Emerging Europe: თბილისი ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა
Emerging Europe-ის 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით თბილისი პირველ ადგილზეა. როგორც გამოცემა წერს, თბილისი ლოკაციის ექსპერტების მხრიდან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს და მის პოტენციალს უკვე ბევრი ინვესტორი ხედავს. გამოცემა ყოველ წელს აქვეყნებს მსგავსი ტიპის რეიტინგებს და ამჯერად ტოპ ადგილზე საქართველოც მოხვდა.
„საქართველო უკვე დიდი ხანია, ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების თავისუფლების რეიტინგში ყოველთვის სათავეშია. 2019 წელს ქვეყანა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა, იმ პირდაპირი და მარტივი მეთოდების გამო, რომლითაც ახალ ბიზნესებს ქვეყანაში დარეგისტრირება შეუძლიათ“,- წერს გამოცემა.
გამოცემაში ასევე ნახსენებია კახა კალაძე და მოყვანილია მისი კომენტარიც. თბილისის მერი აცხადებს, ტომ ამ რეიტინგს მიეალმდება და შესაძლოა ამ რეიტინგმა ქვეყნის პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდოს.
„ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენ მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისი აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთი პოტენციალით სავსე ადგილმდებარეობა, და გვიხარია, რომ ხაზი გაესვა ქალაქში არსებულ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. ეს ჯილდო ნამდვილად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას. ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით, თბილისის როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის უპირატესობაში“,- კალაძის ამ კომენტარს გამოცემა Emerging Europe ავრცელებს.