მოსახლეობა შეზღუდვების შემსუბუქებასა და ეკონომიკის გახსნას მოითხოვს
მთავრობის განცხადებას, რომ ქვეყანაში შეზღუდვები საქართველოს სამ ქალაქში პირველ მარტამდე გაგრძელდება, მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. საზოგადოების ნაწილი მთავრობის კანცლეარიის წინ შეიკრიბა, ნაწილი კი მზიურის პარკში რათა არსებული შეზღუდვები გაეპროტესტებინათ.
ქვეყანაში არსებული შეზღუდები მოქმედებს ნოემბრის ბოლოდან. ამ პერიოდის გამავლობაში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება მოხდა. დანარჩენ პერიოდში კი შეზღუდვები ნარჩუნდებოდა.
პირველად, გეგმის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდვები იანვრის შუა რიცხვებიდან უნდა მოხსნილიყო. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არამიზანშეწონილად მიიჩნია შეზღუდვების მოხსნა და ის 1 თებერვლამდე გააგრძელა.
ახლა კი, მათი განცხადებით, ქვეყნის სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შეზღუდვები არ მოიხსნება პირველ მარტამდე. სწორედ ეს განცხადება გახდა პროტესტის საფუძველი. მოსახლეობა მოითხოვს ეკონომიკის გახსნას.
ეს ითვალისწინებს სკოლების, უნივერსიტეტების, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას. როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, შეზღუდვები მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ყოველდღიური დადასტრურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს. დღეისთის, ეს მაჩვენებელი 6%-ია.
4%-იანი მაჩვენებელი
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახნსაზეც იქნება საუბარი. ასევე, უფრო სწრაფად განიხილება ეკონომიკის გახსნა, და იმ დარგებისაც, რომლეთა გახსნასაც ეპიდმდგომარეობა მისცემს ქვეყანას.
მან განაცხადა, რომ როგორცკი ქვეყანაში, ან ქალაქებში, მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, შესაძლებელი იქნება, რომ ის გეგმა, რომელიც ახლა არსებობს, დაჩქარდეს. როგორც მან განაცხადა, არსებობს მიზეზ-შედეგორბივი კავშირი, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში ყველაფერი უნდა მოხდეს თანმიმდევრულად, რათა მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს.
“კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა მათ შორის, განათლება მათ შორის და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ,” განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
როგორც ის აცხადებს, მას შემდეგ რაც მთავრობამ “მიზნობრივი შეზღუდვები” წარადგინა, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ ჩამოვიდა ქვეყანაში. ამის შესახებ მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეზღუდვების დაწესებამდე ქვეყანაში დღეში 5,000-ზე მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეისთვის, ყოველდღიურად დაახლოებით 1,000 შემთხვევა ვლინდება. აღნიშნული მიღწევის შესანარჩუნებლად კი, მისი განცხადებით, აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯები.
დღევანდელი მდგომარეობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით , კორონავირუსის გავრცელების მხრივ, დღეს, დადებითობის მაჩვენებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5%-დან 8%-მდე მერყეობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ახლა ცვალებადი მდგომარეობა. აჭარი არის 4%-ზე დაბალი მაჩვენებელი, მაშინ როდესაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში ეს მაჩვენებელი 8%-მდე ადის.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, აუცილებელია ქვეყნის ყველა რეგიონში და ნაწილში ეს მაჩვენებელი 4%-ის სიახლოვეს იყოს, რათა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა, განსაკუთრებული რისკების გარეშე.
აქცია მთავრობის კანცელარიასთან
სლოგანით #სოცაფეთქება, მთავრობის კანცელარიასთან კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია იმართება დღესაც, 26 იანვარს.აქციის მონაწილეებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, როგორიცაა ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, სკოლებისა და ბაღების გახსნა, შშმ პირებისთის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა, იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც მათ მკურნალობას აფერხებს, საქართაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება, სახელოვნებო სივრცეების გახსნა და საათობრივი შეზღუდვის შემცირება.
აქციას ასევე ესწრებიან ოპოზიციის წარმოამდგენლებიც, მათ შორის ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას განცხადებით, ხალხს არ უნახავს აზრიანი, შინაარსობრივად საღ აზრთან მყოფი ახსნა, ან დისკუსია შეზღუდვებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ქვეყანა იმ დონეზე მივიდა, როდესაც ერთადერთი რაც მთავრობას ესმის, არის ხალხის პროტესტის ხმა. მისი განცხადებით, ერთადერთი გზა, რაც მოსახლეობას დარჩა, არის პროტესტი.
აქციას ასევე ესწრებოდა გირჩის ლიდერიც, ზურაბ ჯაფარიძეც. მისი განცხადებით, ყველა არსებული შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რათა ქვეყანა ამუშავდეს და გადარჩეს.
აქამდე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიკრიბა 24 იანვარსაც. მაშინ მათ მთავრობას კონკრეტული მოთხოვნები წარუდგინეს და მისცეს დრო სამშაბათამდე, რათა აკრძალვები გადაესინჯათ და შეემსუბუქებინათ.
მდომარეობა საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ბევრად უკეთესია ვიდრე ეს ნოემბერში იყო, ქვეყანაში მაინც საკმაოდ ბევრი ახალი შემთხვევა ვლინდება. რაც შეეხება ვაქცინაციას, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა 4 სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია.
მთავრობა ასევე აცხადებს, რომ აქვთ მაცივრები ქვეყნის 3 დიდ ქალაქში -80-ზე შესანახი ვაქცინების შემოტანისთის. ასევე, მთავრობის განცხადებით, ვაქცინის გარკვეულ წილს ქვეყანა COVAX პლატფორმიდან მიიღებს. ასევე ცნობილი გახდა რამდენიმე კვირის წინ, რომ მთავრობა ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავს.
მეორე მხრივ, ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, თუ როდის შეძლებს მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორია, იმ დროს, როდესაც ნიღაბის გარეშე დავდიოდით და ვმოგზაურობდით, 1-1.5 წელიწადში დავუბრუნდებით.