კონკურენციის სააგენტო 2018 წელს პურის ფასის ზრდას განიხილავს
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა. იქედან გამომდინარე, რომ ფქვილის დ ახორბლის ბაზარი ახდენს უშუალლო ზეგავლენას პურის ფაასის ცვლილებაზე, მონიტორინგის ფარგლებში მისი შესწავლაც მოხდა. ამ მოვალნეში ასევე დიდი როლი ითამაშა ინფლაციის დონემ და ეკონომიკურმა ვითარებამ, როგორც ყოველთვის.
„მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის – ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.
2015 წელს 49 ეკონომიკურმა აგენტმა 535 263 ტონა ხორბლის იმპორტი, ხოლო 2018 წელს 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა 573 885 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი 1 184 ერთეულიდან – 550 ერთეულამდე შემცირდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 2015 წელს ბაზრის ოთხი უმსხვილესი იმპორტიორის ჯამური წილი 58 პროცენტი იყო, 2018 წელს კი მათი ჯამური წილი 35 პროცენტამდეა. ამავე პერიოდში, ადგილობრივი ხორბლის წარმოების მოცულობა 125.6 ათასი ტონიდან 106 ათას ტონამდეა შემცირებული.
ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურის ცვლილების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა 2017-2018 წლებში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის გააქტიურება. 2015 წელს საზღვაო გზით იმპორტირებული ხორბლის წილი საერთო იმპორტში 93 პროცენტის ფარგლებში იყო, 2018 წელს კი ხორბლის დიდი ნაწილის იმპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა – 46პროცენტი, საზღვაო იმპორტის წილი 19 პროცენტამდეა შემცირებული. მონიტორინგის ფარგლებში, წისქვილკომბინატების და დარგობრივი ასოციაციის მიერ, დაფიქსირდა პოზიცია საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის შეუძლებლობის შესახებ. სააგენტომ, ერთი მხრივ, გაიზიარა პოზიცია – საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის სირთულის შესახებ, თუმცა, მეორე მხრივ, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საავტომობილო გზით იმპორტირებულ ხორბალს კრიტიკულად უარყოფითი გავლენა წისქვილკომბინატების ხორბლის მარაგებზე, პრაქტიკულად, არ გააჩნდა.
მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა ხორბლის მარაგების რაოდენობრივ საკითხზეც, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის შემთხვევაში, ხორბლის მარაგი შესაძლოა წარმოადგენდეს ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის მაბალანსირებელ ფაქტორს. შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის – განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.
მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა საქართველოს რვა გუბერნიიდან და 65 მუნიციპალიტეტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ფქვილისა და პურის მწარმოებელი კომპანიებიდან, ენერგომომარაგების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებიდან, ასევე ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციებისგან, დისტრიბუტორი კომპანიებისგან, კომერციული ბანკებიდან და ა.შ.
მონიტორინგის მთავარი მიზნის, პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზის პროცესში, სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. სააგენტო განგრძობით რეჟიმში აწარმოებდა დაკვირვებას როგორც პურის, ასევე მისი ფასის მაკომპლექტებელი ძირითადი კომპონენტის – ფქვილის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი 2018 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, პურის ფასი არ შეცვლილა“, – ვიგებთ კონკურენციის სააგანეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბოლოო ჯამში, პურისა და ფქვილის მწარმოებელ ეკონომიკურ აგენტებთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, სააგენტოს მიერ განისაზღვრა მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: პურის ბაზარი, ფქვილის ბაზარი და ხორბლის ბაზარი.