ეროვნული ბანკის პროგნოზით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება

ეროვნული ბანკის პროგნოზით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება post thumbnail image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარადგინა განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები. ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%. როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, 2020 წელს, არსებული გამოწვევეიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საბაზო პროგნოზი გვიჩვენებს რომ 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში არის შემცირებული 5%-ით. რაც შეეხება 2021 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში აღდგება და გამოსწორდება.

როგორც ისინი ამბობენ, ქვეყანაში საგრძნობელი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მათი განცხადების თანახმად, საქართველოში, 2021 წელს ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება ადგილობრივი მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობა ქვეყანაში.

მეორეს მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში კვლავ სუსტი იქნება და მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, მისი აღდგენა მოსალოდნელია ქვეყანაში მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდან. ასევე, ეკონიმუკური აქტივობის გაუმჯობესებასთან ერთად, ქვეყანაში, სებ-ის განცხადებით, მოსალოდნელია უმუშევრობის შემცირებაც.

ეროვნული ბანკი აცხადებს რომ რამდენიმე ფაქტორი შეაჩერებს პოტენციურ ზრდას ქვეყანაში, როგორიცაა ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები, რაც სამუშაო ძალისა და სხვა სწარმოო რესურსების პანდემიის მიმართ მგრძნობელობასთანაა დაკავშირებული.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს სპეციალურ განცხადებაში, არსებული სიტუაცია მეტწილად დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან, რომლის პირობებშიც, ქვეყნის ეკონომიკა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ტურიზმის სექტორი ერთიანად გაჩერებულია. იმის გამო, რომ ტურზმი საქართველოსთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ინდუსტრიას წარმოადგენს, მის გაჩერებას დიდი პრობლემები მოჰყვა ქვეყანაში.

უმუშევრობის ზრდა ქვეყანაში

როგორც სებ-ი აცხადებს, საქართველოში 2020 წელს მოსალოდნელი უმუშევრობის ზრდა 4 პროცენტით მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზრდება 16.3%-მდე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, 2021 წლისთის, მოსალოდნელია უმუშევრობის დონე შემცირდე 0.5%-ით. რაც შეეხება 2022 წელს, უმუშევრობა შესაძლოა 2%-ით შემცირდეს. საქართველოში 2020 წლის 9 თის მდგომარეობით ფიქსირდება 5%-იანი რეცესია, რაც შეეხება 2021-ს, მთავრობა 5%-იან კონიმიკურ ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მათი განცხადების თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს სულ მცირე 4.3% იქნება.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს უახლოეს წლებში უნდა ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. როგროც მან განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებისას, პოსტრკიზისული აღდგენის პერსპექტივა წაროადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ქვეყნისთვის. მისი განმარტებით, აუცილებელია ქვეყანამ ეკონომიკის ზრდა შეინარჩუნოს.

მან ასევე განაცხადა რომ ქვეყანას ჰქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც საქართველოში არსებულ სტრუქტურულ რეფორმების გეგმა დადებითად შეაფასა.

როგორც გახარია აცხადებს, მიუხედავად იმისა რომ არსებული სიტუაციით ქვეყანას ექნება 2021 წელს ეკომომიკრი ზრდა, ეს საკმარისი არ არის. მისი განცხადებით, არსებულ პოსტკრიზისულ სიტუაციაში ქვეყანამ ყვეალფერი უნდა გააკეთოს რომ უზრუნველყოს უახლოეს მომავალში ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

გახარია ამბობს, რომ ეს პირობა აუცილებელია იმისთის, რომ ქვეყანამ შეძლოს არსებული ევროპული და ვეროატლანტიკური ამბიციების სწრაფად განხორციელება.

სხვა პროგნოზები

გასული კვირების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზი გვიჩვენბეს, საქართველოში ეკონიმიკა ევროპასა და რეგიონში 2021-25 წლებში ევროპასა და რეგიონში ყველაზე სწრაფი ტემპტით უნდა გაიზარდოს.

როგორც IMF-ის შეფასებები გვიჩვენებს, ქვეყანაში ეკონომიკა გაიზრდება 5%-ით, ხოლო 2021-2025 წლებში კი საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5%. როგორც IMF აცხადებს, მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს არსებული პროგნოზი.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ტურიზმი საერთოდ არ აღდგება, საქართველოს შეუძლია მაინც ჰქოდნეს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად აღდგება, ქვეყანას შესაძლებელია ჰქონდეს 7%-მდე ეკონომიკური ზრდა. თუმცა, მისი განცხადებით, რისკები მაინც არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის მსოფლიოს გარშემო მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის პროგნოზს, ის ნაკლებად ოპტიმისტურია და გულისმხობს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 4%-იან ზრდას 2021 წელს.

მეორეს მხრივ, აუდიტის სამსახური აცხადებს რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ზრდა ზედმეტად ოპტიმისტური შეიძლება იყო. ისინი არსებული შეფასებების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ორგანიზაცია განცხადებაში წერს რომ როგორც 2021 წლისთვის, ისე 2020 წლისთის IFI საქართველოში ეკონომიკური ზრდის განსხვავებულ პარამეტრებს პროგნოზირებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი საქართველოში განსხვავებულია იმისგან, რომელიც კანონპროექტით არის წარმოდგენილი საქართველოში. მსოფლიო ბანკი შედარებით უფრო პესიმისტურია 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მხრივ.

ასევე, 2021-ის პროგნოზი პესიმისტურია BDD-ის მონაცემებით, რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, 2021-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეესაბამება 4%-ს. რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მათი პროგნოზი 2021-ისთის წარმოადგენს 3.5%-ს.

დღევანდელი მდგომარეობა დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის უეცარი და სწრაფი გავრცელებით. Covid-19-მა ითამაშა უდიდესი როლი მსოფლიოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე. დღეისთის, შმეთხვევების რაოდენობა მსოფლიოს გარშემო საგრძნობლად იზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *