კელი დეგნანი ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს ეწვია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადების მხედვით ქუთასის საერთაშორიო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი. ის ეწვია აეროპორტს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და მათ აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მიმდინარე სიტუაციაში არის მნიშნელოვანი, და საკმაოდ გამოსადეგარიც მას შემდეგ რაც იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოქვეყნდება, რომლებისთვისაც გახსნის საქართველოს საზღვარს.
„შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც „კოვიდთან“ ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
„აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს შვიდი გასასვლელი (Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ჯელი დეგნანის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში.
როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის დასრულების შემდეგ განახლებული აეროპორტი საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც მის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. კელი დეგნანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.
„დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით ქუთაისის განახლებული აეროპორტის გახსნას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი იგეგმება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი. ეს ყველაფერი კი გრძელვადიანად საკმაოდ მომგებანი იქნება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მხრივ.