როგორ ვივაჭროთ ვერცხლით ონლაინ?
ვერცხლის ისტორია დასაბამს იღებს ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან. მისი აღმოჩენის ზუსტი თარიღი და აღმომჩენის ვინაობა უცნობია, თუმცა ვიცით ის, რომ ძვ.4000 წლის წინ აღმოაჩინეს ვერცხლის საბადოები საბერძნეთში, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.
ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვერცხლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კაცობრიობის ისტორიაში, რადგანაც ის არის იმ პირველ ხუთ მეტალს შორის, რომელსაც თავდაპირველად გამოიყენებდა ადამიანი. ვერცხლის გარდა ასეთი მეტალებია ოქრო, სპილენძი, ტყვია და რკინა. ხშირად ვერცხლი და ტყვია ერთად გვხვდება ბუნებაში.
ვერცხლი არის რბილი, ელასტიური, მბზინავი მეტალი, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ელექტრული და თერმული გამტარობა. ვერცხლის ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ის არის იშვიათი მეტალი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს კოროზიასა და ჟანგვას, თუმცა არა ისე კარგად, როგორც ოქროს.
ვერცხლის ამ უკანასკნელი მახასიათებლის გამო ის ხშირად გამოიყენება ელექტრონულ მოწყობილობებში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა მიკროჩიპი. მას ასევე ახასიათებს ანტიმიკრობულობა და არატოქსიკურობა, რაც მას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ელემენტს ხდის მედიცინის სფეროშიც, ხოლო მისი ბრწყინვალება და არეკვლადობა ვერცხლს ხდის საუკეთესო მეტალს საიუველირო ინდუსტრიაში. ასევე აღსანიშნავია ვერცხლის გამოყენება ფოტოგრაფიაშიც.
დედამიწაზე დაახლოებით 17-ჯერ მეტი ვერცხლი მოიპოვება, ვიდრე ოქრო, თუმცა მისი გადამუშავება ბევრად უფრო რთულია. მისი ღირებულება დამოკიდებულია წარმოების ინდუსტრიის მდგომარეობასა და იმ კომპანიების აქტივობებზე, რომლებიც ამ მეტალს იყენებენ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ვერცხლის ფასის ხშირი რყევა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერცხლით ვაჭრობა ოქროსგან განსხვავებულია, თუმცა სწორედ ეს განსხვავებულობა ხდის მას განსაკუთრებით საინტერესოსა და მიმზიდველს.
სტატიაში წაიკითხავთ:
- ვერცხლში ინვესტირების რა შესაძლებლობებია საქართველოში
- რა ფორმით შეიძლება ვერცხლის შეძენა
- ვერცხლში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
- რა არის კონტრაქტი ვერცხლზე
ვერცხლი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აქტივი
მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ამჯობინებენ დამწყები თუ ექსპერტი ინვესტორები აღნიშნულ მეტალს ინვესტიციისთვის. დამწყები ინვესტორები ფიქრობენ, რომ როდესაც ვერცხლის ფასი ოქროს, პლატინისა და პალადიუმის ფასზე ბევრად დაბალია, მათ არსებითად მეტი მეტალის შესყიდვის უნარი აქვთ, შესაბამისად, ვერცხლის ზოდი მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი და მიმზიდველი ხდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე არსებობს ფინანსური ბერკეტების სისტემის მაღალი გამოყენებითობა, ვერცხლის ფასი საკმაოდ მერყევია. მიუხედავად ამისა, ვერცხლი, როგორც მონეტარული, ასევე ინვესტიციური აქტივი ძალიან მაღალი მნიშვნელობისაა ინდუსტრიისთვის. ადამიანები ყიდულობენ ვერცხლს იმისათვის, რომ დააგროვონ სიმდიდრე მომავლისათვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არა მხოლოდ ოქროს, არამედ ვერცხლის ზოდსაც აქტიურად შეისყიდიან ხოლმე აღნიშნული მიზნისთვის, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე.
შეიძლება ითქვას, რომ ვერცხლი არის როგორც ცხოვრებისეული მოთხოვნილების საგანი, ასევე ვალუტა. მართალია ნებისმიერი სახის ინვესტიცია გარკვეული რისკის შემცველია, თუმცა ვერცხლის შემთხვევაში რისკი კლებულობს, რადგანაც მისი ღირებულება საუკუნეების განმავლობაში ურყევია და სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიები თამამად ეყრდნობიან მას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობებისა. ინვესტორს ვერცხლის შეძენა სხვადასხვა სახითა და ფორმმით შეუძლია, მათ შორისაა ვერცხლის ზოდი და მონეტა. მას ძირითადად ყიდულობენ მისი წონის მიხედვით, რომელიც იზომება ისეთი ზომის ერთეულებით, როგორიცაა ტროი, უნცია, გირვანქა, გრამი ან კილო.
ვერცხლის მონეტები სავარაუდოდ, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონეტარული სისტემის ნაწილია. მას ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენებდნენ სავაჭროდ, როდესაც საბერძნეთში ძველი ბერძნული მონეტა- დრაქმა გამოიყენებოდა. ვერცხლში ინვესტირების სურვილის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ავსტრიულ და აფრიკულ მონეტაში ფულის დაბანდება. ვერცხლის ზოდის ერთ-ერთი სახეობაა ვერცხლის ფირფიტა, რომელსაც ასევე ბევრი ინვესტორი ამატებს საკუთარ პორტფოლიოს.
ერთ-ერთმა ამერიკულმა ვალუტის გაცვლის კომპანიამ 1971 წელს გადაწყვიტა $100 დაებანდებინა ვერცხლში და გადმოეკონვერტირებინა მისი ღირებულება დღევანდელ სამყაროში. აღმოჩნდა, რომ 40 წლის წინანდელი ეს თანხა დღეს $1100-ს შეადგენს ინფლაციის გათვალისწინებით. დღევანდელი ფინანსური სისტემის მდგომარეობიდან გამომდინარე ოქროსა და ვერცხლის ფასი კიდევ უფრო მატულობს.
იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურ ვაჭრობაში ვერცხლის ფასი ძალიან მერყევია, აღნიშნული მეტალი მაინც დაცულ აქტივად მიიჩნევა. რაც უფრო დიდია მისი შენახვის ვადა, მით მეტად უსაფრთხოა ვერცხლის შენახვა. აქციებისა და სხვა აქტივებისგან განსხვავებით, ფიზიკური ვერცხლის აქტივით შეუძლებელია გაკოტრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დეფიციტური რესურის ღირებულება ნულამდე არასდროს დაიწევს. შესაბამისად, ვერცხლი, როგორც უდიდესი ისტორიის მქონე მეტალი, ყოველთვის იქნება აქტუალური, მიუხედავად თანამედროვე გამოწვევებისა თუ დოლარის მდგომარეობისა.
ვერცხლში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები
ვერცხლში ინვესტირება ძალიან კარგი თავდაცვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არეულობის დროს ინვესტორები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს ზემოთხსენებული მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის ზოდი თანაბრად მიმზიდველი აქტივი ხდება, რადგან ორივე მათგანს ერთნაირად შეუძლიათ უსაფრთხოებისა და საიმედოობის გარანტი იყვნენ მსგავს სიტუაციებში.
გარდა ამისა, ვერცხლი არის ხელშესახები თანხა. ნაღდი ფული, ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები ან სხვა ფინანსური პროდუქტები ნამდვილად არის ფულის დაგროვებისა თუ სიმდიდრის გაზომვის ხერხები, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც ციფრულ და პირობით ერთეულებად მიიჩნევიან.
ამის გამო, ისინი ხშირად განიცდიან ცვეთას და მგრძნობიარენი არიან ინფლაციის მაჩვენებელზე, რადგანაც მათი დამოკიდებულება თანხვედრაშია კუპიურების ბეჭდვის რაოდენობასთან. ხოლო ამისგან განსხავებით, ვერცხლის ზოდი არის ისეთი რესურსი, რომელიც ყველაზე ხელშესახებ, სასრულ და აშკარა აქტივს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ვერცხლზეც ახდენს გავლენას ბაზარზე ფასების რყევა, მისი თანდაყოლილი და დამახასიათებელი თვისებებისა თუ ღირებულებების გამო, ვერცხლი ფიზიკური სახით ბოლომდე არასდროს გაუფასურდება. სწორედ ამიტომ ყიდულობენ ბაზრის მონაწილეები ვერცხლს სხვადასხვა ფორმების სახით, იქნება ეს ზოდი, მონეტა, ფირფიტა თუ ძვირფასეულობა. ბევრს სჯერა, რომ ვერცხლის ყიდვა ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძლებენ ფინანსური სისტემის გარდაუვალი კოლაფსიდან თავის დაღწევას.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვერცხლი ოქროზე უფრო იაფი მეტალია, შესაბამისად, თეთრ მეტალზე წვდომა და მისი შესყიდვა ბევრად უფრო მარტივიცაა. გარდა ამისა, მისი დახარჯვაც უფრო მრავალმხრივი და უნივერსალური მიზნებისთვისაა შესაძლებელი. შესაბამისად, ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ვერცხლის ფიზიკური გამოხატულებები უფრო პრაქტიკული გამოსაყენებელია, ვიდრე ოქრო, რაც ვერცხლში ინვესტიციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ვერცხლში ფულის დაბანდება ასევე კარგია იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი გარანტირებულ ანონიმურობას უზრუნველყოფს. საკუთარ პირად სივრცესა სავარაუდოდ, ყველა ადამიანი კარგად აფასებს. ხანდახან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ხოლმე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ფინანსურ სფეროშიც. ეს ბუნებრივიცაა, რადგანც ცხადია, ყველას არ უნდა მათი საქმიანობა საჯარო განხილვის საგნად იქცეს.
ამ თვისებით ოქრო ძალიან ჰგავს ნაღდ ფულს, რადგანაც მის მსგავსად, რაიმეს შეძენისას ან გადახდისას, ტრანზაქცია სრულიად ანონიმური რჩება. პირადულობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, შესაბამისად ტრანზაქციების ანონიმურობა არადროს დაკარგავს თავის აქტუალობას. ამ თვალსაზრისით კი ვერცხლით ვაჭრობა ინვესტორებისთვის განსაკუთრებით სახეიროა.
უარყოფითი მხარეები
ვერცხლის, როგორც აქტივის, ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მას დაბალი ლიკვიდურობა ახასიათებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გაყიდვის უნარიანობა შედარებით სუსტია. მაგალითად, თუ ჩვეულებრივი საყიდლების ან საკვები პროდუქტების შეძენა გვსურს, მას ცხადია, ვერ გამოვიყენებთ.
ამიტომაც, პირველ რიგში, საჭირო იქნება მისი კონვერტაცია, რაც პროცესებს დროში წელავს. შესაბამისად, თუ ვერცხლის გაყიდვა ინვესტორისთვის საჩქაროა, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას მას.
კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ სხვა ინვესტიციებისგან განსხვავებით, როგორებიცაა აქციები თუ ფასიანი ქაღალდები, ვერცხლის ზოდში ჩადებული ინვესტიცია მაღალი რისკის შემცველია, რადგანაც ყოველთვის არსებობს მისი მოპარვის საშიშროება.
აქტივის შენახვა და დაცვა ამ რისკისგან კიდევ ცალკე თანხებთან არის დაკავშირებული, რადგანც ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება ვერცხლის ზოდების დაზღვევა ან სხვა ტიპის დაცვის სისტემის დაყენება. შესაბამისად, ამ ყველაფერზე კიდევ ბევრი რესურსი იხარჯება, რაც ამ ინვესტიციას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ვერცხლზე მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა მაღალი დანამატების ოდენობაც გამოიწვიოს. თუ ინვესტორს სურს ვერცხლის შეძენა, მაგალითად ამერიკული ვერცხლის მონეტის, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ფიზიკური ვერცხლის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ვერცხლის, როგორც ერთეულის. ამის მიზეზი კი არის დანამატები, რომელსაც გამყიდველები ამატებენ ხოლმე კონკრეტულ ფასს.
თუ აღნიშნულ მეტალზე მოთხოვნა მაღალია, დანამატებიც შესაბამისად, ყოველთვის სწრაფად მატულობს. ეს ფაქტი კი ფიზიკური ვერცხლის ზოდის შესყიდვას ძვირსა და ნაკლებად სასურველს ხდის ინვესტორისთვის.
სად შეგიძლიათ შეიძინოთ ვერცხლი საქართველოში
თანამედროვე რეალობა საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის სერვისი და მომსახურეობა გამარტივებულად, ონლაინ სივრცეში მივიღოთ. ცხადია, ეს ყოველივე ვრცელდება ვერცხლით ვაჭრობაზეც. საქართველოში ამ უკანასკნელის შეძენას რამდენიმე ადგილას მოახერხებთ.
თუმცა, გააჩნია ამ ძვირფასი ლითონის შეძენა რა სახითა და ფორმით გსურთ. თუ თქვენი მიზანია ფიზიკური, ხელშესახები ვერცხლის შეძენა, როგორიცაა მაგალითად საიუველირო ნაწარმი, შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა კომერციულ სივრცეებსა თუ საფონდო ბირჟებს.
გარდა ამისა, ასეთი ტიპის საქონელი ასევე მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ინდივიდუალურად, ფიზიკური პირებისაგან. ხოლო თუ გსურთ ვერცხლის მონეტების, ზოდების ან ფირფიტების ყიდვა, ამის გაკეთება ონლაინ, ინტერნეტის საშუალებითაც მარტივადაა შესაძლებელი ეროვნული ბანკში, ან რეგულირებულ და ლიცენზირებულ საფინანსო კომპანიებში საქართველოში.
ვერცხლის მონეტებს ასევე შეიძენთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ საიტზე, სადაც განთავსებულია მონეტების ფართო არჩევანი გამოშვების წელის მიხედვით, 1993 წლიდან დღემდე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მონეტების კოლექციონერი არსებობს, რომლებიც საკმაოდ ბევრ ვერცხლის მონეტას ყიდიან, თუმცა სავარაუდოდ, ამ უკანასკნელი ტრანზაქციის განხორციელება ონლაინ სივრცეში გართულდება.
მოვაჭერეები ხშირად რეკომენაციას უწევენ ვერცხლის შეძენას ფიზიკურად, რადგანაც ეს შესაძლებლობას გაძლევს, რომ შენი ძვირადღირებული ლითონი იყოს ხელშესახები და გქონდეს პირდაპირი კონტროლი მასზე. გარდა ამისა, ფიზიკური მეტალის ყიდვა ბევრად უფრო მარტივია იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ორ მხარეს შორის, ზედმეტი დოკუმენტების შემოწმებისა და ბიუროკრატიული შრეების გავლის გარეშე.
ასევე, გამოუვალი მდგომარეობის ან სასწრაფო სიტუაციების შემთხევაში, ადამიანებმა შესაძლებელია ბარტერსაც კი მიმართონ. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერცხლის ზოდის ფლობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ცხადია არსებობს სხვა ალტერნატივებიც, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ვერცხლით ვაჭრობა, მათ შორისაა: ვერცხლის კონტრაქტი, ვერცხლის გაცვლითი ვაჭრობის ფონდი და ვერცხლის აქციების შესყიდვა.
რაც შეეხება ონლაინ ვაჭრობის დადებით მხარეებს, ვერცხლის წილების, აქტივებისა თუ აქციების მფლობელები ამბობენ, რომ ეს პლატფორმა მათთვის ძალიან წარმატებით მუშაობს, რადგანაც თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ მათ სასურველ დროს განათავსონ ონლაინ სივრცეში თავიანთი ქონება.
გარდა ამისა, ვერცხლის ინდივიდუალურად ყიდვის შემთხვევაში, როდესაც ბირჟის მაკლერი არის საქმეში ჩართული, ხანდახან პროცესი ბევრად უფრო ჭიანურდება და შესაძლოა ისე სწრაფად ვერ მოხერხდეს გაყიდვა, როგორც ეს ინვესტორს სურს.
საბოლოოდ, ისმის კითხვა, რა არის ვერცხლის ყიდვის საუკეთესო გზა? ამაზე ზუსტი და განსაზღვრული პასუხი არ არსებობს, თუმცა როდესაც ყველა შესაძლო ალტერნატივა კარგად გაქვს გააზრებული, ბევრად უფრო მარტივი ხდება სწორი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ყოველთვის გააჩნია შესყიდვის მიზნებსა და ვადებს, ამიტომაც ინვესტორი ვერცხლის შეძენის წინ კარგად უნდა გაეცნოს ბაზარზე არსებულ ვარიანტებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი მისთვის საუკეთესო შესაძლებლობაზე.
რა არის კონტრაქტი სხვაობაზე?
კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) არის სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელიც დღეისთვის საკმაოდ აქტიურად გამოიყენება სხვადსხვა სავაჭრო ინსტრუმენტით ვაჭრობისთის. აღნიშნული კონტრაქტი არის საქონელთან ან აქტივთან დაკავშირებული ლეგალური შეთანხმება მყიდველსა და გამყიდველს შორის, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტული თარიღით. კონტრაქტი იძლევა უპირატესობებს ხარისხში, რაოდენობასა თუ მიწოდების დროში.
CFD-ის ფასი არ არის განსაზღვრული, არამედ სავაჭრო პლატფორმებზე ის მუდმივად მერყეობს, როგორც აუქციონის ტიპის პროცესი. აღნიშნულ კონტრაქტს ძირითადად ორი ტიპი გამოყენება აქვს: რისკისგან თავის აცილება და სპეკულაცია. პირველი ვარიანტის ტიპი ყოველთვის ცდილობს, რომ გარკვეული სავაჭრო ინსტრუმენტის ფასისა და აქტივის რისკი მინიმუმამდე შეამციროს, ხოლო ამის საპირისპიროდ, სპეკულატორები იღებენ აღნიშნულ რისკებს იმისათვის, რომ ინსტრუმენტის ფასის საუკეთესო მომენტი დაიჭირონ და უფრო მეტი მოგება ნახონ ამით. იმისათვის რომ ბაზარმა გამართულად იფუნქციონიროს, ორივე ტიპის ინვესტორის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად ისმება კითხვა, არის თუ არა CFD რისკიანი ინსტრუმენტი? ძალიან ბევრი ინვესტორი ამბობს, რომ ვერცხლით ვაჭრობა აღნიშნულ პლატფორმაზე საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. ამ კონტრაქტის საშუალებით, მოვაჭრეს თანაბარი შანსი აქვს იმისი, რომ ან ძალიან დიდი ხეირი ნახოს, ან პირიქით, ძალიან იზარალოს ან გაკოტრდეს.
რეალურად, ბერკეტების სისტემის მიხედვით, მას ძალიან მარტივად და სწრაფად შეუძლია დაკარგოს მთელ თავის მარაგში არსებული თანხა. როგორც ვხედავთ, ამ ინსტრუმენტით ვერცხლით ვაჭრობა ძალიან მაღალი რისკების შემცველია, შესაბამისად, პროფესიონალი ინვესტორები ყოველთვის მეტ უპირატესობას ანიჭებენ ფიზიკური ვერცხლის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ვერცხლის ზოდი, ფირფიტა ან თუნდაც მონეტა.
უნდა ივაჭროთ თუ არა ვერცხლით საქართველოში
ზემოთ აღნიშნულმა მსჯელობებმა გვიჩვენა, რომ ვერცხლით ვაჭრობა საკმაოდ ხეირიანი საქმიანობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საქართველოც არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. ვერცხლი უნივერსალური ერთეულია და მისი ღირებულება ქვეყნების მიხედვით არ იცვლება. ამიტომაც, საქართველოში მცხოვრებ ინვესტორებსაც ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვთ ამ ძვირფასი ლითონით ვაჭრობის, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
თუ ინვესტორი დაინტერესდება აღნიშნული საქმიანობით, მას შეუძლია შეიძინოს ვერცხლი ახლა და გაყიდოს მაშინ, როდესაც მისი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ხოლო ვერცხლს რა ფორმითა და სახით შეიძენს, ეს უკვე მთლიანად მის სურვილზეა დამოკიდებული, იქნება ეს საიუველირო ნაწარმი, მონეტა, ვერხზლის ზოდი თუ ფირფიტა.
ხოლო, მეორე მხრივ, თუ ინვესტორი საკმაოდ რისკიანია, მას შეუძლია CFD-ს ინსტრუმენტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც არის დიდი შანსი, რომ ვერცხლით ვაჭრობით მოგება ბევრად უფრო სწრაფად ნახოს.
როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში ვერცხლით ვაჭრობის ციფრული საშუალებებიც არსებობს, რაც ცხადია, ბევრად უფრო ამარტივებს პროცესს. აღარ არის საჭირო საფონდო ბირჭებზე სიარული და ბირჟის მაკლერებთან მოლაპარაკებების წარმოება.
თანამედროვე სამყაროში მარტივადაა შესაძლებელი ამ ბიუროკრატიული პროცესებისაგან თავის დაღწევა. 21-ე საუკუნეში ეს ყველფერი ნელ-ნელა იწყებს ჩანაცვლებას სწრაფი, მარტივი და მოხერხებული ონლაინ სისტემით, რომლის გამოყენებაც ყოველთვის რეკომენდირებულია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინვესტორებისთვის.