აზიის ბანკი საქართველოს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება

აზიის ბანკი საქართველოს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება post thumbnail image

დღესდღეობით ბევრი რამ ვესმის მსოფლიო ბანკის ჩართულობასთან დაკავშირებით კოვიდ-19-ის პანდემიასთან და ქვეყნებისთვის ამ კუთხით დახმარების გაწევის თაობაზე მართალია, რომ მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საერთაშორისო ორგანიზაციაა რომელიც ქვეყნებს ეკონომიკური გამოწვევების გადალახვაში ეხმარება, ამ უზარმაზარი უწყების გარდა არსებობს სხვა ორგანიზაციების რომელთა კონტრიბუციებიც ჩვენ და სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. აზიის ბანკზე საქართველოს მოსახლოებამ ბევრი რამ არ იცის, თუმცა ფაქტია, რომ კოვიდ-19-სი პანდემიასთან გამკალვების პროცესში ასევე პანდემიის პიკიდან გამოსვლისა და ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის დაბრუნებსთვის გატარებულ ამჟამინდელ და სამომავლო ღონისძიებებში აზიის ბანკის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია და ეს გაგრძელდება მომავალშიც.

საქართველო ეკონომიკური დახმარების მეშვეობით ბევრი საინტერესო და სსაწირო პროექტის განხორციელებას ახერხებს, და აზიის ბანკსა და საქართველოს შორის არებული პარტნიორობა ქვეყანას ბერვი დასახული მიზნის მირწევაში ეხმარება. ამ პარტნიორობას მხარს უჭერს გაეროც რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს განვითარებასა და ქვეყნის მხარდასაჭერ პროექტებში.

აზიის ბანკმა საქართველოს მისამართით დახმარება პანდემიის დროს კიდევ უფრო გაზარდა. სტატია ამის სესახებ დღეს ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია რომ პანდემისთან გასამკლავლებლად  აზიის ბანკმა საქართველოს 100 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა. ასეთი მასშტაბის დახმარებების საქართველოს პანდემიასთან ეფექტური გამკლავების შესაძლებლობას აძლევს და ოფიციალურ თბილისსა და ბანკს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფორ უწყობს ხელს.

სესხი, რომელიც ბანკმა ქვეყნისთვის გამოყო ემსახურებოდა კონკრეტულ მიზნებს, კერძოს საქართველოს მიერ შემუშავებულ კომპლექური ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად. ეს ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს, საჭირო სამედიცინო დახმარებას და სოციალური შეზღდვების აღსასრულებლად გაწეულ სამუშაოს აფინანსებს. 100 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი ასევე გამოყენებულ იქნაბ ქვეყნის სამედიცინო აღჭურვილობის მომზადებასა და მობილიზებისთვის, ასევე სოციალური  დაცვის მექანიზმების ხელშეწყობისთვის. ამასთან ერთად მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული სესხი გათვლილი იყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პანდემიის დროს დახმარების გაწევაში.

 

ანტი-კრიზისული გეგმის ფარგლებში მათ ვინც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა ან დაწესეულების დახურვა მოუწია, მთავრობა დროებითი კომპენსაციის სახით ფულად დამხარებას სთავაზობდა. საქართველოს რესურსებით ასეთი ფინანსური ხარჯების გაღება შეიძლება ქვეყნისთვის ზემდეტად მძიმე ტვირთად იქცეს, ხოლო როდესაც ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, გაერო და სხვა მრავალი ფინანსურ დახმარებას უწევენ ქვეყანას, ამ ტიპის დახმარების გაწევა უკვე საქართველოს მოქალაქეეებისთვის ბევრად მარტივია. სწორედ ამ პროცესის გამარტივებას და ქვეყნისთვის მსგავსი შოკის გადატანაის გამარტივებას ემსახურება აზიის მანკის მიერ ამ ოდენობის თანხის სესხის სახით გადმოცემა საქართველოსთვის.

ბანკის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ტიპის სესხი ქვეყანაში კოვიდ-19-ის მიერ გაოწვეული ზოგადი ნეგატიური ტრენდებისა და შედეგების განეიტრალების მცდელობას ემსახურება და საქართველოს ძველ, პანდემიამდელ რეალობაში დაბრუნებაში დაეხმარება. ოფიციალურ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აზიის ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის  ეს ფორმა ითვალისწინებს, ქალებისა და ბავშვების აუცილებელი პროდუქტებიტა და საკვებიტ უზრუნველყოფას.

როგორც ხედავთ, აზიის მიერ გამოყოფილი თანხები საკმაოდ კონკრეტულ მიზნებს უნდა მოხმარდეს და გათვლილია ქვეყნის კრიზისული მდგომაორებიდან გამოყვანაზე. თუმცა ის რაც ბევრმა არ იცის არის რომ პოსტ კრიზისულ და ანტიკრიზისულ გეგმბეს სორის მკაფიო განსხვავებაა.

საქართველოსი ოფიციალურად ანტიკრიზისული გეგმა მოქმედებს, რომელცი სიტუციის კონტროლიდან გამოსვლის საწინააღმდეგო გეგმაა, ხოლო პოსტ-კრიზისული გეგმა ქვეყნის ეკვილიბრიუმის არდგენას უკავშირდება და უკვე მათ დახმარებასაც მოითხოვს ვისაც ეს გადაუდებლად არ სჭირდება, თუმცა ვისი ცხვრებაც კოვიდ-19-ის გამო რადიკალურად შეიცვალა და მათ ფინანსური დახმარება სჭირდებათ. ამჟამად პოსტ-კრიზისული გეგმისთვის საქართველოს დახმარება არ მიუღია, თუმცა ადგილობრივი ეპიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია კრიზისიდან გამოსვლის იმედი ჰქონდეს, თუნდაც მხოლოდ იმ უკვე არსებული ფინანსური დახმარებების ფონზე, რომელბიც ქვეყანას საერტაშორისო ორგანიზაციბისგან ,მათ შორის აზიის ბანკისგანაც მიიღო.

საერთაშორისო თანამშრომლობა და თანასგომა ისეთი ქვეყნებისთვის როგორც საქართველოა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და პირდაპირ განსაზღვრას მისი წარმატების დონეს ნებისმიერ ასეთი ტიპის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *