განათლების რეფორმისთვის ADB-იმ საქართველოს $70 მლნ დაუმტკიცა

განათლების რეფორმისთვის ADB-იმ საქართველოს $70 მლნ დაუმტკიცა post thumbnail image

აზიის განვითარების ბანკმა, ADB-იმ, საქართველოს დაუმტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი. როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნახსენები, ეს სესხი საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, იმ თანხით, რომელიც გამოყო აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს სამუშაო ძალის ნაყოფიერება უნდა ამაღლდეს და კონკურენტუნარიანობის ზრდას უნდა შეეწყოს ხელი.

როგორც აზიის განვითარების ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და საფუძველია. ასევე, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების უფროსის, რიე ჰირაოკამის განცხადებით, პროგრამა ბენეფიციარებისთვის გაზრდის უკეთესი სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შესაძლებლობასა და შანსებს, რაც, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.

აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ქვეყანამ 2018 წელს მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლების ახალი კანონი იქნა მიღებული, ეს მიმართთულება საჭიროებს უდიდეს პოლიტიკურ და უნსტიტუციურ მხარდაჭერას.

ეს უნდა გამოიხატოს სხვადსხვა ინტსიტუტციების უფრო მეტად გაძლიერებითა და ხარისსხის გაუმჯობესებით. აზიის განვითარების ბანკის თანახმად, სამუშაო ბაზარზე არსებული მოთხოვნასა და კადრების უნარებს შორის არსებული შეუსაბამობები სწორედ პროფესიული განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებითა და პრობლემებითაა განპირობებული. მისი განვითარებით კი, ბევრი პრობლემის გადაჭრა თუ მოგვარეობაა შესაძლებელი.

რაში დაიხარჯება მიღებული სესხი?

ADB-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი შექმნილია იმ მიზნით რომ გაძლიერდეს დარგები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული როლი პანდემიასთან ბრძოლაში. ასევე, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში და მასში უდიდეს წვლილს ითამაშებს.

ეს მიმართულებებია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. როგორც ADB-ის განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნული სესხი გამოიყენება იმისთვის, რომ გადამზადდეს ყველაზე მეტად დაზარებულ დარგებში დასაქმებულები, რათა მათ შეძლონ ახალი უნარების შეძენა და მათი გამოყენება მომავალში. ასევე, გათვალისწინებულია მათი იმ სფეროებში დასაქმება, სადაც ძალიან იზრდება მოთხოვნა არსებულ სიტუაციაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი ნაწილი მოხმარდება ქალებისთის შესაძლებლობების გაზრდას. როგორც ADB აცხადებს, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს საკმაოდ დიდი გენდერული დისბალანსი, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია. სესხი ასევე ეხება ეთნიკური უმცირესობებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევას პროფესიული განათლების კუთხით.

როგორც ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა განაცხადა, საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის სრული რეალიზება, აზიის განვითარების ბანკისთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ასევე ADB-ის ინფორმაციით, პროექტი დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისის და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. როგორც განცხადებიდან ირკვევა, მოხდება კადრების გადამზადება სხვადსასხვა დარგებში, როგორებიცაა ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამეიდიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე, ასევე, მომსახურება – მასპინძლობა და ტურიზმი.

ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გულისხმობს ახალი რეგულაციურ ჩარჩოს ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესებს პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში, და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ყველაფერი ერთად გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23 პროცენტით გაზრდას. რაც შეეხება პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასებს, მათი გაზრდა, ADB-ის მიხედვით, 30%-ით უნდა მოხდეს. ამის მიზანია კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვა და შენარჩუნება.

ასევე, როგორც ADB-ის განცხადებიდან ირკვევა, პროგრამა მიზნად ისახავს გაიზარდოს კერძო სექტორის მონაწილეობა პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში. ეს გულისხმობს კერძო სექტორის მეტად აქტიურ მონაწილეობას შრომითი სტანდარტებისა და სამუშაო ადგულზე სწავლების განვითარებაში. ასევე, კერძო-საჯარო პარტნიორობის დაწესებას და მთავრობის ვაუჩერების პროგრამის გაგრძელებას სტუდენტებისთვის, რომლებიც კერძო პროფესიული განათლების ინსტიტუციებში პრიორიტეტულ პროგრამებზე სწავლობენ.

აზიის განვითარების ბანკი, რომელიც 1966 წელს დაფუძნდა, უდიდეს როლს თამაშობს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ამ რეგიონებში პირდაპირი სესხების გაცემაში და ტექნიკური დახმარების გაწევაში. ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს მანილაში, ფილიპინებში. მისი შექმენის მთავარი ინიციატორი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1965 წლის 21-ე სესიაზე დამტკიცდა შესაბამისი გადაწყვეტილება შექმნის შესახებ.

ის უდიდეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში და წლების განმავლობაში არაერთი სესხი თუ გრანტი გაუცია საქართველოში სხვადასხვა სექტორების განვითარებისთვის. ის წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მრავალმხრივ და უმსხვილეს პარტნიორს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას 2007 წლიდან ეხმარება და ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დამტკიცებული ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *