავლესობა ძალიან გაურკვეველი მომაცლის წინაშე დადგა. გაურკვეველია თუ როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს და როდიდა გახდება შესაძლებელი წესისამებრ გარეთ გასვლა და თუნდაც ნებისმიერ არასასურსათო მაღაზიაში უპრობლემოდ შესვლა. საქართველოში სადაც ამდენი მცირე და საშუალო ბიზნესი, და სადაც ეს ინდუსტრია არც თუ ისე განვითარებულია, ასეთი რეალობა რთული გადასატანი იქნება და ალბათ ბევრი მათგანი ვერ მოახერხბეს რომ თავისი ბიზნესი კარანტინის პერიოდშიც ამუშაოს. თუმცა როგორც განვიხილეთ თუ არის საშუალება, რომ თქვენი პროდუქცია ონლაინ გაყიდოთ, დიდი შანსია, რომ მაქსიმალურად შეამციროთ დარტყმა თქვენს ბიზნესზე და შეძლოთ მომგებიანობის შენარჩუნება. ამ მიდგომის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრ მცირე ბიზნესს ალბათ არ აქვს საშუალება, რომ ონლაინ მაღაზია ასეთ პირობებში სულ თავიდან ააწყონ და აამუშავონ. ბევრ ბიზნემფლობელს ალბათ არ აქვს ამის რესურსები და არც საჭირო ინფორმაციას ფლობს რომ ეს თავად გააკეთოს. თუ შეძლებთ რომ ფრილანსერი ვებ-დიზაინერი დაიქირავოთ, მაშინ ესეც შესაძლებელია, რადგან ახლა ალბათ ბევრი ეძებს ისეთ სამუშაოს, რომლის კეთებახც სახლიდან არის შესაძლებელი. ამიტომ აუცილებლად განიხლეთ თქვენი ბიზნესის ონლაინ გადატანა, რაც დიდი ალბათობით თქვენს ბიზნესსაც გადაარჩენს და საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარება, რომ შოკი შედარებით სუსტი იყოს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქმის ონლაინ წარმოებას თავისი დანახარჯები მოჰყვება და ამის გათვალიწინება თავიდანვე აუცილებელია სანამ პროდუქციის ფასებს უცვლელად დატოვებთ. გააჩნაი რამდენად ძლიერი თქვენი ბიზნესი და გაქთ თუ არა იმის ფუფუნება, რომ ფასები შეინარჩუნოთ. ერთი დადებილი რაც ამ სიტუაციაში თუნდაც დამატებითი ხარჯების ფონზე შეგვიძლია დავინახოთ არის ის, რომ საქართველოში მიტანის სერვისი არაჩვეულებრივად მუშაობს და მუშაობის ამ მოდელზე გადასვლას ბევრი თქვენი კლიენტი ძალიან დადებითად შეხვდება და არც იმის გარკვევა დასჭირდება თუ როგორ უნდა ისარგებლობს ამ სერვისით რადგან უკვე დიდი ქალაქების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს ამ  მტანის სერვისებით.

თუ გადაწყვეტთ რომ ბიზნესი ციფრულ სივრცეში გადაიტანოთ აუცილებლად უზრუნველყავით თქვენი დაწესებულების და მთლიანი შესყიდვის და მიტანი სერვისის მაქსიმალურად დაცვა და ყველა სანიტარული და ჰიგიენური ნორმის გათვალისწინებით აწარმოეთ ეს მუშაობა. თუ თქვენ ამ ფაქტების დემონსტრიირებასაც მოახდებსთ თქვენი კლეინტებისთვის, ისინიც ბევრად უფრო დიდი ალბათობით ისარგებლებენ თქვენი მომსახურებით, რადგან დარწმუნებულები იქნებიან რო არანაირ რისკზე არ მიდიან ამ გადაწყვეტილებებით.

მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება ბიზნესებისთვის, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში სადაც კარანტინი და დახურული დაწესებულებები ავტომატურად არ ნიშნავს იმას რომ ბიზნესი არ იმუშავებს და ამიტომ, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა აუცილებლად განიხილეთ ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობეი რათა თქვენ ბიზნესს ბევრად უფრო გაუმარტივოთ ამ გამოწვევასთან გამკალვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *