ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს უცხოელ დონორებთან

ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს უცხოელ დონორებთან post thumbnail image

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო ეკონომისკებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში წარადგინეს პრეზენტაცია გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის შესახებ. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ქართული ეკონომიკის შემოსავლების მდგომარეობაზე და საუბარი სახელმწიფო ვალზეც კი ჩამოვარდა.

შეხვედრის თაობაზე ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მისი თქით რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს, ქართველი ექსპერტების შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია. ,,შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან. ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების მორიგი ეტაპი გრძელდება. ეს არის new York-ის deloittes-ის ოფისი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ამჯერად, ჩვენ ჩავრთეთ და ამ დისკუსიაში მოვიწვიეთ ადგილობრივი ქართველ ექსპერტთა ჯგუფი. ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან. ადგილობრივი ექსპერტების კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს იმ ნამუშევარს, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის გამოსვლა კრიზისიდან, როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა, მაგალითად, როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა, რომლის ბიუჯეტიც უკვე დამტკიცებულია და ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც განსაკუთრებით ტურიზმის დაკარგვის თვალსაზრისით გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე როგორც ვიცი, ეს შეკრებები გაგრძელდება, იქნება სექტორების მიხედვით კვლევის პრეზენტაცია. ასევე, შედგება კვლავ ექსპერტების შეხვედრა და მიმოხილვა, რა მდგომარეობაა ქართულ ეკონომიკაში. მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ურთიერთობა უცხოელ ექსპერტებთან და პოსტკრიზისულ გეგმაზე მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის გამოსვლა კრიზისიდან და როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა, მაგალითად, როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და ის ნეგატიური შედეგები, რომელიც განსაკუთრებით ტურიზმის დაკარგვის თვალსაზრისით გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე ძალიან ბევრია საფიქრალი. პასუხები ცალსახა არ არის, მაგრამ ის, რომ ექსპერტული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი დონორები, USAID-ი და მთავრობა ფიქრობს ამაზე, არის ძალიან  მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა  და უფრო დეტალიზებული დისკუსია გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *