როგორ გამოვიმუშავოთ ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად

როგორ გამოვიმუშავოთ ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად post thumbnail image

ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტო ვალუტა, რომელიც შექმნა სატოში საკამოტომ 2009 წელს. ბიტკოინი ძირითადად გამოიყენება, როგორც ქაღალდის ფული, გადასახადების გადასახდელად, ფულის დასაგროვებლად თუ გადასარიცხად. ბიტკოინი ციფრულ ვალუტას წარმოადგენს და ის არ არის ფიზიკური აქტივი. როგორც დეცენტრალიზებული პლატფორმა, ბიტკოინს არ გააჩნია ერთი ცენტრალური მმართველობითი სისტემა და იგი მსოფლიოს სხვადასხვა საკვანძო წერტილიდან იმართება.

2021 წლისთვის ბიტკოინის ისტორია უკვე 12 წელს ითვლის. დღეისათვის უკვე თითქმის ყველა ადამიანი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას აღნიშნული ვალუტის შესახებ, შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ბიტკოინის გამომუშავების შესაძლებლობებიც დღითიდღე მატულობს. თუმცა, ხშირად შეიძლება მაღალი მოთხოვნის გამო საუკეთესო ალტერნატივების ძიება გართულდეს. უკვე თითქმის არ არსებობს არაფერი, რასაც ბიტკოინით ვერ იყიდით. თუმცა, ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული წესები და კანონები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ნებადართული ბიტკოინით ვაჭრობა.

აღსანიშნავია, რომ თუ ბიტკოინის შოვნა გაქვთ გადაწყვეტილი, პროფესიონალი მოვაჭრეები გირჩევენ, რომ ჯერ კარგად გამოიკვლიოთ ყველა შესაძლო ხერხი, მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია შესაძლებლობების შესახებ და ისწავლოთ ყველაფერი, რაც ბიტკოინის გამომუშვებასთანაა დაკავშირებული, რათა ბევრად უფრო წარმატებული და სარფიანი ინვესტიცია გააკეთოთ.

იმისათვის, რომ ბიტკოინის მოპოვების პროცესი გაგიმარტივდეთ, ვისაუბრებთ რამდენიმე საუკეთესო შესაძლებლობაზე, რომელიც დღეს არსებობს, მათ შორისაა მაინინგი, ბიტკოინ ონკანი, ბიტკოინით ვაჭრობა და პროცენტად მიღება. სწორედ ეს ოთხი ალტერნატივა სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით. აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ თითოეულ მათგანს დეტალურად, ვისაუბრებთ მათ მახასიათებლებზე და უმთავრეს ფაქტორებზე, რომლებიც ეხმარება ინვესტორს მისი ვაჭრობა იყოს ხეირიანი და წარმატებული.ბიტკოინის შოვნა

ბიტკოინით ვაჭრობა

როგორ ვიშოვოთ ბიტკოინი? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი არის ბიტკოინით ვაჭრობა, რომელიც ნამდვილად არის ამ ვალუტის გამომუშავების ყველაზე იოლი და ამავდროულად ყველაზე ცნობილი ხერხი. ამ შემთხვევაში ინვესტორებმა უნდა მოიპოვონ ყველა სახის ინფორმაცია ბიტკოინი შესახებ, ისეთი, როგორიცაა ნიუსები და ფასების ცვლილება, იმისათვის, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ, უნდა აირჩეს სწორი პლატფორმა ვაჭრობის დაწყებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინი იყიდოთ მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმისაგან მაშინ, როდესაც მისი ფასი დაბალია. შემდეგ, უნდა დაელოდოთ დროს, როდესაც მისი ფასი ნელ-ნელა აიწევს და გაყიდოთ, მაშინ, როდესაც მისი ნიშნული თქვენთვის მომგებიანი იქნება.

ბიტკოინით ვაჭრობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ დროს ინვესტორი ვალუტის ძალიან მერყევი თვისებით სარგებლობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბიტკოინის მოპოვება ამ ხერხით მოითხოვს ბაზრის კარგ ცოდნასა და გამოცდილებას. სწორედ ამიტომაა საჭირო წინასწარი მომზადება და ინფორმაციის დეტალური გაცნობა მანამ, სანამ მოვაჭრე მოცემული ალტერნატიავის არჩევას გადაწყვეტს.

ბიტკოინით ვაჭრობაზე საუბრისას, ასევე საგულისხმოა ვახსენოთ ის, რომ არსებობს ვაჭრობის რამდენიმე ტიპი და სტილი, მათ შორისაა დღიური ვაჭრობა, რყევითი ვაჭროვა (swing trading) და არბიტრაჟი.

დღიური ვაჭრობა (day trading) გულისხმობს მოკლე და სწრაფ ვაჭრობას, რომელიც ამავდროულად იძლევა მცირე რაოდენობის, თუმცა სწრაფი მოგების შესაძლებლობებს. ამ დროს ინვესტორები არ აჩერებენ თავიანთ პოზიციებს, ამიტომაც ეს მეთოდი მოითხოვს ბაზარზე არსებული სიტუაციის ყურადღებით გაანალიზებას და ფულის მცირე ოდენობით გამომუშავების ალტერნატივების ძიებას. სესიის დასრულების შემდეგ, მოვაჭრეებს შესაძლოა მნიშვნელოვანი მოგება ჰქონდეთ დაგროვებული.

რყევითი ვაჭრობა (swing trading) დგას გრძელვადიან და მოკლევადიან პოზიციის შეჩერებას შორის. სხვა ინვესტორების მსგავსად, swing ტრეიდერებიც ყიდულობენ ბიტკოინს მაშინ, როდესაც მისი ფასი დაბალაია, ელოდებიან საკმაოდ დიდხანს, იმისათვის, რომ გაყიდონ, მაშინ, როდესაც მისი ფასი მოიმატებს. ბიტკოინის გამომუშავება ამ მეთოდით იმითაა განსხავებული, რომ მათი ლოდინის დრო ჩამორჩება ჩვეულებრივი მოვაჭრეების  (HODLer) დროს და აღემატება მათ, ვინც დღიურად ვაჭრობს ბიტკოინით.

ბიტკოინ არბიტრაჟი ძალიან ჰგავს ზემოთ ნახსენებ ალტერნატივებს. თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორი, რომელიც იყენებს არბიტრაჟს, არ ეძებს ფულის დაგროვების შესაძლებლობებს იგივე ბირჟაზე, არამედ ის ცდილობს ახალი პლატფორმების აღმოჩენას. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ის იყიდიტ ბიტკოინს A ბირჟაზე და გაყიდის უფრო მაღალ ფასად B-ზე.

გამოცდილი მოვაჭრეები, რომლებიც ბიტკოინის შოვნის ამ ხერხს იყენებენ, გვეუნებიან, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა არ უნდა ელოდონ, რომ წარმატებას პირველივე ცდაზე მიაღწევენ, რადგანაც ეს უკანასკნელი მოითხოვს დიდ პრაქტიკას, სტრატეგიების ძიებას, კვლევას და აღმოჩენას იმისა, თუ რომელია შენთვის საუკეთესო და შესაფერისი.

მაინინგი

მაინინგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ძირითადი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოხდეს ბიტკოინის მოპოვება. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მაინერები იყენებენ ძლიერ კომპიუტერებს იმისათვის, რომ ამოხსნან რთული მათემატიკური ამოცანები. როდესაც ამას შეძლებენ, ისინი ჯილდოვდებიან ბიტკოინით. რეალურად, ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ შეძლებს ყველაზე სწრაფად გადალახოს დაბრკოლება და ვინ არის ყველაზე იღბლიანი ჯილდოს მისაღებად.

აღსანიშნავია, ის, რომ რამდენიმე წლის წინ მაინინგი სულაც არ იყო რთული საქმიანობა. პირველი მაინერები ათასობით ბიტკოინს მოიპოვებდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი კომპიუტერების გამოყენებით. თუმცა ახალა სიტუაცია შეიცვალა და შესაბამისად, მაინინგის სცენარის ბევრად უფრო გართულდა. დღესღეისობით, მაინინგის დასაწყებად აუცილებელია უმაღლესი ხარიხის აღჭურვილობა, რომლის შესაძენადაც რამდენიმე ათასი დოლარიც კი არის საჭირო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიტკოინის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად მაინინგში კონკურენციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

თუ ინვესტორს აინტერესებს, თუ როგორ იშოვება ბიტკოინი, მას შეუძლია საკუთარი ბედი მაინინგით გამოსცადოს და შეუერთდეს ბიტკოინის მაინინგ ფულს (Bitcoin Mining Pool). ეს უკანასკნელი არის მაინერების კოლაბორაციული ჯგუფი, სადაც სხვადასხვა ადამიანი თავიანთი კომპიუტერული უნარების კომბინირებას აკეთებს იმისათვის, რათა კომპლექსური მათემატიკური ამოცანები უფრო სწრაფად ამოხსნან. საბოლოო ჯამში კი მაინერების გადასახადი და მოგება ჯგუფის წევრებზე თანაბრად ნაწილდება.

მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მძვინვარე ხდება კონკურენცია ბაზარზე, მით უფრო კარგი აღჭურვილობაა საჭირო, იმისათვის, რომ მაინინგის საშუალებით სარგებელი დააგროვო. შესაბამისად, დიდი შანსია იმისა, რომ ინვესტორის მიერ აღჭურვილობაზე დახარჯული თანხა იმდენი იყოს, რომ საბოლოო მოგებას გადააჭარბოს კიდეც. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეისობით ბიტკოინ მაინინგი ისეთი მომგებიანი და სარფიანი საქმიანობა აღარაა, როგორც ის თავიდან იყო. გარდა ამისა, იგი საკმაოდ რთულ და ამავდროულად ნელ მეთოდად ითვლება. თუ მოვაჭრე კარგად გამოიკვლევს, თუ როგორ მოვიპოვოთ ბიტკოინი, იგი აღმოაჩენს, რომ ფულის გამომუშავების ამ ალტერნატივაზე ბევრად უფრო მარტივი შესაძლებლობებიც არსებობს ბაზარზე.როგორ ვიშოვოთ ბიტკოინი?

ბიტკოინ ონკანი (faucet)

ბიტკოინ ონკანის (Bitcoin faucet) იდეა შეიქმნა 2010 წელს სენიორ დეველოპერი გავინ ანდერსონის მიერ, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა, რომ პატარა მარტივი დავალებების შესრულების შემდეგ ჯილდოდ 5 ბიტკოინი მიეღოთ. იქიდან გამომდინარე, რომ 11 წლის წინ კრიპტოვალუტის ცნობადობა არც ისე მაღალ დონეზე იყო, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანებისთვის ბიტკოინზე ცნობიერება აემაღლებინა. კიდევ ერთი მიზეზი ბიტკოინ ონკანების დაარსებისა იყო ის, რომ მაშინ ძალიან ცოტა ბირჟა არსებობდა და შესაბამისად, ბიტკოინის შოვნაც თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომაც, უფასო ბიტკოინების მიცემა ხალხისთვის იყო საუკეთესო გზა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეინტერესებინათ აღნიშნული კრიპტო ვალუტით და მიეცათ მათთვის შანსი, რომ მიეღოთ ბიტკოინი კაპიტალის დაბანდების გარეშე.

ამჟამად ონკანების საშუალებით ჯილდოდ გაიცემა სატოშიები ისეთი მარტივი დავალებების სანაცვლოდ, როგორიცაა უბრალოდ ბმულზე ხელის დაჭერა ან რეკლამების ყურება. ჯილდოების კონკრეტული რაოდენობა თითოეულ საიტზე განსხვავებულია, ზოგი ძალიან დიდ რაოდენობას სთავაზობს მომხმარებელს, ხოლო ზოგი მათგანი კი ცოტას. აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ბიტკოინის გამომუშავება გახდა ამ გზით შესაძლებელი, შემდეგ კი სხვა ციფრულმა აქტივებმაც დაიწყეს მისთვის მიბაძვა.

პროცენტად მიღება

კრიპტო ვალუტების, მათ შორის ბიტკოინის, დეცენტრალიზებული ხასიათი ტრანზაქციების განხორციელებას უფრო ამარტივებს იქიდან გამომდინარე, რომ აღარაა საჭიროება რაიმე ტიპის ხელმძღვანელობა ჩაერიოს მის გასაკონტროლებლად და ვალიდურობის დასადასტურებლად. სწორედ ამის გამო, მოვაჭრეებს შეუძლიათ გაასესხონ ბიტკოინი პოტენციურ მევალეების გარკვეულ საპროცენტო განაკვეთში. საპროცენტო განაკვეთის მოცულობა სხვადსხვა საიტებზე განსხვავებულია, თუმცა ეს უკანასკნელი დაახლოებით 15%-ს შეადგენს. Ძირითადად შემთხვევებში, ეს პროცესი ხდება მაშინ, როდესაც კრიპტო ვალუტის ფასი ძალიან იზრდება, რის გამოც ხალხი ცდილობს დიდი მოგების დაგროვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით ბიტკოინის შოვნა ძალიან მარტივია, იგი საკმაოდ მაღალ რისკსაც შეიცავს. მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია მევალეებმა არ დააბრუნონ უკან თავიანთი ვალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორი მთლიანად კარგავს საკუთარ გასესხებულ თანხას. ამიტომაც, ამ ალტერნატივის საშუალებით ბიტკოინის შოვნა მარტივი, თუმცა საკმაოდ სარისკო საქმიანობაა.

შეჯამება

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი დღესდღეისობით ძალიან ცნობილი კრიპტო ვალუტაა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მისი გამომუშავების ძალიან ბევრი გზა არსებობს ციფრულ სივრცეში, სახლიდან გასვლის გარეშე.  იქამდე, სანამ ინვესტორი რომელიმე ალტერნატივას შორის არჩევანს გააკეთებს, მნიშვნელოვანია, რომ მან აუცილებლად უნდა მოიძიოს ყველა ტიპის ინფორმაცია და გააანალიზოს ის, რათა მის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტულება სწორი და სარფიანი იყოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არებობს 4 ყველაზე საგულისხმო შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოვაჭრემ იშოვოს ბიტკოინი, მათ შორისაა მაინინგი, ბიტკოინ ონკანი (Bitcoin Faucet), ბიტკოინით ვაჭრობა და პროცენტად მიღება. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ძირითადი განსხვავება მათ შორის არის ბიტკოინის მოპოვების სირთულე და სისწრაფე. მაგალითად, მაინინგი მათ შორის ყველაზე რთულ მეთოდად ითვლება, რადგანაც ეს პროცესი ძალიან დიდ ფიზიკურ თუ გონებრივ რესურსებთან არის დაკავშირებული. ამისგან განსხვავებით, ბიტკოინ ონკანი (Bitcoin Faucet) ყველაზე მარტივი ხერხია, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა უმოკლედ დროში, იოლი დავალებების შესრულებით მიიღოს ჯილდო ინვესტორმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გავეცით პასუხი კითხვას, თუ როგორ იშოვება ბიტკოინი სახლიდან გაუსვლელად და ვისაუბრეთ ძირითად ალტერნატვებზე. მოვაჭრე კი რეკომენდირებულია, რომ დეტალურად და ყურადღებით გადახედოს თითოეულ მათგანს და აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და მომგებიანი გზა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *