ნათია თურნავა და ბექა ლილუაშვილი შეხვდნენ უცხოელ ეკონომისტებს

ნათია თურნავა და ბექა ლილუაშვილი შეხვდნენ უცხოელ ეკონომისტებს post thumbnail image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი, ადგილობრივ ექსპერტებსა და  ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად  შეხვდნენ.

საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა რომ: ,,საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური.” მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები.

„საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ  საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები სწორი და მნიშვნელოვანია. ექსპერტების რეკომენდაციით, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები. საუბრისას ასევე აღიღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს. განსაკუთრებით ახლა, რდესაც ყვეყნის ბიზნესგარემო მოხვედრილია პანდემიის ზეგავლენის ქვეშ, რაც მის შესაძლებლობებს ამცირებს.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მობილიზების ახალი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს მთავრობაც ყველაფერს იზავს იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და შესაბამისად, ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ამის გაკეთებას მტავრობა ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ახერხებს უცხოური ინვესტიციების რაოდენობის დინამიკას თუ დავაკვირდებით. ქვეყანაში, უკვე პირველ კვარტალში აშშ-დან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა საგრძნობალდ გაიზარდა და მასგავსი მონაცემები არსებოსბ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო რომლის დახმარებით, მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.  ჩვენ მოვისმინეთ მათი პრეზენტაცია სექტორულ ნაწილში, კარგია, რომ ჩვენი ბევრი წინადადება არის ასახული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ხარისხის დოკუმენტი გვექნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბექა ლილუაშვილის თქმით, სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხვედრის დროს  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარადგინეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით  საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით. ეს არის ფისკალური ეკონომიკური პოლიტიკა, სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა. ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ქართველ ექსპერტებთან, საექსპერტო ჯგუფებთან, ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ განვიხილოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თითოეული ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ეხება საქართველოში კვალიფიციური მუშახელის განვითარებას, დიგიტალიზაციას, პროცესების ელექტრონულად გარდაქმნას, ასევე რიგ ღონისძიებებს, მაგალითად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ გააგრძელოს არსებითი ძალისხმევის და ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ ზოგადად, ბიზნესგარემო  გაუმჯობესდეს და განვითარდეს ქვეყანაში.

გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს უცხოური ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით პროდუქტიულობაზე ორიენტირებული ინვესტიციების, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება ეს დარგები, შეიქმნება დამატებითი პროდუქტიულობის შესაძლებლობები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *