რომელ ქვეყნებში შეგვეძლება ორმხრივად ფრენების განხორციელება?

რომელ ქვეყნებში შეგვეძლება ორმხრივად ფრენების განხორციელება? post thumbnail image

საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიხედვით, სულ რამოდენიმე დღეში გავიგებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შეგვეძლება მიმოსვლის განხოციელება იქნება შესაძლებელი. მან ასევე განაცხადა, რომ თვით ფრენებს აღდგენაც ამ პროცესზე არის დამოკიდებული. საბედნიეროდ ყოვედღიურად მატულობს ევროკავშირში ისეთი ქვეყნების რიცხვი, რომლებიც გარკვეული პირობების დაცვის საფუძველზე ემატება სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებთან ორმხრივი მიმოსვლის საშუალება გვექნება.

„ეს პროცესი წაიღებს გარკვეულ დროს. ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა პროცედურას აწესებს, მაგალითად, ამ ეტაპზე ნიდერლანდებს აქვს თვითიზოლაციის მოთხოვნა. საბერძნეთი როგორც ვიცით, გარკვეულ შერჩევით ატარებს ტესტირებას. გარკვეული ქვეყნები ელექტრონულ ფორმას ავსებენ. ეს არის ყოველდღიური პროცესი, თითოეულ სახელმწიფოსთან ვაწარმოებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საპასუხისმგებლოა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი შიდა პრობლემატიკის გათვალისწინებით. არის, მაგალითად, ცალკეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, იგივე ავსტრია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ხსნის საზღვარს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნები ახლა ყალიბდებიან. არ მინდა, გავასწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას. ფრენების აღდგენაც პრაქტიკულად ამ პროცესზე არის დამოკიდებული. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ფრენა ისეთ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჯერ არ გვაქვს სიცხადე, უშვებს თუ არა თავის ვიზიტორებს ჩვენთან და უშვებს თუ არა ჩვენს ვიზიტორებს თავისთან. ჯერ ქვეყნების გადაწყვეტილება და მერე ამას მოჰყვება ფრენები, მაგრამ ფრენები ჩვენ რეალურად არ გაგვიჩერებია, მხოლოდ რეგულარული მიმოსვლაა გადადებული და კომერციული ჩარტერული მიმოსვლა, ახლა უკვე სუბსიდირებადი ჩარტერებიც იქნება და გამოქვეყნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ორი ტიპის ჩარტერი იქნება, ერთი არის ჩვეულებრივი კომერციული ფრენები და მეორე არის ემიგრანტების ჩამოყვანა. ასევე აღსაღნიშნავია, ისიც, რომ ამ ფრენებს რამოდენიმე ქართული ავიაკომპანიაც განახორციელებს.

„ორშაბათს გამოვაქვეყნებთ განრიგს. ეს არის სახელმწიფო მხარდაჭერით, იმ პროგრამის გაგრძელება, რასაც სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ხელმისაწვდომ ფასებში, ჩვენი თანამემამულეების, ემიგრანტების საქართველოში გეგმაზომიერი დაბრუნება ჰქვია. ყველა ავიაკომპანიას ვთავაზობთ ორგვარ მიდგომას, ერთი – შეუძლიათ კომერციული ჩარტერული რეისები განახორციელონ ახლაც, რადგან ჩარტერები აკრძალული არ არის. ჩვენ ამ რეჟიმს ვთავაზობთ ბევრ სხვადასხვა კომპანიას, ზოგი ამას თანხმდება და ზოგი კი, ამბობს, რომ კორპორატიული მიდგომებიდან გამომდინარე, დაელოდება რეგულარულ ფრენებს. აქედან გამომდინარე, ზოგი განახორციელებს ჩარტერებს და ეს არ იქნება მხოლოდ „აირზენა“, ზოგი კი, დაელოდება ფრენებს პირველ აგვისტოსთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობა ელოდება თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას, რათა დადგინდეს კონკრეტული წესების ჩამონათვალირომელთა დაცვას ყველა საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტსა და საქართველოდან გამსვლელ ადამიანებს მოუწვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *