როგორ დაიხარჯება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 1.5 მილიარდი ლარი?
ევროკავშირმა საქართველოს ახალი დაფინანსების პაკეტი გამოუყო, რომლის უდიდესი ნაწილიც გახლავთ გრანტი. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, თანხა 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის თანხა ქვეყანას გამოეყო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძნოლის ხელშეწყობის მიზნით.
არსებული თანხის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით ორი მესამედი, არის პირდაპირი გრანტი. რაც შეეხება ნახევარ მილიარდ ლარს, ის შეღავათიანი კრედიტია. როგორც ჰარცელი აცხადებს, ეს თანხა მთლიანად მოხმარდება უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისებისა და პრობლემების მოგვარებას. ასევე, არსებული კრიზისის ეფექტის შემსუბუქებას.
ჰარცელის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მიერ გაცემულ გრანტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის გრანტი. მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირს დიდ მხარდაჭერას ქვეყნის მიმართ. მისი განცხადებით, თანხა ძირითადად მოხმარდება საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების, რომლებიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიით.
სამედიცინო დახმარება
იმ თანხის გარდა რომელმზეც ევროკავშირის ელჩმა სპეციალურ ინტერვიუში ისაუბრა, ქვეყანა ევროკავშირისგან ასევე საჩუქრად მიიღებს სამედიცინო და პერსონალური დაცვის აღჭურვილობასაც. როგორც ელჩმა განაცხადა, საქართველომ უკვე მიიღო ორ მილიონზე მეტი ერთეული პერსონალური დაცვის საშუალებები.
ამასთან, ქვეყანამ ევროკავშირისგან ასევე მიიღო სამედიცინო მოწყობილობები, მათ შორისაა სასუნთქი აპარატები და სხვა სახის აღჭურვილობა, რომლებიც ქვეყანას დაეხმარება კორონავირუსის პანდემიასთან განკმლავებაში. ევროკავშირის ელჩმა ასევე განაცხადა რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ასევე შემოვა დახმარების კიდევ ერთი დამატებითი პაკეტი.
ასევე, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ევროკავშირის საქართველოს Covid-19 კრიზისის დასაძლევად კიდევ 60 მილიონევროსაც გამოიყოფს. ეს თანხა 240 მილიონ ლარზე მეტია, და წარმოადგენს სრულად გრანტს. ეს გრანტი განკუთვნილია იმისთის, რომ მოხდეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მხარდაჭერა.
კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი აქტიურად აგრძელებს ქვეყნისთის მტკიცე მხარდაჭერას არსებულ სიტუაციაში. 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუდნმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა.
როგორც ცნობილი ხდება, არსებული თანხა არის პირველი ნაწილი იმ 75 მილიონი ევროდან, რომელიც Covid-19-ის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამ ხელშეკრულების მეშვეობით ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განცხორციელებაში და წარმატებულად შესრულებაში.
ეს გეგმა ასევე მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც არის შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ზეგავლის შემცირება მოსახლეობაზე და, ასევე, ეკონომიკაზეც. ეს ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობას, ბიზნესის მარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქებიისთვის და ბიზნესისთვის საჭირო დახმარების გაწევა და პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსოწრებაში ქვეყნისთის დახმარება.
ერთად კოვიდის წინააღმდეგ
ევროკავშირის დაფინანსება საქართველოსთვის გამოყოფილია ვეროკავშირის და ევროპის გუნდის, Team Europe-ის ერთობლივი მუშაობით. 1.5 მილიარდი ლარი შეგროვდა ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ეს დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მსოლფიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთის გამოყოფილ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა კრიზისის დროს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მიერ საქართველოსთის უდიდეს სოციალურ მხარდაჭერას.
ეს დახმარება მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა, მაგალიტად, ჯანმრთელობის დაცვის სექტორი. სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, როგორებიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთის, და სხვა მრავალი.
ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის მიერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთის ტრენინგების და გადამზადების ჩატარებას. ასევე, წვდომას კორონავირუსის შესახებ არსებული რეგიონულ ინფორმაციაზე.
რაც შეეხება სოციალურ სფეროს, დაფინანსებაში გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსული მხარდაჭერა, ასევე, კრიზისის დროს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მატშორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაც.
თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესსაც. 200 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ბიზნესებისთის სესხებზე წვდომის ხელშეწყობისა და კონსულტაციების უზრუნველყოფას. ადგილობრივი ბანკებიდან მოხდება სესხების მიღება ისეთი პარტნიორების დახმარბეით, როგორებიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი. 60 მილიონ ლარზე მეტი გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურბნეობა, ტურიზმი, სოფლად ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება.
ასევე, მიმდინარე პროექტებისა და სხვა მრავალი მექნიზმების გამოყენებით, ევროკავშირი საქართველოში უზრუნველყოფს პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე მიმართულ კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებას. ეს უფრო გააძლიერებს ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიზნობრივ დახმარებას. ქვეყანას ასევე ექნება წვდომა ევროკავშირის რეგიონულ ფონდებზე საბრუნავი კაპიტალის, ვაჭრობის დაფინანსებისა და სესხების ტვირთის შემსუბუქების უზრუნველსაყოფად.
ეს არ არის პირველი დახამრება რომელიც ევროკავშირმა გამოყო საქართველოში. გასული წლის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა მზაობა ქვეყნისთვის დახმარების გაწევისთვის. მას შემდეგ კი რაც ქვეყანაში ყოველდღიურად დადასტურებულმა შემთხვევების რაოდენობამ იმატა, ევროკავშირი მეტად აქტიური გახდა ქვეყნის დახმარების კუთხით.