ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
როგორც ვიცით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიაც არის წარმოდგენილი, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე. მათ შორის არის ”თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”საქართველოს კაპიტალი”. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შეინიშნება აღნიშნული კომპანიების ფასების ცვლილება.
TBC PLC-ის აქციების ფასი ერთი კვირის განმავლობაში 2.35%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ‘თიბისი ბანკის”, ერთი აქცია 14.12 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გახდა. ამ შემცირებით ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიონი ფუნტით იკლო და ეს უკანასკნელი ახლა 778.80 მილიონს შეადგენს. წინა კვირას ”თიბისი ბანკის” აქციებით ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 141,094 აქცია შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს ბანკს, “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასმა გასულ პარასკევთან შედარებით 3.75%-ით დაიკლო და ახლა მისი ერთი აქციის ფასი 15.40 გირვანქა სტერლინგს უდრის. ამ შემცირებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამში 28 მილიონი ფუნტი სტერლინგით შემცირდა და ეს უკანასკნელი ახლა 757.21 მლნ-ს უდრის. წინა კვირას ”საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის ჯამური მოცულობა სულ 156,368 აქციას შეადგენდა.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი მესამე კომპანია “საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ფასი შემცირდა გასული კვირის პარასკევთან შედარებით 2.11%-ით, რაც ნიშნავს იმას რომ მისი ერთი აქციის ფასი ახლა 6.02 ფუნტი სტერლინგი გახდა. აღნიშნული აქციების ღირებულების შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ კვირასთან შედარებით 6 მლნ სტერლინგით შემცირდა და ამ უკანასკნელმა ახლახანს 287.18 მილიონ გირვანქა შეადგინა. წინა კვირას “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის ჯამური მოცულობა 248,211 აქცია შეადგინა.
ლონდონის საფონდო ბირჟა და ქართული კომპანიები
როგორც უკვე ვახსენეთ, დღესდღეისობით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ქართული კომპანია იმყოფება, მათ შორისაა ‘თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”საქართველოს კაპიტალი”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ჩამონათვალში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართული კომპანია ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 8 ივლისს გამოაკლდა.
საქართველოს კაპიტალი ლონდონის საფონდო ბირჟას 2018 წელს შეუერთდა. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, ბოლო წლის განმვალობაში მსოფლიოში არსებულმა სუსტმა მაკროეკონომიკურმა ვითარებამ ამ კომპანიაზეც ნეგატიური გავლენა იქონია და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 11%-ით შემცირდა.
რაც შეეხება თიბისი ბანკს, თიბისი ლონდონის ბირჟაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს. როგორც ვიცით, ის საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია საბანკო სექტორში, თუმცა ბოლო წლებმა ამ კომპანიასაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, ის იყო პირველი ქართული კომპანია, რომლის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ჯერ კიდევ 2006 წელს. უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ბანკის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 0.36%-ით გაიზარდა, რაც მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ზრდის ტემპზე მიგვითითებს, მაინც დადებითი ტენდენციის შენარჩუნებისკენაა მიმართული.