საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა, ამის შესახებ სქასტატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. მონაცემები 2020 წლის აპრილში, მაისის თვესთან შედარებით შემცირებულია.
საქსტატის მონაცემებით 2020 წლის მაიშში შრომისუნარიანი ასაკიც მამაკაცებისთვის საარსებო მინიმუმ 199.6 ლარი იყო, ხოლო აპრილში ეს თანხა 189.6-მდე შემცირდა. ეს საქსტატის განცხადებით საარსებო მინიმუმის მნიშვნელოვანი ვარდნაა. ამასთანავე, საქსტატში აცხადებენ, რომ მაიში გასულ თევსთან შედარებით საშუალო სმომხმარებლის სარსებო მინიმუმიც შემცირდა, რომელიც აპრილში 176,8 ლარს შეადგენდა ხოლო მაისის თვეში ამ მაჩვენებელმა 167.9 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის შემცირებაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა მოახდინა გავლენა, ასევე ლარის კურის ცვლილებამ. ეკონომიკურმა პროცესებმა შესაბამისი გავლენა მოახდინა ასევე ოჯახის საარსებო მინიმუმზე რომელიც 16 ლარითა და 80 თეთრით შემცირდა და ახლა 318 ლარს შეადგენს.
საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სულადობის მიხედვით საარსებო მინიმუმის განახლებული მაჩვენებლებიც.ერთსულიან ოჯახზე თანხა 167,9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი 268,7 ლარით, ხოლო სამსულიანი 302,2 ლარით. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 335,8 ლარით განისაზღვრა, ხუთსულიანი 3777,88, ექვსსულიანი და მეტი წევრის შემთხევაში საარსებო მინიმუმი 446.6 ლარს შეადგენს.
საქასტატის საიტზე გამოქვეყნებულია სასურსათო კალათის განახლებული ღირებულებაც. სასურსათო კალათა გულისხმობს იმ აუცილებელი პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც არსებობისთვის ყველას სჭირდება და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცლისა და შრომისუნარიანობის ფიზიოლგიურად აუცილებელ საკვებს ითვალისწინებს. ამ კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის, მათ შორის ისეთი აუცილებელი პროდუქტები როგორებიცაა პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტენული და საკონდიტრო ნაწარმი.
საქართველოში საარსებო მინიმუმ კოვიდ-19-ის გავრცელება და პანდემიის გარემოებების გამო შეოღებულ შეზღუდვებს და ეკონომიკაზე მიყენებულ ზარალს უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის ფონზე ასევე გაიზარდოს საარსებო მინიმუმიც.