ახალი შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით
საქართველოში კორონავირუსის გარვცელების თავიდან აცილების მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდა. ქვეყანაში გასული ორი თვის განვალობაში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით, მეორე ტალღის დროს, ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 63,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აწედან, 47,000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთლდა, ხოლო, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 521-ს შეადგენს. ამ დროისთის კარანტინის რეჟიმში 2765 ადამიანია, სტაციონარში მკურნალობას კი 4709 ადამიანი გადის. რაც შეეხება ე.წ. კოვიდ სასტუმროებს, იქ 3066 პირი იმყოფება.
იმისთვის რომ არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს, ქვეყნის მთავრობა განაცხადა რომ საქართველოში ახალი შეზღუდვების შემოღებაა აუცილებელი. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ამბობს შეზღუდვები მინიმალური იქნება. შეგახსნებეთ, ცოტა ხნის წინ, გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.
რა შეზღუდვები წესდება ქვეყანაში?
ნოემბრის დასაწყისში ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი, ეს შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 3000-მე გაიზარდა. ამის გამო, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი შეზღუდვების მიღების შესახებ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი, ახალი შეზღუდვები დაწესდეს.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში მობილობა ნაწილობრივ შეზღუდულია. როგორც საკორდინაციო საბჭოში აცხადებენ, 22:00 სთ-დან, დილის 5 სთ-მდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, როგორც ქვეითად, ისე, სატრანსპორტო საშუალებებით.
როგორც საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით ასევე შესაძლებელია იმ პირებისთის და სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთაც აუცილებლად ესაჭიროებათ გადაადგილება დაიშვას სპეციალური შასვები. ესენია, სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები და მათში დასაქმებული ადამიანები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, მედია წარმომადგენლები და მიტანის სერვისები.
ასევე, ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობას შეაჩერებენ მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღებიც. სპეციალური ცხელი ხაზის საშუალებით, 144, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, წესების დაღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, 10,000 ლარით.
როგორც ამბობენ, დღის განმავლობაში არ იქნება შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, მაგრამ, გაკონტროლებული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა. ასევე, თუ ადამიანებს რაიმე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ აკრძალულ პერიოდში გადაადგილება, მათ შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ 144 – 1-ს და მოითხოვონ სპეციალური, ერთჯერადი საშვები.
როგორც საკორდინაციო საბჭოს შეხვედირს შემდეგ განაცხადეს, დამატებითი წერტილოვაი შეზღუდვების შესახებ დიალოგი წაიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ასევე, როგორც ისინი ამბობენ, ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ასრულებენ ადამიანები არსებულ შეზღუდვებს. შეგახსნებთ, არსებულ შეზღუდვებთან ერთად, დიდ ქალაქებში, ნებისმიერი გადაადგილების დროს ასევე აცუილებელი გახდა პირბადის ტარებაც.
კორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში თებერვლის ბოლოს გამვლინდა. პირველად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ექვემდებარებოდა კონტროლს. ზაფხულის ბოლომდე, საქართველოში სულ რაღაც 2000-მდე შემთხვევა იყო დადასტურებული.
დღეისთვის, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი ქვეყანაში. ყოველდღიურად რეგისტრირეგული ათეული შემთხვევიდან რამდენიმე ათასეულამდე საქართველო სულ რამდენიმე კვირაში მივიდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არსებული მდგობარეობისა არის ზაფხულის სეზონი და გაზრდილი მობილობა ქვეყანაში.
პირველად შემთხვევების ზრდა შეინიშნა ბათუმში, აჭარის რეგიონში. მას შემდეგ კი ვირუსი სწრაფად გავრცელდა თბილისშიც. ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები 1000-ზე მეტია.
დღეის მდგობარეობით, გასული 24 საათის განვალობაში, ქვეყანაში გამოვლინდა ჩამში 2970 კორონავირუსის ახალი შემთხვევა. პოზიტიური დინამიკაა შენარჩუნებული გამოჯანმრთებულთა მხრივ. გასულ 24 საათში საქართველოში 2348 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შეადგენს 47390 ადამიანს. ბოლო 24 საათში, სამწუხაროდ, 22 ადმაიანი გარდაიცვალა. აქედან, თბილისში 11, აჭარაში 4, იმერეთში 6, ქვემო ქართლში კი 1.
გამოვლენილი შემთხვევების მესამედზე მეტი, 1130 შემთხვევა, თბილისში ფიქსირდება. აჭარაში 653 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით გასულ 24 საათში, იმერეთში 463, ქვემო ქართლში 90, შიდა ქართლში 105, გურიაში 67, სამეგროლო-ზემო სვანეთში 202, კახეთში 94, მცხეთა-მთიანეთში 93, სამცხე ჯავახეთში – 49, რაჭა ლეჩხუბსა და ქვემო სვანეთში კი 24 ადამიანი.
ჯამში, მძიმე პაციენტების რაოდენობა შეადგენს 656-ს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 265 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას, 37303 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. აქედან 15021 აჭარაში, 6325 თბილისში, ხოლო 4246 იმერეთში.
კორონავირუსი მსოფლიოს გარშემო
კორონავირუსი მსოფლიოს გარშემოც ძალიან სწრაფად ვრცელდება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპაში, ქვეყნების დიდმა ნაწილმა კარანტინი გამოაცხადა. გერმანიაში, საფრაგეთსა და სხვა მარავლ ქვეყანაში, კორონავირუსის ათი ათასობით ახალი დადასტურებული შემთხვევა ვლინდება ყოველდღიურად.
ყველაზე მეტი შემთხვევა დღეისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებშია დადასტურებული. აშშ-ში 10 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა პანდემიის გავრცელებიდან დღემდე. დადასტურებული შემთხვევებით მეორე ადგილზე არის ინდოეთი, 8.5 მილიონზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი ბრაზილია 5.6 მილიონზე მეტი შემთხვევით.
ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით 51 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 36 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.