3 ყველაზე შემოსავლიანი ბიზნეს სექტორი საქართველოში

3 ყველაზე შემოსავლიანი ბიზნეს სექტორი საქართველოში post thumbnail image

იმის შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ძალიან ბევრი გარდამტეხი მოვლენა მოხდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაეზარდა. სწორედ ამ ათწლეულის დროს ქვეყანაში მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველო ითვლება ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყანად აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოში არის თავისუფალი სივრცე იმისთვის, რომ ინვესტორებმა სხვადასხვა სექტორსა თუ ბიზნესში შეძლონ ფულის დაბანდება.

საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რამდენიმე საგულისხმო საკითხი, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ კლიმატზე მიგვანიშნებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ მემკვიდრეობის ფონდისა და მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყნიდან მეთექვსმეტე ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 83 ადგილით წინ გადმოინაცვლა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს ინდექსი ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის, თუ რამდენად არის ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული ქვეყნის კანონებზე, მთავრობის ზომაზე, რეგულაციების ეფექტურობასა და ღია ბაზარზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ მსოფლიო ბანკის მიხედვით, ბიზნესის დაწყენის სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო  190 ქვეყნიდან მეექვსე ადგილს იკავებს, რაც ცხადია, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამასთან, გლობალური კორუფციის ბარომეტრის მიხედვით, ქვეყანა მხოლოდ 5%-იან დონეს აჩვენებს, რაც ბოლო წლების შემდეგ კიდევ უფრო მციდრება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ფულის დაბანდება დიდი ალბათობით შემოსავლიანი იქნება. თუმცა თუ გადაწყვეტთ ოპერირებას საერთოაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ისეთი პლატფორმების გამოყენებით როგორიცაა XM, მაშინ შანსი გაქვთ რომ მომგებიანი დაბანდება განახორციელოთ. ამასთან შეგეძლებათ XM-ის ბონუსებით სარგებლობა. ყველაფერი ამაზე იხილეთ ქვემოთ:

რაც შეეხევა ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიან ბიზნეს სექტორს, ამ სიაში არის ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგო სექტორი, ფარმაცია და აგრარული და საქსასურსათო სექტორი. ბოლოდროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვადასხვა მოთხოვნადი ბიზნესი, რომელიც აღნიშნულ სფეროებში ფუნქციონირებს, შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია აღენიშნება. შესაბამისად, აღნიშნულ სტატიაში თითოეულ მათგანს უფრო დეტალურად განვიხილავთ.

ენერგო სექტორი

მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ენერგიის წარმოება მკვეთრად გაიზარდა 2004 წლის შემდეგ, განახლდა და რებილიტირდა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური და აშენდა რამდენიმე ახალი. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში, ისევე როგორ მეზობელ ქვეყნებში, დღითიდღე მატულობს, ეს ყოველივე ქვეყანაში ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ამოქმედდეს ახალი ელექტრო სადგურები იმისათვის, რომ მოთხოვნა სრულიად იქნას დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი შეფასებების მიხედვით, ამ თვალსაზრისით საქართველოს მხოლოდ 25% არის ათვისებული. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვიფიქროთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებით ჰიდრო და ქარის რესურსების მხრივ, თუმცა მზის, გეოთერმული და ბიომასის რესურსებიც ასევე საგულისხმოა.

რაც შეეხება ენერგო სექტორში გაზრდილ მოთხოვნას საქართველოში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2007 დან 2011 წლამდე ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი იყო, თუმცა 2012 წლიდან უკვე იმპორტიორ ქვეყანად იქცა გარდა 2016 წლის გამონაკლისი შემთხვევისა. მნიშვნელოვანიაა აღინიშნოს, რომ დამატებითი ელექტრო სადგურების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს სრულყოფილად დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა გრძელ ვადაში, რადგანაც ერთ სულ მოსახლეზე ელექტრო ენერგიის მოხმარება და ინდუსტრიული სექტორი დღითიდღე იზრდება. ბოლოდროინდელი შეფასებების მიხედვით, ქვეყნის დეფიციდი ელექტროენერგიაში 2025 წლისთვის 3 ტრილიონ ვატზე მეტი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს ენერგო სექტორში ექსპორტის შესაძლებლობებს, ქვეყნის მეზობლები არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მაღალი ელექტროენერგიის წარმოების ხარჯი ან მისი დეფიციტი. საქართველოს აქვს მთებისა და ჩქარი მდინარეების სიუხვე, შესაბამისად მას აქვს დიდი უპირატესობა და კარგ კონკურენციას უწევს ამ თავალსაზრისით მის მეზობლებს, განსაკუთრებით კი ელექტრო ენერგიის წარმოების ნაკლები ხარჯის მხრივ. ყველაზე მიმზიდველი ბაზარი ენერგო სექტორში არის თურქეთი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ელექტროენერგიის მოთხოვნის გაზრდის კუთხით და მან განახორციელა 2.5 3 ტრილიონ ვატზე მეტი ენერგიის იმპორტი 2018 წელს. თურქეთი ენერგიის ნაკლებობას განიცდის ზაფხულში, მაშინ როდესაც საქართველოში უფრო ჭარბად ხდება მისი გამომუშავება. შესაბამისად ეს სექტორი მარტივად შეიძლება იყოს წარმატებული ბიზნესი საქართველოში.

რაც შეეხება ენერგო სექტორში ინვესტიციის შესაძლებლობებს საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჰიდროელექტრსადგურები, თერმული ელექტროსადგურები და ქარის და მზის ენერგია. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა, ისევე როგორც ქარის, წლის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი რესურსის სიუხვე საქართველოს საშუალებას აძლევს ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და აითვისოს ის ჯერ კიდევ აუთვისებელი 75%, რომლის საშუალებითაც ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უფრო ჩქარი ნაბიჯებით დაიწყებს განვითარებას.

იმის დასადასტურებლად, რომ ენერგო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია შეგვიძლია მოვიყვანოთ ფორბსის 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგის მეორე ადგილას სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია” გავიდა. მისი აქტივების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 750 მილიონზე მეტს, შემოსავალი 680 მილიონზე მეტს, საიდანაც მოგებისა და ზარალის თანაფარდობამ დაახლოებით 65 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივების სიდიდეს ელექტროენერგიის განაწილების ქსელი და მის საკუთრებაში შემავალი 15 ჰირდროელექტროსადგური განაპირობებს. ,,ენერგო პრო” თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსაც აწვდის ელექტროენერგიას. კომპანია ძალიან ფართომასშტაბისაა და მასში 6000-მდე ადამიანი მუშაობს.

ფარმაცია

ფარმაციის თვალსაზრისით საქართველოში არის განვითარებადი ბაზარი და ისინი, ვისაც სურთ, რომ ფული სწორედ აღნიშნულ სექტორში დააბანდო, დიდი უპირატესობებით სარგებლობა შეუძლიათ მზრდადი ინდუსტრიის გათვალისწინებით. ამ სექტორს აქვს ძალიან დიდი განვითარების პოტენციალი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვეყანაში ფარმაციის სფეროს შეადგენს არა მხოლოდ წარმოებითი ერთეულები, არამედ კვლევისა და განვითარების ცენტრებიც.

რაც შეეხება მოცემული ინდუსტრიის ზრდის ტენდენციებს, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩევა და ამ ბაზარზე ოპერირებადი კომპანიები გამჭვირვალეები არიან და ამასთან, აქვთ კარგი ზოგადი ბიზნეს გარემო, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი არის შემოსავლიანი ბიზნესი საქართველოში. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ფარმაციის ინდუსტრიას ჰყავს მსხვილი ევროპელი პარტნიორები ისეთი დიდი კომპანიების სახით, როგორებიცაა La Roche, Lallemand Pharma, Welt Pharma, Reig Jofre, Kern Pharma, BIOBERICA S.A, UAS Laboratories და სხვები. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ საქართველო არის პარმაცევტული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა რეგიონში, შესაბამისად, მას ჰყავს კარგი პროფესიონალები სფეროში, რაც ამ ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ფარმაციის ბაზარი დღითიდღე იზრდება, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტმა კავკასიაში ჯამში 6.7 მილიარდი დოლარი შეადგინა 2016 წლიდან 2019 წლამდე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ფარმაცევდული დანახარჯები, ხოლო შემოსავალი ამ სფეროში ყოველდღე მატულობს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს და ზოგადად, ამ რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმისა, რომ აღნიშნულ სექტორში კიდევ უფრო განვითარდეს შემდეგი 10 წლის განმავლობაში.

იმის დასადასტურებლად, რომ ფარმაციის სფერო საქართველოში ნამდვილად შემოსავლიანია, შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე ფორბსის 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგში მე-5 და მე-7 ადგილს ისეთი მსხვილი კომპანიები იკავებენ, როგორებიცაა შპს ,,პსპ ფარმა ჯგუფი” და შპს ,,ავერსი-ფარმა”. მათი მთავარი საქმიანობა მედიკამენტებისა და კოსმეტიკის საცალო და საბითუმო რეალიზაციაა. ,,პსპ ფარმა ჯგუფი” აერთიანებს ჯამში 202 აფთიაქს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ,,ავერსი-ფარმა” 241-ს. 2019 წლის მონაცემების მიხედვით ,,პსპ ფარმა”-ს ჯამურმა შემოსავალმა 477 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 33 მილიონზე მეტი. რაც შეეხება ,,ავერსს” , მათი შემოსავალია 366 მილიონი ლარი, ხოლო მოგება 22 მილიონზე მეტი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ 3 ყველაზე შემოსავლიან ბიზნეს სექტორთა შორის ფარმაცია ნამდვილად იკავებს მოწინავე პოზიციას, ამიტომაც აღნიშნულ სფეროში ფულის დაბანდება დიდად სავარაუდოდ, დიდ მოგებას მოუტანს ინვესტორს გრძელ ვადიან პერსპექტივაში.

აგრარული და სასურსათო სექტორი

საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატი იდეალურს ხდის ამ ადგილს იმისთვის, რომ იწარმოოს მარცვლეული კულტრურა, სხვადასხვა სახის ხილი თუ ბოსტნეული. მიწა კი საკმაოდ ნაყოფიერი და პესტიციდების გარეშეა. ამასთან ერთად, აუცილებლელია აღინიშნოს ღვინის წარმოება საქართველოში, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მცირე ბიზნესი და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო შესაძლებლობად ითვლება ქვეყანაში. მიზეზი, თუ რატომ არის საქართველო აგრარული სექტორის მხრივ ყველაზე საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალი გადასახადებია ბიზნესის წარმოების კუთხით. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ წყალი იაფი და მარტივად ხელმისაწვდომი რესურსია, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ენერგიასა და გაზზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ აგრარულ სფეროში შემოსავალი საკმაოდ დაბალია ეროვნულ საშუალო შემოსავალთან შედარებით.

რაც შეეხება ექპორტს, საქართველო დიდი აგრარული პროდუქტების ექპორტიორი ქვეყანაა და დადებული აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთახნმება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა თურქეთი და უკრაინა, რაც კიდევ უფრო ზრდის ბაზრის ზოგად პოტენციალს. აღნიშნული სექტორის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა საკვები ქარხნების წახალისებას ახდენს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს მოცემულ სფეროში და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. შესაბამისად ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს

ყველაზე მომგებიანი აგრო ბიზნესი საქართველოში.

გარდა ამიმსა, საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვახსენოთ სასურსათო სექტორიც, რომელიც ქვეყანის ეკონომიკასა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზოგად მოცულობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქვეყანაში ძალიან ბევრი მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესია ამ მხრივ განვითარებული, რომლებიც თავის მხრივ, ძალაინ წარმატებულად ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე.

იმისათვის, რომ უფრო ცხადი იყოს ეს ყველაფერი, წარმოგიდგენთ ფორბსის 2019 წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც  ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგში ისეთმა სასურსათო კომპანიებმა, როგორიცაა ,,კარფური” და ,,ნიკორა”, შესაბამისად მე-10 და მე-17 ადგილები დაიკავეს. ჰიპერმარკეტების ქსელი ,,კარფური” საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ამას მათი შემოსავალიც ადასტურებს, რომელმაც 2019 წელს ჯამში 370 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ,,ნიკორას” მისი შემოსავალი ამავე წელს 336,255,000 ლარი იყო.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სასურსათო სექტორი საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად აღნიშნულ სფეროში ინვესტიციის ჩადება შორეული მომავლისთვის საკმაოდ იქნება მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, როგორც კერძო კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური კლიმატია. ამას ადასტურებს ისიც, რომ რომ მემკვიდრეობის ფონდისა და მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყნიდან მეთექვსმეტე ადგილს იკავებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო 190 ქვეყნიდან მეექვსე ადგილზეა, რაც ასევე საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ შემოსავლიანი ბიზნესი საქართველოში  შეიძლება წამოიწყოს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ინვესტორმა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანი ბიზნეს სექტორების სიაში არის ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგო სექტორი, ფარმაცია და აგრარული და საქსასურსათო სექტორი. ბოლოდროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიზნესები, რომლებიც აღნიშნულ სფეროებში ფუნქციონირებენ, შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია აღენიშნებათ. ასევე დამატებით შემოსავლიანია საერთაშორისო ფინანსური მარკეტები XM-ზე და მსგავს ბროკერებთან თანამშრომლობით.

ქვეყანაში არსებობს ენერგო სექტორში ინვესტიციის მრავალი შესაძლებლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჰიდროელექტრსადგურები, თერმული ელექტროსადგურები და ქარის და მზის ენერგია. საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა, ისევე როგორც ქარის, წლის და სხვა რესურსის სიუხვე ქვეყანს საშუალებას აძლევს ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და აითვისოს ის ჯერ კიდევ აუთვისებელი 75%.

რაც შეეხება ფარმაციას, საქართველოს ფარმაციის ინდუსტრიას ჰყავს მსხვილი ევროპელი პარტნიორები ძალიან დიდი კომპანიების სახით. გარდა ამისა, ქვეყანაში არის ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ფარმაცევდული დანახარჯები, ხოლო შემოსავალი ამ სფეროში ყოველდღე მატულობს, ამიტომაც საქართველოს და ზოგადად, ამ რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი იმისა, რომ აღნიშნულ სექტორში კიდევ უფრო განვითარდეს მომავალში. გარდა ამისა, საქართველო სასურსათო სექტორის თვალსაზრისითად საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად აღნიშნულ სფეროში ინვესტიციის ჩადება შორეული მომავლისთვის საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *