სემეკ-ის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა დავით ნარმანიამ

სემეკ-ის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა დავით ნარმანიამ post thumbnail image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდა სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები და ასევე მედიის წარმომადგენლებიც.

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სემეკ-ის 2019 წლის საქმიანობასა და 2020 წლის გამოწვევებზე და გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის პანდემიისას სემეკის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. მათ შორს მან აღნიშნა რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად: ქოლცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, დისტანციური მომსახურების გამარტივებულ პროგრამებზე, სადეპოზიტო შეღავათებზე.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების წელია. სწორედ ამას უსვამს ხაზს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში ჩატარდა მდგრადი ენერგიის კვირეული, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო და რომლის ფარგლებშიც შეუერთდა ღონისძიებებს.

მან განაცხადა: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს სემეკი რამდენიმე ათეულ ნორმატიულ აქტს მიიღებს. მან განახადა, რომ: „ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპული რეგულაციების შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა. სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე. დღემდე კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, ინვესტიციების შეფასების, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის, სადავო საკითხების განხილვის წესები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები და მეორე მხრივ, კომუნალურ კომპანიებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ აბონენტებს 2019 წელს კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს დაერიცხათ კომპენსაციები, რამაც ჯამურად 818 235 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში – 2 122 865 ლარი“.

წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. ამავდროულად იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ჩანს იმ მონაცემებში, რომ 2019 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ით გაიზარდა. აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 15%-ით და 2.5 მლრდ კუბ.მ შეადგინა, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2019 წელს 983 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,519 მლნ კუბ.მ. იყო, საიდანაც თბოსადგურების მოხმარება 678 მლნ კუბ.მ-ია. წყალმომარაგების სექტორში იზრდება მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა. ამასთანავე, საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი ერთი აბონენტის საშუალო მოხმარება გაიზარდა 1.1%-ით, ხოლო კომერციული მომხმარებლების საშუალო მოხმარება შემცირდა 7.8%-ით.

დავით ნაარმანიამ ასევე ისაუბრა გაზის ტარიფის შესახებ და მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება. ეს ინფორმაცია კი საკმაოდ სანდო და მყარი უნდა იყოს, რადგან ნარმანიას მიხედვით ტარიფის გაანგარიშების დროს ძალიან ბევრი კომპონენტის გათვალისწინება ხდება. ამჟამად, გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი 57 თეთრი.

ამ სექტორთან აღსაღნიშნავია ის სიახლე, რომელიც ეხება საქართველოში უცხოური კომპანიების მიერ გაზის და ნავთობის მოპოვებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის სხვადასხვა მიმრთულებების მხრივ.

„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი. სახელმწიფოს შეხიდება, ეს არის მისი წილი გაზის ჩაბრუნება, რამაც გაზის ფასის არგაზრდა გამოიწვია. რასაკვირველია, კურსის ნაწილიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე, მაგრამ სწორედ ამ სახელმწიფო შეხიდებამ კურსთა შორის სხვაობა დააბალანსა და შესაბამისად, ტარიფი გაზრდა არ გახდა საჭირო.

გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *