კორონავირუსის რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში?

კორონავირუსის რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში? post thumbnail image

მსოფლიოს გარშემო მრავალ ქვეყანაში უკვე დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება. დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, მოსახლეობის აცრა უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი საქართველო რომელი კომპანიის მიერ შექმნილ ვაქცინას გამოიყენებს.

მთავრობის სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს წევრები უკვე გარკვეული დროა რაც საუბრობენ მოსახლეობის ვაქცნიზაციაზე. მათი განცხადებით, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლემთან, რათა საქართველომ რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოს ვაქცინა.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის დანერგვის სამეტაპიანი გეგმის შემუშავებაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. მისი განცხადებით, მუშაობა 16 იანვარს დასრულდა, ხოლო დღეს, 18 იანვარს, ჯადნაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი დაასრულობს გეგმის შედგენას იურიდიულად.

ამის შემდეგ, შემუშავებული გეგმა გადაეგზავნება მთავრობას დასამტკიცებლად. გეგმა მოიცავს სამ ეტაპს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ვაქცინაცია საქართველოში. ეს პროცესი მაღალი რიკის ჯგუფის მქონე პაციენტებიდან დაიწყება და დასრულდება არარისკ ჯგუფებში მყოფი პაციენტებით. როგორც აცხადებენ, სამიზნე მაჩვენებლს წარმოადგენს მოზრდილი მსოახლეობის 60 პროცენტის აცრა.

გაბუნიას განცხადებით, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ იმუმორიბის დონე სტაბილური გახდეს საქართველოში და ეკონომიკა უსფრთხოდ გაიხსნას. შედგენილი გეგმის მიხედვით, პირველ ჯგუფს წარმოადგენს ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები და ასე შემდეგ. როგორც გაბუნიამ დააზუსტა, გეგმის შედგენაში მონაწილეობას იღებდა 82 სპეციალისტი.

გეგმის მომზადებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან: აზიის განვითარების ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, უინისეფი, მსოფლიო ბანკი და სხვა.

სამი აღიარებული ვაქცინა

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეისთვის საუბარი მიდის მხოლოდ მსოფლიო მარეგულრებლების მიერ აღიარებული 3 ვაქცინის შემოატანზე. ესენია “ფაიზერის”, “მოდერნასა” და “ასტრა ზენეკას” ვაქცინები. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე, საკოორდინაცია საბჭო მასაც გაითვალისწინებს.

გაბუნიას განმარტებით, საქართველო მზად არის აღნიშნული სამი ვაქცინიდან სამივეს შემოსატანად და დამატებითი ინვესტიციაც კი არ გახდება საჭირო. რაც შეეხება ვადებს, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს კოვაქს-პლატფორმასთანაც, რათა ვაქცინა საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში შემოვიდეს.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა რომ 16 იანვარს კოვაქს-პლატფორმაზე გაგზავნეს წერილი, რომელშიც აღნიშნულია ქართული მხარის მზაობა, რომ ხვალვე შეუძლია დაწყება ვაქცინიზაციის “ფაიზერის” ვაქცინით. ასევე, გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მზადაა აცრა დაიწყოს “ასტრა-ზენეკას” ვაქცინითაც.

მისი ინფორმაციით, კოვაქსი ითხოვდა, რომ ვაქცინაციის გეგმა წარდგენილიყო ქართული მხარის მიერ. ახლა, რაც საქართველომ პირობა სრულად შეასრულა, ერთადერთ საჭიროებას წარმოადგენს კოვაქს პლატფორმამ ზუსტი პასუხი წარმოადგინოს, თუ როდიდან მიაწვდის ქვეყანას ვაქცინას.

გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი არის ორმხრივი. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველომ შეასრულა საკუთარი პირობები, ახლა კი დასტურის დროა კოვაქსისგან. აღნიშნული პასუხიდან გაირკვევა ექნება თუ არა ქვეყანას ვაქცინა თებერვლიდან.

კოვაქსში საქართველოს მხრიდან შეკვეთილია მილიონნახევარი დოზა, თუმცა მისი შემოტანა ქვეყანაში ერთიანად არ მოხდება. მთავრობის ვარაუდით, პირველ ეტაპზე საქართველოში შემოვა 20 ათასი დოზა “ფაიზერის” ვაქცინა და მათგან 10 ათასი ჯანდაცვის სპეციალისტებისთის იქნება განკუთვნილი.

ტიკარაძის განცხადება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მან ისაუბრა იმედის პირდაპირ ეთერში. მისი განცხადებით, დღეს საქართველომ მიიღო წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც საქართველოა გაწერვიანებული.

ამასთან, თანხა გადახდილია იმ ვაქცინებისთის, რომელიც საქართველოში შემოვა. მისი განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო თვლის, რომ თებერვლის ბოლო იქნება პირველი პეიროდი, როდესაც შეიძლება უკვე დაიწყოს ვაქცინაცია საქართველოში. ამ ეტაპზე, ტიკარაძის თანახმად, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე. ასევე, საქართველომ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას.

კოვაქს პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ ასევე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. როგორც მან განაცხადა, ყველა ვაქცინა, რომელიც განთავსებული იქნება “კოვაქს” პლატფორმაზე იქნება ჯამრთელობის მსოფლიო როგანიზაციის მიერ აღიარებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოსთის დათლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, რაც გულისხმობს 1,4 მილიონ დოზას. საქართველოში სრულწლოვანი მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება. ასევე, მისი განცხადებით, იმისთის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას, აუცილებელია აიცრას მოსახლეობის 60 პროცენტი.

რა ჭირდება ვაქცინის შემოტანას?

მსოფლიოში დღეს სამი ვაქცინა არსებობს, რომელსაც ქვეყნების უმეტესობა იყენებს. აქედან ერთი არის “ფაიზერის” ვაქცინა, რომელიც არის გერმანული, ასევე, მეორე “მოდერნას” ვაქცინა, რომელიც არის ამერიკული. “ფაიზერის” ვაქცინის შენახვისთის აუცილებელია -70/-80 გრადუსიანი მაცივრები, ხოლო “მოდერნას” ვაქცინისთის -20 გრადუსი.

როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს დღეისთვის აქვს საშუელება იმისა, რომ ორივე ვაქცინის გამოყენება უზრუნველყოს.

დღეისთის საქართველოში კორონავირუსის მხრივ სტატისტიკა საკმაოდ შეცვლილია. ნოემბერთან შედარებით, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ იკლო და სიტუაციაც სტაბილიზაციისკენ მიდის. როგორც ექსპერტები ამბობენ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად აუცილებელია მოსახლეობან რეგულაციები და რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულოს.

ნოემბერში საქართველოში დღიურად დაახლოებით 5000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, დღეს კი ეს რიცხვი 1000-2000-ის ფარგლებშია. ასევე იკლო გარდაცვლების რიცხვმაც. ჯამში საქართველოში გამოვლინდა 247915 შემთხვევა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. აქედან 236636 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *